part 10

468 25 8
                                    

-როგორი საყვარელი ხარ.
დასცქეროდა ახალგაღვიძებული ჯონქუქი ნარის.

ნარიმ თვალები მოიფშვნიტა და ჯონქუქს შეხედა.
-რაო პატარავ?
ნარის შერცხვა და საბანი თავზე გადაიფარა.
-ჩემი ნუ გრცხვენია.

საბანს ხელი მოკიდა რომ გადაეხადა,მაგრამ ანრის ძალიან ქონდა ჩაბღაუჭებული.

ჯონქუქმა სხვა მხარე მოძებნა რომ შეძრომილიყო.
-ჯონქუქ?
-ნუ გრცხვენია კარგი?

ჯონქუქმა თავი ნარის მკერდთან დადო.
-როგორ სწრაფად გიცემს გული.
-ჯონქუქ ავ..დგეთ.
ვერ ჩერდებოდა ნარი.
-კარგი ტკბილო.
ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
-გაემზადე და სკოლაში წავიდეთ.
-მჰჰ.

***

თეჰიონი სკოლაში დერეფანში უაზროდ დახეტიალობდა,როდესაც ხმა მოესმა.
-გამიშვით.
გოგონას ხმა იყო.

თეჰიონი გოგონების საპირფარეშოსთან მივიდა და დაინახა სკოლის ერთ-ერთი ფლებოი რომელსაც ჰარუ კედელთან მომწყვდეული ყავდა,და მისი ხელი ეჭირა.
-ხელი გაუშვი.
-ძმაო ჯობს შენ საქმეს მიხედო, ვერ ხედავ აქ საქმე გვაქვს.

თეჰიონი ამ სიტყვებმა გააბრაზა,მივარდა და მუშტი დაარტა პირდაპირ სახეში.
-მე გითხარი,დანარჩენი შენ უნდა გაგეთვალა,ჩემთან ეგეთები არ გაგივა ნაბიჭვარო ახლავე მოუსვი აქედან.

შეშინებული ბიჭი,ჩქარი ნაბიჭით გაეცალა იქაურობას.

-კარგად ხარ?
-კი,მადლობა თეჰიონ შენ რომ არ მოსულიყავი,არ ვიცი რა იქნებოდა.
-მადლობას ნუ მიხდი,წამო კლასში.

თეჰიონი და ჰარუ დერეფნებს გაუყვნენ.
-ჰარუ ცუდათ არ გაიგო,შეყვარებული გყავს?
-არა,არც არავის მოვწონებივარ.
*ასეთი ლამაზი გოგო როგორ არ უნდა მოგეწონოს*
გაიფიქრა თეჰიონმა.

ჰარუ სუსტი აღნაგობის გოგოა,საშუალო სიმაღლის,წელამდე თმით,თეთრი სახით.
მის თეთრ სახეზე ჭარბობს პატარ-პატარა გამონაყარი.
მაგრამ მისი ყავისფერი თვალები ძალიან ლამაზია.

გარყვნილი ნახევარძმაTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang