24🔥

351 43 5
                                    

-კარგად ხარ? - კითხულობს მამაკაცი და ჯიმინს დაღლილ სახეზე აკვირდება. ქერა უხმოდ უქნევს თავს, საწოლიდან იწევა, მუხლებზე დგება და ხელის გულით კეფის დამასაჟებას იწყებს.

-კარგი ფოტოები გამოდის? - კითხულობს რამდენიმე წუთის შემდეგ, მეგობარს ფოტოაპარატს ართმევს და სურათების დათვალიერებას პატარა ბავშვივით იწყებს.

-კიდევ რამდენიმე გადავიღოთ - სთავაზობს უფროსი, ჯიმინს ხელის ერთი მსუბუქი კვრით კვლავ საწოლზე ამბრუნებს, ფოტოაპარატს ვიდეო რეჟიმზე რთავს, უმცროსს მოშიშვლებულ ბარძაყებზე ეჭიდება და მოღიმარი სახით თავისკენ ითრევს.

ჯიმინი არაფერს ამბობს, უბრალოდ ღრმად ისუნთქავს ჰაერს, ფეხებს დამყოლად ჰხვევს წელზე და კისერზე პატარა, სველ კოცნას უტოვებს, რაზეც ორივეს ჩუმად ეცინება.

დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ კარზე ხმამაღალი ბრახუნი ისმის, რაც ორივე მათგანს მოულოდნელად აშინებს.

-ვინმეს ელოდები?

-არა - უარყოფს ჯიმინი და რატომღაც პანიკდება.

მისი მეგობარი ოხრავს, ფეხზე დგება და კარის გასაღებად მიდის. ჯიმინიც უკან მიჰყვება, თან არეული თმის დალაგებას ცდილობს. ჰგონია თეჰიონი ან მისი რომელიმე უფროსი იქნება კარს მიღმა, თუმცა როცა ჯონგუკის აგრესიულ სახეს აწყდება ადგილზე შეშდება. საუბრის და მოქმედების უნარი მთლიანად ეკარგება. ვერაფერს აკეთებს ვერც მაშინ, როდესაც მის მეგობარს გონების დაკარგვამდე ურტყამს და ვერც მაშინ, როდესაც თავისკენ იწყებს მძიმე ნაბიჯების გადადგმას.

-ასეთი პატარა, ამხელა ამბიციით როგორ ხარ? - მისი ხმა ბოხია, სულში ჩამწვდომი და ბოლომდე დასამახსოვრებელი.

-რაღაც გეშლება - ძლივს ამბობს ჯიმინი, შეუმჩნევლად ცდილობს ოდნავ ზემოთ აწეული კაბა ქვემოთ დაწიოს, თუმცა ჯონგუკის თვალებს ვერაფერს აპარებს.

CumslutWhere stories live. Discover now