My hands on you

223 30 14
                                    

ეს თავი შეიცავს გაუპატიურების სცენას. გთხოვთ, თავი შეიკავოთ პრეზიდენტისა და  ნამჯუნის საუბრის შემდეგი ნაწილის წაკითხვისგან, თუ იცით რომ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ.

* * *

ჯინს სინდისი სულაც არ აწუხებს. დიახ, სწორედ მან გაუგზავნა კიმ ნამჯუნს იუნგის მისამართი და მან დათმო საკუთარი ძმა, მაგრამ ომეგა დარწმუნებულია, რომ იუნგი ამას იმსახურებდა. რაც კი ახსოვს, იუნგი მუდამ ანგრევდა მის ცხოვრებას და დარწმუნებულია, რომ მისი ძმა ამას განზრახ აკეთებდა. ეს კი მისთვის გაკვეთილი იქნება. ჯინი მხოლოდ წამით ფიქრობს, რომ მისი ძმა შეიძლება ცოცხალი აღარ დაბრუნდეს, მაგრამ ომეგა უცაბედად გაჩენილ აზრებს ღრმად მარხავს გონებაში და წყვეტს აღარ იფიქროს ამაზე.

ბოლოს და ბოლოს ეს იუნგის ბრალია. მან თვითონ მიიყვანა საკუთარი თავი ამ დონემდე. თავად იუნგიმ მიიპყრო ალფის ყურადღება და ბევრიც იშრომა ამის მისაღწევად. ახლა კი ის დაიმსახურა, რაც ეკუთვნოდა. ჯინმა მას უბრალოდ "საჩუქარი" გაუკეთა.

* * *

იუნგის მანქანაში ეღვიძება. თავი და ზურგი სტკივა, ომეგა რამდენიმე წამს ფიქრობს თუ სად არის და დილანდელ მომხდარს იხსენებს. ძლიერი და საშიში გარეგნობის ალფა ზის მის გვერდით, რომელსაც თავზე თმა საერთოდ არ აქვს, პერანგის საყელოდან კი უამრავი ტატუ მოუჩანს, რომელიც თითქმის თავამდე ადის. ალფა ყურადღებას არ აქცევს გამოღვიძებულ ომეგას და რაღაცის თამაშს აგრძელებს ტელეფონში.

- სად ვართ?- იუნგი უბრუნდება მამაკაცს და თვალებში შეჰყურებს.

- მალე მივალთ და გაიგებ,- მშვიდად ამბობს ალფა და იგინება, როცა თამაშს აგებს.

Monster in meWhere stories live. Discover now