9

800 76 117
                                    

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - გაბრაზებული ჯონგუკი მაგიდიდან წამოდგა და სოჰისკენ გაემართა - მისმინე.. ახლა ისტერიკები არ გამართო, აქ ნანოს ძმაა და არ იცის ჩვენი ურთიერთობის შესახებ.. - ეჩურჩულებოდა.
-ანუ ასე არა? ყოველთვის ასე უნდა მმალო?
-სანამ საჭირო იქნება ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის..
-ტრაკში გაირჭე ეგ შენი ცოლი!
-ამას განანებ.. - ხელი მოუჭირა და მაგიდასთან დასვა.
-ჯონგუკ, შენი ყოფილი აქ რას აკეთებს? - წარბები შეჭმუხნა თეჰიონმა.
-მამამისი და დედაჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან, ამიტომ ჩვენც ვმეგობრობთ და ურთიერთობა არ გაგვიწყვიტავს..
-ჰო მაგრამ ის შენი ყოფილია და შენს ცოლთან სტუმრად არ უნდა მოდიოდეს.
-ყოფილსაც ვერ დავარქმევდი - სოჰის გახედა და ლოყას ენით მიაწვა შიგნიდან - ჩვენ უბრალოდ ოჯახებს რომ არ სწყენოდათ ამიტომ ვიყავით ერთად.

ნანოს პოვ:
საერთოდ რა ჯანდაბა ხდება აქ..
მე რას ვგრძნობ, ან როგორ ვარ, მეკითხება ვინმე?

როცა ჯონგუკმა სოჰიზე თქვა ოჯახების გამო ვიყავით ერთადო, სოჰის სახე უნდა გენახათ.. ცოტაც და გასკდებოდა სიბრაზისგან..
როცა კაცი იმდენად გამცირებს რომ შენთან ურთიერთობის დროს ცოლი მოჰყავს, და შემდეგ გეუბნება მოდი საყვარლები ვიყოთ, ჩემთან ერთად გაცხოვრებო და ამას თანხმდები.. როგორი უთავმოყვარეო უნდა იყო ადამიანი? ამას როგორ უნდა დათანხმდე? რამდენადაც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი, ასე უსირცხვილოდ როგორ უნდა მოიქცე..
ვერ ხვდება რომ უპირატესობა ყოველთვის მე მექნება?
არა, ცუდი გაგებით არ ვამბობ, უბრალოდ მართლა ასეა, ცოლს ყოველთვის უფრო მეტი უპირატესობა აქვს ყველა მხრივ ვიდრე საყვარელს.

-ჰომ ასეა სოჰი? - ცინიკური, საშიში და მუქარის შემცველი ხმით ჰკითხა ჯონგუკმა.

რატომღაც ეს ტონი არ მომეწონა..
მათ გვერდით ვიჯექი და დავინახე როგორ დაადო ბარძაყზე ხელი და მოუჭირა..
სოჰი მაშინვე დაფრთხა და ტუჩზე იკბინა შიშისგან..

შენი ტკბილი სურნელი..Where stories live. Discover now