3

754 61 54
                                    

-რას ბოდავს!

-თუ ნანო მისგანაა ორსულად, სოჰი და ჯონგუკი რაღა შუაში იყვნენ?!

-იტყუება, რომ ეს ბოზი სირცხვილისგან იხსნას!

-როგორი სასაცილოა მათი ასეთ მდგომარეობაში ყურება!

-ვინ მიგდია იუნგის მისაკუთრებას რომ ცდილობს?!

-საერთოდ ვინ ჯანდაბაა ხან ჯონგუკი რომ უნდა და ხან იუნგი!

-თავისი დონის ბიჭებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, ჩვენს დონემდე ის ვერასდროს მოვა!

ერთმანეთში საუბრობდნენ სკოლის ,,პოპულარული გოგოები,, მაშინ როცა იუნგი და ნანო ხელჩაკიდებულები იდგნენ და ხალხის მოტყუებას ცდილობდნენ, ნანოს რეპუტაციის გადასარჩენად..

მთელი დერეფანი გადატენილი იყო უამრავი ხალხით..
ჰოსოკმა და ჯიმინმა შეძლეს ბრბოში გავლა, საბოლოოდ კი ნანოსთან და იუნგისთან მიაღწიეს.

-რეებს ბოდავ იუნგი?! - ყურში ჩასჩურჩულა ჰოსოკმა.
-არ ვბოდავ, ასეა! იმ დღეს თუ დააკვირდით ნანო მეც გავიცანი და ისე მოხდა რომ მე და ნანომ გავატარეთ ღამე ერთად, ჯონგუკი არაფერ შუაშია!
-იუნგი რეებს ბოდავ, იმ დღეს ჯონგუკს მე ვუთხარი მიდი და გაიცანითქო, ყველაფერი ჩემი თვალით დავინახე, მე ვარ მომსწრე! - ემოციებით საუბრობდა ჰოსოკი.
-დამშვიდდი ჰოსოკ, - არსაიდან ჯონგუკი გაჩნდა, კმაყოფილი სახით იუნგის მიუახლოვდა და ცინიკური ტონით დაიწყო საუბარი - ყველაფერში მეჯიბრება ახლა კი ცდილობს ისიც წამართვას რაც მას არ ეკუთვნის.. საწყალი, ცხოვრებისგან დაჩაგრული ბიჭია, ნუ ჩავუშხამებთ ბედნიერებას, შევარგოთ წამიერად ტყუილში ცხოვრება..

გამწარებული იუნგი მასთან ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა.

-ცოტა ხნის წინ არც შვილი გინდოდა და არც ნანო - ჩურჩულებდა ისე რომ არავის გაეგო - ახლა კი უეცრად ორივე მოგინდა და შეგიყვარდა? ეს მამობრივი ინსტიქტის ბრალია თუ შენი ეგო ვერ უძლებს იმას რომ შენს საკუთრებას გართმევ.. - ბოროტულად ჩაიღიმა.
-ნანოს ხელი გაუშვი და აქაურობას გაეცალე.. - თვალები დახუჭა ჯონგუკმა და ღრმად ჩაისუნთქა - დროზე! - ბოლო ხმაზე იღრიალა და ნანოს მეორე ხელი ჩასჭიდა.

შენი ტკბილი სურნელი..Where stories live. Discover now