მესამყაროები (11)

1.1K 110 33
                                    

-ხო არა?! კარგი! გელოდები, პარკ!
-ეს ის არაა, რაც შენ გგონია!- მტკიცედ განმიცხადა და ნერვიულად თითები თმებში შეიცურა.
-აი აქ კი გაჩერდი! გეხვეწები, ასეთები არ გინდა რა.. ეს ის არაა რაც მე მგონია?! რაღაც არამგონია- თითქოს წყნარად და მშვიდად ვუთხარი, მაგრამ მაინც შეამჩნევდით ჩემს ხმაში აღელვებას.
-რინ! უბრალოდ ყური დამიგდე!- მითხრა და მკლავებზე ძალიან მორიდებით მომკიდა ხელი. საპასუხოდ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და თავიც განვითავისუფლე.
-იოლ? აქ რა ხდება?!- შემოვიდა ვიღაც უცნობი გოგონა. დიდი ჰუდი ჩაეცვა, ფეხები კი შიშველი ჰქონდა. ეს მაისური კი ძლივს უფარავდა რამეს.
-ჰაჰ! ახლაც არ ვიფიქრო რამე არასწორად, არა?!
-რინ! მაცადე აგიხსნა! მართლა სხვანაირად არის ყველაფერი! გთხოვ ნება მომეცი...
-არა! არა! ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. შენი აზრით სულელი ვარ? შენ ნახევრად შიშველი მხოლოდ შარვლის ამარა მხვდები სახლში. სახლში, სადაც უკვე 2 კვირაა არ გამოჩენილხარ. და ამას დამეტებული მესმის, როგორ გეძახის ვიღაცა „საყვარელო"-ს და მერე ეს ვიღაც ნახევრად შიშველი მიდგება წინ, კრავის თვალებით. და კიდევ ამას დამატებული შენი საყვარელი ხაკისფერი ჰუდი აცვია. აბა მითხარი რა უნდა ვიფიქრო? დროზე, ამ წამსვე მოშორდი! ამ წუთასვე! და ეს იაფასიანი ძუკნაც თან წაიყოლე!
-სიტყვები შეარჩიე- ახლა უკვე იმ გოგონამ შემომიღრინა.
-აი შენ კიდევ გაჩუმდი!- მივუბრუნდი და საჩვენებელი თითი გავუქნიე.
-რ...
-ჩანიოლ! არ მიდიხარ?!
-არა! სანამ არ დამაცდი ყველაფერი კარგად აგიხსნა!
-კარგი! მაშინ მე წავალ!- მტკიცედ ვუთხარი და კარებისკენ წავედი.
-რინ!- ხელი მხარში ჩამავლო და შეეცადა შევეჩერებინე, მაგრამ არ დავაცადე. უხეშად მოვიშორე და ფეხსაცმელი ამოვიცვი. ჩანთას დავავლე ხელი და გარეთ გამოვვარდი.
-გთხოვ... არ წახვიდე, ქინდერის გოგონავ! - უკვე ყრუდ ჩამესმოდა მისი ეს სიტყვები. სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და ასევე სწრაფად მოვშორდი იქაურობას.
რა დებილი და სულელი ვარ! ის ხომ ვარსკვლავია. მისთვის უცხო ხილია ერთგულება და სიყვარული? ჰაჰ... ეს საერთოდ. თუმცა, ჩვენ ერთად არც ვყოფილვართ, არა?! და მე ხომ ის არ მიყვარს! არა?!
ვაიმე! რინ! ჯანდაბა! მართლა სულელივით და პატარა ბავშვივით იქცევი. შენ ის გიყვარს! დროა გამოუტყდე საკუთარ თავს ამაში! დააგვიანე კიდეც უკვე! რა სულელი ვარ! როგორ ვერ მივხვდი აქამდე, რა გრძნობა იყო ეს? თუმცა გატყუებთ. მე უკვე დიდი ხანია ვიცი რას ვგრძნობ ამ ყურებპარტყუნა ბიჭის მიმართ. ვიცი და მივხვდი, მაგრამ მეშინოდა... და ამიტომაც საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი. მშიშარა ხარ, რინ! და ამიტომაც ცხვირი წაიმტვრიე. ახლა უკვე გვიანაა! მან უკვე გადადგა ეს ნაბიჯი! მან უკვე სხვას შეხედა! არადა, რამდენიმე დღის წინ მე მეფიცებოდა სიყვარულს. მაინც როგორი ცვალებადია ყველაფერი, არა?!
არაფერი მეთქმის! არაფერი! უფრო სწორად ვერაფერს ვამბობ! არ შემიძლია. ის ტკივილი... რასაც ახლა განვიცდი და ვგრძნობ, ის უბრალოდ ძალიან დიდია და ყველაფერის მომცველია, რომ...
ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ და მხოლოდ ის წამები მახსენდება, როგორ დაუძახა იმ გოგონამ „საყვარელო".
ჯანდაბა! უცნობო ნაცნობო! მჭირდები! მწყურიხარ და დიახ! მინდიხარ! მიყვარხარ! გთხოვ მოდი! გთხოვ, მომხვიე შენი დიდი მკლავები. გთხოვ! მინდა შენში ჩავიძირო. მინდა შენი კონტრასტული ხმა ჩამესმოდეს. მინდა შენ ღრმა და მრავლის მთქმელ თვალებში ჩავიკარგო. თვალებში, რომელიც შენი ხმის მსგავსად ზედმეტად კონტრასტულია. მკაცრი, მაგრამ ამავდროულად უზომოდ თბილი. სევდიანი, ტკივილით სავსე, მაგრამ ამავდროულად ისეთი რომ დაინახავ და იმ წამსვე გამხიარულდები. ერთი სიტყვით „კონტრასტული".
მინდა შენი სხეული, შენი სხეულის ტემპერატურა მძაფრად შევიგრძნო! მინდა შენი სურნელით მთელი ჩემო ორგანიზმი გაიჟღინთოს. მინდა და მსურს გული ამიჩქარდეს, შენს გამოხედვაზეც კი! შეხებაზე კი ზედმეტია საუბარია! მინდა მაგრძნობინო, როგორ გიყვარვარ! მინდა მითხრა ეს! მსურს გითხრა ჩემი სიყვარული როგორია! მინდა გაგაგებინო, რომ მესამყაროები!
-რიინ?- გაკვირვებულმა მკითხა ლილიმ, როგორც კი დამინახა.
-მან... მან მე მიღალატა
-რა?- მხოლოდ ახლა შევამჩნიე მინა.
-მან.. მან...- ვეღარ მოვახერხე რამის თქმა, რადგანაც ისტერიკული ტირილი ამივარდა. ძირს ჩავიკეცე.
-რინ!- ორივემ ერთდროულად შეჰყვირეს ჩემი სახელი და ჩემსკენ გამოექანნენ.
-მე....
-...
-მე ის მიყვარს!
-ვიცით!
-მე... მე! მან...მე... გამცვალა
-არა! რინ, მომისმინე! შენზე მას ჭკუა ეკეტება. უზომოდ და დაუსრულებლად უყვარხარ. მენდე, რადგანაც მას ძალიან, ძალიან კარგად ვიცნობ.- მითხრა მინამ და ხელები შემომხვია.
-ცდები, მინ! მას მე არ ვუყვარვარ!- ამოვისლუკუნე, მაგრამ ტირილი შევწყვიტე. ურბალოდ ძირს ვეგდე. როგორც უსულო ტომარა.
-არა! არ ვცდები! მე მისი მენეჯერი ვარ! მას მე თითქმის 8 წელია ვიცნობ. და ამ 8 წლის მანძილზე, მე ყოველ დღე მის გვერდით ვიყავი. ყველაფერი დაწვირლებით ვიცი მის შესახებ და მერწმუნე ამ სამყაროში თუ ვინმე არსებობს, ვინც მას უყვარს, ვინც მას სჭირდება, ვის გარეშეც ვერ იცოცხლებს ეს შენ ხარ! ერთადერთი გოგონა, მთელს მსოფლიოში, რომელიც მას მთელი არსებით, სიგიჟემდე უყვარს. შენზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს. შენ ესიზმრები. ყოველ დღე იმაზე ფიქრობს, როგორ ჩაგეხუტება. როგორ მოგეხვევა, როგორ ჩაგიკრავს გულში, როგორ გაკოცებს და დაგიკოცნის მთელ სხეულს. ყოველ დღე...
ვუსმენდი, მაგრამ მაინც არაფერი მესმოდა. არც მინდოდა გამეგონა, რატომ? რადგანაც მისი თითოეული სიტყვა ამ წუთებში სრული აბსურდი მეგონა.
-ხელი გამიშვით!- წყნარად ვთქვი და განთავისუფლება ვცადე.
-რინ...- აღმოხდა ლილის.
-გამიშვი. ჩემს ოთახში მინდა...
წამოვდექი და ჩემს ოთახში ავედი. ნელი მოძრაობით შევაღე კარები და პირველი რასაც შევხედე ეს ჭერი იყო. ასე ქანდაკებასავით დგომის შემდეგ, საწოლშიც ჩავწექი. არ ვტიროდი. ხმას არ ვიღებდი. უბრალოდ გაშეშებული ჭერს ვუყურებდი. ოთახში სიბნელე და სიჩუმე სუფევდა.
და სწორედ ეს იყო ის რაც ამ წამს მე მჭირდებოდა.
-დე... მა... მან მე მატკინა! ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
ვთქვი და თვალებიც დავხუჭე.
შემდეგი 2 დღე არაფრით იყო გამორჩეული. არაფრით! ლილი ყოველ დღე შემოდიოდა ჩემს ოთახში და მეუბნებოდა, რომ ის მე დაბლა მელოდა მაგრამ...
დღეს 31 დეკემბერია. მალე ახალი წელიც შემოაბიჯებს და დაიწყება ხმაურიანი ღამეები. საათი 12-ს დარეკავს, ბავშვები თუ დიდები, განურჩევლად ასაკისა, ყველა დახუჭავს თვალებს წამით და გულში მათი სანუკვარი ოცნება და სურვილი გაურბენთ. შემდეგ კი ჩვენი ქალაქი იმაზე მეტდ ხმაურიანი გახდება, ვიდრე ის ჩვეულებრივად არის. ყველას სახეზე ბედნიერი და სითბოთი სავსე ღიმილი დაიკავებს ადგილს. ბედნიერება! სიყვარული! სიხარული! აი რასთან ასოცირდება ჩემთვის 31 დეკემბერი.
-რინ! წამო...- მხიარულად მეუბნება ჩემი უმცროსი და დაბლა ჩავყავარ. ჩემს წინ ულამაზესად და ჯადოსნურად მორთული სივრცეა. ღიმილი მეპარება. დედას მსგავსად, ლილისაც ძალიან უყვარს ახალი წელი. ალბათ უკვე გითხარით, მაგრამ მაინც არ დავიღლები ამის გამეორებით, ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დედას!
-ვაუ... ლილი, ულამაზესია!
-ხომ? ვეცადე!
-მართლა! ძალიან ლამაზია! შეუდერებელია! ბოდიში, რომ ვერ დაგეხმარე. ხომ იცი არა...
-ვიცი, ვიცი უფროსო და არც არაფერს გთხოვ! მართლა! უბრალოდ მინდა გითხრა, რომ მე აქ ვარ. შენს გვერძე და მუდამ ასე იქნება.
-ვიცი, ლილი...
-უზომოდ მიყვარხარ! შენს გარეშე მე ის არ ვიქნებოდი ვინც ვარ. შენ...შენ მართლა შეუდარებელი და ხარ!
-მადლობა, უმცროსო! შენც არ ჩამომივარდები!
-უზომოდ მიყვარხარ, რინ!
-მეც ძალიან, ძალიან, ლილი!
ვუთხარი და ხელები მოვხვიე. ოთახის ცენტრში ვდგავართ გაუნძრევლად. გარშემო ზღაპრული სივრცეა. სიმშვიდეა. და სიწყნარე. მხოლოდ დაბალ ხმაზე მომღერალი რადიო გვაქვს ჩართული. „All I want for Christmas"-ს ბგერები ვრცელდება ოთახში. მეღიმება.
-კარგი... მისმინე, ვიცი ძალიან გვიანია, მაგრამ... შეგიძლია ტორტი ამოიტანო?
-ტორტი? შეუკვეთე?
-კი, კი! აქვე ჩვენს კაფესთან რომაა საკონდიტრო, აი მანდ.
-არ მითხრა რომ...
-კი! ქინდერის!
-საუკეთესო ხარ!- შევძახე და კარებისკენ წავედი. ქურთუკი მოვიხურე, ქუდი ჩამოვიფხატე, კაშნში გავეხვიე და თბილი ფეხსაცმელებიც მოვირგე. მოკლედ. დავემსგავსე ასტრონავტს.
-მალე მოვალ...- შევძახე და გარეთ გამოვედი.
-რინ! ეს გრჩება- სიცილით შემაჩერა ლილიმ და მობილური მომაწოდა ყურსასმენებით.
-უიი. უი. მადლობა!
ლილის ზურგი ვაქციე და წინ წავედი. როგორც კი გავიგონე, როგორ მიხურა კარები, მაშინვე მოვირგე ყურსასმენები და მობილურში მუსიკების ძებნა დავიწყე. დიდი ხანი ვუყურებდი მობილურის ეკრანს და ვფიქრობდი ჩამერთო თუ არა. ვიცოდი, რომ ეს კიდევ ერთხელ გამიხსნიდა ჯერ კიდევ შეუხორცებელ სულიერ ჭრილობებს, მაგრამ მაინც... სწრაფად დავაჭირე მუსიკის სახელს თითი და ყურსასმენებში მისი ხმაც გაისმა. მისი კონტრასტული ხმა. დამაჟრიალა და გული ამიჩქარდასავით. One more time, one more chance- Chanyeol. აი რა სიმღერა ისმოდა ამ წამს ჩემს ყურსასმენებში. აი რომელი სიმღერის დამსახურებაა, ის რომ ახლახანს კინაღამ მანქანამ გამიტანა.
5 წუთში პატარა საკონდიტროს წინ ვიდექი. ჩამეღიმა.
*Flashback*
-დეე... დედიკოოო! გთხოვ..
-არა, რინ! დღეს შენ უკვე საკმარისად ჭამე ქინდერი.
-გთხოვ რა დე... ძალიან მინდა. თანაც დღეს ხომ ახალი წელია. ახალ წელს კი სურვილები ხდება.
-არა
-საყვარელო, იქნებ სჯობს ამ ჯერად ვუყიდოთ? არაფერი დაშავდება, თუ ცოტა მეტ ქინდერს შეჭამს.
-არა, ძვირფასო! არა!
-საყვარელო... შეხედე როგორი თვალებით გიყურებს...
-ოოოო... კარგით! კარგით! ოღონდ მხოლდ ამ ჯერად.
-რა თქმა უნდა- ღიმილით ეუბნება მამა დედას და ლოყაზე კოცნის. მე და ლილი მათ შორის ვდგავართ და ღიმილით შევცქერით.
-ქინდერის ტორტი თუ შეიძლება- მესმის როგორ ეუბნება ვიღაც უცნობი ქალი გამყიდველს.
-გაგიმართლათ! ბოლოა- შესძახა გამყიდველმა და ნაზად გაუღიმა ქალს. რა? ბოლო? რა? არა!
-რა? ბოლო?- წამოვიძახე და გამყიდველს შევხედე
-კი პატარავ. ვწუხვარ!
- კი მაგრამ... მე ხომ ძალიან მიყვარს ქინდერი- წავიწუწუნე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე ქალის გვერძე მდგომი ბიჭი. გამეცინა, როგორც კი მის ყურებს თვალი მოვავლე.
-რა? რატომ იცინიხარ?- შემეკითხა დაბნეულად 12 წლის ბიჭი.
-შენი ყურები...- ვეუბნები და ვკისკისებს
-რინ!- შესძახა დედაჩემმა და ხელი დამავლო
-უკაცრავად, ჩემი ქალიშვილის გამო. ჯერ 10 წლისაა და ვერ იაზრებს ბევრ რამეს.
-არაუშავს...
-მე ქინდერის ტორტი მაქვს!- ენა გამომიყო იმ ყურებპარტყუნა უცნობბმა ბიჭმა და ტორტს ხელი მოჰკიდა
-არ შეგერგოს და გადაგცდეს- შევუღრინე და მამას ხელზე დავქაჩე. მან ჩაიცინა და ხელში ამიყვანა.
- ასე არ შეიძლება პატარა ქალბატონო- ღიმილით მითხრა  და ცხვირზე თითი დამკრა.
- კი მაგრამ! მან ჩემი ტორტი წაიღო!
-არაუშავს. შემდეგ ჯერზე ჩვენ შეგვხვდება. ახლა კი ის პატარა ბიჭი შეჭამს.
-ჰმმმ- ცხვირი ავიბზუე და თოვლით დაფარულ გზებს გავხედე.
*Flashback დასასრული*
გამახსენდა, როგორ ვეუხეშე იმ ბიჭს. ჰაჰ! ნეტა ახლა სადაა. ან რას აკეთებს?!  რას საქმიანობს? ან უყვარს ქინდერი ისევ ისე? თუ გადაუყვარდა.
-ამ... გამარჯობათ! ქინდერის ტორტი მინდა ლილის სახელზე!
-ახლვე- ღიმილით მომმართა 45 წლის ქალმა და კარების უკან გაუჩინარდა. მარტო დავრჩი. არავინ იყო ჩემს გარშემო. ჯიბეში ვიბრაცია ვიგრძენი. ზანტად ამოვიღე და მესიჯი გავხსენი. ვიფიქრე, რომელიღაცა მორიგი კომპანია იქნებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი.
„შენი ნახვა მინდა. გთხოვ, ქინდერის გოგონა!"
„კარგი! კაფეში"
„5 წუთში მანდ ვიქნები. მიყვარხარ"
ამ დროს შუა ხნის ქალმა სულ ღიმილ-ღიმილით გამომიტანა ყუთში მოთავსებული ტორტი და ხელში მომაჩეჩა.
-გემრიელად. და გილოცავთ დამდეგს!
-გმადლობ! თქვენც! საუკეთესო სურვილებით. ნახვამდის- ვუთხარი და გამოვედი.
2 წუთში კაფეშიც შევედი
-ჰეი, ლუკასს- შევძახე და გადავეხვიე
-ჰეი, რინ!- მანაც თბილად ჩამიკრა გულში
-რამდენი ხანია არ მინახიხარ ბიჭუნავ!- ვუთხარი და ხელი მხარზე გავკარი.
-ჰოო... იმ დღის მერე. რაც ლილიმ მითხრა... ცოტა მეუხერხულება და...
-გასაგებია!
-და აქ რა გინდა ამ დროს?
-უცნობს უნდა შევხდე
-შენს უცნობ ნაცნობს?
-აჰამ
-კარგი... შენი ადგილი თავისუფალია... ააა, უი უკაცრავად! მგონი ჯობია „თქვენ ადგილად" მოვიხსენიო.
მე უბრალოდ ჩავიღიმე და ჩემი ადგილიც დავიკავე. რამდენიმე წუთში ლუკასმა წინ 2 ცხელი შოკოლადი დამიდო და ნაზად ჩაიღიმა
-კაფის საჩუქარია
-გმადლობ!- ვუთხარი და ხელში დავიჭირე ჭიქა. ნელ-ნელა ვსვამდი და შიგდაშიგ ფანჯრიდან ვიყურებოდი.
ქუჩებში ადამიანები ქაოსურად მოძრაობდნენ. ყველა რაღაცას ეძებს, რაღას ყიდულებს. ზოგს თეთრი ფურცელი უჭირავს და სავარაუდოდ მე-1000ჯერ ამოწმებს იყიდა თუ არა ყველაფერი. ზოგი ფიქრებშია გართული და ფიქრობს კიდევ რა დარჩა გასაკეთებელი იმისთვის, რომ საახალწლო ღამე დაუვიწყარი და შეუდარებელი იყოს.
იმის გამო, რომ რამდენჯერმე წამოწვიმა, გზები გაყინულია. ამიტომაც ხალხი ძალიან ფრთხილობს, რომ არ დაეცეს. თუმცა, ერთი-ორი მაინც იჩენს სიყვარულს ასფალტის მიმართ და მთელი სხეულით ეხუტება.
ქუჩებში უკვე ლამპიონებია აციმციმებული. აქა-იქ საახალწლო მოსართავებიც არის გამოფენილი და მათი სინათლე ყინულზე ძალიან ლამაზად ირეკლება. მართლაც, რომ ჯადოსნურია ეს ყველაფერი!
საათს გავხედე. 9 იყო დაწყებული. უკვე 1 საათზე მეტია აქ ვარ და ველოდები როდის გამოჩნდება მისტერ- მე ყველაზე მაგარი ვარ. მაგრამ მგონი ამაოდ. ჰაჰ... რა გააკეთა თავის ჭკუაში? დამამცირა? დამცინა? თუ რა... იდიოტი!
ის-ის იყო უნდა ავმდგარიყავი, როცა ტელეფონზე ზარმა შემაჩერა. არც დავხედე ისე ვუპასუხე.
-იდიოტო! უკვე 1 საათზე მეტია აქ ვარ და გელოდები. დეგენერატო!
-ქალბატონო პარკ?- მომმართა უცნობმა. სადღაც 25 წლის გოგონა იქნებოდა.
-დიახ..- ხმა ამიკანკალდა.
-იცით.. თქვენი ქმარი, ბატონი პარკ ჩანიოლ! ის ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაშია.
-რა ბრძანეთ? რომელ საავადმყოფოშია?
-სეულის ცენტრალურ საავადმყოფოში.
-მოვდივარ!
ვერც კი გავიაზრე, როგორ წამოვფრინდი და როგორ მივვარდი ლუკასს
-ლუკასს, შენი მანქანა მჭირდება სასწრაფოდ!
-კი მაგრამ, რა მოხდა?!
-დროზე!- და ხელი გავუწოდე. მანაც არ დააყოვნა და გასაღები გადმომცა.
-რინ, რა მოხდა? ტორტი გრჩება, რინ!- მესმოდა როგორ მიყვიროდა ლუკასი. მაგრამ მე არ ვჩერდებოდი.სასწრაფოდ გამოვედი კაფიდან და მანქანაში ჩავჯექი.
10 წუთში სეულის ცენტრალური საავადმყოფოს წინ ვიდექი.
-პარკ ჩანიოლი- მივახალე მიმღებში და გაგიჟებული თვალებით შევხედე ჩემს წინ მდგარ გოგონას.
-ის ახლა საოპერაციოშია. გთხოვთ, აქ დაელოდოთ. ექიმი გამოვა და ყველაფერს მოგახსენებთ.
მეც მორჩილად თავი დავუქნიე და იქვე ჩამოვჯექი.
არა! ღმერთო გთხოვ! ისიც არ წამართვა! გთხოვ... გადარჩეს და აღარაფერი მინდა.
წუთეები საათებად გაიწელა, ხოლო საათები საუკუნეებად. ადგილზე ვერ ვჩერდებოდი და ბოლთას ვცემდი მთელს საავადმყოფოში. ნერვიულად თმებში ხელს ვიცურებდი და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, მაგრამ არაფრის დიდებით არ გამომდიოდა.
დავინახე როგორ გამოვიდა მუქ უნიფორმაში გამოწყოფილი ექიმი და როგორ შეიხსნა პირბადე.
-პარკ ჩანიოლი!- გამოაცხადა და ეგრევე მე შემომხედა.
-დიახ! დაიხ! აქ ვარ!
-რინი თქვენ ხართ?
-დიახ
-რომ მოიყვანეს გონზე იყო ჯერ და თქვენს სახელს იმეორებდა გამუდმებით. ეტყობა ძალიან უყვარხართ.
„უყვარხართ" ესეიგი ცოცხალია.
-ექიმო
-აჰ... ხომ, უკაცრავად! არ მოგატყუებთ და სიმართლეს გეტყვით! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ახლა კომაშია, მაგრამ ამას დამატებული მისი ჭრილობები, მოტეხილობები და საერთოდ მთლიანად ორგანიზმი საშინელ მგომარეობაშია... ძალიან ძნელი იქნება მისი გადარჩენა და გამოჯანმრთელება კიდევ უფრო ძნელი. არც კი ვიცი რა გითხრათ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. ახლა კი ყველაფეირი მასზე და უფალზეა დამოკიდებული.
-ვაიმე- ხელი პირზე ავიფარე და დაბლა ჩავიკეცე. ექიმი და ექთანი, ორივე მომვარდა წამოდგომაში დამეხმარა.
-დამშვიდდით ქალბატონო. მას ახლა ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. თქვენც თუ გატყდებით...
-მართალი ხართ! შეიძლება შევიდე?
-თქვენთვის შეიძლება- სევდიანად გამიღიმა და მისი პალატისკენ გამიძღვა. რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. შევედი და გული დამეწვა. ყველაფერი დაჟეჟილი ჰქონდა, მთელი სხეული. თავიც შეხვეული ჰქონდა და ათას კაბელთან იყო შეერთებული. ყველაფერი კარგად გავარჩიე. რა რისთვის იყო და ამან უარესად გამხადა.
ნელა მივუახლოვდი, გავიგე როგორ ამოიხვნეშა ექიმმა და როგორ მიიხურა კარები.
-ჩანიოლ... - აღმომხდა და მისი ხელები, მისი დიდი ხელები და გრძელი თითები ჩემსაში მოვიქციე.
-უცნობო ნაცნობო- ვთქვი და ცრემლი გადმომვარდა. არა! ამას არ დავუშვებ! არა! ვარიანტი არ არის! მე მას არ გავუშვებ! არაფრის ფასად.
იქვე ჩამოვჯექი სკამზე და მივაშტერდი. ვაკვვირდები მის გულმკერდს. როგორ ნელა და სუსტად აუდიოდ-ჩაუდიოდა. თუჩები, სახე, ყველაფერი გაფითრებული ჰქონდა. მაგრამ იმის გამო, რომ მთელი სახე ჩალურჯებული ჰქონდა, ძნელად შეამჩნევდით ამ სიფითრეს.
-ჩემი ბიჭი- ძალიან ჩუმად წარმოვთქვი ისე, რომ თვალიც ვერ მოვწყვიტე.
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ასე ქანდაკებასავით ვიჯექი და თვალს ვერ ვაშორებდი.
7 საათი იქნებოდა, რომ გათენდა. მზის სხივებმა პალატაში შემოაღწიეს და ყველაფერი გაანათეს.
-რინ...- გავიგე ბექიონის ხმა. შევხტი და უკან გავიხედე.
-ბექიონ- წამოვდექი და მასთან მივედი.
-როგორ არის....
-ცუდად, ბექიონ. ძალიან ცუდად- აღმომხდა და მას ჩავეხუტე. მანაც არ დააყოვნა და ისიც ჩამეხუტა. ქვითინი დავიწყე. ვეღარ ვჩერდებოდი.
-მეშინია, ბექიონ... არ მინდა რომ დავკარგო!
-არც მოგიწევს, გესმის ჩემი? ის ჩვენი ჩანიოლია. ჩემი და შენი. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანია და პიროვნება, ვისაც კი ვიცნობ. ასე რომ, დამშვიდდი. ის ასე ადვილად არ დანებდება. მითუმეტეს მაშინ, როცა შენთვის ამდენი რამ აქვს სათქმელი- მეუბნებოდა და ხელს ზურგზე მისმევდა. დრო და დრო თმაზე გადამისმევდა ხელს დასამშვიდებლად. რაღაცნაირად, უცნაურად ვგრძნობდი თავს. ის და ჩანიოლი... ისინი ერთმანეთს მართლაც, რომ ძალიან ჰგავდნენ. ჩახუტების მანერითაც კი. არცაა გასაკვირი. ეს ორი ხო განუყრელები არიან. მიხარია, რომ ჩანიოლს ვიღაც ბექიონის ნაირი ჰყავს.
-ყველანი გარეთ არიან. ლეი ჩინეთიდან ჩამოვიდა. ლილიც აქაა და მინაც. ნელ-ნელა ყველანი შემოვნენ. უბრალოდ მე შემომიშვეს პირველი. ხომ გესმის?
-კი, კი მივხვდი, ბექიონ. სწორედაც მოიქცნენ. შენ და ჩანიოლი...
-აჰამ...- მითხრა და სევდიანი თვალები შემომანთა. ძალიან დიდ ტკივილს და შიშს ვკითხულობდი მათში.
-მე წავალ.. თუ რამეა, რინ გარეთ ვარ. და არც წავალ. აქ ვიქნები ბოლომდე. მარტო არ ხართ. არც შენ და არც ის. უნდა იბრძოლოთ ერთმანეთისთვის, კარგი?
-მართალი ხარ... არ ვაპირებ, ასე ადვილად გავუშვა ხელი. ის მე მესამყაროება!
-ამას დავიმახსოვრებ. სიტყვაზე გიჭერ- მხიარულად გამიცინა და ოთახიდან გავიდა.
მე ჩემს ადგილს დავუბრუნდი. 2 წუთში გავიგე როგორ შემოვიდა ვიღაც კარებში. ვიფიქრე, სეჰუნი ან რომელიმე იქნება მეთქი. შევტრიალდი და იქვე გავქვავდი
-შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ!- შევუღრინე ჩემს წინ მდგარ გოგონას. ეს ის გოგონაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩვენს სახლში ნაევრად შიშველი გამომეცხადა, „საყვარელოს" ძახილით
-რინ...
-ჰოჰოჰ, ესეიგი იცი ვინც ვარ!
-მისმინე, რინ! გთხოვ
-კარგი...
-მე პარკ იურა ვარ...
-რა? პარკ?
-კი... მე მისი უფროსი და ვარ, რინ!
-რა მითხარი?!- უხერხულად ვკითხე და თავი მოვიფხანე. მას გაეცინა ჩემს ამ ჟესტზე.
-ჰოო. ახლა ვხედავ მსგავსებას- ასევე უხერხულად ვუთხარი და ჩავიღიმე
-მესმის შენი! მესმის, რომ მაშინ გაბრაზდი. მეც შენნაირად მოვიქცეეოდი, რინ. ნახევრად შიშველი გოგონა გამოგეცხადე, „საყვარელოს" ძახილით.
-ჰოოო
-იმ ღამეს მე საშინალდ დავთვერი. ჩანიოლს დავურეკე და რაღაცეები ვებოდიალე. მანაც მომაკითხა და თქვენს სახლში მომიყვანა. არ უნდოდა ჩემთან წავეყვანე. დედას და მამას შეეშინდებოდათ... თქვენთან რომ მომიყვანა, მე ვაღებინე. ამიტომაც აბაზანაში შემაგდო ისე, რომ არც კი გამხადა ანუ ტანსაცმელი დამისველდა. ამიტომაც მეცვა მისი ჰუდი
-ამ.. ხოო... უკაცრავად! ძალიან ცუდად გამომივიდა.
-არაუშავს. მიხარია, რომ საბოოლოდ გაგიცანი, რინ! შენზე ძალიან ბევრს მიყვებოდა ჩანიოლი. ძალიან უყვარხარ.
-მეც... მეც ძალიან მიყვარს.
-ვიცი და დამერწმუნე, მანაც ძალიან კარგად იცის ეს. ჩემი უმცროსი ძამიკო. რამდენჯერ გავაფრთხილე, რომ ნელა ევლო. მაშინაც გავაფრთხილე.
-ანუ შენთან იყო
-სიმართლე გითხრა, მე ვუბიძგე იმისკენ, რომ მოეწერა
-ხოო
იურა ნელა მიუხლოვდა და ჩაეხუტა.
ყოველი დღე ასე გადიოდა. ყოველი 7 დღე. ყოველი დილა იმის შიშით მითენდებოდა, რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მოეცვა პალატა გამაყრუებელ წრიპინს.
-ექიმო...
-რინ! სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ! ის უკვე 1 კვირაა ასეა. არანაირი უკეთესობაა..
-არც კი გაბედოთ და არ მითხრათ, რომ დროა ხელი გავუშვა! არა! არა! მე ასე ადვილად არ დავნებდები. არა! ასე რომ... ექიმო...
-კარგი! არაფერს არ გეტყვი. არ მაქვს ამის უფლება, საყვარელო... მაგრამ. დაფიქრდი კარგი?
-არა!
-კარგი- მითხრა სევდიანად 50 წლის კაცმა და პალატიდან გავიდა.
-რინ... მოდი მე ვიქნები ცოტა ხანი ჩანიოლთან, კარგი? შენ წადი, საჭმელი ჭამე. არაფერი გიჭამია მთელი 1 კვირის განმავლობაში, გარდა ერთი ვაშლისა და ყავისა. წადი..- მომმართა სეჰუნმა და ნაზად გამიღიმა.
-ამ...
-მე თუ არ მენდობი ჩემთან ერთად ბექიონი, ლეი, მინა, ქაი და იურა იქნებიან.
-არა! ამაში არაა საქმე. მეშინია, რომ დავტოვო...
-ნუ გეშინია და წადი.
-კარგი... მადლობა, სეჰუნ- ხელი მხარზე დავუტყაპუნე და დერეფანში გამოვედი.
-რინ...- მომესმა ვუღაც ნაცნობის ხმა, როგორც კი კაფეტერიაში შავედი.
-ექიმო...
-რა კარგი გიქნია, რომ ჭამ. შენ ახლა ენერგია გჭირდება.
-დიახ...
-რამდენი ხანია სახლში არ ყოფილხარ?
-გუშინ დილით ვიყავი, შხაპი მივიღე და ეგრევე წამოვედი.
-არ გინდა ახლაც ეგრე მოიქცე?
-რამე მჭირს?
-არა! არა! რა სისულელეა! უბრალოდ მოეშვები ცხელ წყალში.
-არ მინდა. ასეც კარგად ვარ- წყნარად ვთქვი და ალუბლის წვენი ავიღე.
-ეი... და საჭმელი?
-არაფერი მინდა.
-როგორ გეკადრება? დროზე ჭამე საჭმელი, რინ!
-არ...
-თუ შეიძლება ერთი თეფში ბრინჯი მომეცით- ექიმმა მომსახურე პერსონალს მიმართა. მათაც არ დააყოვნეს და თეფში თეთრი მასით გავსეს.
-გმადლობთ, ექიმო!- ნაზი ღიმილით ვუთხარი ექიმს და გემრიელად შევუდექი ჭამას. 5 წუთში მთლიანი თეფში მოვასუფთავე.
-აბა, რას..- ვეღარაფერი მითხრა, რადგანაც მისმა პეიჯმა დაიწრიპინა. სწრაფად დახედა, ფერი გადაუვიდა და მე შემომხედა.
-მე ... მე უნდა წავიდე- ხმის კანკალით მითხრა და სირბილით გასასვლელისკენ გაიქცა
ზუსტად 20 წამი დამჭირდა ყველაფრის გასაანალიზებლად.
„ჩანიოლ" დავიყვირე და მეც ექიმს მივბაძე. პალატისკენ გავიქეცი და ჩემი შიშიც გამართლდა. გავიგონე, როგორ დაიყვირა ექიმმა „სარეანიმაციო ნაკრები". დამხმარეებმაც არ დააყოვნეს.
-დეფიბრილატორი, სასწრაფოდ!
დავინახე, როგორ გაუგლიჯეს მაისური და როგორ დაადეს ორი ნივთი გულზე.
-ჩემს თვლაზე. ერთი! ორი! სამი!- შესძახა ექიმმა და და ჩანიოლის გულმკერდიც მაღლა ამოიწია. თუმცა არანაირი შედეგი.
-კიდევ ერთხელ! ერთი! ორი! სამი! - იგივე განმეორდა, მაგრამ ეკრანზე კვლავ მხოლოდ სწორი ხაზი ჩანდა.
-კიდევ...
-ექიმო! შინაგანი სისხლდენაა.
-ჯანდაბა, ჩანიოლ! სასწრაფოდ საოპერაციოში!
ისე სწრაფად წაიყვანეს ჩემი უცნობი ნაცნობი, რომ ვერც კი გავიაზრე. გაშეშებული ვიდექი მის პალატაში. თვალს ვერ ვახამხამებდი. ის-ის იყო უნდა ჩავკეცილიყავი, მაგრამ ვიღაცა უკნიდან მომეხვია.
-შენთან ვარ! დამშვიდდი, რინ!- ვიგრძენი, როგორ მომხვია ბექიონმა მისი ხელები და როგორ დაეცა ძირს ჩემთან ერთად. თვალი ლილის მოვკარი, რომელიც გაფითრებული მიყურებდა
-ის...ის... უცნობი ნაც...- ვიგრძენი, როგორ გამიცივდა ხელები, როგორ გამეყინა სისხლი, ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი გონებას. ბოლოს კი რაც ვიგრძენი ეს საშინელი ტკივილი, შიში, რომელიც მისი დაკრგვით იყო გამოწვეული და თავის ტკივილი. მერე? მერე კი უკუნითი სიბნელე და სიწყნარე.
თვალი რომ გავახილე, პირველი რაც დავინახე, ეს თეთრი კედლები და ჭერი იყო. პალატაში ვიყავი. მეც სასწრაფოდ ავდექი, ხელში შერჭობილი ნემსები მოვიძრე და გარეთ გამოვედი. იქ კი ქაი და მინა დამხვდნენ.
-რა ხდება?
-გონს მოხვედი?
-კი... რამდენი ხანი ვიყავი ასე?
-24 საათი
-რამდენი?
-უფრო ზუსტად 25, მაგრამ...
-ჩანიოლი! ის... როგორ არის?- ხმა ამიკანკალდა და სასტიკად შემეშინდა, ის არ გამეგო რაც ვიცოდი გამანადგურებდა.
-უგონოდაა ისევ.
-მადლობა- თითქოს შვებით ამოვისუნთქე. ნუ ყოველ შემთხვევაში სიკვდილს ჯობია, არა? პალატაში შევვარდი.
-შენ აქ არ უნდა იყო- მტკიცედ გამომიცხადა ექიმმა და მიბიძგა უკან წავსულიყავი.
-არ გაქვთ უფლება ეგ მითხართ! მე მასთან ვიქნები!- მტკიცედ გამოვცხადე, ჩანიოლს მივუახლოვდი და მისი თითები ჩემსაში ავხლართე.
-ჩვენ გავალთ- ჩუმად თქვა სეჰუნმა. ბექიონმაც თავი დააქნია და ლილი გაიყვანა.
წყნარად და უსიტყვოდ ვდგავარ ჩანიოლის გვერძე. ყველაფერი მეწვის. საშინელი ტკივილი ნელ-ნელა იზრდება და მთელს სხეულს ედება. მინდა ვიყვირო, მაგრამ არ გამომდის. მხოლოდ ახლა ვხვდები რაოდენ მიყვარს ეს ყურებპარტყუნა ბიჭი. ეს უცნობი ნაცნობი.
-ჩემო უცნობო ნაცნობო! ჩემო ჩანიოლ! ჩემო! არც კი ვიცი, გესმის თუ არა ჩემი. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი.. თუ მისმენ, გთხოვ გონს მოდი! გთხოვ, იბრძოლე. შეებრძოლე ამ ყველაფერს. ვიცი, რომ შეგიძლია. ვიცი რომ დაამარცხებ თუ მოინდომებ. გთხოვ, არ დამტოვო მარტო. გთხოვ... ვიცი ძალიან ცივად გექცეოდი და ნამდვილი ძუკნასავით გეპყრობოდი, მაგრამ მე ხომ შენი ქინდერის გოგონა ვარ! გთხოვ, უბრალოდ გაახილე შენი ღრმა და მრავლის მთქმელი თვალები. გთხოვ, ნება მომეცი გიგრძნო. ჩაგეხუტო. გთხოვ, ნება მომეცი კვლავ მომეღუტუნოს შენი თავბრუს დამხვევი სურნელი ცხვირში. მსურს, მინდა, კიდევ ერთხელ ვიგრძნო ის, რასაც მხოლოდ შენ მაგრძნობინებ. გთხოვ. შენს გვერძე მგონია სულ სხვა სამყაროში გადავდივარ, სადაც მხოლოდ მე და შენ ვართ. არ ვიცი როგორ შეგიძლია ეს, მაგრამ წამით რეალობას მავიწყებ. იცი, მაფრთიანებ? სასაცილოდ ჟღერს, არა? მაგრამ რა ვქნა... მაბედნიერებ, გესმის? ეს კი ბევრს არ შეუძლია. სიყვარულით მავსებ! ეს კი არავის შეუძლია. თავს მავიწყებ! როგორც კი შეგხვდი, იმ წამიდან... შენ.. უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენ რაოდენ მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხარ ჩემთვის და შენი კონტრასტული ხმა! ეს ნამდვილი მოვლენაა. რეალურად, სწორედ მან შემაყვარა შენი თავი. მახსოვს, როგორ გაგკარი მხარი. შენ კი ნოტები ძირს დაგიცვივდა. მაშინ პირველად დამელაპარაკე. მაშინ პირველად გავიგონე შენი მომაჯადოებელი და კონტრასტული ხმა. შენი გამაგიჟებელი ხმის ტემბრი. ვფიქრობ მაშინვე მივხვდი, რომ შენ ჩემთვის ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდებოდი. მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი. არ მინდოდა იმაზე მეფიქრა, რომ ვიღაცას შეეძლო ჩემი ჭკუიდან გადაყვანა. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! შენ კიდევ ერთხელ გამოჩნდი ჩემს სიცოცხლეში, თანაც იმავე დღეს. აქვე გეტყვი, რომ ამას მე ნამდვილად არ ველოდი და თანაც ისეთს ადგილად შედგა ჩვენი მე-2 შეხვედრა, რომ... უბრალოდ საოცრებაა. იცი რატომაც, არა?! მაშინ მივხვდი, რომ მაგარ შარსი გავყავი თავი. მაგრამ ისევ არაფერი შევიმჩნიე. ჩვენს კაფეში, რომ დაგინახე მაშინ, ჩემს ადგილას, გავცოფდი და ამიტომ გეუხეშე. მაგრამ ღმერთმანი... შეიძლება უბრალოდ გამოლაპარაკება მინდოდა შენთან. მერე კი კიდევ ერთხელ შედგა ჩვენი დიალოგი. ვერც კი ვხვდები, როგორ, მაგრამ მე შენი ცოლი ვარ. უცნაურები ვართ, არა?! ზედმეტად კონტრასტულები და დაულაგებლები. ძირითადად პირიქით ხდება. ჯერ თავდავიწყებით უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი და მერე ქორწინდებიან. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. მაგრამ კვლავ, ღმერთმანი. მუდამ თავს ვარიდებდი ჩვენს იმ ღამეზე საუბარს. ვცდილობდი არ გამეხსენებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ანდა როგორ უნდა მომეხერხებინა? ის ღამე... მმმ.... ყველაზე ჯადოსნური ღამე იყო მთელს ჩემს სიცოცხლეში. მაშინ მივხვდი, რა იყო ნამდვილი ბედნიერება. ეს შენი დამსახურებაა. შენ მე ბევრი რამ მასწავლე. მათ შორის, ისიც როგორია იყო ბედნიერი. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მასწავლე, ეს ერთადერთი და განუმეორებელი, სიყვარულია. არ მითქვამს, არა? მაგრამ მიყვარხარ, ჩანიოლ! თანაც ძალიან! უზომოდ, დაუსრულებლად. ისე რომ ვერ ავღწერ. მებედნიერებ! ჭკუიდან გადაგყავარ! მინდიხარ! მწყურიხარ! თითოეული ჩემი ამოსუნთქვა თუ ჩასუნთქვა შენ გეკუთვნის! თითოეული გულის დარტყმა. თითოეული ფიქრი. მთლიანად შენ გეკუთვნი. მიყვარხარ, ადამიანო! უბრალოდ და ჩვეულებრივად მესამყაროები!
-მეც!

ჰელლოუ <3 როგორ ხართ, ჩემო შოკოლადებო <3 ამ ჯერად ბევრს აღარ ვილაპარაკებ ^^ იმედია მოგეწონათ <3 ალბათ უკვე მე-9 გეუბნებით მაგრამ მართლა ძალიან მაბედნიერებთ <3 თქვენი კომენტარები და შეფასებები <3 თქვენი სიტყვები... უბრალოოდ <3 ^^ თუ მოგეწონათ vote and comment <3 მიყვარხართ, ჩემებოო <3 <3

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Where stories live. Discover now