33🔥

317 38 27
                                    

თეჰიონი უკვე დაძინებას აპირებდა კარის გაღების ხმა რომ შემოესმა. ზუსტად ახსოვს დაწოლის წინ დაკეტა და ისიც იცოდა სათადარიგო გასაღებით ვისაც შეეძლო მისი გაღება, სწორედ ამიტომ კედლისკენ მიჩოჩდა, საბანი ბოლომდე დაიფარა და თვალები დახუჭა. იმედი ჰქონდა ჰოსოკი წავიდოდა, როცა მძინარეს დაინახავდა, მაგრამ ამის ნაცვლად აგრესიულად მიუახლოვდა ლოგინიდან როგორც სათამაშო ისე გადმოაგდო, კედელზე მიაკრა და თავის მკლავებს შორის მოიმწყვდია.

-ძალიან, ძალიან გამაბრაზე. - კბილებში გამოსცრა და ყელზე ხელი მოუჭირა.

-გამეცალე. - მხოლოდ ამის თქმა შეძლო თემ, გრძნობდა, რომ ფილტვებიდან ჰაერი ეცლებოდა.

-რატომ მაინცდამაინც იუნგი. ხომ შეგეძლო ვინმე სხვა აგერჩია?! - იღრიალა მის სახესთან, რამაც თეჰიონი ნამდვილად შეაშინა. ცდილობდა ხმა ამოეღო ან მისი სხეული უკან გაეწია, თუმცა ახლა მხოლოდ ხავილი და ფართხალი შეეძლო.

ჰოსოკი ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა მანამ, სანამ თეჰიონმა წინააღმდეგობის გაწევა არ შეწყვიტა. ის იმდენად იყო გაბრაზებული, რომ თავის სიყვარულსაც ახრჩობდა.. და რის გამო? ვის გამო..

ჰობი სასწრაფოდ მოშორდა მას, თეჰიმ კი ნანატრი ჟანგბადი ჩაისუნთქა. ცრემლები სდიოდა თვალებიდან და ბევრს ახველებდა ყელის ტკივილის გამო.

-ჭკუიდან შეიშალე? - ხმის კანკალით იკითხა თემ, მაგრამ ჰოსოკისთვის ამ წინადადებას სულაც არ გაუჟღერებია შეკითხვასავით.

-ხო, შევიშალე. - საკუთარი თავით იმედგაცრუებულმა დაილაპარაკა და ზემოდან დააცქერდა თეჰიონს, რომელიც ნელ-ნელა წამოდგა ფეხზე.

-შენ ჩემს მოკვლას აპირებდი ნაბიჭვარო! - წამოიძახა და ხელი მტკივნეულად ჰკრა მკერდზე. ჰოსოკმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია

-მაპატიე..

-გაპატიო?! რა ჯანდაბა გემართება - ისევ იყვირა. გაუჩერებლად ურტყამდა ხელებს, ხან მკერდზე, ხან მხრებზე, სახეშიც კი.. ჰობი იდგა და ვერაფერს ამბობდა. ან რა უნდა ეთქვა, როცა თავადაც არ ჰქონდა პასუხი?
არ უნდოდა წეღან ნათქვამი სიტყვების დაჯერება.

CumslutWhere stories live. Discover now