26🔥

392 48 24
                                    

-კევს ნუ აღლაჭუნებ - კბილებში გამოსცრა შავგვრემანმა რამდენიმე წუთიანი აუტანელი დუმილის შემდეგ, საწოლის კიდეზე ზურგით მიყრდნობილ ჯიმინს ამრეზით გახედა და ტუჩის პირსინგს ნერვიულად დაუწყო თამაში.

-გაწუხებს? - მოჩვენებითი ინტერესით მიუგო ქერამ და საღეჭი რეზინის ღეჭვა უფრო ხმაურიანად გააგრძელა. მოსწონდა, ჯონგუკის ნერვებზე თამაში და მიუხედავად იმისა, რომ მისი გაბრაზების რატომღაც ეშინოდა, მცდელობას მაინც არ წყვეტდა.

-გაჩერდი!

-მაპატიე - ოდნავ ჩაეცინა ქერას უფროსის აწითლებულ სახეზე -  ამ დროს, როგორც წესი, სხვის პენისებს ვწოვ. ასე რომ, თუ გინდა შენი ნერვების მოშლა შევწყვიტო სანაცვლოდ რაღაცის შემოთავაზება მოგიწევს. - ცოტა ხანს გაჩუმდა, ჯონგუკის მზერას თვალი მოსწყვიტა და ნელ-ნელა ქვემოთ გადაიტანა, შარვლის უბეზე. - რას იტყვი, დათმობ?

უფროსს შეეტყო, რომ აშკარად დაიძაბა, მაგრამ ეცადა არ შეემჩნია

-მემუდარე, რომ უბრალოდ დაგანახო

-რა ზომა გაქვს? - აგრძელებდა ჯიმინი მის გამოწვევას

-უკაცრავად?!

უმცროსს კიდევ ჩაეცინა. ბოლოს ტუჩები გაილოკა და წელში ოდნავ გასწორდა.

-თანახმა ვარ პოსტი წავშალო - გამოაცხადა. ოდნავ მოგვიანებით კი დაამატა: -  თუ დამიმტკიცებ, რომ რაც დავწერე ტყუილია.

-რა თქმა უნდა ტყუილია!

-ეს მხოლოდ შენი სიტყვაა. მე ფაქტი მჭირდება.

-ხომ ხვდები, რომ მაგას არ ვიზამ?

-დასანანია, მაშინ სამუდამოდ ჩემთან ერთად მოგიწევს დროის გატარება. - ოდნავ დამწუხრებულმა თქვა და საწოლზე გადაწვა.

რამდენიმე წუთი ისევ სიჩუმეში გაილია. ჯონგუკსაც ნელ-ნელა შეეტყო რომ დაიღალა. სხეული მოუდუნდა და თვალები შედარებით აემღვრა.

-მეორე საწოლი არ გაქვს? - თითქოს არაფერი ისე იკითხა, როდესაც კომფორტულად მოკალათებული ჯიმინის შეშურდა

CumslutWhere stories live. Discover now