28🔥

376 41 23
                                    

-შენ მე მიღიმი - სიხარულით აღსავსემ წაიმოიძახა ქერამ და თითი მოპირდაპირედ მჯდარი გუკისკენ გაიშვირა.

-უბრალოდ გეჩვენება - თავი გააქნია უფროსმა უარყოფის ნიშნად, თუმცა ღიმილს, რომელიც ჯიმინმა გამოიწვია თავისი ბავშვური ქცევებით, ვერაფერს შველოდა

-შენ ნამდვილ ბაჭიას ჰგავხარ, როცა ასე აკეთებ - აღნიშნა კიდევ ერთხელ, ენა სასმლისგან უკვე დაბუჟებულ ტუჩზე გადაისვა და მზერა ჯონგუკის სახიდან შეხსნილ შავ სააროჩკაზე გადაიტანა, საიდანაც ნათლად მოჩანდა მისი ნავარჯიშები გულ-მკერდი

-გინდა მითხრა, რომ საყვარელი ვარ? - შავგვრემანს არ გამოჰპარვია ჯიმინის ურცხვი მიშტერება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ტრიალებდა მის გარშემო. ვერ ხვდებოდა ნამდვილად მოსწონდა ამგვარი ყურადღება და ის, თუ რა გავლენას ახდენდა სრულიად არაფრის კეთებითაც კი მასზე თუ მხოლოდ ალკოჰოლის ბრალი იყო ეს ყველაფერი

-საყვარელი, - ჩურჩულით აღმოხდა უმცროსს ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ - სიმპათიური, სექსუალური.. - ჯიმინს აწითლებული ლოყები კიდევ უფრო მეტად შეუწითლდა, შავგვრემანი კი მუცლის ქვემოთ ნელ-ნელა დაიძაბა - ჯანდაბა, მე ისე მიზიდავ - გაეცინა სასოწარკვეთილს და ხელები თავისავე ქერა თმაში ახლართლა

-მთვრალი ხარ - დაასკვნა ჯონგუკმა, ჯიმინს გვერდით მიუჯდა, ხელი თავიდან დაბლა ჩამოაწევინა და ამის ნაცვლად თვითონ შეუცურა გრძელი თითები სქელ, მბზინავ თმაში.

-ოდნავ, და შენ? - სუნთქვა აჩქარებულმა უპასუხა დასმულ შეკითხვაზე და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა აზრზე მოსასვლელად, რაზეც ჯონგუკს ჩუმად ჩაეცინა ტუჩის კუთხეში

-მეც ოდნავ - ყურში ჩასჩურჩულა, ცხვირის წვერი ფრთხილად მიადო ნაზ ლოყაზე და კისრამდე ჩაუცურა.

ჯიმინს პეპლებმა და ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში. თვალები მილულა და კინაღამ დაიკვნესა, როცა ჯონგუკმა ამის პარალელურად თმაზე ძლიერად მოქაჩა.

CumslutWhere stories live. Discover now