ერთი ფილა შოკოლადი(2)

1.7K 132 27
                                    

*ჩანიოლი P.O.V*
-ესეიგი რინი?!-მეკითხება სიცილით ბექიონი და ხელს სეჰუნს უტყაპუნებს.
-აუჩჩ...ბექიონ! უგრძნობი არ ვარ, ასე რომ შეწყვიტე ჩემი ტყაპუნი!
-კარგი, უმცროსო- და კიდევ ერთხელ დაუტყაპუნა ხელი.
-ბექიონ ნუ მაბრაზებ!
-რაო, უმცროსი გაბრაზდა?!
-ბექიონ არ დაგავიწყდეს instagram მაქვს....
-შემაშინე რა...
-თუ ასე ძალიან გინდა, შენი ფაქტიურად და სანახევროდ შიშველი სხეული ფანებმა ნახონ, მაშინ კარგი...
-კარგი..კარგი, აღარ ვიზამ...
უთხრა ბექიმ. თუმცა ვის ატყუებს?! ბოლოს ხო მაინც ჩაუტყაპუნებს და უკბენს. მე კი წყნარად ვუსმენდი მათ დიალოგს და მეღიმებოდა.
-შენ?!-ახლა უკვე მე მომიბრუნდა ბექიონი
-რაა??
-ანუ რინი?- და თვალები დაიწვრილა
-კი
-ვაუ... შენ პირველად მოგეწონა გოგონა!
-ბექიონ, რა არის ასეთი გასაოცარი ამ ფაქტში? უგრძნობი კი არ ვარ...
-ჩანი... ჩანიოლ...შენც ძალიან კარგად იცი რას ვგულისხმობ...
-კი-ვუთხარი და თავი მანქანის სავარძელზე გადავაგდე. თვალები დავხუჭე და გონებაში ის და მისი სახე ამომიტივტივდა. ჩამეღიმა.
-ვაუ... შარში ვართ მგონი სეჰუნ...
-აშკარად- თვითკმაყოფილური ღიმილით გამომხედა ჩვენმა უმცროსმა და თვალი ჩამიკრა.
-რაა? რას გულისხმობთ ვერ ვხვდები...
-სიყვარული ჰაერშია...-წაიმღერასავით ბექიონმა
-რაა.?? სიყვარული? მეხუმრებით? ის მხოლოდ 2ჯერ მყავს ნანახი.
-აჰჰჰჰ, ჩანი. საქმეც მაგაშია, რომ 24 საათის განმავლობაში, შენ 2-ჯერ ნახე ის...
-so...
-თუ მესამედაც შეხვდები...მოკლედ, რომ აგიხსნა, ისაა შენი ბედი...
-საიდან მოიტანე?
-სადღაც წავიკითხე.
-და გჯერა? Reaĺly?
-დიახ მჯერა...აი ნახავ თუ არა...
-კარგი რა ბექი.. რაების გჯერა?! რაღაც სისულელეა...
-მოგვიყევი მასზე- ხანგრძლივი დუმილის შემდეგ სეჰუნმა წამოიყვირასავით
-ფსიქოლოგია... ხო კიდევ....ფსიქოლოგია
-გავიგეთ, რომ ფსიქოლოგია...კიდევ?
-ამ... ის წერს
-წერს? ეს უკვე საინტერესოა...-კარგი ჭორიკანა ქალივით დაცქვიტა ყურები უმცროსმა.
-უფრო კურიოზული... არ ვიცი, შეიძლება გამეხუმრა კიდევაც. შეიძლება მიცნო და გამეხუმრა
-ჰაა??
-დაიბენით არა?
-არა, რას ამბობ ჩანი. ძალიან გასაგები იყო და არის შენი თითოეული სიტყვა.
-......
-მაგრამ მაინც... გადაგვითარგმნე აბა კორეულად
-ის წერს ვინმე ჩანიოლზე
-შენზე?- წამოფრინდა ბექიონი.
-არა... დამაცა.. წერს ვინმე ბიჭზე, რომლის სახელიცაა ჩანიოლი. ამას დამატებული ჩემი გარეგნობა აქვს. აღარ ვიცი რა ვიფიქრო...
-რა უნდა იფიქრო? ის გაგეღადავა. ალბათ ჩვენი ფანია და ასე გაგეხუმრა.
-არა სეჰუნ... შევამჩნევდი ჩვენი ფანი, რომ ყოფილიყო...
-ანუ დამთხვევაა?
-სავარაუდოდ...
-კარგი-ბექიონმა ტაში შემოჰკრა და ომახიანად მკითხა- ხვალ ხომ იცი coldplay კონცერტია. ხო მოდიხარ?
-რათქმაუნდა...
-გინდათ რაიმე სიგიჟე ჩავიდინოთ?
-კაი-რათქმაუნდა იმ წამსვე დაეთანხმა სეჰუნა
-მოიცათ, რას აპირებთ?
-რინი...ის თუ მართლა შენი ბედია, მაშინ იქ იქნება...-ხელი სტადიონისკენ გაიშვირა
-მოი....- აღარ დამცალდა სიტყვის დასრულება, რადგანაც ეს ორი ბავშვისტვინა მანქანიდან გადასკუპდა და სტადიონისკენ ჩუმად წავიდა... ნუ გაიქცა, მაგრამ წელში მოხრილი...ამათ ახლა ჰგონიათ, რომ თუ ასე ირბენენ ვერავინ დაინახავთ?
-ბიჭებო გაჩერდით, არ შეიძლება მანდ შესვლა. ხომ იცით, რომ აკრძალულია... ბიჭებო...-ვუყვიროდი მაგრამ უშედეგოდ. ვის ველაპარაკები?! კედელს?! ჯანდაბა ბექიონ, რას ამოიჩემე ეს „ბედი". წავედი მათკენ. უფრო სწორად უკან გავყევი. ძალიან უპრებლემოდ შევიდნენ...არანაირი დაცვა და ასე შემდეგ. მაგრამ...
-ახალგაზრდავ საით?
-ამ...
-ხვალ მობრძანდით. ნუ თუ რათქმაუნდა გაქვთ ბილეთი.
-მაქვს და შემიშვით
-გინდათ ძალა გამოვიყენო??
-კარგი კარგი....- დანებების ნიშნად ხელები ავწიე და მანქანისკენ წავედი. ჯანდაბა! რათქმაუნდა ეს ორი უპრობლემოდ შევიდა, მაგრამ მე?! ჰაჰ... დღეს ჩემი დღე არ არის აშკარად. ჯერ დილა... კინაღამ გადავიჩეხე იმ ფსიქოლოგის დამსახურებით და ახლა ეს... ჯანდაბა!
*რინ P.O.V*
-ესეიგი უცნობი ნაცნობი...-სიცილით მეუბნება ლილი და გაფორმებებს სცენაზე აწყობს.
-ლილი!
-რა?!
-რაც კაფიდან წამოვედით მის მერე მასზე ლაპარაკობ. ყელში ამოვიდა უკვე. შენ არ დაიღალე?
-რინ, მაოცებ! როგორ შეგიძლია ასე გულგრილად უყურო იმ ფაქტს, რომ სავარაუდოდ შენს წინ პარკ ჩანიოლი იჯდა და ამას დამატებული გაქანებული გელაპარაკებოდა.
-უკვე არ ვიცი მერამდენედ, მე9? არ ვიცი... გეუბნები, რომ ის არ იყო ჩანიოლი...
-კაი?!
-ლილი, დამერწმუნე მისნაირები მასეთ კაფეებში არ დადიან...
-აბა შენ გგონია, რომელიმე წამყვან კაფეში გამოეჭიმებოდა პირბადით? შენი აზრით ხალხი ვერ იცნობს?
-ის თუ მართლა ისეთი პოპულარული და ცნობადია, როგორსაც შენ იძახი, მაშინ მას ყოველ ვარიანტში იცნობენ!
-კარგი კარგი. მართალი ხარ. ის არ იყო პარკ ჩანიოლი... მართალი ხარ. უბრალოდ ჩუმად ვარ...
-ასე ჯობია...
მართლა ყელში ამოვიდა ლილის ლაპარაკი. თუნდაც ჩანიოლი ყოფილიყო, რაც არამგონია, მას არ უნდოდა რომ მისი ვინაობა გამაჟღავნებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ასე შეფუთნული. არ მესმის!!! როგორ?! როცა ხედავ, რომ ადამიანი შეფუთნულია და შენიღბულია მარტო იმიტომ, რომ ხალხმა ვერ იცნოს, რატომღა უნდა მიხვიდე და ფოტო გადაუღო. ავიწყდებათ, რომ ვარსკვლავებიც ადამიანები არიან. მათაც აქვთ საკუთარი გრძნობები და სურვილები. მათაც აქვთ "თავისი პირადი" და ცხოვრების ის ნაწილი, ის დეტალები, რომლის გამჟღავნებაც არ სურთ.
-უკაცრავად, აქ ვინმე "რინი" ხო არ მუშაობს?- მოგვესმა უკნიდან ხმა. უნდა შევტრიალებულიყავი, თუმცა ჩემს დას რას დაასწრებ?!
-დიახ ჩემ... -და მიჩუმდა. გავხედე და ფერი არ ედო. ჰააა?!
-ლილი...ლიილი??-და მეც შევტრიალდი
-თქვენ ხართ არა რინი?
-ამ.. დიახ... რა გნებავთ?
-იცით დღეს ერთი ბიჭი შემხვდა და მითხრა, რომ არსებობს ერთი წვიმის მოყვარული ფსიქოლოგი, რომელიც ასევე კარგად წერს და უყ..
ვეღარ დაასრულა სიტყვა, რადგანაც მაღალი ფიგურა ქოშინით შემოვარდა სცენაზე
-ბექ...ბექიონ კარგი რა... ცოტა ნელა გერბინა მაინც... აა უიი, გამარჯობათ გოგონებო.
მოგვესალმა და 90° მოიხარა. მე იგივე მოვიმოქმედე, ჩემი და კი გაშეშებული იდგა და იმ ბიჭს, რომელსაც როგორც გავარკვიე ბექიონი ჰქვია, აშტერდებოდა. მდაჰ.....
-ლილი..ლილი- ხელი ვკარი მაგრამ უშედეგოდ. ისევ ისე ქანდაკებასავით იდგა და ფერ წასული ვერ ინძრეოდა.
-რინია?- იკითხა ქოშინით ახლად გამოჩეკილმა და გამიღიმ
-კი..ისაა.
-ხუმრობ? ის მართლა ის რინია?
-კიი
-რაა?
-აჰამ...
-გაგიჟდება
-არ ვეტყვით
-ეგ უნამუსობაა ბექ...
-ჩუმად. მე დიდი ვარ და ვიცი რა იქნება უკეთესი მისთვის.
-მაინც...
-ისაა, ხელს ხომ არ გიშლით?-გაღიზიანებულმა ვიკითხე და ხელი ავიქნიე
-ამ...
-უკაცრავად თქვენი სახელი
-მართლა არ იცი, თუ თავს იფასებ ან უფრო მაგარი გოგო გინდა გამოჩნდე?
-უკაცრავად, მაგრამ თქვენ გულ-მკერდზე ვერ ვხედავ ბეიჯს და ამას დამატებული ვერც საშვს ვხედავ. და ჰო კიდევ ის, რომ ის-და ბექიონს მის გვერძე მყოფზე ვანიშნე- აი ის სირბილით შემოვარდა. აქედან გამომდინარე, შემიძლია თამამად დავასკვნა ის, რომ შემოპარულები ხართ. ასე რომ აირჩიეთ ან თქვენი ნებით გახვალთ და ამ შემთხვევას დავივიწყებთ ან უბრალოდ დაცვას დავუძახებ. მაგ შემთხვევაში კი არ გახვალთ, გაგიტანენ. ახლა კი ამოირჩიეთ
-კარგი, კარგი. გავდივართ.... კიდევ შევხვდებით
-იმედია აღარასდროს
-დამერწმუნე ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით, თანაც არაერთხელ... ასე რომ... დროებით რინ! და ლილი, სასიამოვნო იყო- თვალი ჩაუპაჭუნა ჩემს უმცროსს და იმავე გზით გავიდა, რომლითაც შემოვიდა.
-იდიოტი...
წავიჩურჩულე და ლილის გავხედე, რომელიც ფერწასული მე მაშტერდებოდა.
-ჰეიი... უმცროსო
-ჰააა... რა... რინ...რა..
-რამ გამოგაშტერა ამხელა გოგო?!
-არაფერი დაივიწყე
-ტყუილები არ გამოგდის
-მაინც.. დაივიწყე.
-ამ...
-რინ, უბრალოდ გაატარე. ისინი... კაი დაივიწყე
-ლილი!!!
-რინ!
-კარგი ნუ მეტყვი. არ მაინტერესებს-ვუთხარი უდარდელად მხრები ავიჩეჩე და ჩემი საქმე გავაგრძელე.
ვამჯობინე არ მიმექცია მისი ასეთი საქციელისთვის ყურადღება. ასეთია.. იწყებს წინადადებას და აღარ ასრულებს. ნუ რა ვქნათ! უბრალოდ... ლილია!
-კარგით... ძალიან დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის. ხვალ შევხვდებით. ახლა კი ყველა თავისუფალია. და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობაა დახმარებისთვის-ღიმილით მოგვმართა უკვე 40 წელს გადაცილებულმა, მუხლებამდე კაბაში გამოწყობილმა ქალმა. საუბრის დროს ძალიან სინქრონულად ამოძრავებდა ხელებს. კიდევ ერთხელ გაიღიმა და სადღაც გაუჩინარდა. „ისე გვიხდის, მადლობას თითქოს ფულს არ გვიხდიდეს ამაში" გავიფიქრე და ირონიულად ჩავიცინე
-კარგი... ლილი, მგონი ჯობია სახლში წავიდეთ. უკვე 12 საათია.
-რინ... იცი...
-რა იყო ლუკასმა ხომ არ მოგწერა რამე?
-ამ.. კი
-და რაო?
-კლუბში გველოდება
-გველოდება?!
-კი. წამო რა. გართე.
-ლილი! არა, საქმეები მაქვს. მაგას მირჩევნია სახლში მივიდე და "Doctor who"ს ჩავუჯდე (ავტორის მინაწერი: თუ ვინმე ხართ, აქ ამ სერიალის ფანი, გამოდით უნდა დაგვთვალოთ. არა მართლა, ძალიან მიყვარს ეს სერიალი ^^... ააა უი, ცუდად ჩაგეჭერით, ბოდიშით.. ჯობია გავაგრძელოთ)
-აუუ... შენ და შენი უცხოპლანეტელები
-Doctor არაა უცხოპლანეტელი. ის უბრალოდ... ნუ კარგი, არის! მაგრამ არ ითვლება. მას Tardis ყავს, რომელიც დროსა და სივრცეში მოგზაურობს. იცი, რამდენი გააკეთა უკვე ამ doctorმა? ასე რომ...
-ლა ლა ლა ლა. არაფერი მესმის-ყურებში თითები გაირჭო და აქეთ-იქით დაიწყო ბზრიალი.
-ნუ ტრიალებ, თავბრუ დაგეხვევა და მერე ცუდად გახდები. მე კიდევ შენი თავი არ ამქვს
-არ მოდიხარ?
-არა
-კარგი. არც მიკვირს. არ დამელოდო. ლუკასთან დავრჩები
-რომ არ ვიცოდე, რომ ლუკასს გოგონები არ იზიდავს, რამეს ვიფიქრებდი...
-აუჰჰ...
გაიცინა, ზურგზე ჩანთა მოიკიდა და მაშხალასავით გავარდა გარეთ.
-აბა კარგად...-ყველას ხელი დავუქნიე. ზოგიც ჩამეხუტა, რაც ცოტა უცნაურად მომეჩვენა, მე ხომ ისინი დღეს გავიცანი, მაგრამ კაი... არ ვიმჩნევთ.
გავედი თუ არა ნესტიანი ჰაერი სახეში მეტაკა. მესიამოვნა. არა, საშინლად მესიამოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველის ნახევარია. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ძალიან ცოტა ადამიანი თუა შემორჩენილი, მიუხედავად იმისა რომ ღამეა და არც 22 წლის გოგონასთვის არის, გარეთ ამ დროს ასე სიარული მიზანშეწონილი მე მაინც წყნარად მივაბიჯებ. ცენტრალური, ხმაურიანი ქუჩებიდან მალევე ავღმოჩნდი ჩემს ქუჩაზე. მმმ... მახსენდება, როგორ ვთამაშობდით მე, ლილი და მამა „რეზინობანას „კლასობანას" „დაჭერობანას" და კიდევ ბევრ, ბევრს ბავშვურ თამაშს. მახსენდება, როგორ დავრბოდით. როგორ ვემალებოდით ხოლმე დედას. მახსენდება, როგორ მოვყავდი დედაჩემს სკოლიდან. შემდეგ აი იქ, კუთხეში რომ პატარა მაღაზია შევყავდი ხოლმე, და ნაყინს მყიდულებდა. ნუ რაღათქმაუნდა თუ კარგ ნიშანს და შექებას დავიმსახურებდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა ზამთარი იქნებოდა თუ ზაფხული, დედა ამ რიტუალს არასდროს არღვევდა.
ლამპიონებით განათებულ ქუჩაში მივაბიჯებ. ქუჩაში არავინაა, ჩემს გარდა...
-გამარჯობათ..
-რინ?! ასე გვიან აქ რა გინდა?-მეკითხება გამყიდველი და თბილად მიღიმის. თან მის ხელში არსებულ საქსოვ ძაფს გვერძე დებს.
ვაკვირდები მის მოქსოვილ პატარა თოჯინას
-ლამაზია
-მადლობა შვილო... რომ დავასრულებ, აუცილებლად მოგცემ
-არა..არა, მაგიტომ არ მითქვამს.
-ვიცი, მაგრამ ეგრე მქონდა ჩაფიქრებული. შენ გგავს.
-ეჰ, ბებო.... ასეთ ლამაზი ნამდვილად არ ვარ
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ ერთი.. აბა მითხარი, რისთვის შემოხვედი..
-ნაყინი..
-აა ხო, რათქმაუნდა. რამ დამავიწყა. მარწყვის არა? აი აიღე ჩემო გოგო- და ხელში საკმაოდ მოზრდილ ნაყინს მაჩეჩებს. მე ჩანთაში ხელს ვყოფ ფულის ამოსაღებად.
-აპ... არ გრცხვენია? აბა ახლა მოუსვი აქედან და დროზე მიდი სახლში. ღამეა. ბნელა.. დროზე...
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ...
-კარგი.. გმადლობ!
ის მიღიმის და ისევ თავის საქმეს უბრუნდება. ძალიან ნასიამოვნები გამოვდივარ მარკეტიდან. აი რატომ ღირს სიცოცხლე... აი რაშია ბედნიერება... წვრილმანებში. შეიძლება ერთმა უბრალო საქციელმაც კი ადამიანი მე-9 ცაზე აიყვანოს.
-გემრიელია?!- შევხტი. ნელა უკან გავიხედე. და ისევ
-უცნობო ნაცნობო
-რინ-თავი დამიკრა და მომიახლოვდა
-მშობლებმა არ გასწავლეს, რომ ასე ღამე უკან მოპარება და ასე უეცრად კითხვის დასმა, არ არის სწორი საქციელი
-შენ მშობლებმა არ გასწავლეს, რომ ასე ღამე სახიფათოა სიარული... რამდენი გადარეული დადის...
-ჰოო... ერთ-ერთი წინ მიდგას...
-კითხვაზე არ გაგიცია პასუხი..
-რომელ კითხვაზე?
-გემრიელია?!-და თითით ნაყინზე მიმითითია
-ააა. კი ძალიან. მე მომწონს!
-შეიძლება?
-რა?
-გავსინჯო.
-ჩემი ნაჭამია, უცნ...
არ დამაცადა, ვერც კი გავიაზრე ისე ჩაკბიჩა ნაყინის დიდი ნაწილი.
-კი მაგრამ...
-რა იყო?
-ჩემი ნაჭამი იყო
-არაუშავს.
-მოგეწონა?
-ძალიან. უგემრიელესია.
-გინდა?-და გავუწოდე. მართალია ძალიან მინდოდა, მაგრამ უკვე შეჭამა. უკვე მისი ნაპირალია. ასე რომ.. პლიუს ძალიან საყვარელი თვალებით უყურებს. არა უბრალოდ, რომელი ცოცხალი არსება გაუძლობს ამ ლეკვის თვალებს?!
-შენ?
-მე არ მინდა... უკვე მეორეა.
-მატყუარავ, მაგრამ კარგი-და სწრაფად გამომართვა ნაყინი. პატარა ბავშვივით უხაროდა.
ყველაზე სასაცილო მისი პირბადე იყო. ცხვირზე ჰქონდა აწეული, რომ შეეჭამა ეს ნაყინი.
-შეგიძლია მოიხსნა ეგ პირბადე..
-ამმ..
-არავინაა, აქ ჩემს გარდა.
-რავი
-რა იყო, ისეთი უშნო ხარ კაცობრიობას ემალები?
-ჰაჰაჰ- გაიცინასავით და თან მოიძრა.
-ასე ჯობია. ახლა უკვე გემრიელად შეჭამ.
-მართალი ხარ-ბავშვურად გამიღიმა, ნაყინს დახედა, თითქოს რაიმე ამოცანას ხსნიდეს, ისეთი თვალებით უყურებს, თითქოს რაიმე შედევრს უყურებს ან რაიმე განძს. მერე კი გემრიელად ჩაკბიჩა. გამეცინა მის ამ საქციელზე. არა, უფრო სწორად გადავიხარხარე.
-რაა იყო?
ღიმილით შემეკითხა. რომ შევხედე კიდევ უფრო გამეცინა.
-რაა?
-შენი ცხვირი...
-რა? რა?-გაკვირვებული მიყურებდა.
-კაი გაჩე ერთ წამს- წინ დავუდექი და თითი მისი ცხვირისკენ წავიღე. შეცბა და გაკვირვება დაეტყო. ცოტა უკანაც წავიდა.
-რას აკეთებ?!
-თუ გინდა კლოუნს გავდე, მაშინ კარგი...
-არა...
-მაშინ დამაცადე- ვუთხარი და ნელა მოვწმინდე ცხვირი.
-ასეც ასე-გავუღიმე და თვალებში შევხედე-ასე ჯობია, უცნობო ნაცნობო
-გეთანხმები-ჩუმად მითხრა და ნაზი ღიმილი აიკრო სახეზე. მინდოდა კარგად შემესწავლა მისი ნაკვთები, მაგრამ არ გამომდიოდა. ზედმეტად ცუდი განათება იყო. თუმცა მაინც. ძალიან ადვილი შესამჩნევი იყო მისი გაშვერილი ყურები, მისი გაბუშტული ტუჩები და ხალი ცხვირზე, რომელიც უზომოდ საყვარლად იყო მოკალათებული ცხვირის წვერთან. თვალები... მეტყველი და მრავლის მთქმელი. ყველაფერი, ნებისმიერი გრძნობა თვალებში ეტყობოდა. გაოცება, შეცბუნება და რაღაცნაირი სითბო, სიწყნარე და სიმშვიდე.
-გიხდება სიცილი-მითხრა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.
-....
-წამო-ხელი დამავლო და მარკეტისკენ გამაქანა
-მოიცა, რას აკეთებ უცნობო ნაცნობო
-აქ დამელოდე-გასცა განკარგულება, ისევ მისი პირბადე მოირგო და მაღაზიაში შეიჭრა.
5 წუთის შემდეგ კი შოკოლადით ხელში დაბრუნა.
-აიიი.. აიღე
-რატომ?
-შენ მე ნაყინი მომეცი, კი არადა გამინაწილე. ასე რომ, მე შოკოლადს გაძლევ. თანაც, თუ რაიმე გაწუხებს, შოკოლადი გიშველის და დაგავიწყებს. დამერწმუნე, ამ სამყაროშია არაფერია ისეთი, რომელსაც შოკოლადი ვერ უშველის- მეუბნებოდა და ამის პარალელურად შოკოლადის შეფუთვას ხსნიდა.
-ჩემი საყვარელია
-რა?
-ქინდერი... ყველაზე მეტად მიყვარს. მადლობა
-აჰაჰ, გამოვიცანი? ძალიან კარგი...- მომაწოდა და თვალებით გამიცინა.
-ამის შემდეგ ქინდერის გოგონას დაგიძახებ, კაი?
-კარგი!-ვუთხარი სიცილით და ისევ სახლის გზას დავადექი
-უცნობო ნაცნობო...
-ჰოუ, ქინდერის გოგონავ!
-იცი, დღეს კაფიდან, რომ გადიოდი ჩემი და შეგხვდა...
-ეგრეც ვიცოდი. ძალიან გავხართ ერთმანეთს
-მართლა? პირველი ხარ, ვინც ეს მითხრა.
-მართლა, მართლა.
-მოკლედ შენზე მითხრა, რომ...
-რომ ჩანიოლი ვარ?
-კი...
-აჰაჰჰა...
-ხარ?
-ვინ?
-ჩანიოლი?
-არა
-ეგრეც ვუთხარი ჩემს დას, მაგრამ დაიჩემა, რომ ჩანიოლი ხარ.
-ხო... მამსგავსებენ ხოლმე. მაგრამ მე არ ვარ ჩანიოლი დიდი სცენიდან.
-გასაგებია.
-ქინდერის გოგონავ...
-რა არის?
-რატომ ხარ ასეთი?
-როგორი?
-უბრალო
-ეგ კარგია თუ ცუდი?
-საუკეთესოა
-მაშინ კარგია
-მე?
-შენ უცნაური ხარ!
-ეგ კარგია თუ ცუდია?
-ჯერ არ ვიცი
-დრო გვიჩვენებს?
-რომელიც არ გვაქვს?
-რაიმე უმკურნალებელი სენი გჭირს?
-არა..
-აბა, ქვეყნიდან მიდიხარ?
-არა
-თხოვდები?
-არა
-ბავშვს აჩენ?
-მოიცა თუ არ ვთხოვდები, მაშინ ბავშვს რანაირად გავაჩენ?
-მე რავიცი. რას გაუგებ დღევანდელ მედიცინას?- მითხრა და უხერხულად თავი მოიფხანა
-არა უბრალოდ მე და შენ...
-აღარასდროს შევხვდებით ერთმანეთს, არა? არ ფიქრობ, რომ ეგ უკვე მოძველებული სიტყვებია. რაიმე ახალი თქვი. მაგის აღარ მჯერა. ხომ ხედავ არა, რომ მაინც შევხვდით?
-ბედის ირონია-ჩავილაპარაკე და ჩემს თავზე ამაყად მანათობელ მთვარეს გავუსწორე მზერა.
-უკვე მე-3-გავიგონე, როგორ ჩაილაპარაკა უცნობმა ნაცნობმა
-რამე თქვი?
-არაფერი საინტერესო.
-უკვე მე-3,არა?
-კი
-ეგ რას ნიშნავს
-რავი, არაფერს ჩემი აზრით. მაგრამ ჩემს ძმაკაცებს, რომ კითხო, თუ ადამიანს 3ჯერ შეხვედები დღე-ღამის განმავლობაში...
-შენი ბედია-მე თვითონ დავასრულე მისი სიტყვები.
-დიახ.
-მეც მითხრა ეგ ჩემმა უმცროსმა. მაგრამ..
-სისულელეა- ახლა უკვე მან დაასრულა ჩემი სათქმელი
-ხო
-გეთანხმები.
-აი მოვედით კიდეც!
-ეს შენი სახლია?!
-მე და ჩემი დის. ჩემი მშობლების იყო, მაგრამ...
-ვწუხვარ...
-არაუშავს, უკვე შევეჩვიე
-შოკოლადი, ქინდერის გოგონავ! ის ყველანაირ პრობლემას დაგავიწყებს.
-მაგრამ ვერ გააქრობს-ნაღვლიანად ჩავილაპარაკე, ისე რომ მას ვერ გაეგო.
-მადლობა, უცნობო ნაცნობო ქინდერისთვის.
-შენ კი იმ უგემრიელესი ნაყინისთვის.
ხელი დავუქნიე, შესვლას ვაპირებდი, როცა დამიძახა
-ახლა უკვე მიცნობ!
-სანახევროდ!
-ქუჩაში, რომ დამინახო მიცნობ?
-ალბათ, ან არა! ღმერთმა იცის! წარმატებები უცნობო ნაცნობო!
-ასევე, ქინდერის გოგონავ!
ღიმილით შევტრიალდი, გასაღები კარებს მოვარგე და ნელა შევაბიჯე ჩემს ბუნაგში. კარების გვერძე არსებულ მაგიდაზე ნივთები დავყარე, ქონვერსები გავიძრე და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. არც კი ამინთია შუქი, პირდაპირ გავიძრე ტანსაცმელი და ასე შევწექი ლოგინში.
-ის კვლავ შემხვდა, დე...
ჩავილაპარაკე. თვალიდან გადმოვარდნილ ცრემლს ყურადღება არ მივაქციე და თვალები დავხუჭე ძლიერ, ძლიერ. ჩამეღიმა. ვერც კი მივხვდი, ისე დაიკავა ჩემს დაღლილ და სერიოზულ სახეე ადგილი ფართო, ბედნიერმა ღიმილმა.
ბედი? მომავალი? აჰ...არა... ზედმეტად ბანალურია. განსხვავებული? სხვებისგან გამორჩეული? შეიძლება. არც აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ ეს მე მომწონს! საშინლად მომწონს! და არ მინდა დასრულდეს!

ამჯერად ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ჩემო შოკოლადებო(კატო, გეყოს ამხელა შესავალი, საქმეს მიხედე. საათს შეხედე... მალე სკოლაში უნდა წახვიდე) იმედია მოგეწონათ <3 თუ მოგეწონათ Vote and Comment <3 მიყვარრხარრთ <3 <3

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Where stories live. Discover now