11

631 63 51
                                    

ავტორის პოვ:
ჯონგუკი საავადმყოფოსკენ გაემართა, იმედით რომ სოჰი მის დანახვაზე მაინც დამშვიდდებოდა..

წვიმისაგან სრულიად დასველებული, საავადმყოფოში შევიდა და სოჰის პალატისკენ გაიქცა..
კანკალით კარები შეაღო და დაინახა მომტირალი სოჰი, რომელიც უბრალოდ სლუკუნებდა, ხმას ვერ იღებდა დამწვრობის გამო, ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით ცვიოდა და ექთნების იგერიებდა, რომლებიც მის დამშვიდებას ცდილობდნენ..

-ს.სოჰი.. - გუკმა დამნაშავის ხმით მიმართა და ცრემლებიც წასკდა სახეზე.

გოგომ უფრო მეტად დაიწყო სლუკუნი, ბიჭისკენ ხელები გასწია და მიახვედრა რომ ჩახუტება უნდოდა..
ბიჭმაც არ დააყოვნა, მივიდა და ჩაეხუტა, თბილად მოჰხვია ხელები, იგრძნობოდა სიყვარული სოჰის მიმართ, ოღონდ არა როგორც მეორე ნახევრის, არამედ როგორც მეგობრის, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს და მის ტკივილს თავადაც გრძნობს..

-შენთან დავრჩები დღეს გვიანობამდე.. აქ ვარ, არ ინერვიულო. - შუბლზე აკოცა გოგოს და გულში ჩაიკრა..

თავს დამნაშავედ გრძნობდა იმის გამო რომ ამ ტკივილის მიზეზი თავად იყო, მან გააუბედურა სოჰი და ერთადერთი ადამიანი ვინც კი ჰყავდა ცხოვრებაში, ისიც წაართვა..

***
-რა ხდება იუნგი? - მხართეძოზე წამოწოლილმა ჯიმინმა ჩაფიქრებულ იუნგის შეხედა.
-სოჰი და ჯონგუკის ფოტოები ნახე?.. როგორ ეხუტება ჯონგუკი განადგურებულ სოჰის.. - ტელეფონი გაუწოდა ჯიმინს. - ვიღაც მედდამ გაავრცელა ფოტოები.
-რა სჭირს სოჰის? - ფეხზე წამოდგა ჯიმინი.
-დამწვრობა აქვს და ხმა დაეკარგა ცოტა ხნით.
-იმედია მალე გამოჯანმრთელდება.. მხოლოდ ამის გამო ტირის ასე ძალიან? - ფოტოებს დააკვირდა ჯიმინი.
-კი.. ჰომ იცი, უცნაური გოგოა.
-როგორ ეხუტება ჯონგუკი.. მეგონა ჯონგუკი და ნანო ერთმანეთთან კარგად იყვნენ.. - ნაწყენი ხმით თქვა ჯიმინმა.
-ჯონგუკი ასეთი ნაბიჭვარია.. არასდროს შეიცვლება. - თვალები აატრიალა იუნგიმ.
-ეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა?
-კი.. როგორც ჩანს ნანოს არ უნახავს.. წავალ და ვაჩვენებ.. - ბოროტულად ჩაიცინა იუნგიმ.

შენი ტკბილი სურნელი..Where stories live. Discover now