34🔥

321 41 15
                                    

-არ მეტყვი წეღან ცუდად რატომ გახდი? - შეეკითხა ჰობი და გვერდით მწოლიარეს რბილ თმაზე მოეფერა.

-უბრალოდ პანიკური შეტევა მქონდა, არაფერია

-უბრალო პანიკური შეტევა შენი აზრით არაფერს ნიშავს? მითხარი, ჩემმა სიტყვებმა გამოიწვია ეს?

-ცუდმა მოგონებებმა, რომლებიც გამახსენდა.

-მომიყევი.

-თუ ამას გეტყვი უნდა დამპირდე, რომ საიდუმლოდ შეინახავ, იქამდე მაინც სანამ ჯიმინი თავად არ გადაწყვეტს თქმას.

-ჯიმინი რა შუაშია აქ? - გაუკვირდა

-გთხოვ უბრალოდ პირობა მომეცი.

-კარგი, პირობას გაძლევ.

-არც ჯონგუკს ეტყვი იცოდე. - თითის აწევით გააფრთხილა და თვალები დაუბრიალა

-არა თეჰიონ, არც ჯონგუკს ვეტყვი. აღარ დაიწყებ? - დაღლილმა ამოიოხრა და მოსასმენად მოემზადა.

-შენამდე შეყვარებული მყავდა. დიდი ხანი არ იყო, რაც ერთად ვიყავით, მაგრამ ვენდობოდი. თავისუფალ დროს სულ ერთად ვატარებდით და ვერთობოდით. მართლა მიყვარდა და მეგონა, რომ მასაც ვუყვარდი. - დაიწყო, ჰოსოკი კი წამით ვერ მიხვდა რაზე საუბრობდა.

-რამე დაგიშავა? - დაეჭვდა და სიბრაზემ მოიცვა.

-მთლად ისეც არაა, როგორც გგონია.. სამსახურს ვეძებდი, იმ პერიოდში ძალიან მჭირდებოდა მან კი მიშოვა. რა კეთილია არა? - სიმწრით გაეცინა. - რაღაც საბუთები იყო, რისთვისაც ხელი უნდა მომეწერა. სიმართლე გითხრა, ჩემი ბრალი იყო.. არ წამიკითხავს, მხოლოდ მის სიტყვებს დავჯერდი და მოვაწერე. თავადაც იქ მუშაობდა, მე კი მეგონა თუ სამსახურშიც ერთად ვიქნებოდით ბევრად სახალისო იქნებოდა. ფულსაც კარგად იხდიდნენ, თუმცა ვინ არ გადაგიხდის პორნოში? - ტუჩები მომუწა, ჰოსოკი კი გაშრა - როცა გავიგე ვერაფრის გაკეთება შევძელი, რადგან აღმოჩნდა, რომ 4 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ჩემი დაუფიქრებლობის გამო. ორი ჯოჯოხეთური კვირის გატარება მომიწია იქ, რადგან ვერ გავბედე ვინმესთვის მეთქვა. ვერც ოჯახის წევრებისთვის და ვერც მეგობრებისთვის. მხოლოდ ჯიმინს ვუთხარი, ეგეც იმიტომ, რომ სუიციდის მცდელობის დროს მომისწრო

-თეჰიონ.. - ჰობის წარმოდგენაც კი არ უნდოდა იმის, რასაც თეჰი ამბობდა.

-მან დახმარება შემომთავაზა და მე წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან ვერ გავუძელი ბინძურ ხელებს, რომელთა შეხებაც გამოვცადე. ეს ყველაფერი გულისამრევად ამაზრზენი იყო. ჯიმინმა მითხრა, რომ უფროსს დაელაპარაკებოდა, ეცდებოდა სიტუაცია აეხსნა, მაგრამ მხოლოდ მაშინ დათანხმდა ჩემს გაშვებას, როცა მინი მასთან დაწვა. - თავი სევდიანად ჩახარა - ეს კი ძალიან, ძალიან გვიან გავიგე.

-მან ეს შენს გამო გააკეთა?

-ხო, ჰოსოკ. ის ჩემთვის ანგელოზია. ჩემი კონტრაქტი გაქრა, სამაგიეროდ ჯიმინს მოუწია 4 წელი ბოზი გამხდარიყო. მას არ იღებდნენ, რადგან უფროსს მხოლოდ თავისთვის უნდოდა. იქამდე ჟიმავდა, სანამ ცოლმა არ გაუგო, ამის შემდეგ კი უფლება მისცა ხალხისთვის ემუშავა. მას ონლაინ გვერდი დაუმზადეს, ის თავის თავს ეხებოდა სხვების აღსაგზნებად, ახლა კი მხოლოდ ფოტოებს იღებს, რამდენიმე მეგობართან, რომელიც შეიძინა. მასზე გიჟდებიან ისე უნდათ ჯიმინის სხეულის დასაკუთრება. მაგრამ მას არავისთვის მიუცია უფლება შეხებოდნენ. ჯონგუკამდე.. ახლა ხვდები, რატომ ვერ ავიტან მასზე ცუდად თუნდაც ერთი სიტყვის თქმას? ჯიმინი ყველაფერია ჩემთვის, მასთან ვალში ვარ, რომელსაც ალბათ ვერასდროს გადავუხდი.

-რამდენი დარჩა? კონტრაქტს ვგულისხმობ

-სადღაც წელიწადი და ორი თვე. - გააზრებისას ნერვიულად იკბინა ქვედა ტუჩზე

ჰოსოკი წამით ჩაფიქრდა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თეს შუბლზე ნაზად აკოცა.

არაფერი უთქვამს, მაგრამ უკვე იცოდა დღეის შემდეგ რასაც გააკეთებდა.

CumslutWhere stories live. Discover now