12

127 15 14
                                    

კონფერენცია დასრულდა, ჯონგუკიც წამოდგა და სახლში წავიდა რომ ეს ამბავი ეცნობებინა ბიჭებისთვის და გოგოებისთვის..

დეამ ჩანი სახლში წაიყვანა, გამოუცვალა და ახლა სასეირნოდ გაიყვანა რადგან ქიომ დაურეკა და შესთავაზა ბავშვების ერთად გასეირნება, მეიც გაჰყვა მათ მისი პატარათი და ასე ასეირნებდნე დაქალები შვილებს როდესაც ჯონგუკი გიჟს გავდა და ელოდებოდა მათ სახლში მოსვლას რომ ახალი ამბავი ყველასთვის ეთქვა.

მოსაღამოვდა და გოგოები დაიშალნენ, დეა სახლში წავიდა დანარჩენები კი საერთო საცხოვრებელში.

-მოვედიით.
დაიყვირეს გოგოებმა.
-ძლივსსს!
შეჰყვირა ჯონგუკმა და როდესაც ყველა შეკრიბა საუბრის დაწყება გადაწყვიტა.

-ხალხო, ახლა ისეთ რამეს გეტყვით რამაც შეიძლება ძალიან გაგაოცოთ, ასევე თქვენი დახმარება მჭირდება..
-თქვი მალეე შეკაცო ჩამეძინა..
ამოიზმუკუნა იუნგიმ მიას ხელებიდან.

-ესეიგი, დეა..ცოცხალია!

ყველა გაოცებული თვალებით იყურებოდა გარდა ოთახში მყოფი 4 ადამიანისა..
-ჰეი, თქვენ ისეთი სახეები რატომ გაქვთ თითქოს არაფერი მითქვამს..?

გადახედა ჯონგუკმა ოთხივეს.

ისინი კი მიზეზს ეძებდნენ რომ თავიდან აეცილებინათ მოსალოდნელი საფრთხე..

-ჯ..ჯონგუკ, მოგელანდა ალბათ.
უთხრა ჯიმინმა.
-ჯიმინ მეღადავები? ან რა მომელანდა არც მითქვია რომ ვნახე..მოიცა, თქვენ არ თქვაათ ეხლა რომ იცოდით?

გახედა ოთხივეს მათ კი მზერის არიდება დაიწყეს.
-არაა კაცო საიდან..
სანამ მია სიტყვას დაასრულებდა ტელეფონმა დაურეკა ზედ კი დეას სახელი დაეწერა, უნდა გაეთიშა როდესაც ჯონგუკმა ეს დაინახა და ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა.

-ხმა არ ამოიღოთ!
გააფრთხილა ყველა და ტელეფონი სპიკერზე ჩართო, მალევე დეას ხმა გაისმა.

არ გაპატიებ!Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz