4

729 59 69
                                    

ნანოს პოვ:
გულზე მომხვდა ის რაც მითხრა.. ჩემს ქმარს საყვარელი ეყოლება, მე კი ამ ფაქტს უნდა შევეგუო.. ცალკე რომ ხვდებოდეს ჰო, მაგრამ ჩვენთან ერთად იცხოვრებს და ალბათ როგორც სერიალებში ხდება, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამამწარებს..

ჩემი ძმა პირველად მეჩხუბა ასე ძალიან, ჯეონებმა დამამცირეს, მომავალი გამინადგურეს, ქმარს გაშორებული ქალის სახელი მერქმევა, უბრალოდ იმიტომ რომ იმ ღამეს ჯონგუკს ჩემი ტრაკის ყურების დროს აუდგა..

ძალიან მწყინს ის რომ ჯონგუკი ასე მექცევა და არაფრად მაგდებს, ეს დიდად გასაკვირი არც არის, თუმცა მაინც ძალიან დამამცირებელი და მტკივნეულია..

-კარგი, გასაგებია.. - თქვა გოგომ დანანებით. - მაგრამ იუნგისთან ყოფნის საშუალებას რომ მაძ...
-მოკეტე! - შეაწყვეტინა გუკმა - ნუ ახსენებ მაგ სირს! ის არაფერს წარმოადგენს, არც შენთვის და არც ბავშვისთვის.. მე ვარ მამა და ჩემთან იქნება!
-შენთან და შენს საყვარელთან.. - ჩაიცინა ნანომ - საწყალი ბავშვი უკვე მეცოდება, დედაც ეყოლება და დედინაცვალიც..
-გაჩუმდი! - იყვირა და ხელები საჭეს მოუჭირა.

მხოლოდ მაშინ დავინახე მის ხელზე არსებული ჭრილობა, რომელიც გუშინ სარკის გატეხვისას მიიღო, უკვე
დაჩირქებისკენ მიდიოდა.. ისეთი საზიზღარი დასანახი იყო, გაყვითლებული და სისხლი შიგნით ჰქონდა შემხმარი.
ალბათ უბრალოდ დაიბანა, ამას დამუშავებულის არაფერი ეტყობა..
არ ვიცი რატომ მაგრამ გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე მისთვის მეკითხა დაიმუშავა თუ არა..

-ეს ჭრილობა.. - ხელით ანიშნა გოგომ - გუშინ დაიმუშავე?
-ახლა ამის დროა? - შეუღრინა გუკმა.
-უბრალოდ მაინტერესებს! - ტონს აუწია გოგომ.
-არა არ დამიმუშავებია, მერე?
-დაგიჩირქდება!
-მერე?
-მერე ექიმებთან მოგიწევს სიარული! - იყვირა ნანომ.
-ამ ჩემს ყლეს! - გუკმაც არ დააკლო ყვირილი.
-წესიერად ილაპარაკე! ისევ შენთვის გეუბნები!
-ჰოდა რატომ მეუბნები, ვინ ხარ რომ ჩემზე ღელავ! ეს ჩემს შეყვარებულსაც არ შეუმჩნევია და შენ რატომ ამჩნევ! მეტი საქმე არ გაქვს?!
-შენს შეყვარებულსაც რომ კიდიხარ მაგაშია საქმე.. ხელი მომეცი - მშვიდად საუბრობდა ნანო.
-ნანო ნუ დამღალე! - თვალები აატრიალა გუკმა.
-მომეცი ხელი.

შენი ტკბილი სურნელი..Where stories live. Discover now