27🔥

407 42 25
                                    

-დააგვიანე - მშვიდი ტონით აღნიშნა იუნგიმ და კარში მდგარი მოღიმარი ჰოსოკი შიგნით შეიპატიჟა.

-მაპატიე, ვემზადებოდი - არათანაბარ სუნთქვას ამოაყოლა ჰობიმ, საგულდაგულოდ დავარცნილ თმაზე ხელი გადაისვა და წარბებ აზიდულ შუგას, რომელიც ნელ-ნელა უკვე მოთმინებას კარგავდა, თვალი ჩაუკრა. - ჯანდაბას, მაპატიე. ვიცი, დაგვიანებას ვერ იტან

-კარგი ხარ, რომ გახსოვს, მაგრამ უკეთესი იქნებოდი, რომ ითვალისწინებდე.

-ამისთვის დავისჯები? - თითქოს ნაღვლიანად დასვა შეკითხვა, ცხვირ წინ დაუდგა, თითის ფალანგებით მის კისერზე სენსიტიური ადგილი მოძებნა და რამდენიმე პატარა წრე მოხაზა.

იუნგი ცოტახანს ჩუმად დარჩა, ვერ ხვდებოდა რა უნდა მოემოქმედებინა, მაგრამ როცა სიტუაცია გაანალიზა უკან დახევა დაიწყო.

-აიღე - პატარა კრესლოზე დაგდებული პულტი ხელებში შეაჩეჩა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი - რამე ჩართე, სანამ დასალევს მოვიტან.

-სერიოზულად? ფილმს უნდა ვუყუროთ? - გულწრფელად გაუკვირდა ჰოსოკს - სკოლის მოსწავლეები ხომ აღარ ვართ - ჩაიბუტბუტა, ტელევიზორის წინ მდგარ დივანზე კომფორტულად მოეწყო და სხვადასხვა ჟანრის ფილმების დათვალიერება დაიწყო. ბოლოს როდესაც ვერაფერ საინტერესოს წააწყდა ხელი ჩაიქნია, შუგას ლეპტოპს დაწვდა კალთაში ჩაიდო და ერთ-ერთ პორნო საიტზე შევიდა.

სულ მალე ოთახში ხმამაღალი კვნესა გაისმა და შუგაც რამდენიმე ბოთლით ხელში შეძრწუნებული გამოვარდა მისაღებ ოთახში.

-რა ჯანდაბას აკეთებ?! - სახე დაემანჭა, როდესაც თავისივე ლეპტოპში ახლართულ სხეულებს მოჰკრა თვალი.

-ფილმი ვიპოვე. - მხრების აჩეჩვით მოუგო ჰობიმ და მეორეს თავისკენ უხმო.

-ამ საზიზღრობის ყურებას არ ვაპირებ. გამორთე.

-კარგი რა, ეს ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე შენი ბალარული ფილმის ნახვა.

CumslutWhere stories live. Discover now