1

1.4K 68 58
                                    

-ნანო ჩამოდიხარ?
-მოვდივარ უნა, მოვდივარ!
-ოჰოო, რა ლამაზი ხარ! - გაოცდა უნა.

შავ კაბაში გამოწყობილი გოგო, კიბეებზე მოაბიჯებდა, და თან აწუხებდა ის ფაქტი რომ ეს კაბა ზედმეტად მოკლე და არაკომფორტული იყო..

ნანო სამხრეთ კორეის ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს, სადაც მოხვედრა არც ისე ადვილია.
აქ ყველა მდიდარი ოჯახიდან არის, ან არტისტების, პოლიტიკოსების და ქვეყნის დამსახურებული მოქალაქეების შვილები არიან.
საიდან მოხვდა აქ ნანო?
თუ კარგად ისწავლი ყველაფერი გამოვა!
მაღალი ქულებით, თავისი გაღატაკებული სკოლიდან, ამ საოცნებო სკოლაში გადმოვიდა.

როგორ ეპყრობიან ბავშვები? ჰმმ, როგორ გითხრათ, ის ერთ-ერთი ცნობილი გოგოს, უნას მეგობარია, ამიტომ ,,კარგად,, ექცევიან, თუმცა ზურგსუკან ყველა ,,ნერდს'' ეძახის.. სიმართლე რომ გითხრათ, ნანო დიდად თავს არ აკლავს სწავლას იმის მერე რაც ამ სკოლაში გადმოვიდა.
,,ნერდი,,-ს სახელი ალბათ იმიტომ შეარქვეს რომ მშობლების ან ფულის გამო კი არ მოხვდა სკოლაში, არამედ საკუთარი განათლებით და შრომით მიაღწია შეუძლებელს.
ნამდვილად უსამართლობა სუფევს ამ სკოლაში.

არიან გათამამებული ბიჭები, მამების ფულებზე რომ არიან შემჯდარი და თვითონ არაფრის ტრაკი არ აქვთ.
ერთ-ერთი ჯეონ ჯონგუკია, ის ვინც ნანოს მოსწონს და მის გემოვნებაში იდეალურად ჯდება.. თუმცა ის ნანოს სულ აიგნორებს და მგონი არც კი იცის სკოლაში თუ არსებობს გოგო სახელად ,,ნანო,,..

რა ხდება დღეს? დღეს სკოლას 20 წელი უსრულდება და აღსანიშნავი წვეულება მოაწყვეს ბავშვებმა.
ნანო წვეულებებზე არ დადის ხოლმე, თუმცა რადგანაც დამამთავრებელ კლასში გადავიდა, გადაწყვიტა ბოლო წელს მაინც წასულიყო სადმე და ცოტა სიტუაციას მორგებოდა.

შავი, ლამაზი, მოკლე, ამოღებული კაბა ეცვა რომელშიც თავს კომფორტულად საერთოდ არ გრძნობდა..

შენი ტკბილი სურნელი..Where stories live. Discover now