5

746 64 22
                                    

-იუნგი რას აკეთებ! - ხელი კრა და და ზიზღით ტუჩები მოიწმინდა გოგომ. - გეკითხა მაინც! არ მეგონა თავხედი თუ იყავი!

ნანოს პოვ:
გავოცდი! ეს რანაირად გააკეთა, თანაც წამის მეასედებში გააზრებაც ვერ მოვასწარი! ხელი ვკარი..
რაც არ უნდა იყოს ხვალ ქორწილი მაქვს!

-მაპატიე მე.. - უკან დაიხია ბიჭმა. - მე.. თავი ვერ შევიკავე..
-რას ნიშნავს თავი ვერ შეიკავე?! - იყვირა ნანომ - ეხლა მეც მინდა რომ მაგრად შემოგცხო მაგრამ თავს ვიკავებ!
-ნანო ბოდიშს გიხდი.. - თავდახრილი საუბრობდა.
-არ მჭირდება შენი ბოდიში! იცი რა, - ღრმად ამოისუნთქა გოგომ - შეიძლება ჯონგუკს არ ვუყვარვარ, ჩემს მიმართ არაფერი გააჩნია, აპირებს რომ ცოლთან ერთად საყვარელი აცხოვროს და საერთოდ ეს ბავშვი შემთხვევითობაა, მაგრამ მაინც მალე ქმარი მეყოლება და სხვასთან კოცნაობა არ არის სწორი!
-რაო, რაო?.. - წარბები შეკრა ბიჭმა. - ჯონგუკი სოჰისთან ერთად ცხოვრებას აპირებს?!
-კი.. - თვალები აუცრემლიანდა გოგოს.
-ეს იცის მამამისმა..?
-რა თქმა უნდა არა! არც უნდა გაიგოს, მე და ჯონგუკი შევთანხმდით რომ დავქორწინდებით, ის სოჰის არ დაშორდება, რამდენიმე წელში კი განვქორწინდებით.. ამიტომ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.. არ არის საჭირო ბატონმა ჯეონმა გაიგოს..
-ნანო ხვდები რას ამბობ!? - იყვირა იუნგიმ - ის შენს ბოლო დონემდე დამცირებას აპირებს, შენ კი ამბობ რომ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს?! იცი საერთოდ ვინ არის სოჰი?! როგორი მამის შვილია იცი?! როგორი სირქალაა საერთოდ წარმოდგენა გაქვს ამის შესახებ?! შეიძლება ძლიერი იყო და მას წინააღმდეგობა გაუწიო მაგრამ ის ისეთი ბოროტია ყოველთვის ეცდება შენს დამცირებას! და ბავშვი?.. ბავშვზე არავინ ფიქრობს?! როგორ გგონია მისთვის კარგი იქნება ორ ქალს უყუროს ერთად სახლში, ერთი დედამისი იყოს, მამამისის კანონიერი მეუღლე, მეორე კი მამის შეყვარებული?! - ემოციებით საუბრობდა იუნგი.
-ვიცი იუნგი, ვიცი რომ ეს ბავშვისთვის ცუდი იქნება მაგრამ რა ვქნა, გამაგებინე რა ვქნა!
-წამოდი გავიპაროთ!
-არა! ჩემს ძმას კიდევ ერთხელ ვერ გავუცრუებ იმედს..
-კარგი მაშინ.. აღარ ვაპირებ გვერდით დაგიდგე.. მაინც სულ ჯონგუკს აირჩევ მე კი არა.. - თვალები აატრიალა იქაურობას გაეცალა..

შენი ტკბილი სურნელი..Where stories live. Discover now