ერთი, ორი, სამი- გავარდა რინი!(13)

1.4K 91 23
                                    

19:00 PM. ვენეცია. მე. ჩანიოლი. ჩვენ. და ყველა დანარჩენი.
-რას ფიქრობ აქ ცხოვრებაზე, რინ?- მომმართა ჩანიოლმა და ყავის ჭიქა დადო ლანგარზე.
ჩამეცინა და განზე გავიხადე. თვალი მოვავლე იქაურობას. ადამიანებუ ქაოსურად მოძრაობენ და თავიანთი საქმეებით არიან გართულები. ვხედავ როგორ ეჯახება ახალგაზრდა გოგონა ბიჭს და ფორთოხლის წვენს თეთრ მაისურზე ასხამს. ვხედავ როგორ ეწუწუნება პატარა გოგონა დედიკოს ნაყინი მიყიდეო, ის კი მტკიცე უარზეა. გაზაფხულის სურნელი ტრიალებს. გაზაფხულის სასიამოვნო და თავბრუს დამხვევი სურნელი. ძალიან სუსტი ნიავია. სასიამოვნოდ ეხება და ეფერება ჩემს კანს და სიმშვიდის გრძნობას მიუფლებს.
აქა-იქ წყლის ზედაპირზე მოტივტივე გონდოლებს ვავლებ თვალს. ზოგი უსაქმურად არის და ელოდება თავის რიგს, ზოგიც გრაციოზულად მიცურავს.
-სასიამოვნო ადგილია! შეიძლება ითქვას ზღაპრულიც კი!
-ხანდახან ვფიქრობ რა მოხდებოდა, რომ იმ დღეს არ დაგეგვიანებინა გამოცდაზე. ხომ შეიძლებოდა უფრო ადრე ან გვიან გასულიყავი. ვერც შევხვდებოდით ერთმანეთს.
-ისე სულ მაინტერესებდა, რა გინდოდა იმ ქუჩაზე?
-კარგი გეტყვი. ოღონდ ბავშვურ საქციელში იმედია არ ჩამომართმევ
-ჩანიოლ! შენ ისადაც ბავშვური ხარ!
-გუშინ საღამოსაც ბავშვური ვიყავი?
-აჰაჰჰა- გამეცინა და წამში სახე დამისერიოზულდა- არა!
-იმ ქუჩაზე, ვგულისხმობ შენს ქუჩაზე, არის ერთი საცხობი.
-Sweet life?
-კი, კი! ზუსტად ეგ! ჩვენს კაფესთან ახლოს.
-ვიცი ეგ საცხობი!
-ბავშვობიდან მოყოლებული მაგ საცხობში დავდივართ მთელი ოჯახი. აუუ! ახალი წლის საღამოა და დედამ მაგ საცხობში წამიყვანა. ქინდერის ტორტის ყიდვა გვინდოდა, ხოდა მივედით და ის ქალი გვეუბნება „გაგიმართლათ, ბოლოაო!". ამ დროს ერთი გოგონა მოვარდა და წუწუნი დაიწყო, მერე ჩემს ყურებსაც დასცინა. ერთი შემხვდეს ეგ გოგო, მეტი არ მინდა!- ბოროტულად ჩაიღიმა და გაიცინა.
ატმის წვენს ვსვამდი, სანამ ის ამას მიყვებოდა. ბოლო სიტყვების გაგონების შემდეგ, წვენი გადამცდა და ხველება ამიტყდა. ის ახლა ჩემზე ლაპარაკობს, არა?
-უზრდელი ბავშვი! გაუზრდელი!
-ეი!
-რა?
-რა და იქნებ მას ძალიან უყვარდა ის ტორტი?
-მერე რა?
-და იქნებ ეს ტორტი იყოს ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ამ გოგონას საახალწლო განწყობას უღვივებდა
-ისე იცავ თითქოს ეგ გოგონა იყო!
-არა! უბრალოდ!
-კარგი! კარგი! ისე სულ მაინტერესებდა...
-აბა!
-შენი ქონვერსები სად გაქრა?
-სახლშია! სხვენში დევს!
-და რატომ გადაწყვიტე ასე მოქცეულიყავი?
-როგორ ასე?
-რატომ შეიცვალე სტილი?
-...
-რინ...
-ჩანიოლ! გთხოვ!
-არა! ჩვენ ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ და ამაზეც მათ შორის.
-კარგი! გერმანიაში შენი ვიზიტი გახსოვს?
-კი...
-მაშინ...
-აგიხსნა?
-კი
-კარგი.. ამმ... ვიცი ძნელი მოსასმენი იქნება ეს შენთვის!
-ჩანიოლ! დიდი ხანია უკვე პატარა ბავშვი აღარ ვარ. თუ ვერ შემამჩნიე?
-კარგი, კარგი! იმ წელს შენ რომ წახვედი, მთელი წელი გეძებდი, ვერსად გპოულობდი. ეს ფაქტი მაცოფებდა. შენი მონატრება, შენდამი სურვილი და სიყვარული, უიმედო სიყვარული, კი ნელ-ნელა შიგნიდან მჭამდა. ამას ძალიან კარგად ამჩნევდა იუჯინი.. ერთ დღესაც...
- იწექით!
-აჰამ
-არ მიკვირს...
-დილით, რომ გავიღვიძე წერილი დამხვდა, ფოტოებთან ერთად.
-მოდი გამოვიცნო, შენი შიშველი ფოტოები, არა?
-კი. მემუქრებოდა, რომ ამ ფოტოებს შენ გამოგიგზავნიდა. ვიცოდი, რომ ამის გაკეთება შეეძლო. ვიცოდი, რომ ამას 100% გააკეთებდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჯობდა ჩემგან პირადად გწყენოდა რაიმე, ვიდრე ეს ფოტოები გენახა.
-ამიტომაც ჩამოხვედი გერმანიაში და იმ საშინელი სიტყვებით შემამკე!
-კი
-მაგრამ... საიდან გაიგე სად ვიყავი?!
-ლილიმ მიმანიშნა შენი წასვლის დღეს. შენ რომ წახვედი, იმავე დღეს მე შენთან მოვედი. მინდოდა შენთვის ყველაფრის თავიდან დაწყება შემომეთავაზებინა. თუმცა....
-სახლში არ დაგხვდი!
-აჰამ. ლილიმ კი „ლუდი" მითხრა წამოსვლის წინ.
-კი მაგრამ, მანამდე რატომ არ ჩამოხვედი?
-იუჯინმა თვალი ამიხილა. მისი ეს საქციელი ბიძგი იყო იმისკენ, რომ მივხვედრილიყავი სად იყავი.
-და ბინა საიდან გაიგე?
-შენი უნივერსიტეტის დეკანს ვკითხე. აღმოჩნდა მისი დეიდაშვილი ჩემი ფანია, ასე რომ...
ხანგრძლივი სიჩუმე ისევ მე დავარღვიე
- ქონვერსები... ეს იყო ის, რაც მამაჩემმა ბოლო დაბადების დღეზე მაჩუქა. ყოველ დაბადების დღეზე ერთ წყვილს მჩუქნიდა. ეს კი ბოლო იყო...
-...
-...
-და კიდევ ერთი... შენი ნაწერები!
-ჰო
-ახლაც წერ, არა? გხედავ ხოლმე, როგორ ხარ ეზოში, ჰამაკში მოკალათებული და როგორ ავსებ ცარიელ ფურცლებს.
-კი.
-ისევ ჩანიოლზე წერ?
-არა, ჩანიოლმა უკვე ამოწურა თავისი თავი. ყველაფერი რაც შეიძლებოდა მასზე დაწრილიყო, უკვე დაიწერა.
-როგორ დასრულდა?
-ტრაგიკულად.
-ტრაგიკულად?
-კი
-იცი, რატომღაც... მგონია რომ ჩემზე იყო ის მოთხრობა!
-...
-არა?!
-ამ... არა! შენ არ ხარ ის ჩანიოლი. დამერწმუნე, მისგან ძალიან შორს ხარ.
-გარეგნობა მსგავსია.
-მერე რა! ეგრე მე და ლილიც ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ ერთნი ვართ?
-კარგი! მაგრამ მაინც საეჭვოა...
-კარგი, მაშინ ისე ვიტყვი, როგორც ჩვენს მეგობრებს უყვართ! ბედია!
-ბედი და ბედისწერა... ისე რა გინდა! მართალი აღმოჩნდა ის, რომ თუ ადამიანს 24 საათის განმავალობაში 3ჯერ შეხვდები, მაშინ ის შენი ბედია.
-ხო! ჩვენს შემთხვევაში გაამართლა- ჩამეღიმა და თბილი თვალებით გავხედე ჩანიოლს.
-მიყვარს ეგრე რომ მიყურებ- და ნაზი ღიმილით დამასაჩუქრა.
-სულ ეგრე არ გიყურებ?
-სწორედაც! მიყვარს, როცა მიყურებ!
-შენ რა არ გიყვარს?!
-რავი! შენთან მიმართებაში თუ გულისხმობ, ვერაფერს გეტყვი!
ისევ ჩამეღიმა და დიდი ყლუპიც მოვსვი.
-დავუბრუნდეთ საწყის თემას. რა აზრის ხარ აქ ცხოვრებაზე?
-ეს ქალაქი... მისი აურა, ატმოსფერო და გარემო. ყველაფერი ჩემს ბუნებასთან და პიროვნებასთან ძალიან ახლოს დგას.
-ანუ კი?!
-იცი, რაღაც პერიოდით რატომაც არა?! მაგრამ მთელი სიცოცხლით...
-სეულზე ხარ შეყვარებული, არა?
-კი! თუმცა რა გასაკვირია, მე იქ დავიბადე, გავიზარდე, ბედნიერება და სიყვარული ვიპოვე.
-იცი, ხანდახან ვფიქრობ, რომ მაგრად გამიმართლა?
-ხანდახან?!
-ჩემი გოგო!- ჩაიცინა და ყავის ბოლო ყლუპიც მოსვა.
-წავედით?- სკამის სახელურებს დაეყრდნო და მხიარული თვალები შემომანათა.
-სად? ყველაფერი ვნახეთ უკვე...
-ერთ ადგილი ვიცი... ძალიაინ მოგეწონება!
-მართლა?
-კიი... ულამაზესი და ძალიან თბილი ადგილია. ერთ სიტყვით ძალიან მოგეწონება. დარწმუნებული ვარ!
-გენდობი!
ვუთხარი ღიმილით და ვენეციის ქუჩებს გავუყევით. მალევე რომელიღაცა უბანში შევედით.
-ჩანიოლ?! აქ რა გვინდა?
-ნახავ- მითხრა და შუბლზე მაკოცა. ნახევარი საათი სიარულის შემდეგ ჩანიოლი ერთი სახლის წინ გაჩერდა.
-რა საყვარელი სახლია!- და ჩავიღიმე
-ანუ მოგწონს?
-კი. რა იყო?
-არაფერი. უბრალოდ მიხარია, ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა. ბოლოს და ბოლოს სარისკო იყო მარტო ამ სახლის ყიდვა, მაგრამ მაინც გავრისკე- მითხრა სხვათაშორის და მხრები აიჩეჩა.
-ხოო....
სიჩუმე ჩამოვარდა. 2 წუთი დამჭირდა იმის გასაანალიზბლად, რა თქვა ჩანიმ.
-მოიცა რა- წამოვიყვირე და შეშფოთებულმა შევხედე.
-ძლივს!
-ეს ჩვენი სახლია?
-კი.
-მართლა?
-კი!
-არ მეხუმრები?
-არა!
-მართლა?
-მართლა, მართლა!
-არა?!
-კი!
-ვაიმე- წამოვიყვირე და კისერზე შევახტი.
-ჰეი. ჰეი- წამოიყვირა და ხელები მომხვია. მე ფეხები წელზე შემოვხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე.
-როგორ გაგიხარდა, ქინდერის გოგონავ!
-ჩვენი სახლია? ეს მართლა ჩვენი სახლია? მარტო ჩემი და შენი? შენი და ჩემი? მარტო ჩვენი?!
-კი... მარტო ჩვენი.
-როოგრ მიყვარხარ, პარკ ჩანიოლ!- ისევ ერთხელ წამოვიყვირე და კიდევ უფრო მეტად ავეკარი.
-მეც!
დამატრიალა და ჩაიცინა. ვიგრძენი როგორ დაეწვეთა ჩემს კანს ჯერ ერთი, შემდეგ მეორე წვეთი. გაწვიმდა. ვიგრძენი როგორ დამისველდა მთელი სხეული; როგორ ატანდა ეს სიცივე მთელს სხეულში; როგორ მეჟღინთებოდა მთელი ორგანიზმი მისი წვეთებით, მისი სურნელით; მისი სინაზით და მისი სიგრილით. ორივე გიჟივით ვიცინოდით.
ის მატრიალებდა. მეც თავი უკან გადავაგდე და წვიმის წვეთებს საშუალება მივეცი ჩემი სახის ნაკვთებიც დაენამათ.
ჩანიოლი შეჩერდა. მეც თავი წამოვწიე და შევხედე. ხელები თმებში შევუცურე და ავუბურდე. ჩაეღიმა და ცალი ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა. ნელა ამისვა ხელი სველ და შიშველ ზურგზე. შემდეგ თმებზე გადავიდა და უკან გადამიწია. მეც მის მსგავსად ჩავიღიმე და თითი სახეზე გადავუტარე. ნელა და მშვიდად. თმებიდან წამოსული წვეთები მის სახეს ეწვეთებოდადა გზას დაბლა მიიკვლევდა.
ვტკბებოდი ამ წამით.
წვიმს; მე კი ჩემს საყვარელ ადამიანზე ვარ მიხუტებული. ფეხები მის წელზე მაქვს შემოხვეული, ის კი შიშველ ზურგზე ხელებს მისმევს. თითი ტუჩთან მივუტანე და მისი ფორმა გავიმეორე ცერა თითით. დავინახე როგორ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე და ჩემსკენ გადმოიწია. მეც თავი დავწიე და ტუჩები შევახე. ძალიან ნაზად ვკოცნიდით ერთმანეთს. მშვიდად. გრძნობებით გადაჭედილი კოცნა იყო. როგორც ყოველთვის ვიგრძენი როგორ აიშალა პეპლების ჯგუფი. ვიგრძენი, როგორ მოიცვეს მთელი სხეული და ისეთი გრძნობა დამაუფლებინეს, თითქოს ფრენა შემეძლო.
ურცხვად შეისწავლიდა ჩემი ტუჩების ფორმასა და გემოს ჩანიოლი და ურცხვად ამოძრავებდა თავისას. თუმცა არც მე ვაკლებდი. ხელები კისერზე შემოვხვიე და უფრო ავეკარე. მის სველ, ახურებ და სწრაფად მცემ გულ-მკერდს ავეკარი. ვგრძნობდი, როგორ სწრაფად უცემდა გული. ვგრძნობდი ყველაფერს რაც კი შეიძლებოდა.
ტუჩები მოვაშორე და შულზე თავი დავადე. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ამ წამით, წუთით, მომენტით ვტკბებოდით. ვფიცავ, ახლა ყველაფერმა და ყველამ მნიშვნელობა დაკარგა. მხოლოდ მე და ის ვვარსებობდით მთელს დედამიწაზე, მხოლოდ მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა. მხოლოდ მის ღრმა, მუქ, თბილ, თუმცა ამავდროულად, მტკიცე, კონტრასტულ თვალებს ვხედავდი.
-შევედით, თორემ გავცივდებით!
-ხოო. სახლის დათვალიერება მინდა.
-დათვალიერება მოიცდის. მანამდე რაღაც საქმე გაქვს..
-რა?
მან უბრალოდ წარბები აათამაშა.
-ისა და რომ ჩამომსვა?!
-შენ თვითონ შემახტი და ახლა ჩამოსვლა გინდა?! არა, არა ჩემო კარგო! ეგრე არ გამოვა.
სიცილით მითხრა და კარებიც გააღო.
-ჩამომსვი რა...
-ნწ- მითხრა და კიბეებზე ასვლა დაიწყო.
-სად მივდივართ?
-შენი აზრით?
-ჩვენს საძინებელში!
-ბინგო!
~
უკვე ორი თვეა ვენეციაში ვართ. არ ვიცი როდის ვაპირებთ დაბრუნებას, მაგრამ აშკარაა რომ ჩანიოლი არ ჩქარობს. მიკვირს. არც კონცერტი აქვთ და არც არაფერი?
ახლა სამზარეულოში ვარ და მაგიდაზე ფეხებ შემოწყობილი ველოდები როდის დაბრუნდება ჩანიოლი მაღაზიიდან.
„სად ხარ"
„მალე მოვალ, ქინდერი გოგონავ"
„უკვე 4 საათია მაღაზიაში ხარ"
„დამერწმუნე ეს ამად ღირს"
„კარგი. გენდობი."
მიწერე და მობილურიც გვერძე გადავაგდე. თავი უკან გადავაგდე და საათს გავხედე. საღამოს 9 საათია. ფანჯარა შეღებულია და ოთახში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს.
ფიქრებიდან მობილურზე ზარმა გამომარკვია. ეკარანს დავხდე. ლილი!
-უმცროსო
-უფროსო
-როგორ ხარ?
-შენ როგორ ხარ?
-კარგად
-აღარ აპირებთ სეულში დაბრუნებას?
-როგორ არა!
-თქვენ მანდ გაგიტკბათ, როგორც ვხვდები, არა?
-დიახ! ძალიან!
-მაშინ ჯობია შეგახსენო, რომ სეულში გაქვს სახლი. დროზე ჩამოდი. ბოლოს და ბოლოს ჩემს ქორწილს არ უნდა დაესწრო?
-რომელ ქორწილს?
-რომელიც 1 თვეში მაქვს!
-მეხუმრები ლილი?
-არა! დღეს მთხოვა ცოლობა ბექიონმა.
-არა?!
-კი!
-გილოცავ!- წამოვიყვირე და ტაშიც შემოვკარი-აქ რომ იყო გულში ჩაგიკრავდი მთელი ძალით.
-აჰაჰჰა, ხოდა ჩამოდი, რომ ჩამიკრა.
-აუცილებლად! მალე ჩამოვალთ.
გავიგე კარებზე ზარი.
-ახლავე დავბრუნდები, ლილი! ჩანიოლი დაბრუნდა, კარებს გავუღებ და მოვალ.
-მიდი, მიდი! გელოდები
მეც ღიმილით თავი დავუქნიე და კარებისკენ წავედი.
-რა გეჩქარებოდა საყვარე...- სიტყვები პირზე შემახმა -ვინ გნებავთ?- მივმართე თავაზიანად ჩემს წინ მდგარ 4 უცნობს.
-ამმ... იცით, ჩვენ მანქანა გაგვიფუჭდა, მობილურიც დაგვიჯდა, ჯერ 17 წლის ვართ და შეგიძლიათ მშობლებთან დაგვარეკინოთ?
-ამმ... კარგით, კარგით შემოდით- განზე გავიწიე და ისინიც შიგნით შემოვუშვი.
-აი ტელეფონი- და სახლის ტელეფონიც მივაჩეჩე.
-გმადლობთ. ამმ, კი მერიდება, მაგრამ შეგიძლიათ წყალი დამალევინოთ? უბრალოდ დიაბეტი მაქვს- მომმართა საწყალი თვალებით ბიჭმა.
-რა თქმა უნდა. წამოდი- და სამზარეულოსკენ ვუბიძგე.
-გმადლობთ- ჩაიღიმა და წყალი მოსვა.
-ისე ამ დროს გარეთ რა გინდო...
ვეღარაფერი ვთქვი, რადგანაც ვიგრძენი როგორ მომაჭირა ვიღაცამ უკნიდან პირზე ნაჭერი. ფართხალი დავიწყე, მაგრამ ბიჭმა დამიჭირა.
-გა... მი....შ..ვით- ვყვიროდი მაგრამ უშედეგოდ.
-რინ?! რინ!- გაივიგე როგორ დაიყვირა ლილიმ.
-სასწრაფოდ გამორთეთ ნოუთბუქი.
გასცა განკარგულება ერთ-ერთმა. მათაც შეასრულეს.
-აბა ვნახოთ, რამდენად უყვარხარ შენს პრინცს, პარკ რინ!- ამოილაპარაკა ბიჭმა და ხელები გამიკოჭა. ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი გონაბეს. ნელ-ნელა ყველაფერი ითხაპნებოდა. ძლივს ვარჩევდი ჩემს წინ მდგომი ბიჭის სახეს. ბოლოს კი რაც დავინახე, ეს მისი ამაზრზენი ღიმილი იყო.
~
-შენი აზრით რამდენს გადაიხდის, ბატონი პარკი?
-არ ვიცი... მაგრამ არა მგონია 10ზე ნაკლები გადაიხადოს....
-მე რატომღაც 50 მგონია!
-მე 100!
-არა... არამგონია ასე ძალიან უყვარდეს.
-გეყოთ მკითხაობა! რამდენსაც გადაიხდის ვნახავთ! თუმცა ამას ჩვენ ცოცხალს არ გავუშვებთ. ხომ იცით არა...
-კი მაგრამ... ის ორსულადაა!
-მერე რა!
-მაიკ! ის ორსულადაა!
-არაუშავს!
მესმოდა როგორ ლაპარაკობდნენ ისინი. მომიტაცეს. და ამას დამატებული ორსულად ვარ. ზედმეტად ბევრი ინფორმაციაა ერთი დღისთვის. ნელა გავახილე თვალები. ვგრძნობდი როგორ ვიყავი მიბმული სკამზე. ხელ-ფეხი შეკრული მქონდა.
მივიხედ-მოვიხედე. მიტოვებულ შენობაში ვიყავით. ყველაფერი ჩამონგრეული იყო. მე ცენტრში ვიჯექი . ისინი კი ჩემს წინ იდგნენ და ბჭობდნენ. ერთი-ერთმა შემომხედა და ბოროტულად ჩაიღიმა.
-გაიღვიძა ჩვენმა დედიკომაც!- მომიახლოვდა და თავი ამაწევინა.
-წადი შენი- კბილებში გამოვცერი და სახეში შევაფურთხე.
მან თვალები დახუჭა და ნელა მოიწმინდა სახეზე შეშხეფებული სითხე.
შემომხედა და ბოროტულად ჩაიცინა.
-ერთი შეხედე რა!- კბილებშ გამოსცრა და ვიგრძენი როგორ გამაწნა სილა.
-მაიკ! ორსულადაა- დაუყვირა უკნიდან გოგონამ
-და? არ მაინტერესებს! ის აქედან ცოცხალი მაინც ვერ გააღწევს. ვერც ის და შესაბამისად ვერ მისი შვილი.
-რატომ
-რატომ? აჰაჰ.. ბევრი მიზეზი მაქვს... პირველ რიგში კი ის, რომ შენ მისი ცოლი ხარ!
ხელი ყბაში მომკიდა და მომიჭირა.
-ვინ ხარ? ანტი-ფანი?
-მეხუმრები? არა! რა თქმა უნდა! ანუ არ იცი, არა?
-რა?
-ის რომ შენი ქმარი, ვენეციაში ნამდვილად არ სარგებლობს საუკეთესო სახელით.
-რას გულისხმობ.
-ჰაჰაჰა! ანუ არ იცი! კარგად მომისმინე, რინ! რამდენიმე წლის წინ ის აქ ჩამოვიდა. გერმანიიდან იყო დაბრუნებული. განადგურებული და მიწასთან მისწორებული. დაკარგულ ლეკვს ჰგავდა. მე ვენეციის ერთ-ერთი წამყვანი ბანდის უფროსი ვარ. არსებობს კიდევ ერთი ბანდა. მისი უფროსი ჰარია. მოკლედ და გასაგებად რომ გითხრა, ჩვენ არც თუ ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩანიოლი პოპულარულია. მისი ბანდაში ყოფნა, ჩვენს პოზიციებს აამაღლებდა. ეს ჰარიმაც ძალიან კარგად იცოდა. მოკლედ გეტყვი და მთელი ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ. ჰარიმ გადაიბირა და ჩანიოლი მის ბანდაში აღმოჩნდა. ის სამი გოგონა ჩემს უკან რომ დგანან ჩემი დები არიან. ხედავ მაღალს? გრძელი თმები რომელსაც აქვს. აი მას მოეწონა ჩანიიოლი. უფრო სწორად მისი ფანი იყო და როცა გაიგო, რომ ჩანიოლი ვენეციაში ჩამოვიდა, გადაწვიტა „შეება". გამოუვიდა კიდეც. რაღაც პერიოდი ერთადაც იყვნენ. მაგრამ ერთ დღესაც შენმა საყვარელმა ჩანიოლმა, გამოუცხადა რომ მას სხვა უყვარს. გოგონა სახელად რინი. ალბათ ხვდები, რომ შენზეა საუბარი, არა? ჩანიოლი ამ სიტუაციიდან, ბანდიდან და ვენეციიდან წავიდა. დაიფიცა, რომ აღარ დაბრუნდებოდა. მაგრამ როგორც ხედავ ფიცი დაარღვია.
-მან მე შენს გამო მიმატოვა- გამომიცხადა გოგონამ და მომიახლოვდა.
-ავადმყოფები ხარ! გულს ვერ უბრძანებ!
-აჰაჰჰა! ეგ ძალიან კარგად ვიცით. ვიცი, რომ ის ჩემი არასდროს იქნება. მაგრამ მინდა იგრძნოს რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა.
-ავადმყოფების ოჯახი ხართ! წარსულს ებღაუჭებით. წარსულით არსებობთ და აწმყო არ გაინტერესებთ. ფიქრობთ, რომ ჩემი სიკვდილით რამეს მოიგებთ? შენ- და მივმართე ჩემს წინ მდგომ მაღალ გოგონას- გგონია, ეგრე ჩანიოლს დაიბრუნებ? როგორი განუვათარებლები და დებილები ხართ. მეცოდებით! 4ვე საშინლად მეცოდებით! მე მას ვუყვარვარ! ჩანიოლს მე ვუყვარვარ! მე ვუნდივარ! მე ვწყურივარ! და ჩემით სუნთქავს! მე ვესამყაროები! მე ვარ მისი ერთადერთი და განუმეორებელი. ხომ კარგად გაიგე! ეს მე ვარ! ასე რომ...
-სულელო გოგო! რომ აღელვებდე უკვე გიპოვიდა. 2 დღე გავიდა შენი მოტაცებიდან.
-2 დღე მეძინა?
-კი!
-არაუშავს. მიპოვის. დამერწმუნეთ ის ამას გააკეთებს. თქვენი აზრით ვერა? მან მე გერმანიაში მიპოვა და არამგონია აქ გაუჭირდეს.
-თუ გიცნობს ისიც საკითხავია!
და კიდევ ერთხელ მომიქნია ხელი. 15 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ მცემდა. მისი დები კი გვერძე ბოროტულად იცინოდნენ. ხელით მუცელს ვიფარავდი და მოკუნტული ვეგდე ძირს. მთელი სხეული, მთელი სახე დასისხლიანებული, დასიებული და სავარაუდოდ დალურჯებული მქონდა. ყველაფერი მტკიოდა. ყველაფრი მეწვოდა. მინდოდა მეტირაა და მეწივლა. მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ უგონოდ ვეგდე ძირს და დრო გამოშვებით ვახველებდი. ვცდილობდი, მაქსიმალურად ვცდილობდი არ გავტეხილიყავი. არ მინდოდა ამ ავადმყოფებს ჩემი ცრემლი დაენახათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მათ გაიმარჯვეს. ეს ესე არ არის! არა! მე მათ არ მივცემ ამის საშუალებას.
*ჩანიოლი*
-აი ინებეთ!
-ვაიმე! ძალიან დიდი მადლობა! მთელი ვენეცია შემოვიარე და ქინდერის ტორტი ვერსად ვიშოვე!
-ძალიან მიხარია, რომ დაგეხმარეთ!
-დამეხმარეთ რომელია. ჩემი ცოლისთვის მიმაქვს. ბავშვობიდან უყვარს ქინდერი და ეს ტორტი. ერთხელ ძალიან პატარები, რომ ვიყავით ვიჩხუბეთ კიდევაც ამ ტორტის გამო.
-ძალიან პატარები? ანუ ერთად გაიზარდეთ და ახლა ცოლ-ქმარი ხართ?! რა მშვენიერია! წიგნი დაიწერებოდა!
-არა! არა! უბრალოდ ახალი წლის ღამეს შევხვდით ერთმანეთს საცხობში, სადაც ასეთ ტორტს აცხობდნენ.
-რა საყვარლობა! ძალიან მიყვარხართ ორივე უკვე. ასე ტკბილად დამიბერდით- და ტორტი გადმომცა.
-გმადლობთ!- გავუღიმე და გარეთაც გამოვედი.
ჯიბეში ვიბრაცია ვიგრძენი.
-ვა! ვა! რძალო!
-ჩანიოლ! რინი შენთანაა?
-რინი? ანუ ზოგადად კი. ახლა არა! მე მაღაზიაში ვიყავი გამოსული და ახლა მივდივარ სახლში.
-ანუ შენ არ მისულხარ ჯერ სახლში?
-არა... რა იყო?
-ჩანიოლ იჩქარე. გული ცუდს მიგრძნობს.
-რას გულისხმობ, რინ?- სწრაფად გავიქეცი სახლისკენ.
-უბრალოდ იჩქარე- მითხრა და ყურმილიც დამიკიდა.
ჯანდაბა რინ! ჯანდაბა! ვიცოდი, რომ არ უნდა ჩამომეყვანა ამ ქალაქში. ზედმეტად ცუდი მოგონებებთან არის კავშირში. ოღონდაც მაიკი არ იყოს გარეული! ჯანდაბა! ჯანდაბა!
მალევე სახლის წინ ვიდექი. კარები ღია იყო. სახლში შევვარდი და კინაღამ გული წამივიდა. სახლი არეული იყო. ყველაფეირ აქეთ-იქით იყო გასროლილი. სამზარეულოში შევვარდი და მაგრამ არაფერი! ერთადერთი რაც თვალში მომხვდა, ეს რაღაც ყვითელი ფურცელი იყო.
„იპოვე თუ მაგარი ბიჭი ხარ! ერთი, ორი, სამი, გავარდა რინი!"
ჯანდაბა! არა! არა! არა! ჩემს წინ მდგომი სკამი მოვისროლე და დავიყვირე.
ხელებით მაგიდას დავეყრდენი. ერთ წერტილს მივაშტერდი. ცოტაც და ავტირდებოდი. ჩემს გამოა ეს ყველაფერი. არ უნდა გავრეულიყავი ამ ყველაფერში. ცნობილი რომ არ ვყოფილიყავი, მაიკის დას არც შევუყვარდი და ყველაფერი რიგზე იქნებოდა.
-აააა- ვიღრიალე და ყველაფერი რაც მაგიდაზე ეწყო, ძირს აღმოჩნდა წამში. მაგიდასთან ჩავიკეცე და მოვიკუნტე. თმებში თითები შევიცურე და ავიბურდე. ჩემი გოგო! ჩემი რინი! ჩემი ქინდერის გოგონა! სად ხარ! არა! მე მას ვიპოვი! რაც არ უნდა დამიჯდეს, მე მას ვიპოვი.
მობილური მოვიმარჯვე და ჩემს ძველ „მეგობართან" დავრეკე.
- ჰარი!
-იოლ? ნუთუ?
-კი...
-რა მოხდა? ისე არ დამირეკავდი შენ მე!
-ვენეციაში ვარ
-ვა.. ვა... რაღაც ეგრე მახსოვს, რომ დაიფიცე აღარ ჩამოხვიდოდი აქ.
-ჰარი... გთხოვ არ გამახსენო!
-რა არ გაგახსენო? რამდენიმე წლის წინ, ნარკოტიკზე დამოკიდებული რომ იყავი?!
-დიახ! გთხოვ!
-კარგი, კარგი ძმაო. აბა რა მოხდა...
-რინი...
-რინი ის გოგო არ არის, ვის გამოც იმ დღეში იყავი?
-კი ეგ არის. ის ახლა ჩემი ცოლია. ნუ მაშინაც იყო. მაგრამ ახლა, ნამდვილად ჩემი ცოლია!
-გაღიარებ, ძმაო!
-შენი დახმარება მჭირდება.
-აბა...
-ის მოიტაცეს, ჰარი!
-რაა? მოვდივარ!
-მოიცა მისამრთი?
-ვიცი სადაც ხარ!
-რა?
-დაგავიწყდა ვინ ვარ? შენი აზრით არ ვიცოდი აქ რომ იყავი და შენ ცოლთან ერთად რომ ერთობოდი? განსაკუთრებით თქვენი წვიმაში ხვევნა-კოცნა მომეწონა! ძალიან დიდი რომანტიკოსი ყოფილხარ!
-კარგი, კარგი.
10 წუთში ისიც მოვიდა. მაღალი, შავთმიანი, შავთვალება და შავებში გამოწყობილი ბიჭი თამამად შემოვიდა მისაღებში და თბილად გაადამეხვია.
-აბა რა მოხდა?
-მაიკი! ვფიქრობ მაიკი მოხდა!
-რა? არა! არა მგონია!
-რატომ?
-გავაფრთხილე!
-ანუ?
-ანუ ის, რომ როგორც კი ვენეციის მიწაზე ფეხი დადგით, იმ მომენტიდან გითვალთვალებთ. მაიკი და მისი ბანდა კი სასტიკად გავაფრთხილე, რომ არ მოგკარებოდნენ.
-შენი აზრით ეს მას შეაჩერებდა. დაგავიწყდა როგორია?
- რა დამავიწყებს? ჩვეულებრივი ფსიხია (ავტორის მინაწერი: ჩიკას მამსგავსებს დაქალი ხოლმე... ხოდა ამიტომაც გადავწყვიტე ჩამერთო)
-ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივიც. კამერები გიყენია?
-კი
მან ნოუთბუქი ამოიღო და წამში ჩვენი სახლის კამერებიც გამოჩნდა.
-გაღიარებ!
-აქამდე არ გყავდი! მთელს ქალაქს ვყავარ აღიარებული!
-ჰო კარგი, კარგი!
-აჰა! აი ისინიც!
ეკრანს შევხედე. რამდენიმე წამით სიჩუმეც ჩამოვარდა.
-მაიკ...- აღმომხდა და სავარძელზე გადავწექი.
-არაუშავს, ჩანიოლ! ჩვენ მას დავაბრუნებთ! ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს.
იმავე ღამეს ჩამოვიდნენ ბიჭები. ყველანი აქ იყვნენ.
-ბიჭებო!- შევძახე და გადავეხვიე.
-ჩანიოლ!- მათაც იგივე გაიმეორეს.
-ბიჭოო! ბატი ხარ! ცოლი როგორ დაკარგე- ხუმრობით მითხრა ბექიონმა და ხელი გამკრა
-შენ ჩუ რა.
-ჩანიოლ...- აღმოხდა ლილის და გადამეხვია.
-ჰეი! დაწყნარდი! ყველაფერი კარგად იქნება. ვაა მინ, რა მხელა მუცელი გაქვს უკვე. უთხარი ხო ქაის უკვე?
-არ აპირებდა. უბრალიდ შევამჩნიე, რომ მუცელი გაეზარდა და ვკითხე- ღიმილით მითხრა ქაიმ და ჩაიცინა.
-ნუ იტყუები- მინამ ხელი გაკრა და ტუჩი გადმოაბრუნა.
-გაიცანით ეს ჰარია, სწორედ ის დაგვეხმარება რინის პოვნაში.
-სასიამოვნოა- უთხრა ლილიმ და ხელი გაუწოდა. სხვები დაძაბულები უყურებდნენ.
-ჰეი! ჰეი! ნუ მიყურებთ ეგეთი სახეებით. თქვენს მხარეს ვარ! და არა! აღარ ჩავითრევ ჩანიოლს რაიმე საშინელებაში დამშვიდდით!
-იმედია- გამოცრა ბექიონმა და თვალები დაიწვრილა.
მთელი 2 დღე რინის ძებნაში გავატარეთ. 48 საათის შემდეგ კი შევძელით და ვიპოვეთ.
-წავედი?- ვიკითხე და გასასვლელად მოვემზადე.
-შენ არ მოდიხარ!- გამომიცხადა ჰარიმ და უკან გამომწია.
-რა? არავითარ შემთხვევაში. არც კი იოცნებოთ. მე მოვდივარ და წერტილი!
-არა! და არა! ის შენი ცოლია და თუ რაიმე სჭირს.
-თუ რამე სჭირს? რას გულისხმობ?
ამ დროს მობილურზე ზარიც გაისმა. ყველამ ერთმანეთს დაძაბულებმა გადავხედეთ.
ეკრანს დავხედე. რინის ნომერი იყო გამოსახული.
-დიახ!
-გამარჯობა პარკ ჩანიოლ. გირეკავ იმის გამო, რომ შეგახსენო რომ შენი მეუღლე მოვიტაცეთ.
-ჰო? ვერც კი შევამჩნიე!
-ეგრეც ვიცოდი. იცი სულ მაინტერესებდა, რამდენს ნიშნავდა შენთვის რინი. მგონი დროა გავარკვიოთ! აბა რას ფიქრობ?
-რამდენი გინდა?
-იოლ! იოლ! ჩანიოლ! ეჰ... ვითომ არ მიცნობ რა... ხომ იცი არა, ფული არ მჭირდება!
-აბა რა გინდა?
-მოიცა! და ის თუ იცი რომ შენი რინი, შენი მეუღლე ორსულად არის?
-რა... რა თქვი? გაიმეორე!
-რინი ორსულადაა!
-თითი არ დააკარო!
-გვიანია!
-რა? რა უქენი? იცოდე რამე თუ ატკინე..
-არ ფიქრობ, რომ ახლა ნამდვილად არ ხარ პირობების და მუქარების წამოყენების მდგომარეობაში.
-რინს დამალაპარაკე!
-ჩანიოლ! ხომ იცი, როგორი კეთილიც ვარ! ძალიან მინდა! მაგრამ სამწუხაროდ, არ შეუძლია!
-რა?
-ცოტა ყბები სტკივა და...
-ავადმყოფო! დროზე რინი დამანახე!
-მზად ხარ შენი ცოლი სისხლიანი ნახო?
-მოგკლავ, რინს ვფიცავარ! მოგკლავ!
-ეჰ... საყვარელო ეგ, რომ შეგეძლოს აქამდე იზამდი!
- რა გინდა?!
-ამ... მოდი ცოტა გავერთოთ, თორემ შენთან თამაში ცოტა უინტერესო და მოსაწყენი გახდა! იმდენი მოიტანე, რამდენი შენი აზრით რინის სიცოცხლე ღირს. თუმცა თუ საჭიროზე ნაკლებს ან თუნდაც მეტს მოიტან, შენს საყვარელ მეუღლეს მოვკლავ!  ახლა კი ჩაო კაკაო!
-მ...
კავშირი გაწყდა.
-არ მაინტერესებს! მოვდივარ!
-მისმინე ისედაც ბევრი ვართ. მე და ჩემი ბიჭები. პლიუს სეჰუნი, შიუმინი, დ.ო და ჩენი. ბევრი ვართ ისედაც.
-ახლა მომისმინეთ ყველამ! მართლა არ მაინტერესებს თქვენი აზრი. უთქვენოდ ან თქვენთან ერთად მაინც წავალ. ვერ შემაჩერებთ. არც კი ეცადოთ, ის ჩემი მეუღლეა. ჩემი. ასე რომ... ნუ ცდილობთ ჩემს დაყოლიებას. ტყუილად კარგავთ დროს. ახლა კი მოდიხართ თუ მარტო მომიწევს რინის დაბრუნება?!
-კარგი! კარგი წავედით!
*რინი*
მოსაღამოვდა. აცივდასავით. ყველაფერი ისევ და ისევ ძალიან მტკივა. მეწვის და საშინლად ვარ. მშია. ძალიან მწყურია. ეს ავადმყოფები კი დღეში მხოლოდ და მხოლოდ ერთ ყლუპს მასმევენ.
როგორმე უნდა გავთავისუფლდე. თოკს, რომელიც ჩემს ხელებზე იყო შემოხვეული წვალება დავუწყე, მაგრამ ამაოდ. ზედმეტად სქელი ბაწარია და კარგადაც შეკრული.
რა ჯანდაბა გავაკეთო! ჩანიოლ! როგორ მომენატრე, ჩემო უცნობო ნაცნობო. საშინლად. მინდა ჩაგიხუტო, მინდა შენი სურნელით მთელი სხეული გამეჟღინთოს. მინდა შენთან ერთად ვიყო და ვიცინოდე. ახლა უკვე სამნი ვართ, ჩანიოლ. ახლა უკვე ჩვენი პატარა ვერსია გვეყოლება. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი.
აჰ... მენატრება! საშინლად! ტკივილამდე. მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. უძლური ვარ! ეს ყველაზე მეტად მაშინებს. მეშინია, ასე არ მოვკვდე. ვიცი, რომ ისინი არ გამიშვებენ. ვიცი, რომ სავარაუდოდ მომკლავენ. ამის გააზრებაც კი საშინლად მიბოჭავს შიგნეულობას. თითქოს შავ ხვრელში ჩავვარდი და მილიარდჯერ დავპატარავდი.
-რინ!- მომემსმა ყვირილი.
-ქინდერის გოგონავ!- განმეორდა. უკვე მოჩვენებებიც დამეწყო.
თავი დაბლა მქონდა ჩაქინდრული და მძიმედ ვსუნთქავდი. მესმოდა, როგორ მომიახლოვდა ვიღაც სირბილით.
ცრემლი გადმომვარდა და ის-ის იყო ბედს უნდა შევგუებულიყავი, როცა ვიღაცა ყბაში დამწვდა და სახე ამეწევინა.
და მის ღრმა და ზედმეტად კონტრასტულ თვალებსაც შევეჩახე.
-ჩემი გოგო!- გავიგე ის კონტრასტული ხმაც.
მეორე წამს კი უკვე მის თბილ ტუჩებს ვგრძნობდი. თვალები ღია დამრჩა. ვერც კი გავიეზრე რა მოხდა. რამდენიმე წამი დამჭირდა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. ის ჩანიოლია. ის უცნობი ნაცნობია. ის მართლა ისაა!
მალევე მომშორდა, ჯიბიდან დანა ამოიღო და ხელები და ფეხები განმითავისუფლა. წამოდგომაში დამეხმარა და ხელი ჩამჭიდა.
-გავიქეცით, ქინდერის გოგონავ!- წამოიყვირა და წინაც გაიჭრა. მეც რობოტივით უკან დავედევნე. ძალიან მიჭირდა სირბილი. საერთოდ მოძრაობა ძალიან მიძნელებოდა, მაგრამ ეს მე უნდა გამეკეთებინა.
-და პრინცმა იხსნა პრინცესა ბოროტი ჯადოქრისგან. რა რომანტიკულია. ნწ, ნწ... არ იცველები, პარკ ჩანიოლ..
მოგვესმა მაიკის ხმა. მალევე მისი სხეულიც გამოჩნდა. ბოროტული და ამაზრზენი ღიმილი ჰქონდა აკრული.
ჩვენსკენ წამოვიდა, მაგრამ ჩანიოლი გადამეფარა.
-არ მოგვიახლოვდე!
-არა!- და გააგრძელა სვლა.
-იცოდე მოგკლავ!
-გელოდები.
ჩანიოლი წინ წავიდა დასარტყმელად. ასეც მოიქცა. მაიკი წაინააღმდეგობას არც უწევდა. არც კი ინძრეოდა. ჩანიოლი კი ისევ და ისევ, გამალებით ურტყამდა.
-ნაგავო!- დაღრიალა ჩანიოლმა და კიდევ ერთხელ უთავაზა მუშტი.
-აჰაჰაჰ- მაიკი კი უბრალოდ გიჟივით იცინოდა. გავიგე, როგორ გვიახლოვდებოდა ვიღაც უკნიდან. სწრაფად შევტრიალდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დავინახე, როგორ ჰქონდა მაღალ, გრძელ თმიან გოგონას დამიზნებული ჩემსკენ იარაღი. ჩაიცინა და სასხლეტსაც გამოჰკრა თითი.
-რინ!- გავიგონე, როგორ დაიღრიალა ჩანიოლმა, თუმცა ტკვილმა, რაც იმ წამს ვიგრძენი, ყველაფერი გადაფარა.
ვიგრძენი როგორ შევიდა ტყვია ჩემს სხეულში. ვიგრძენი როგორ გამეგლიჯა შიგნეულობა ტკივილისგან. მექანიკურად ჩავიკეე და მალევე ცივი სივრცე ვიგრძენი.
-რინ! რინ! არ დახუჭო თვალები. არა! ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით. ყველაფერი კარგად იქნება! გემუდარები. გთხოვ, ჩვენი შვილის გამო.
-ანუ იცი...
-კი ვიცი! მითხრეს. გთხოვ, გონზე მოდი! რინ... რინ... თვალები გაახილე.. ქინდერის გოგონავ...
-მიყვარხარ- ამოვიკვნესე და თვალებიც დავხუჭე.
უკვე ყრუდ ჩამესმოდა ჩანიოლის ყვირილი სასწრაფოში დარეკეთო. უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ოკეანეში ვტივტივებდი და ჩემს გარშემო არავინ და არაფერი იყო. მხოლოდ მე და ჩემი ფიქრები. მხოლოდ მე და სიჩუმე. სასიამოვნო დუმილი. სიმშვიდე. და თავისუფლება. აი რას ვგრძნობდი ამ წამს.
რამდენიმე წამში კი ყველაფერი გაშავდა. თითქოს დედამიწას მოვშორდი და სადღაც სამყაროს იქით, გალაქტიკისგან მოშორებთ გადავედი. არც კი ვიცი, როგორ აგიხსნათ. უბრალოდ სიბნელე და უსიტყვობა.
~
-რინ... გთხოვ, ჩემო ლამაზო, გონს მოდი! რინ.. გთხოვ... ხომ იცი, არა უშენოდ ვერ გავძლებ. გთხოვ...
ნელ-ნელა გონს მოვდიოდი. ვგრძნობდი, როგორ ეჭირა ვიღაცას ჩემი ხელი და ძლიერად ეჭირა. მესმოდა მისი კონტრასტული ხმა. ვგრძნობდი მისი სხეულის ტემპერატურას. თვალები ნელ-ნელა გავახილე. ვცდილობდი დამეიგნორებინა ტკივილი.
-აჰჰ...- ამოვიგმინე და შევიშმუშნე.
-რინ? გონს მოხვედი? რინ...
-ჩან...
-ექიმო, ის გონს მოვიდა- ვიგრძენი, როგორ გამიშვა ხელი და გავიგე, როგორ დაიყვირა. მალევე ვიღაცა მომიახლოვდა და ხელი ჩამჭიდა.
-ქალბატონო პარკ?
-დიახ...- ამოვიგმინე და თვალი გავუსწორე.
-როგორც ვხედავ გონს მოხვედით, არა?
-აჰამ- თავი ძლივს დავუქნიე და განზე გავიხედე.
-რამე ხომ არ გტკივათ?
-ყველაფერი. თანაც ძალიან- ვუთხარი ძალიან მშვიდი და დაკარგული ხმით.
-კარგით, ექთანს ვეტყვი ძლიერი ტკივილ გამაყუჩებელო გაგიკეთოთ.
-ჩემი შვილი როგორ არის?
-მიუხედავად იმისა, რომ ეს რამდენიმე დღე მძიმე მდგომარეობაში იყავით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სისხლი დააკარგეთ, ნაყოფი კარგადაა. ახლა მთავარია თქვენ გამოკეთდეთ. დასვენება, დასვენება და ისევ და ისევ დასვენება!
-გასაგებია...
-კარგით ახლა დაგტოვებთ. ნახევარ საათში ექთანიც შემოვა.
-კარგი'თ.
პალატაში მხოლოდ მე და ჩანიოლი დავრჩით.
-ჩანიოლ, სალაპარაკო გვაქვს!
-სალაპარაკო? კარგი...
მოწყენილმა ამოილაპარაკა და ჩემს საწოლთან სკამი მოწია. მოკლათდა და ინტერესით სავსე თვალებით შემომხედა.
-ჩანიოლ! ვიცი ძნელი მოსასმენი იქნება.
-არ მომწონს დასაწყისი.
-ეს ორი დღე საკმარისად ბევრი დრო მქონდა იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ამეწონ-დამეწონა. ახლა უკვე სამნი ვართ. ახლა უკვე არამარტო საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ ამ პატარა დაუცველი არსების სიცოცხლეზეც, ვაგებ პასუხს. ჩანიოლ, იცი როგორი დამოკიდებულებაც მაქვს ხელოვნებასთან. მე თვითონ ვწერ და ვიცი, რომ ხელოვნება ეს რაღაც არაამქვეყნიური. ის გაძლევს საშუალებას, რომ მოსწყდე დედამიწას და იყო ის ვინც ხარ.
-აჰამ
-ეს ძალიან კარგად მესმის მე, ჩანიოლ. შენ გაგიმართლა და შენი ხელოვნებით ფულსაც შოულობ. ძალიან კარგია რომ მღერი, ცეკვავ, კონცერტებს მართავ, ფანები გყავს და ასე შემდეგ. მაგრამ ვფიქრობ, მე არ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა. მეგონა, მართლა მეგონა, რომ შენი სიყვარული ამას გადამალახვინებდა. ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერზე თვალს დავხუჭავდი, მაგრამ ეს მოტაცება. ის 2 დღე... ეს უბალოდ საშინელება იყო. საშინელება! სხვანაირად ვერც კი ავღწერ იმ ყველაფერს. ამას დამატებული, მე შენს შესახებ ფაქტიურად არაფერი ვიცი! არ გიცნობ!
-მიცნობ!
-არა! მე შენ აწმყოს ვიცნობ! და არა წარსულს! იცი, რომ მიყვარხარ! იცი რომ შენს შრომას, შენს მუსიკას ვაფასებ. იცი, რომ გენდობი. მაგრამ მე შენს საქმიანობას არ ვენდობი. ღმერთმანი, როდის მოგიწევს წასვლა საზღვარ გარეთ და ღმერთმანი რამდენი ხნით. მე კი, როგორც უკვე გითხარი, ახლა ორმაგი პასუხისმგებლობა მაქვს. მჭირდება ადამიანი, რომელიც მუდმივად თუ არა, ძირითად ჩემს გვერძე იქნება. ადამიანი, რომელიც მძიმე წუთებშიც ჩემს გვერძე იქნება. მჭირდება ადამიანი, რომელიც პირველ ადგილას მე და ოჯახს დაგვაყენებს. ადამიანი, რომელიც არ წავა უცხო ქვეყანაში გაუფრთხილებლად. რომელსაც მილიონობით ფანი უკან არ დაყვება. რომელსაც გადაკიდებული არ ყავს ვიღაც ავადმყოფები. ვისაც წარსულიც და აწმყოც ნორმალური და დალაგებული აქვს! და არა, ბანდებით, ნაშებით და ნარკოტიკებით სავსე!
-გასაგებია- მშვიდად დამიქნია თავი და თვალი თვალში გამიყარა
-ვიცი ძალიან ცუდად ვიქცევი. ვიცი, შეიძლება იფიქრო, რომ ეგოისტი ვარ... მაგრამ გთხოვ, მეც გამიგე!
-მესმის! ყველაფერი მესმის. ვიცი, საითაც მიგყავს საუბარი. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში.
-ჩანიოლ... ძალიან მიჭირს ამის თქმა. ვიცი, რომ რთული არჩევნის წინ გაყენებ. მაგრამ... ჩანიოლ, ამოირჩიე, ან მე ან მუსიკა!

ჰელლო! ჰელლო! ჰელლოუუუუუ! აბა როგორ ხართ, ჩემო შოკოლადებო? აბა რა ქენით ჩააბარეთ გამოცდები? <? თუ ჯერ არა, წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, მიაღწევთ თქვენს მიზანს! თქვენ ხომ ჩემი შოკოლადები ხართ, არა? <3 ხოდა რას ვამბობდი?! აა ხო, ხო! ძალიან დავაგვიანე, არა? ვიცი, ვიცი! მაგრამ გამოცდები და რამე ხომ გესმით! სამაგიეროდ ახლა ვარ თავისუფალი^^ ფიკი(მოთხრობა) უკვე დასასრულს უახლოვდება. უკვე ძალიან ახლოსაა ფინიშის ხაზსთან. უკვე ვიცი, როგორიც იქნება ფინალი და იმედია მოგეწონებათ <3 მეც ერთ სული მაქვს როდის დავდებ ^^ არადა ძალიან მომენატრება ამ ფიკის წერა :( მოკლედ ^^ <3 იმედია მოგეწონათ ახალი თავი <3 თუ მოგეწონათ vote and comment <3 თქვენი სიტყვები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ^^ თითოეული თქვენი სიტყვა არაამქვეყნიურად მაბედნიერებს <3 მიყვარხართ <3 მიიყვარხართ და კიდევ ერთხელ, მიყვარხართ <3

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Where stories live. Discover now