7

735 64 46
                                    

-ჯანდაბა ნანო!

ავტორის პოვ:
გული წაუვიდა გოგოს, ჯონგუკმა კი მაშინვე დაიჭირა..

-ღმერთო რა კარგი მსახიობია! - იყვირა სოჰიმ, დამცინავი ტონით.
-სოჰი გაჩუმდი, ყველაფერი შენი ბრალია! საღამოს დაგელაპარაკები! - გოგონა ხელში აიტაცა, მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში წაიყვანა..

საჭეს ძლივს იმორჩილებდა, ხელები უკანკალებდა..
თურმე მართლაც ადარდებს თავისი ცოლი და შვილი..

***
-რატომ არ არის ნანო სკოლაში? - იუნგი, ჯიმინს და ჰოსოკს მიუჯდა გვერდით.
-აბა ჩვენ რა ვიცით? - მხრები აიჩეჩა ჰოსოკმა. - ნუ გავიწყდება, გუშინ ქორწილი ჰქონდათ.. ალბათ გუკთან ერთად ერთობა. - გაეცინა.
-წესიერად ილაპარაკე! - საშინლად გაღიზიანდა იუნგი. - იცი მაინც შენი ძმაკაცი რას აპირებდა?
-რას? - დაინტერესდა ჯიმინი.
-სოჰის სახლში მიყვანას აპირებს და მასთან ერთად ცხოვრებას.. ალბათ უკვე მიიყვანა კიდეც..
საწყალი ნანო, რა დღეში იქნება..
-რით ვერ გაიზარდა ეს ბიჭი.. - წარბები შეკრა ჰოსოკმა.
-და ნანოს ჯანმრთელობაზე არ ფიქრობს? ცხრა თვე მაინც მოითმინოს და სოჰის გარეშე იცხოვროს.. - დაღონდა ჯიმინი.
-არ ვიცი ჯიმინ, გაოცებული ვარ! - სკამის საზურგეს გადააწვა იუნგი.
-ნანოს შეიძლება რამე დაემართოს.. ჰომ იცით სოჰის რა ცუდი ენაც აქვს..
-ჰომ.. ისეთ რაღაცას ეტყვის, ბავშვი შეიძლება იმ დღესვე მოკვდეს..

***
-ექიმო როგორ არის ჩემი ცოლი? - ანერვიულებული ჯონგუკი, პალატიდან ახლადგამოსულ ექიმს იმ წამსვე კითხვებით მიადგა.
-კიმ ნანო თქვენი ცოლია?
-დიახ.. - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ჯონგუკმა.
-მოკლედ, როგორც ჩანს თქვენს ცოლს ბევრი ნერვიულობის გადატანა მოუწია, დაბალი წნევა აქვს, ვიტამინების ნაკლებობა და იმის დიდი შანსია რომ მესამე თვემდე საშინელი ტოქსიკოზი ექნება.. თუმცა ეს არ არის საშიში, მთავარია ამის შემდეგ სტრესი აღარ გადაიტანოს და თავს მოუფრთხილდეს..
-ანუ ახლა ყველაფერი კარგად არის ჰომ? - იმედიანად ჰკითხა გუკმა.
-დიახ ახლა ყველაფერი კარგად არის.. მაგრამ ამ ყველაფერს მარტო თავისმოფრთხილება არ უშველის, თქვენც ძალიან უნდა მოუფრთხილდეთ, ახლა ის მუცლით კიდევ ერთ სიცოცხლეს ატარებს და რა თქმა უნდა, გაფრთხილება სჭირდება.. რამე თუ გექნებათ სათქმელი, რამე ცუდი თუ მოხდება, მშობიარობის მერე უთხარით.. და ვინმე რამე ცუდის თქმას თუ დააპირებს, გააჩუმეთ!
-შეიძლება ვნახო? - ხელები უკანკალებდა ბიჭს.
-რა თქმა უნდა.. რაც გონზე მოვიდა, მას შემდეგ ტირის..

შენი ტკბილი სურნელი..Where stories live. Discover now