6

761 72 58
                                    

ნანოს პოვ:
ჯონგუკის წინ ვიდექი და მის დაბნეულ სახეს ვუყურებდი.. აშკარად რაღაც აწუხებდა, თან ჩემთვის კომპლიმენტის თქმა უნდოდა..

ჩემსკენ წამოვიდა და უცნაურად შემომხედა..

-იმას გეტყვი რომ ლამაზი ხარ, მაგრამ ეგ არ არის ახლა მნიშვნელოვანი! ეს რას ნიშნავს?! - გოგოს ფოტოები აჩვენა, რომელშიც კარგად ჩანდა თუ როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს იუნგი და ნანო.
-ე..ს.. - გოგო დაიბნა არ იცოდა რა ეთქვა..
-რა ეს ნანო?! იუნგის რატომ კოცნიდი?!

თავიდან დავიბენი მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, ყველაფერი რატომ უნდა მოვუყვე? თვითონ შეყვარებული ყავს და მეც რომ მყავდეს რა დაშავდება?
მართალია ეს კოცნა ნამდვილი არ არის და ორივეს ნებით არ მომხდარა, მაგრამ ეგ უკვე ჯონგუკის საქმე არ არის და ამის მტკიცებას არ ვაპირებ.

-რა შენი საქმეა?
-რას ნიშნავს რა ჩემი საქმეა?! შენ საქორწილო კაბა გაცვია, დღეს ჩემზე ქორწინდები, ჩემზე, ქმარი გეყოლება, ქმარი!!! რატომ ვერ იგებ?! აღარ გაქვს ასეთების უფლება! - ნერვიულად საუბრობდა ჯონგუკი.
-შენც გეყოლება რამდენიმე წუთში ცოლი მაგრამ სულ ფეხებზე გკიდია, საყვარლის ყოლას აპირებ.
-საყვარელი? - გაეცინა - საყვარელი შენ უფრო ხარ ჩემთვის ვიდრე სოჰი! შენ რომ არა ახლა სოჰის ეცმეოდა ეგ კაბა და სოჰი ატარებდა მუცლით ჩემს შვილს.. ცხოვრება ამირიე და ახლა ცდილობ ჩემი ოჯახის სახელიც შეარცხვინო? არა ლამაზო, - გოგოს სახე ხელებში მოიქცია და კედელზე ააკრა - ამის უფლებას არ მოგცემ! თუ გგონია, ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ვეჭვიანობ ძალიან ცდები! უბრალოდ არ მინდა თქვან, ჯეონების რძალი ბოზიაო! რაც გინდა ის გააკეთე, უბრალოდ ხალხის დასანახად არა! ასე კიდევ მილიონი გადაგიღებს ფოტოს! თავსაც შეირცხვენ და ჩვენც შეგვარცხვენ!

ვცდილობდი არ მეტირა.. ვცდილობდი არ მეტირა... არა, ნანო არ იტირებ, არ იტირებ...

მას ხელი ვკარი და საპირფარეშოში შევვარდი..
გარეთ მტვრევის ხმა მესმოდა, აშკარად ჯონგუკი სიბრაზისგან ყველაფერს ლეწავდა.. ძალიან შემეშინდა..

შენი ტკბილი სურნელი..Where stories live. Discover now