2

744 62 69
                                    

-მამა არ ჩაერიო! - ჯონგუკმა მამამის დაუყვირა და ისევ ნანოსკენ მიბრუნდა.
-ვის უყვირი ლაწირაკო! დროზე ამიხსენით რა ხდება! ან შენ ვინ ხარ შვილო - გოგო აათვალიერა.
-მ..ე..
-ის ერთ-ერთი ბოზია ჩემი წარსულიდან.
-უკაცრავად? - გოგოს თვალზე ცრემლები მოადგა..
-როგორ ლაპარაკობ! არაფერი ეტყობა ამ გოგოს ბოზის. - მხრებზე ხელები დააწყო და თვალებში ჩახედა. - აბა ლამაზო გოგო, მომიყევი რა ხდება შენს თავს.
-მამა სერიოზულად?!
-შენ ხმას ნუ იღებ! - ნანოს ხელი მკლავზე დაადო და დივანზე დასვა. - მაგრამ უკვე მივხვდი რაც ხდება.. გინდა ბავშვის გაჩენა?

ნანოს პოვ:
რა კარგი კაცია.. აშკარად ეტყობა რომ ადამიანობა გააჩნია ჯონგუკისგან განსხვავებით..

-მე.. არ ვიცი ბატონო, დაბნეული ვარ.. არ მინდა რომ ბავშვი მოვკლა მაგრამ მისი გაზრდის საშუალება არ მაქვს, მშობლები არ მყავს, თანაც ძალიან პატარა ვარ.. - ლაპარაკობდა გოგონა ემოციებით..
-ანუ ეს ყველაფერი რომ ხელს არ გიშლიდეს ბავშვს გააჩენდი? - ჰკითხა კაცმა ინტერესით.
-ჯონგუკს არ უნდა.. - ბიჭს ახედა - ამიტომ არ მინდა ვიღაცის ზედმეტ ტვირთად ვიქცე..
-არა შვილო, არავისთვის ზედმეტი ტვირთი არ ხარ.. ახლა უბრალოდ გაკვირვებულია ჯონგუკი და ვერ იაზრებს რა ხდება..
-ყველაფერს ძალიან კარგად ვიაზრებ, - საუბარში ჯონგუკი ჩაერთო - არ მინდა ეს ბავშვი და მორჩა! მე შვილი იმ ქალისგან მინდა ვინც მეყვარება!
-შვილი შვილია, არ აქვს მნიშვნელობა სხვა დანარჩენს!
-მამა! მთავარი სიყვარულია! - ტონს აუწია გუკმა.
-და ვინ გიყვარს ჯონგუკ? - წამოდგა და მისკენ დაიწყო სვლა - ვის გულისხმობ?! სოჰის? მისგან გინდა შვილი? - იკითხა ცინიკურად.
-ზუსტად! - თქვა გამბედავად ბიჭმა.
-გგონია ის გიყვარს?! მართლა გაქვს მაგის ილუზია?
-საკმარისია მამა!
-საკმარისია უკვე რაც ხდება ჩემო შვილო! მორჩა და დამთავრდა, შენ და ნანო ორ დღეში ქორწინდებით!
-რაა?!
-რაა?!

წამოვიყვირეთ ორივემ გაკვირვებისგან.

-რატომ გაგიკვირდათ? გგონიათ ეს ყველაფერი ასე უბრალოდ ჩაივლის? ჯონგუკ შვილო, მართლა გეგონა რომ გოგონას აბორტის გაკეთების უფლებას მივცემდი? მამაშენს ძალიან ცუდად იცნობ.. მართალია ოცი წლის ხარ მაგრამ ეგ არაფერი, რაც უფრო ადრე შექმნი ოჯახს მით უფრო მყარი იქნება ის.
შენი და არ თხოვდება ამიტომ შენ მოიყვან დროზე ცოლს. - საუბრობდა კაცი საკმაოდ მშვიდად.
-ჯანდაბა, სოჰი?! მასზე არ ფიქრობ?!
-არასდროს მეხატებოდა ეგ გოგო გულზე, დედაშენის და მამამისის აქტიურობის გამო ხართ ერთად, ერთმანეთი არ გიყვართ, უბრალოდ ამოჩემებული გყავს, არა მგონია მასთან დაშორება გაგიჭირდეს, როგორც და რანაირადაც გინდა ისე მოაგვარებ.
-ბოდიში რომ გეჭრებით მაგრამ მე არ მეკითხებით? - იკითხა გოგომ აკანკალებული ხმით.
-ოჯახიდან ვინმე გყავს?
-უფროსი ძმა..
-ჰოდა ხვალ მივალთ და დაველაპარაკებით მე და ჩემი მეუღლე.. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, ამ ყველაფერს შეეგუეთ და ქორწილისთვის მოემზადეთ. - გაიღიმა და იქაურობა დატოვა.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! - შეშლილივით ბოლთას სცემდა ჯონგუკი - შენ ხარ დამნაშავე შე ძუკნა! - გოგოს მივარდა, ხელები მხრებზე დაადო და დივანზე მოისროლა.
-ჩემი რა ბრალია, შენთვის არ უნდა მეთქვა ორსულობის ამბავი?! რა ვიცოდი მამაშენი თუ გაიგებდა!

შენი ტკბილი სურნელი..Where stories live. Discover now