თავი 16

324 20 2
                                    

ნარი სამზარეულოში იყო და წყალს სვამდა როდესაც უკნიდან ჩუმად ჯონქუქი მიუახლოვდა და ხელები წელზე შემოხვია.
უეცარი შეხებისგან ნარის ნამის წყალი გადასცდა.
-ჯონქუქ რას აკეთებ,შემაშინე.
-ბოდიში პატარავ,უბრალოდ მომენატრე.
-მეც მომენატრე,მაგრამ ასე შეიძლება ვინმემ დაგვინახოს.
-დავიღალე დამალვით,მინდა ყველგან მოგკიდო ხელი,არავის არ ვემალებოდეთ,მინდა რომ ჩემი იყო.
-მე ისედაც შენი ვარ.
-ვიცი,გთხოვ მაკოცე.
-ჯონქუქ ვინმე დაგვინახავს.
-უცბათ.
ნარი გაიხედ-გამოიხედა,ჯონქუქს ტუჩები მიუახლოვა და აკოცა.
-როგორც ყოველთვის უგემრიელესი ტუჩები გაქვს.
ტუჩებზე თითი გადაატარა.
-ეს ტუჩები მარტო ჩემია.
ნარის შერცხვა,და სამზარეულოდან გავარდა.
-სულელი..
ჩაეღიმა ჯონქუქს.

***
ჰარუ ფეხაკრეფით კიბეებიდან ჩამორბის,რადგამ პირველად მოხდა ისე რომ სკოლაში აგვიანებდა,დაეძინა.
ნეტა რაზე ფიქრობდა ძილში?
ეს ხომ ყველამ ვიცით.

სკოლისკენ ფეხით გარბოდა,რადგან ავტობუსმა გაასწრო.
-ვაიმე სულელი ხარ ჰარუ,როგორ დაგემართა ეს.
თავს სწყევლიდა ჰარუ.
უკნიდან მანქანა მოადგა.
-ჩაჯექი.
თეჰიონი იყო.
-თეჰიონ აქ რა გინდა,სკოლაში არ უნდა იყო?
-რავი მანქანით სეირნობა მინდოდა,მოდი დაჯექი.
-სკოლაში უნდა წავიდეთ.
-რა გინდა სკოლაში წამო გავერთოთ.
ჰარუს თვალები გაუდიდდა.
თეჰიონს გაეცინა.
-ნუ გეშინია,ის არ არის რაც შენ გგონია.
-უჰ კიდევ კარგი.
-ხომ არ გინდოდა რო?
-არა რათქმაუნდა,მიდი ჩქარა სკოლაში ისედაც დამაგვიანდა.
-დღეს სკოლაში არ წავალთ, მთელი დღე ვისეირნებთ,და გავერთობით.
-მაგრამ თეჰიონ..
-უარი კი არ მიიღება..
-კარგი.
თეჰიონი მიიწია და ლოყაზე აკოცა.
-პატარავ.
ჰარუს წამის მეასედში გული აუჩქარდა.
-რამოხდა პატარავ?
ასე ვმოქმედებ შენზე.
-თეჰიონ არ მიდიხარ?
-კი.
თეჰიონმა მანქანა დაძრა.

მთლიან ტრასაზე მარტო ერთი მანქანა იყო.
თეჰიონი საშუალოზე სწრაფად ატარებდა მანქანას.
ფანჯრები ჩამოწეული იყო, ქარი პირდაპირ მანქანაში აღწევდა,და ჰარუს თმებს უფრიალებდა.
-მოგწონს?
-ძალიან.
-ქარი გიყვარს ხო?
-კი ძალიან.
-მე გიყვარვარ?
-კი კი.
-ჰარუ?
ჰარუმ გამოიხედა.
-ხო
-ეხლა რა თქვი.
-ეხლა ვთქვი რომ..
ჰარუ ჩაფიქრდა,და თავი დაბლა დახარა.
თეჰიონს ჩაეღიმა.
-პატარავ ნუ გრცხვენია მეც ძალიან მიყვარხარ.
სახე ახლოს მიწია,და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა.
-ეხლა კი წამოდი მაგარ ადგილას უნდა წაგიყვანო.

გარყვნილი ნახევარძმაWhere stories live. Discover now