Your beauty

209 29 14
                                    

პრეზიდენტის ოფისი

- ჩვენ შეგვიძლია ის ციხეში ჩავსვათ, მაგრამ იქ ერთი დღეც არ გაჩერდება და თქვენ ეს კარგად იცით, - დეჯუნი პრეზიდენტის ოფისის შენობაში, შეხვედრების პატარა ოთახში ზის.  ოვალურ მაგიდასთან, პრეზიდენტის გარდა, სხედან შინაგან საქმეთა მინისტრი, ქვეყნის პოლიციის უმაღლესი ხელმძღვანელობა და თავად პრეზიდენტის მრჩევლები.  უკვე ორი საათია, სახელმწიფოს მეთაური დახურულ საგანგებო სხდომას მართავს, თუმცა მონაწილეები ვერაფერზე თანხმდებიან.

- თითქმის სამი წელია, რაც კორუფციას ვებრძვი. გამოვავლინეთ რამდენიმე კორუმპირებული თანამდებობის პირი, თუნდაც პოლიციის უმაღლეს ხელმძღვანელობაში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მე და თქვენც კარგად ვიცით, რომ ყველა მათგანი არ არის იდენტიფიცირებული, ამიტომ, თუნდაც თავს დავესხათ და კიმი ბორკილებით გამოვიყვანოთ ბუნაგიდან, ის დიდხანს არ იჯდება გისოსებს მიღმა. ყველგან თავისი ხალხი ჰყავს. ორი დღეა დარჩენილი და დოკუმენტს ხელს მოვაწერ, რაც არ უნდა მოხდეს. რადგან თუ დავნებდებით და ჩვენს სისუსტეს ვაჩვენებთ, მაშინ მას მეტის სურვილი გაუჩნდება. ისე გვატრიალებს, როგორც მოუნდება. იმისთვის ხომ არ გაატარა ხალხმა ამდენი თვე ქუჩაში და წინა პრეზიდენტი დაამხო, რომ მის კვალს გავყოლოდით? არა მგონია. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი ოჯახების დაცვას და მშვიდობით დავასრულებთ ამ ომს. ხვალ დილისთვის თქვენს დამატებით შემოთავაზებებს ველი ,- პრეზიდენტი ფეხზე დგება და მიანიშნებს, რომ შეხვედრა დასრულებულია.  ჩინოვნიკები სათითაოდ მიდიან. დეჯუნი ბოლო ტოვებს ოთახს, თავის კაბინეტში შედის და მდივანს ურეკავს.  პრეზიდენტი საქაღალდეებს პორტფელში დებს და ყავის მოტანას სთხოვს.

პრეზიდენტის მანსიონი

- ჩვენი ოჯახის ღირსებას შეურაცხყოფ იმ ყველაფრით, რასაც ღამ - ღამობით აკეთებ!- შიჰიუკი სამზარეულოს შუაში დგას და იუნგის საყვედურობს, რომელიც ზიზღით უყურებს თეფშზე არსებულ  ომლეტს. ჯინი კი იუნგის მოპირდაპირედ ზის და ჩუმად სვამს ყავას,- რა დავაშავე ასეთი? ყველა ომეგა ნორმალურად იქცევა მაგრამ შენ? შენ ისე იქცევი, თითქოს ქუჩაში გაიზარდე. შენს ძმას მაინც შეხედე! დავიღალე შენი თავხედობით და მე და მამაშენი ამაზე სერიოზულად დაგელაპარაკებით!

Monster in meWhere stories live. Discover now