თავი 10

1.2K 106 49
                                    

  - ჩ–ჩ–ჩანიოლ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


- ჩ–ჩ–ჩანიოლ... ცოტა ნელა იარე რა, გთხოვ! – ჩაიჩურჩულა ბექიონმა, რომელიც კრთებოდა ნებისმიერ ხმაზე, რომელიც მის ყურთასმენამდე აღწევდა.ჩანიოლი შემობრუნდა და პირდაპირ სახეში მიანათა ფანარი, თან უღიმოდა.
- მაპატიე. მოდი ჩემთან ! – ჩაიცინა  პაკმა  და ხელი გაუწოდა. ბექიონი გაწითლდა, მეგობართან მიირბინა და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
-ახლა უკეთ ხარ?
ბიონმა თავი დაუკრა, ისე რომ მისი მზერა მიწას არ მოსცილებია.ბიჭებმაა გააგრძელეს სვლა სასიამოვნო სიჩუმეში.

ჩანიოლი ფანარს ანათებდა, ბექიონი კი რუკის წაკითხვას ცდილობდა ,როცა უკნიდან ტოტების  ტკაცუნის ხმა გაიგეს .

-დიდო შისუს, ეს რა იყო !? –ბიონმა შიშინებულმა შეჰყვირა და უკან გაიწია, თვალები ლამის ორბიტებიდან გადმოუცვივდნენ.
- არაფერია ბექიონ, ალბათ კურდღელი იყო, ან რამე მსგავსი – ჩანიოლი მის დამშვიდებას ცდილობდა . ეს უკანასკნელი კი ისევ სიბნელის თვალიერებას აგრძელებდა, თან უფრო მაგრად უჭერდა ხელს პაკს, ბოლოს ორივე შეტრიალდნენ და ტყისკენ წავიდნენ.
- ჩანიოლ...არ მომწონს ეს ყველაფერი... ძალიან არ მომწონს. იქნებ უკან დავბრუნდეთ? მშვენივრად ვიქნები პრიზის გარეშეც – დაიკრუსუნა ლამის ატირებულმა ბექიონმა.
- ყველაფერი კარგადა ბექიონ! მე აქ ვარ და დაგიცავ!
ტკაცუნი, ტკაცუნი, ტკაცუნი.
ბიონს თმები ყალყზე დაუდგა,ყოველ ჯერზე უკან იხედებოდა თუმცა ვერაფერს ხედავდა. – ჩანიოლ... რაღაც მოგვყვება... ვიცი! – დაიჩურჩულა ბიჭმა, ცრემლები ლოყებზე ნელ–ნელა ჩამოსდიოდნენ.პაკი ბიჭისკენ სახით შეტრიალდა, გაკვირვებული იმით რომ ბექიონი ტყეში  ყოფნის გამო ტირის  .
- არაფერი არ მოგვყვება ბექიონ~ არ-
– ბეკოოონ~
- ეს რა ჯანდაბა იყო!? – დაიყვირა ბექიონმა და  მაშინვე მაგრად მიეკრო პაკს. ჩანიოლს თვალები გაუფართოვდა, საიდან ისმის ამის დედაც ეს ხმაა??
- ვინ არის აქ?? – იკითხა ჩანიოლმა თავისი ხრინწიანი ხმით და ბექიონს წელზე შემოხვია ხელი.
– ბეკონ~ მე... ბეკონი... უნდა... ვჭამოო~
- ჯანდაბაშიც წასულა ყველაფერი! – დაიყვირა ბექიონმა და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა.
- ბექიონააა! გაჩერდი! – ყვიროდა პაკი, მაგარამ ბექიონი უკან მოუხედავად გარბოდა.
- ბეკონ...ბეკონ...ბეკონ...ბეკოონ...ბეკონ ! – ისმოდა ხმა უკნიდან, რომელიც მისდევდა გაქცეულ ბიჭებს. ბექიონმა მთელი ძალით   ცივად იკივლა როცა გაიგონა როგორ უახლოვდებოდა ვიღაცის ნაბიჯების ხმა.უეცრად ფეხი რაღაცას წამოკრა , წაიბორძიკა და სახით დაეცა მიწაზე.
- ოჰ, ნახეთ ვინ დაბრუნდა! ბექიოონაა! ჩანიოლი სადაა? პრიზო ნახეთ?
ბიჭმა თავი ზემოთ აწია, და როცა მის წინ მისტერ პაკი და მისის ლი დაინახა იგრძნო როგორ დამშვიდდა და მოეშვა . – ბექიონ? კარგად  ხ–
ბიონმა ქალს სიტყვის დასრულება არ აცადა, მაშინვე მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
- მე–მე–მე *სლუკუნი* ვფიქრობდი რომ *სლუკუნი* შემჭამდნენ! – ტიროდა ბიჭი თან     თითქმის მთლიანად დაუსველა მასწავლებელს მაისური. –ისინი ჩემს შეჭმას აპირებდნენ! მე–მე იქ ჩანიოლი მარტო დავტოვე! ჩემს გამო მას შეჭამენ! *სლუკუნი*
- კარგი, ნუ ტირი. არავინ არავის არ შეჭამს. რა ჯანდაბა მოხდა იქ? – მისის კიმმა მოიშორა ბიჭი თავისი მაისურიდან და  თან გაუწოდა ცხვირსახოცი   რომელიც ბიჭმა მაშინვე გამოიყენა
- ბექიონ ჰიონ!
ბექიონმა თავი შეატრიალა და დაინახა პაკი, რომელიც მორალურად სრულიად განადგურებული ტყიდან გამორბოდა.
- შენ ცოცხალი ხარ! – დაიყვირა ბიჭმა, გაიქცა და პირდაპირ შეახტა ჩანიოლს.
- ყველაფერი კარაგადაა! დაწყნარდი! –პაკი ცდილობდა უფროსი დაემშვიდებინა, ხელს ზურგზე უსობდა მანამ სანამ ბექიონი მის მხარზე თავჩამოდებული ტიროდა.
- მე არ ვიცი რა ჯანდაბა მოხდა ახლახანს.......მაგაარმ... - თქვა მისტერ პაკმა და ამოიღო მიკროფონი. – ბექიონი–ჩანიოლი–გავარდნენ.

Wait... She's a Dude?! !Where stories live. Discover now