YOUTH (4)

1.2K 110 25
                                    

როდესმე გაგჩენიათ ისეთი გრძნობა, რომ თითქოს ყველაფერი გაქრა. თითქოს დრო გაიყინა, გაჩერდა და დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა. არაფერი გესმის. გგონია ყველა და ყველაფერი მიჩუმდა. წამიერი სიჩუმე. მხოლოდ წამიერი. მხოლოდ საკუთარი გულის ცემა გესმის. ფოკუსირებული ხარ ერთადერთ ფიგურაზე და დაჟინებით შეჰყურებ. თითქოს გინდა მზერით „გახვრიტო".
უცნობი ნაცნობი ნელა დაიძრა ჩემსკენ. ნელი ნაბიჯებით. მაგრამ ძალიან გაბედული და ამაყი ნაბიჯებით. ხელში წყლის ბოთლი ჰქონდა და ეთამაშებოდასავით. მომიახლოვდა, კიდევ უფრო ჩაუტყდა ტუჩის კუთხე, ხელი გამომიწოდა და ღიმილით მითხრა
-როგორ ფიქრობ, მგონი უკვე დროა ოფიციალურად გავეცნოთ ერთმანეთს...
-...
-ჩემი სახელია პარკ ჩანიოლი და მე ამ ჯგუფის წამყვანი რეპერი ვარ.
ჩუმად ვდგავარ და თვალებში უსიტყვოდ შევყურებ, არაფრის მთქმელი გამომეტყველებით. გულში ისტერიკულად ვიცინი. ლილი ამჯერად სიმართლეს მეუბნებოდა. მართლაც, ჩანიოლი ჩემი უცნობი ნაცნობია. რატომ არ მითხრა? თუმცა, კაფეში ხომ შეეცადა, არა?
კარგი! ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უკვე დიდი ბიჭია, უკვე იცის რა უნდა ცხოვრებისგან, გარკვეულია საკუთარ თავში და მისი ყოველი ნაბიჯი მისი სურვილების ანარეკლია. რადგანაც ასე გადაწყვიტა. იყოს ასე.
-სასიამოვნოა, პარკ ჩანიოლ. მე რინი ვარ- ღიმილ აკრულმა შევხედე. მანაც სწრაფად გამომიწოდა ხელი, ჩემი მასში მოიქცია და ნელა მიიტანა ტუჩებთან. ასევე ძალიან ნელა და ფაქიზად შეეხო ჩემს ხელს, ვიგრძენი როგორ შეისუნთქა, თვალები ცოტა არ იყოს დახუჭა.
და... ბეწვი ამეშალა. არ ვიცი რა ვიგრძენი. ეიფორია? სიხარული? აღელვება? თუ რა? არ ვიცი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სხვა ყველა და ყველაფერი დედამიწაზე უბრალოდ გაქრა და როგორც ყოველთვის დავრჩით მე და ჩემი უცნობი ნაცნობი.
ძალიან ნელა გაახილა თავისი ღრმა და მეტყველი თვალები. ხელი დაბლა დამაშვებინა და ფართო, ძალიან თბილი ღიმილით დამასაჩუქრა. აი ისეთით, რომელიც ძალიან სიცივეშიც რომ გაგათბებს.
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ?- სიცილით იკითხა შიუმინმა
-არა
-კი
-ჰა?-კიდევ ერთხელ გაისმა კითხვა ჩვენს მიმართულებით, მაგრამ ამჯერად კითხვის ავტორი სუჰო იყო.
-არა-ახლა უკვე ჩანიოლმა წამოიყვირა
-კი-ამჯერად ეს მე ვთქვი.
-ჩავთვალოთ, რომ კი- კმაყოფილი სახით შემოგვხედა ბექიონმა და თვალი ჩაგვიკრა.
-სასიამოვნოა, ჩანიოლ. მე რინის უმცროსი და ვარ-ლილი
-ჩემთვისაც სასიამოვნოა ლილი-და თავი დაუკრა
- ასეც ასე ბიჭებო და გოგონებო. უკვე გაიცანით ერთმანეთი. ახლა კი დროა საქმეს შევუდგეთ. ბიჭებო თქვენ მთავარი ქორეოგრაფი გეძებთ და გოგონებო თქვენ კი მე გამომყევით.
-ნახვამდის ბიჭებო- ფართო ღიმილით უთხრა ლილიმ, ხელი ჩამავლო და წინ წამიყვანა
-ხომ გეუბნებოდი!
-კარგი ჰო...
-ბედიც ამას ქვია... ისე რაც შეხვდით იმის მერე დღე თუ გასულა, ერთმანეთი რომ არ გენახოთ?
-არა, ლილი! არა- თვალეები გაბეზრებულმა ავატრიალე
-აჰჰაჰა, ჩემი და ხარ რომ იცოდე!
-შენ ჯობია სახე დაიწყნარო
-რატომ? რამე მჭირს?
-დაახლოებით, უბრალოდ წითელ ვაშლს ჰგავხარ. სულ ესაა.
-ვაიმე, ჯანდაბა. ნეტა ბიჭებმა თუ შეამჩნიეს?!
-არა, რას ამბობ. როგორ შეამჩნევდნენ მათ წინ მდგარ აცანცარებულ წითელ არსებას-სიცილით ვუთხარი და თმები ცხენის კუდად ავიწიე.
-ჰაჰაჰ, ძალიან სასაცილოა!
-ვიცი- ვუთხარი და თვალი ჩავუკარი
-მინა, ესენი ლილი და რინი არიან. მგონი ხვდები რაც უნდა გააკეთო- 40 წელს გადაცილებულმა, მუხლებამდე კაბაში გამოწყობილმა უფროსმა მიაყარა, ჩვენს წინ მდგომ ქერა, ცისფერთვალება გოგონას და გაგვეცალა.
-გოგონებო! მე მინა ვარ. დღეს თქვენი ხელმძვანელი ვიქნები. მოკლედ, ბევრი საქმე გექნებათ რომ გითხრათ, მოგატყუებთ. უკვე ფაქტიურად ყველაფერი მზადააა. უბრალოდ ბიჭების ტანსაცმელი არის შესატანი მათ საგრიმიოროში და ასე შემდეგ. მოკლედ წვრილმანები.
-კარგი!- ვუთარი ღიმილით.
-ახლა კი რომელიმემ ბიჭების საგრიმიოროში ტანსაცმელი შეიტანეთ.
-კარგი ახლავე- სწრაფად წარმოთქვა ლილიმ და წასასვლელად მოემზადა
-ლილი, შენ მე მჭირდები. რინ...
-კიი, ახლავე
ვუთხარი და ტანსაცმლის გროვას ხელი მოვხვიე. 5 წუთიანი ძებნის შემდეგ ძლივს ვიპოვე საგრიმიორო.
შევიტანე და ხელი დავიბერტყესავით. მივიხედ-მოვიხედე. ჰაჰ.. სავსე იყო იქაურობა სარკეებითა და პარფიუმერიით.
-მიბრაზდები?-მომესმა ეს ძალიან კონტრასტული ხმა. მისკენ შევბრუნდი. ღმერთო!
-ჩანიოლ!- ხელები სწრაფად ავიფარე სახეზე
-რა?
-შიშველი ხარ!
-ჰა? აა ხო წელს ზევით.
-მერე რატომ ხარ?
-რატომ? შენ ტანსაცმელს ტანსაცმელზე იცმევ?
-კარგი, გვეყო ამდენი ლაპარაკი- ვუთხარი და ხელებ აფარებული შევეცადე კარებისკენ გამეკვლია გზა.
-ეგრე წაიქცევი...
-არაუშავს- მკვახედ ვუთხარი და ხელით კარებს დავუწყე ძებნე. ჯანდაბა! მაინც და მაინც ახლა ვერ ვიპოვი.
20 წამიანი ძებნის შემდეგ თბილი შეხება ვიგრძენი მაჯაზე, შემდეგ კი ვიგრძენი როგორ შემომხვია ხელი წელზე.
-რას აკე...- სიტყვა ვეღარ დავასრულე, რადგანაც წამში კარებზე ავღმოჩნდი აკრული.
-აი კარები-მომესმა მისი ხმა. შემიძლია დავიფიცო! ამ წამს მას სახეზე მისი ეშმაკური ღიმილი აქვს აკრული.
-...
-ჩამოუშვი ეგ ხელები
-რატომ?
-შენ ადამიანებს თვალებ დახუჭული ელაპარაკები?
-რათქმაუნდა არა!
ვიგრძენი როგორ შეასრიალა თითები ჩემს თითებში და როგორ ჩამომაშვებინა ხელი.
-გაახილე
-არა
-მეწყინება
-არ მაინტერესებს
-გამიბრაზდი?
-რათქმაუნდა არა, ჩანიოლ!
-ჩანიოლ?! და უცნობი ნაცნობი?
-აღარ ხარ
-რატომ?
-უკვე სხვა ხარ!
-მე ისევ ის ვარ!
-ისევ უცნობი ნაცნობი?!
-სამუდამოდ
-გასაგებია, ჩანიოლ
-გულს მტკენ!
-არამგონია.
-შემომხედე, პატარავ. დამანახე ის მზერა, რითაც დამაბი(ავტორის მინაწერი: უუუუ ჩანიოლ!! პატარები ვართ აქ... კაი ჩემით...)
-სად? კარებთან?
-და კიდევ ერთხელ, როგორ გიყვარს რომანტიკული მომენტების ჩაშლა.
-და კიდევ ერთხელ, ვიცი. მეორე სპეციალობა.
-რინ, შენი თვალების დანახვა მინდა. გთხოვ გაახილე.
რატომ დავყევი მის ნებას? არ ვიცი. უბრალოდ უკვე ზედმეტად დიდი იყო იმის სურვილი, რომ დამენახა მისი ღრმა და მეტყველი თვალები. შემეხედა მისთვის და კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი, რომ რეალური იყო. კიდევ ერთხელ ამშლოდა აწ უკვე აშლილი ბეწვი. კიდევ ერთხელ მოეცვა ჩემი სხეული იმ რაღაც, უცნობ და ჩემთვის სრულიად ახალ გრძნობას.
-ასე ჯობია- მითხრა ჩუმად და ნაზად ჩაიღიმა.
-სიყვარული- მითხრა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.
-რა?
-სიყვარულია, პასუხი იმ კითხვაზე გუშინ, რომ დაგისვი
-კარგი.
-და შენი პასუხი....
-თავისუფლებაა
-ეს ის არის რისთვისაც იბრძვი? რისი მიღწევაც გსურს?
-სიყვარული შენთვის ისაა, რისთვისაც იბრძვი და რისი მიღწევაც გსურს?
-არ ვიცი. შეიძლება, შეიძლება არც. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი
-რა?
-ის, რომ ახლა შენთან, შენს გვერძე, უფრო სწორად წინ ვარ და თავს ვგრძნობ საუკეთესოდ. ვგრძნობ რომ ყველაფერს სწორად და ზუსტად ისე ვაკეთებ, როგორც უნდა გავაკეთო. ვარ სწორ ადგილას, სწორ დროს და სწორ ადამიანთან.
მითხრა და თმაზე ხელი ჩამომისვა. სრულიად არ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ის ახლა ჩემს წინ ნახევრად შიშველი იდგა. სრულიად არ ვგრძნობდი დისკომფორტს. თუმცა ვერაფერს ვუხერხებდი ჩემს გულს. რამდენჯერადაც ის შემომხედავდა, იმდენჯერ გამოტოვებდა გული ერთ დარტყმას და შემდეგ უფრო სწრაფად იწყებდა თავის საქმის შესრულებას. უცნაური ეუფორიას მოეცვა მთელი ჩემი სხეული, მთელი ჩემი ორგანიზმი.
-მხოლოდ მე ვამჩნევ თუ ზედმეტად ახლოს დგახარ?
-კი, ახლოს ვდგავარ!
-მერე და რატომ?
-მინდა დაგაკვირდე. მინდა შევისწავლო შენი სახის ნაკვთები. მინდა დავიმახსოვრო, როგორი ხარ
-რატომ? ჯარში მიდიხარ?
-ოოო, არა! რატომ გიყვარს მუდამ ასეთი პასუხების გაცემა?
-ეს მე ვარ!
-მომწონს!
-რა?
-დაფიქრდი და მიხვდები, ქინდერის გოგონავ!
ეშმაკურად ჩაიცინა და უკან დაიხია.
-კარგი.
ვუთხარი და გასვლა დავაპირე
-ქინდერის გოგონავ..
-ჰოუ
-დაიჭი- და მესროლა ქინდერის შეკვრა. გაკვირვებულმა შევხედე
-მე ჩემს პირობებს მუდამ ვასრულებ- მითხრა და ეშმაკურად ჩაიცინა.
უპასუხოდ დავტოვე მისი ნათქვამი. სწრაფად გავიარე დერეფანი და მალევე სცენასთან ავღმოჩნდი. გავიჭყიტე. ფანებს უკვე მოეყარათ თავი.
რა საოცარია, მაინც ეს ყველაფერი! წარმომიდგენია როგორი ამაყები არიან ბიჭები! როგორი ბედნიერები და ამაყები. ყოველ ჯერზე სცენაზე გამოსვლა და ყოველ ჯერზე ამის დანახვა-ეს ალბათ ძალიან დიდი საოცრებაა. მათი დანახვის შემდეგ ავიწყდებათ ყველანაირი ტკვილი, წვალება, დაღვრილი ოფლი და წრმუნდებიან იმაში, რომ ეს ამად ღირდა...
წუთი წუთზე კონცერტი დაიწყება. და აი... გამოჩნდენ ბიჭებიც. გამეღიმა. ძლიერ, ძლიერ. მესიამოვნა. ფანები გაჰყვირიან, სიმღერაში ჰყვებიან, ტირიან და უბრალოდ იცინიან.
ლილი გვერძე მიდგას და ხელზე მექაჩება.
-მოგწონს?
-რა?
-ვინ- და ხელით ჩანიოლისკენ მანიშნა
-არა
-ტყუილი შენი ძლიერი მხარე არ არის, რინ!
-არაუშავს.
-ანუ მოგწონს!
-ანუ არა!
-ნუ კი!
-ღმერთო ლილი! არ ვიცი შენს სამყაროში როგორაა, მაგრამ აქ, დედამიწაზე კი კის ნიშნავს და არა არას!
-ჯაჯღანა
-წიკვინა- გაბრაზებულმა ვუთხარი და სცენას მოვშორდი. დერეფნისკენ წავედი. აღარავინაა. ყველა სცენასთანა და სიტუაციას აკონტროლობენ. სრული სიჩუმეა გამეფებული, მიუხედავად იმისა, რომ 10 მეტრის მოშორებით ასობით ადამიანი ყვირის.
ჯიბეში ვიბრაცია ვიგრძენი. დავხედე. რათქმაუნდა. მიკვირდა ამდენი ხანი, რომ აღარ შემომეხმიანა.
-ჯინნნ- წამოვიყვირე და გავიცინე
-ღმერთო რინ! მე ჰიუჯინი მქვია!
-ჩემთვის ჯინი ხარ!
-ჯინი და ოქროს თევზი კიდევ!
-კარგი ეგეც იყავი, ჩემო გადარეულო.
-ესეიგი რა.... „ჰიუჯინი" ვერ გათქმევინე.
-ჰოჰო, კარგი ნუ დაიწყე როხროხი. აბა მითხარი, რა ხდება მანდ? ისევ შენზე აბოდებს ნახევარი გერმანია? თუ მიხვდნენ, რაც ხარ და რა იმალება მაგ ანგელოზის სხეულის უკან?!
-დებილო! რათქმაუნდა! მე ხომ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ!
-ჰიუჯინ...
-არ არსებობს...
-სერიოზულად გეუბნები
-შენ და სერიოზულობა?
-ნუ სულელობ! როდის გინახივარ ერთი აცანცარებული?
-ჰო კარგი, მიდი გისმენ
-მაკლიხარ, თანაც ძალიან. უკვე 3 წელი გავიდა. არ ჯობია დაბრუნდე?
-რინ ხომ იცი რა...
-ჯინ, ეგ ავარია მეც გადავიტანე.
-მაგრამ შენ მძღოლი არ იყავი.
-...
-ძალიან მიჭირს უშენოდ, რინ. იცი როგორც მიყვარხარ. მაგრამ რა ვქნა. მშობლებმა რადგანაც აქ გამომიშვეს, ასე ჯობია...
-ხომ მაგრამ... უკვე ხომ ჯანმრთელობა წესრიგში გაქვს და...
-კი. მაგრამ რინ, აქ უკვე ჩემი ცხოვრება მაქვს. დავდივარ უნივერსიტეტში, ვარ ბედნიერი და არ ვარ შებოჭილი. ხომ იცი არა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას?
-კარგი, გასაგებია
-რინ
-ჰოუ
-მოიწყინე?
-არა სულელო! მე ჩამოვალ!
-გელოდები მაშინ!
-...
-რინ
-ჰოუ
-მაპატიე
-რას გულისხმობ?
-მაშინ. სამი წლის წინ. ცოტა...
-არა, შეწყვიტე ჰიუჯინ. არა, შენ არაფერ შუაში ხარ. ის მანქანის მძღოლი იყო ყველაფრის თავი და თავი. არავის უსწავლელია მაგისთვის მგონი მოძრაობების წესები.
-კარგი, მაგრამ მაინც ბოდიში.
-ნუ სულ...
ნელა მივსეირნობდი დერეფანში, ველაპარაკებოდი ჩემს ბავშვობის დაქალს, როცა ქვითინის ხმა შემომესმა.
-ჯინ, ცოტა ხანი დამელოდე
-კარგი.
ხმას დავაკვირდი. აშკარად ბიჭს ეკუთვნოდა. გავყევი ხმას და პატარა ოთახში ამოვყავი თავი. როგორც მახსოვს სამედიცინო დახმარების ცენტრია.
კარები შეღებილი იყო. შევიხედე. დავინახე როგორ იყო ჩამუხლილი საწოლთან ახლოს ვიღაც. გვერძე ჟანგბადის ნიღაბი ედო და ღრმად სუნთქავდა.
კიდევ უფრო გამოვაღე კარები და კარგად დავაკვირდი ამ ფიგურას. მის მხრებს. იატაკზე დაწყობილ მის ფეხებსა და უკან გადაგდებულ თავს. მის თითებს, რომელიც ბეჭდებით იყო გაფორმებული და მის ხელებს, რომელზეც ძარღვები შემოხვეულიყვნენ ზუსტად ისე, როგორც ტალავერს ეხვევა ყურძნის ღერო.
-ღმერთო! ჩანიოლ!- მივვარდი მასთან და ჩავიმუხლე
-უცნობო ნაცნობო კარგად ხარ?- ის პასუხს არ მცემს.
-ჩან... ჩანიოლ!
-ნი..ღა...ბი მომაწოდე
გაფითრებული ტუჩებით წარმოთქვა და თითით მანიშნა ნიღბისკენ. მეც არ დავაყოვნე, ნიღაბი მოვიქციე ხელში და ცხვირთან მივადე.
გაფითრებულიყო და ოფლი სდიოდა. ხშირ-ხშირად და ღრმად სუნთქავდა. ტუჩები გათეთრებოდა და წარბები შეჭმუხნული ჰქონდა. ვიგრძენი მისი ცივი თითები, როგორ შეეხნენ ჩემს ხელებს და მაგრად მომიჭირეს.
-ჩუუ... აქ ვარ...- ვეუბნებოდი და თან ნიღაბს ვუჭერდი.
ნელ-ნელა სუნთქვაც დაუწყნარდა და ცოტა ფერზეც მოვიდა.
მაგრამ მის წითელ ტუჩებზე კვლავ იყო შერჩენილი ფერმკრთალობის ნიშანი. იმის ნიშანი რა მოხდა რამდენიმე წამის წინ.
-მადლობა, ქინდერის გოგონავ- ძალიან დაღლილი თვალები შემომანათა.
-კი მაგრამ, რას აკეთებდი აქ მარტო? ექიმი სად არის?
-ისე ჩამოვედი სცენიდან ვერავინ შეამჩნია...
-ამხელა გიგანტმა ეგ როგორ მოახერხე?
-ნიჭი ვარ მოსიარულე- გაიცინა, მაგრამ ისევ ამოახველა.
-რა დაგემართა?
-არაფერი. უბრალოდ გადავიღალე.
-გასაგებია. გეტკინა?
-კი... და შემეშინდა. მაგრამ პირველად არ ხდება ასე რომ...
-რამდენად ხშირად?
-2 ან 3 თვეში ერთხელ. დამშვიდდი კარგად ვიქნები.
-კარგი.
წამოვდექი და ჩემს ჯიბეში არსებული ქინდერი გავუწოდე
-ჰა? შენ მე ქინდერს მაძლევ?
-ერთხელ ერთმა ძალიან კარგმა და მაგარმა ბიჭმა მითხრა, რომ არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელსაც შოკოლადი ვერ დაგავიწყებს. ასე რომ მიდი, შეჭამე.
-მადლობა, რინ!
მითხრა და 2 ლუკმაში შეჭამა.
-ამ... უკაცრავად მაგრამ..-მოგვესმა ხმა. ჯანდაბა! ჯინი! დამავიწყდა გამორთვა.
-ეს ვინ იყო?- დაიძაბა ჩანიოლი
-ეს...
-საიდან იყო?- გაუმკაცრდა ხმა
-მობილურიდან
-საიდან?
-მობილურიდან.
მან ჩემი მობილური აიღო და შეხედე. კარგად შევამჩნიე, როგორ შეეცვალა გამომეტყველება. 2 წუთში მის სახეზე ერთდროულად რამდენიმე ემოცია გამოიხატა.
-ამით რისი თქმა გინდა?
-რას გულისხმობ, ჩან?
-ანუ ეს ყველაფერი ამისთვის იყო, ხომ?
-ამ..
ჩანიოლი წამოვარდა გაცოფებულმა შემომხედა.
-ანუ ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იყო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაგჭირდა, რომ ჩემგან ექსკლუზიური ინფორმაცია მიგეღო. არა?
-გაგიჟდი?
-ჯანდაბა რა სულელი ვარ! ვიცოდი! ვიცოდი, რომ ზედმეტად იდიალური იყავი.
ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ზედმეტად კარგი იყო იმისთვის, რომ რეალური ყოფილიყო.
ანუ ეს გინდოდა არა? ხოდა მიიღე- დამიყვირა და მობილური გვერძე მოისროლა
-რაა გააკეთე?-ახლა მე გავცოფდი
-პატარა, მატყუარა, ძ**ნა ხარ. გული მერევა შენზე!
-რაებს ბედავ პარკ ჩანიოლ!
-რას? რა? არ მოგეწონა სიმართლე?
-სიტყვებს დაუკვირდი პარკ!
-ეს გინდოდა არა? ინფორმაცია და ცოტა თამაში. იფიქრე ვარსკვლავის გრძნობებით ვითამაშებო, ცოტას გამოვიყენებ და მერე გადავაგდებო. ფუ.... ჯანდაბა! ფულზე მონადირე ძ**ნა ხარ, რინ!
-დეგენერატო! სიტყვები შეარჩიე ჩემთან საუბრისას! გაფრთხილებ!
-რატომ? ესე არ გირჩევნია? უფრო მეტ ექსკლუზიურ ინფორმაციას შეაგროვებ ჩემზე.
არა რა... როგორ წამოვეგე შენს ანკესზე. ჯანდაბა! რამ გამომაშტერა ამხელა ბიჭი. როგორი ყალბი ყოფილხარ! მატყუარა და მეტი არაფერი. გული მერევა შენზე. მშობლები დამეღუპაო და ასე შემდეგ. ასე თავის შეცოდება გინდოდა? ძ**კნა
ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში ვიკავებდი, მუშტებს ვკრავდი და ვცდილობდი საკუთარი თავი მეკონტროლებინა. მაგრამ...
მთელი ძალით სილა გავაწენი.
-სულელო! დეგენერატო! იდიოტო! ერთუჯრედიანო! ძ**კნები შენკენ მოიკითხე, კარგი? არ ვიცი თუ შევა მაგ შენ ციცქნა თავში ეს მაგრამ, სიტყვები შეარჩიე და წესიერად მელაპარაკე. მემგონი არაფერი გამიკეთებია ისეთი, ეს რომ დამემსახურებინა შენგან. არა?-ახლა უკვე მე ვუყვიროდი.
-აქ რა ხდება?- შემოვარდნენ ბექიონი, ლილი, მინა და უფროსი
-რა ხდება? რა და სამსახურში რომ აგყავთ ადამიანი არ უნდა შეამოწმოთ? თუ ისე იყვანთ ადამიანებს? ჰაერზე... ბოლოს და ბოლოს ჩვენი სიცოცხლე და რეპუტაცია თქვენზეა დამოკიდებული.
-ბატონო პარკ, რას გულისხმობთ?-დაიძაბა უფროსი
-რას?? ჰაჰაჰაჰ. ის ერთი მატყუარა ძ**კნაა. მატყუარა, რომელმაც ყველა გააცურა.. იცით რა მოხდა? ცუდად ვიყავი, ის შემოვიდა, დამეხმარა, მეც მოვუყევი კი არადა, ჩავუკაკლე რა მჭირს და ამ დროს მესმის აბა გამოიცანით ვისი ხმა... სწორია, ჰიუჯინის- გერმანიაში წამყვანი ბლოგერის. რა უნდა ვიფიქრო? ის ინფორმაციას აგროვებდა ჩემზე, ჩვენზე.
-საიდან მოიტანე ასეთი რამე? რა მაგარი ფანტაზიის უნარი გქონია, არაკაცო! შენ ჩემზე არაფერი იცი. აბსოლიტურად არაფერი-დავუყვირე და გაცოფებული გარეთ გამოვვარდი.
-გაანთავისუფლეთ! ამ წუთასვე! დაუყოვნებლივ! არ ვაპირებ მის ატანას აქ...
მესმის როგორ ყვირის ჩანიოლი და მესმის როგორ ურტყამს კედელს ხელს.
-კარგით, კარგით! რინ განთავისუფლებული ხარ-მომაძახა უფროსმა
-მაგას უთქვენოდაც ვიზამდი
-ნახე კიდევ ენას გვიბრუნებს-კიდევ ერთხელ დაიყვირა ჩანიოლმა - მდაბიოვ... აიი ასე.. გაიქეცი. შენნაირებს აქ არაფერი ესაქმებათ.
-ჩანიოლ!- შეჰყვირა ბექიონმა- ზედმეტი მოგდის.
-მასაც ზედმეტი მოუვიდა. მან ჩემი გრძნობებით ითამაშა, ისე მომექცა როგორც უკანასკნელ ნაგავს. ერთადერთ რამეს ვერ ვაპატიებ ადამიანს: ეს გრძნობების აბუჩად აგდებაა.
ნელა მივაბიჯებ სეულის ქუჩებში. ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი ირევა. ნაწილი მობილურზე ვიღაცას ელაპარაკება, ზოგი ყურსასმენ გარჭობილი მოძრაობს, ზოგს უემოციო სახე აქვს აკრული. ზოგი სულელივით იღიმის. მივაბიჯებ ცენტრალურ ქუჩაზე და ერთ-ერთ შენობაზე გაკრულ ბანერზე ვაჩერებ მზერას. მწარედ მეცინება მისი დანახვისას და გზას ვაგრძელებ.
გაცოფებული ვარ. შიგნიდან ყველაფერი მეწვის. თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობ. ასეთი სიტყვებით ჩემთვის არასდროს არავის მოუმართავს. ახლა კი ერთი სულელი, გამოშტერებული რეპერი ამ სიტყვებით მამკობს?!
ჯანდაბა! აი ისევ! კიდევ ერთხელ წავიმტვრიე ცხვირი იმის გამო, რომ ზედმეტად მიმდობი ვარ. უკვე მერამდენედ! მაგრამ ვერა და ვერ ვისწავლე გაკვეთილი.
ცივა, არა უფრო სწორად გრილა. სუსხია. როგორც ყოველთვის ქარია, როგორც ყოველთვის ის თამამად და თავხედურად ეთამაშება ჩემს თმებს.
მივაბიჯებდი, როცა უცებ სახეზე რაღაც ამეკრო. ჰაჰ. დიახ ეს მე ვარ! და დიახ! მე ფურცელი სახეზე ამეკრო. ნუ უბრალოდ ასე აგიხსნით „რინი".
გაღიზიანებულმა მოვიხსენი და დავხედე. რაღაც კლუბია „ YOUTH" ჰქვია. არ უნდა იყოს ცუდი. ახლოსაცაა. რაც არის არის. ახლა მე მხოლოდ ალკოჰოლი მიშველის(სავარაუდოდ).
ნელა შევაბიჯე კლუბში. ღრმად შევისუნთქე ჰაერი, რომელიც გაჟღენთილიყო ალკოჰოლის და სიგარეტის მძაფრი სურნელით.
თამამად შევაბიჯე დარბაზსში. ვიგრძენი და დავლანდე, როგორ შემომხედა რამდენიმე. ჩამეღიმა. ჩამეცინა. ძალიან ბოროტულად. მესიამოვნა. ცხენის კუდად შეკრული თმა შევიხსენი და ბარისკენ ავიღე გეზი. მუსიკა რომელიც ფაქტიურად ტვინში ურტყამდა, სასიამოვნოდ მეჩვენებოდა. მიჩნდებოდა სურვილი ამეყოლა მის ტემბრს საკუთარი სხეული. მემოძრავა მუსიკასთან შეწყობილად. ჰარმონიულად.
-ყველაზე ძლიერი რაც გაქვთ- ვუთხარი ბარმენს და გავუღიმე
-ახლავე მშვენიერო-მანაც გამიღიმა.
10წუთში ჩემს წინ 5 ჩაცლილი ჭიქა იდგა
-პირველად სვამ?-მკითხა ბარმენმა
-დაახლოებით- ვუთხარი და"გამოდებილებულმა" გავუღიმე.
-მისმინე, არ მინდა შეგაშინო, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ შენს უკან ბიჭი იდგა, რომელმაც ფაქტიურად თვალებითა და მზერით გაგხადე. თუ ერთობი ბოლომდე გაერთე.
მითხრა და თითით ჩემს უკან მდგარ ფიგურაზე მიმანიშნა. შევბრუნდი. ცუდი ბიჭი არ უნდა იყოს. მაღალია და კარგი ტანიც აქვს. ნუ უკნიდან მხოლოდ ამას ვხედავ.
-გეთანხმები. ვანახებ მე ამათ...
6 საათის შემდეგ
ვგრძნობ, როგორ მელამუნება მზის სხივები სხეულზე. მეღიმება. მიუხედავად იმისა, რომ ზურგზე სიცივეს ვგრძნობ, მაინც მთელი სხეული გამთბარი მაქვს. ძალიან სასიამოვნო სურნელი ტრიალებს ოთახში. თავბრუსდამხვევი. გულ-მკერდზე ვწევარ.
ძილ-ბურანში ვერც ვარჩევ ვერაფერს კარგად. 2 წუთი მჭირდება გამოსაფხიზლებლად. თვალებს ვახელ.
რა?
სად ვარ? სხეულს მძიმედ ვწევ და ოთახს თვალს ვავლებ.
ეს ჩემი ოთახი არ არის. კედლებზე რაღაც ნოტებია გამოკრული. თაროებზე ჯილდოები იყო გამოჭიმული. იქვე კუთხეში 2 გიტარა იყო მიმაგრებული. გვერძე მაგიდა იდგა, რომელზეც ქაოსურად ეყარა რაღაც ფურცლები. ოთახის მეორე ბოლოში ელექტრონული პიანინო იყო მიდგმული. არა... ნამდვილად არ არის ჩემი ოთახი.
ვხვდები, რომ რაღაც ისეთი გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ახლა უკვე კარგად ვგრძნობ ჩემს წელზე მოთავსებულ ხელს.
თავს ვაბრუნებ მისკენ და რა? არა. მეხუმრებით? ეს უკვე ზედმეტად შეუძლებელია! ზედმეტად ზღაპრული. ზედმეტად არარეალური!
-ააააააააააააა
ვყვირივარ და ჩემს გერძე უგონოდ მწოლიარე სხეულიც თვალებს ახელს. 2 წამის შემდეგ უკვე დუეტში ვყვირივართ.
ჯანდაბა! ან ცხოვრება მეხუმრება ან ბედისწერა. ყველგან ის?! რატომ ვერ მშორდება! ჯანდაბა! ის ხომ უბრალოდ უცნობი ნაცნობია!

ჰელლო, ჩემო შოკოლადებო. ესეც მე-4 თავი. იმედია მოგწონთ <3 ^^ ძალიან მიხარია, ხოლმე თქვენი კომენტარების წაკითხვა. აი ძალიან. ძალიან დიდი სტიმულის მომცემია. ხოო, იმედია მოგეწონათ ^^ თუ მოგეწონათ Vote and Comment <3 PS: მიყვარხართ, მიყვარხართ <3

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Where stories live. Discover now