8

706 64 34
                                    

ნანოს პოვ:
დაწყევლილი ვარ თუ რა ჯანდაბა ხდება?
გუშინდელმა დღემ კარგად ჩაიარა, ვიფიქრე მე და ჩემს ქმარს ურთიერთობა დაგვილაგდათქო, მაგრამ ახლა იუნგის გამო მეჩხუბება და ისევ ყველაფერი აირევა!

მანქანიდან გადასვლას სპეციალურად არ ვჩქარობდი, იუნგის მინიდან ვუყურებდი და ხელებს ნერვოზულად ვათამაშებდი.

-კიდევ ბედავს და აქ მოდის! - გაბრაზებულმა იყვირა და მანქანიდან გადავიდა.
-ჯონგუკ! - მეც გადავედი და ჯონგუკს გვერდით დავუდექი.
-ლამაზო ქალბატონო, როგორ ხარ? - იუნგიმ მომხიბვლელად გამიღიმა და ყვავილები გამომიწოდა.

ჯონგუკი თვალებში მიყურებდა, აინტერესებდა რას ვიზამდი, გამოვართმევდი თუ არა..
რადგანაც არაფერი გააკეთა, იუნგის არ დაარტყა და არც არაფერი თქვა, ანუ, უბრალოდ ჩემს რეაქციას ელოდა და შემდეგ, ამის მიხედვით იმოქმედებდა..

შეიძლება გამამტყუნოთ, ან შეიძლება იფიქროთ რომ უთავმოყვარეო ვარ, მაგრამ ახლა ჯონგუკს იმედებს ვერ გავუცრუებ..
იმის მიუხედავად რომ ის ძალიან ცუდად მექცევა ხოლმე, არ ვაპირებ რომ ამ სიტუაციაში მეც იგივენაირად მოვიქცე, გუშინდელი დღის შემდეგ მითუმეტეს.

თანაც იუნგი საერთოდაც არ იმსახურებს კარგ მოპყრობას და კარგ დამოკიდებულებას.
ძალით მაკოცა, ეს კი ჩვეულებრივი ძალადობაა.

-არ გამომართმევ? - იუნგის ხელი გამოწვდილი ჰქონდა მე კი უბრალოდ გავუღიმე და ხელზე ხელი დავადე.
-იუნგი, საჭირო არ იყო, მადლობა.. ვერ გამოგართმევ.. - მის სიმაღლეზე ავიწიე და ყურში ჩავჩურჩულე - იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთე.. როგორ ბედავ და აქ მოდიხარ ყვავილებით ხელში? ახლავე გადააგდე და წადი აქედან! - ჩუმად ვუთხარი და ისევ ჯონგუკის ზურგს ამოვეფარე.
-ნანო.. გაწუხებს? რას ეუბნებოდი ყურში? - ცოტაც და აფეთქდებოდა ჯონგუკი. - უკვე ყელში ამოვიდა მისი საქციელები.. იუნგი გეფიცები, ჩემი ხელით მოგკლავ!
-ვის აშინებ?! - იუნგიმ მოულოდნელად მისკენ ნაბიჯი გადადგა და შუბლი შუბლზე მიადო.
-ჩხუბი გინდა? მაინც და მაინც უნდა დაგბეგვო? სხვანაირად არ დაანებებ ნანოს თავს?
-და რო არ დავანებო? შენ რამე პრობლემა გაქვს? - როგორც ჩანს დანებებას არ აპირებდა.
-მისი ქმარი ვარ და შენი აზრით პრობლემა არ მექნება ამასთან დაკავშირებით?!
-ქმარი? - ბოლო ხმაზე გადაიხარხარა იუნგიმ - რამდენიმე დღის წინ არ ამცირებდი და მის ცოლად მოყვანაზე უარს არ ამბობდი? ჰომ უთხარი ჩვენ ნამდვილი ცოლ-ქმარი ვერასდროს ვიქნებითო! რა შეიცვალა?

შენი ტკბილი სურნელი..Where stories live. Discover now