არა, არა და ისევ არა!(10)

1.1K 94 33
                                    

მისი ცხელი სუნთქვა მთელს სახეზე მეცემა და ალმური მედება. არც მკოცნის, არც მეხება, არც მანძილს ამცირებს ჩვენს შორის და არც ჩემსგან მოშორებით დგას. ხმას აღარ იღებს.უბრალოდ მიყურებს და ცდილობს წამიკითხოს. აინტერესებს რას ვგრძნობ, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი ისედაც ნათელია. გამცა! საკუთარმა სხეულმა გამცა! ჩემმა ააშლილმა ბეწვმა, გახშირებულმა სუნთქვამ, აჩქარებულმა პულსმა და ძლიერად მომუშავე გულმა გამცა.
მაგრამ ვფიქრობ, მაინც მთავარი ეს ჩემი თვალებია. ისინი იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები. ისინი უფრო ხშირად ეკეკლუცებიან ჩემს წინ მდგომ ბიჭის თვალებს, ვიდრე ეს შესაძლებელია.
-დრო ამოიწურა!- ჩემი სიტყვები ექოდ ისმის საკუთარ ოთახში.
ის ჩუმად დგას და ასევე უსიტყვოდ მიყურებს. მისი თვალები.... მათში იმხელა ვნება იკითხება, რომ... უბრალოდ დაუსრულებელი. მის ღრმა თვალები გადაჭედილია გრძნობით, რომელსაც შეუძლებელია უწოდო „უბრალო". შუძლებელია, ესე გადაკვრით ილაპარაკო და დაასრულო. ძნელია მისი აღწერა. ნელ-ნელა ვხვდები, რომ ფაქტიურად ყველაფერი, რაც უცნობ ნაცნობთანაა დაკავშირებული არ არის უბრალო. შეუძლებელია ის გააუბრალოო სიტყვებით. სიჩუმე. ეს არის გამოსავალი(თითქოს) მაგრამ, საქმეც იმაშია რომ სიჩუმეც კი არ არის ჩუმად. ისიც კი საუბრობს. რატომ ხდება ასე? რატომ არის ეს ბიჭი ასეთი? როგორ ახერხებას იმას, რომ დედამიწას ვწყდები და სადღაც, ამოუცნობ ადგილას ვხვდები. როგორ ახერხებს იმას, რომ საკუთარ თავს მავიწყებს. როგორ?!
-ჩემი წასვლის დროა.... არა?!- ბოლოს ამატებს და იმედიანი თვალებით მიყურებს. წესით ახლა კისერზე უნდა ჩამოვეკიდო და მერე... მაგრამ! არა! რინ! შენ უკვე ზედმეტად ბევრი ითმინე! გაიხსენე, რა მოხდა 5 წლის წინ! ნუ იქნები ასეთი სულელი! ნუ!
-დიახ- მკაცრად ვეუბნები და ვცდილობ თვალები მოვწყვიტო. არც კი ვიცი, როგორ და რა ძალით, მაგრამ შევძელი.
-ხვალამდე, რინ!
-ნახვამდის, ჩანიოლ!
მტკიცედ ვეუბნები და ისევ მას შევყურებ. მან ერთი ამოიოხრა და კარები გამოაღო. მე წინ წავედი და ფანჯარასთან მივედი. ვხედავდი მის ანარეკლს, ჯერ კიდევ კარების ზღურბლზე იდგა. 2 წუთი დგომის შემდეგ ნელა გაიხურა კარები და დამტოვა მარტო. მარტო! მე და ჩემი გრძნობები.
სეულში სიცოცხლე ჩქეფს. ღამის 11 საათია, ლამპიონებს ქუჩები გაენათებინათ და ქვეითად მოსიარულეებს გზას უნათებდნენ. ადამიანეებიც ნელა, ზოგიც სწრფად, მიუყვება ბილიკს. ზოგი, როგორც ყოველთვის ფიქრებშია გართული, ზოგი იცინის მის გვერდით მოსიარულე ნაცნობთან ერთად, ხოგი მობილურზეა ჩამოკიდებული და გამწარებული ვიღაცას რაღაცას უხსნის. აქა-იქ დაინახავთ ხელჩაკიდებულ წყვილებს, რომლებიც ერთმანეთზე მიყრდნობილები მიიკვლევენ გზას. თბილად არიან გახვეულები ტანსაცმელში, ცხვირი სასაცილოდ აქვთ გაწითლებული და ხელები ჯიბეში აქვთ ჩამალული. ნუ... ტიპური ზამთრის საღამო.
ერთი ამოვისუნთქე და საწოლში ჩავესვენე. ჭერს შევცქერი და როგორც ყოველთვის მანათობელ ვარსკვლავებს თვალს ვერ ვწყვეტ. როგორც ყოველთვის დებილივთ მეღიმება მათი დანახვისას...
-მაა... მგონი გული ამიჩქარდა....- წყნარად ვამბობ და გულზე ხელს ვიდებ
-დეე... მგონი დამოკიდებული ვხვდები მასზე!
ვგრძნობ, როგორ მიუყვება ცრემლი ჩემს საფეთქელს და შემდეგ არეულად გაფანტულ თმებში უჩინარდება.
-მეშინია... არ ვიცი, რა გრძნობაა ეს! მეშინია, ყველაფერი იმედგაცრუებით არ დასრულდეს... მეშინია, რომ ის მიმატოვებს და მარტო დამტოვებს ჩემს გრძნობებთან. მეშინია, დეე!
ვამბობ და ემბრიონის პოზას ვიღებ. ძლიერად ვებღაუჭები ჩემს ფუმფულა ბალიშს.
-დეე! მაა! მგონია, რომ მის გარეშე ვიხუთეები. რატომ?! -ვამბობ და ახლა უვკე საბანს ვებღაუჭები
-რატომ შეუძლია ჩემი წაკითხვა ასე კარგად? ყველაფერი დეტალურად აღმიწერა. ყველაფერი და ყველაზე მეტად რა მაშინებს იცით? ის რომ ის მართალი იყო. თითოეული მისი სიტყვა ჩემთვის ახალი დარტყმა იყო. მეშინია...
ვამბობ და თვალებს ვხუჭავ. სრული სიბნელეა! სრული სიმშვიდეა! და ერთადერთი ფიქრი! ის და მე. მე და ის. უცნობი ნაცნობი!
დილით მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა მაღვიძებს. გამორთვას ვაჭერ და საათს ვუყურებ. დილის 8 საათია. ნელა ვდგები საწოლიდან და საკუთარ თავს ვუყურებ. არც კი გამომიცვლია ისე დავწექი. მშვენიერია!
ნელა ვაღებ ჩემი ოთახის კარებს და საფეხურებს მივუყვები დაბლა. არავინაა! ყველაფერი სუფთადაა. როგორც ჩანს ლილიმ მიალაგა.
მაცივართან მივდივარ და ვაღებ. შევცქერი ენერგეტიკულს, ატმის წვენს და შოკოლადის რძეს. აბა, რომელი?! მოდი დღეს ატმის წვენი იყოს. ხმამაღლა ვმსჯელობ და გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ატმის წვენს ვიღებ. გამჭვირვალე ჭიქას ვავსებ.
მაგიდასთან მივდივარ და იქვე მდგარ სკამზე ვჯდები. ფეხებს მოპირდაპირე სკამზე ვაწყობ და ნელ-ნელა წვენს ვსვამ. მობილურს დავხედე. ჯანდაბა! დაჯდა!
გაღიზიანებულმა გვერძე მივაგდე და ჩემს წინ გადაშლილ ხედს გავხედე.
-გაიღვიძე?- მკითხა ლილიმ, როგორც კი სამზერეულოში შემოვიდა.
-აჰამ
-გუშინ რა მოხდა?
-რა მოხდა?- გავიკვირვე და შევხედე. ის იქვე შემოჯდა ბუფეტზე და წყალი მოსვა.
-ჩანიოლი და შენ
-მე და ჩანიოლი
-თქვენ...
-ჩვენ?!...
-რა მოხდა გუშინ მაღლა, შენს ოთახში?
-რავი.. არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ ვილაპარაკეთ.
-ხო? მდაჰ... ძალიან სისიამოვნო საუბარი არ გქონდათ, როგორც ვხვდები!
-არა... საიდან მოიტანე?!
-რავი. როგორც კი დაბლა ჩამოვიდა, მაშინვე გამოაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სახლში წავიდა. რა უთხარი?
-არაფერი. მართლა არაფერი! - ფაქტიურად სიმართლეა. ძირითადად ის ლაპარაკობდა. მე კი გამოშტერებული ვუსმენდი.
-კარგი...- ეჭვის თვალით შემომხედა და წარბები მაღლა აზიდა.
-მიყურე ახლა ეგეთი თვალებით..
-არ ფიქრობ, რომ ზედმეტად ცივად იქცევი...
-არა!
-მგონი ჯობია ცოტა მოთბე!
-რატომ? ამინდი კი არ ვარ...
-რატომ? ნუ თუ ვერ ხვდები?
-რას...
-რომ უყვარხარ!
-მაგას რა მიხვედრა უნდა!
-მაშინ, რატომ იქცევი ასე ცივად?!
-იმიტომ რომ მე არ მიყვარს!
-რა ბავშვი ხარ! რა ჯიუტი! როგორ გიყვარს საკუთარი თავის დაფასება!
-გავითვალისწინებ.- ვუთხარი, მობილურს ხელი დავავლე და ჩემი ოთახიკენ წავედი.
-რინ!
-რა იყო?!
-გიყვარს!
-ნუ სულელობ!
-თანაც ძალიან!
-შენ ძაან შოკში ხარ!- სიცილით ვუთხარი და ასევე კისკისით ავიარე კიბეები.
სადღაც 9ის ნახევარი იყო კარებზე ზარი, რომ გავიგონე.
-მე გავაღებ- დავუყვირე ზევიდან ლილის და პირველ სართულზე ჩავედი.
მხიარულად გავაღე კარები, მაგრამ იქვე გავიყინე.
-გამარჯობა!- წყნარად მითხრა და თბილად გამიღიმა.
-გამარჯობა...- დაბნეულმა შევხედე.
-წასვლის დროა.
-მანქანა მყავს, ჩანიოლ!
-მე წაგიყვან, რინ!
-მისმინე...
-არა, შენ მისმინე! თუ არ წამომყვები ზურგზე შეგიგდებ და ძალით წაგიყვან.
-ვერაფერსაც ვერ მიზ..
ვეღარ დავასრულე, რადგანაც უცებ ფეხებქვეშ მიწა შემომეცალა და ყველაფერი თავდაყირა დადგა.
-ჩანიოლ... ჩანიოლ! დამსვი!- ვუყვიროდი და ზურგზე ხელს ვურტყამდი.
-ნწუ- ვიგრძენი, როგორ ჩაიცინა, მანქანის კარები გამოაღო და ასე შემსვა. თავისივე ხელით გამიკეთა ღვედი და ეშმაკურად შემომხედა.
-გასუქებულხარ!
-თავგასიებულო! არც შენ ხარ ჩემზე ნაკლები!
-ჩემი!- ჩაიცინა და შუბლზე მაკოცა.
-ოცნებებში!
-მხოლოდ ჩემი და არავის სხვისი!
-ნუ შეიქმნი ფუჭ ილუზიებს, პარკ ჩანიოლ!
-ნწუ, პარკ რინ!- ხითხითით თქვა ჩანიოლმა და კარები მიკეთა. მანქანას შემოუარა და გვერძე მომიჯდა.
მთელი გზა ერთი სიტყვა არ გვითქვამს. დრო და დრო ვგრძნობდი, როგორ შემომხედავდა ხოლმე ჩანიოლი და როგორ მიღიმოდა. რამდენჯერაც ხელს სიჩქარის გადამრთველზე ათავსებდა, იმდენჯერ მიჩქარდება გული და მთელ სხეულს თითქოს ცეცხლი ეკიდებოდა.
-მოვედით!- მითხრა ჩანიოლმა, როგორც კი მანქანა მაღალი შენობის წინ გააჩერა.
მე ღვედი შევისხენი და მხიარულად გადავედი მანქანიდან. ვიგრძენი, როგორ შეასრიალა თავისი დიდი და გრძელი თითები ჩემსაში და როგორ ახლართა.
მაგრად მომიჭირა ხელი და ახლოს დამიდგა.
-წავედით- გამოაცხადა და შენობისკენ გამიძღვა. გზაში 10ობით ჯურნალისტი მაინც შეგხვდა. ყველა რაღაცას გვეკითხებოდა, გვიყვიროდა ან ფოტოს გვიღებდა.
-ცოლ-ქმარი პარკები მოვიდნენ!- შეჰყვირა ბატონმა ლიმ, როგორც კი მის კაბინეტში შევაბიჯეთ.
-დაბრძანდით! დაბრძანდით...- მხიარულად გვითხრა და მის მოპირდაპირედ მდგარ სავარძელზე მიგვანიშნა. ჩვენც შევასრულეთ მისი მითითება.
-აბა როგორ ხართ?
-კარგად...- ორივემ დაეჭვებით წარმოვთქვით ეს სიტყვა. ზედმეტად მხიარული ჩანდა ბატონი ლი. რაც არ მომწონდა! სასტიკად!
-კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის!- შესძახა, ხელები გადაიჯვარედინა და საზურგეს მიეყრდნო- ფანებმა და ჟურნალისტებმა ძალიან კარგად მიიღეს თქვენი შეუღლების ამბავი. მეტიც! უკვე შიფის სახელი მოიფიქრეს.
-აბა...
-აუ ვერ დავიმახსოვრე... მოკლედ, რაც მთავარია მოეწონათ და რინ! შენ განსაკუთრებით მოსწონხარ მათ!
-ხო?- დაეჭვებით ვიკითხე
-დიახ... მოკლედ რა მინდოდა. აი ეს არის თქვენი სახლის გასაღები..
-ჩვენი სახლის?- ორივემ წამოვიყვირეთ და დავიძაბეთ.
-დიახ! თქვენი სახლის. რამე არ მოგწონთ?
-დიახ! ყველაფერი- ვუთხარი და გაცოფებულმა შევხედე.
-ეჰ... ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს არის თქვენი სახლის გასაღები, ერთად იცხოვრებთ, ერთად ივლით ქუჩებში, საყიდლებზე და წვეულებებზე. განუყრელი წყვილი იქნებით. გექნებათ ერთნაირი ნივთები და ისე მოაჩვენებთ ყველას თავს, თითქოს ერთმანეთის გარეშე არ შეგიძლიათ... ისე კარგად უნდა შეასრულოთ, რომ თქვენთვითონვე დაიჯეროთ თქვენი ტყუილი.
-არავითარ შემთხვევაში!
-რინ!
-კატეგორიული წინააღმდეგი ვარ! არა! არა! და ისევ არა!
-და არგუმენტი?!
-ღმერთო დიდებულო! მე ის არ მიყვარს- დავიწივლე და ჩანიოლზე ვანიშნე, რომელიც უბრალოდ ჩუმად იჯდა და სევდიანი თვალებით იატაკს უყურებდა.
-მას უყვარხარ!
-და?! მე ის არ მიყვარს! არა! ასე რომ...
-რინ... შენ არავინ გეკითხება, გესმის? ეს ყველაფერი შენი და ამ ვაჟბატონის ბრალია. მე კი ვცდილობ შენც და ის და საერთოდ მთელი კომპანია და ბენდი სუფთად გამოვიყვანო. თქვენ რომ არ დამთვრალიყავით მაშინ უგონოდ, მოაწერდით ხელს? არა! თქვენი ბრალია! ასე რომ... მგონი უნდა იცოდეთ, რომ საკუთარ საქციელზე თქვენ ხართ პასუხისმგებლები. უნდა იცოდეთ, რომ თქვენ შეცდომებს აქვს რაღაც შედეგი! ასე რომ...
მეუბნება და ხელს მაგიდაზე აწყობს.
-კი მაგრამ...- ის მართალია! ჩვენი ბრალია ყველაფერი. მისი და ჩემი. ასე რომ... მართალია, მაშინ არ უნდა დაგველია ამდენი. არ უნდა მოგვეწერა ხელი. და საერთოდ! მგონი მთელი ჩვენი ურთიერთობა ერთი დიდი შეცდომაა! დაწყებული მხრის გაკვრიდან, დამთავრებული დღევანდელი დღით.
-არავითარი მაგრამ, რინ! ახლა კი ჩანიოლ, გთხოვ წაიყვანე შენი ცოლი, თორემ ან მე მოვკლავ მას, ან ის მე!
-წამო რინ...- მეუბნება ჩანიოლი და გაუბედავად მკლავზე მკიდებს ხელს.
-ჩანიოლ!- ვეუბნები, როგორც კი შენობიდან გამოვდივართ.
-აქ არა!- მტკიცედ მეუბნება და მანქანის კარებს მიღებს. მეც მის ნებას დვყვები და მორჩილად ვიკრავ ღვედს.
-ჩანიოლ!- ვიმეორებ.
-ბოდიში-წყნარად მითხრა. ისე წარმოთქვა ეს სიტყვა, რომ არც კი შემოუხედავს. უბრალოდ გზას უყურებდა და ჩვეულებრივზე მეტად ჩქარად მიჰყავდა მანქანა.
-რა?- შევცბი, ამ სიტყვის გაგონებისას. ეს უკანასკნელია, რასაც მოველოდი რომ გამეგო... მომეჩვენა?!
-მომეჩვენა?!-ისევ მე დავსვი კითხვა.
-ბოდიში, რინ! მართლა, ბოდიში!
-რისთვის კონკრეტულად?
-ყველაფრისთვის. ყველაფერი აგირიე და დაგირიე. მოგახვიე საკუთარი გრძნობები. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ შენც გიყვარდი. ალბათ ვცდებოდი, პატარავ! ბოდიში.. ალბათ ძალიან შეგბოჭე და გუშინდელი სიტყვები. ღმერთო! უბრალოდ მაპატიე. პირობას გაძლევ, როგორც კი შანსი მომეცემა, გაგეყრები და შევეცდები დაგივიწყო. თავს დაგანებებ! პირობას გაძლევ, რინ!
ხმას ვერ ვიღებ. ვერაფერს ვამბობ. უბრალოდ წინ ვიხედები და მანქანაში გამეფებულ სიჩუმეს ვუსმენ. არა, გატყუებთ! უფროსწორად მის სუნთქვას ვუსმენ. მის ღრმა სუნთქვას! გული მეკუმშება. მინდა ვთქვა! მინდა, ვუთხრა რომ ცდება. რომ ის ჩემთვის ძვირფასია. მაგრამ არ გამომდის. ამის მაგივრად უბრალოდ წინ ვიხედები და ფრჩხილებს ვიწველებ.
მანქანა 2 სართულიანი თეთრი სახლის წინ გაჩერდა. ორივე დაბნეულები გადმოვედით.
მე მას გვერძე ამოვუდექი და ამჯერად მე ჩავკიდე ხელი. ბავშვივით ზურგს უკან ვედექი და ძლიერად ვუჭერდი ხელს. დავინახე, თუ როგორ აიკრა მშვიდი და თბილი ღიმილი და სახლისკენ გამიძღვა.
-მოდი ერთად გავაღოთ- შემომთავაზა და გასაღები მომაწოდა. მართლაც ასე მოვიქეცით.
-მოიცა მარჯვენათი უნდა შევიდე- წამოვიყვირე და მანაც მე მომბაძა.
სახლი მართლაც ძალიან ლამაზი, თბილი, მყუდრო და კომფორტული იყო. ძირითადად ყველაფერ თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი, ერთადერთ იატაკი იყო ყავისფერი. კელდებზე ცარიელი ჩარჩოები იყო ჩამოკიდული. იდეაში ჩვენი ფოტოებით უნდა იყოს სავსე. ჩანიოლმა კარები მიკეტა და გვერძე ამომიდგა.
მხრებზე მის ცხელი სუნთქვას ვგრძნობდი. სხეულმაც დაუყოვნებლივ იმოქმედა ამაზე და მთელი რიგირ ცვლილები მოხდა.
-ლამაზია- ყურთან ჩამჩურჩულა. ეს ამას სპეციალურად აკეთებს? უნდა გამაგიჟოს?!
-აჰამ
-მყუდროა- ახლა უფრო შეცვლილი ხმით მითხრა და ვფიცავ მომიახლოვდა 1 სანტიმეტრით მაინც.
-აჰამ
-და რაც მთავარია ჩვენია- მითხრა და მხარზე მაკოცა.
-მაპატიე, თავი ვერ შევიკავე!- გამომიცხადა დაბნეულმა და უკან გახტა.
-არაუშავს- ვუთხარი და წინ წავედი.
ვათვალიერებდით სახლს და ვხვდებოდი, როგორი კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი. მე და ის. მე და ჩემი უცნობი ნაცნობი. მე და ის და მერე ისინიც, ჩვენი შვილები. წარმოვიდგენ, რა ტკბილი იქნებოდა თითოეული წამი. თითოეული წუთი, მასთან გატარებული. წარმოვიდგენ, როგორ ვაკეთებთ ერთადდ საჭმელს. როგორ ვგდივართ დივანზე გადახლართულები. წარმოვიდგენ, როგორ ვყავარ ჩახუტებული და როგორ გავყურებთ ასე ხედს, რომელიც აივნიდან იშლება. წარმოვიდგენ და ძალიან დიდი სითბო მეღვრება გულში.მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ერთი უბრალო „წარმოვიდგენ" დარჩება. და ეს ვისი ბრალია?! ან რისი? დიახ, ჩემი და ჩემი პრინციპების! არა! რინ თავიდან ამოიგდე!
„ჩვენი" საძინებლიდან გამავალ აივანზე ვდგავართ და ხედს გავყურებთ. ორივე მოაჯირს ვეყრდნობით და მშვიდად ვსუნთქავთ. მშვიდად და ღრმად.
-რინ... მისმინე... ნუ ღელავ. ხელს არ დაგაკარებ. მართლა! სახლში სავარაუდოდ არც ვიქნები! ძალიან იშვიათად. ასე რომ... ჩათვალე ეს შენი სახლია. ნუ ეგრეცაა, მაგრამ ვგულისხმობ მარტო შენი და მე სტუმარი ვარ... და მერე რომ გავქორწინდებით, მთლიანად შენს მფლობელობაში გადმოვა.
-რატომ?
-გითხრა?
-არა..
-ხომ იცი რატომაც?- შემომანათა თავისი თბილი ღიმილი, რომელიც ვფიცავ მთელი არსებით მაბედნიერებს
-კი...
-კარგი მაშინ. მე წავედი. არ მელოდო დღეს! ნახვამდის, რინ!
-კარგად
ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა. მხრები ავიჩეჩე და კვლავ საძინებელში დავბრუნდი. *ჩანიოლი*
-ჩანიოლ?! - გაკვირვებულმა მკითხა ბექიონმა, როგორც კი მისი სახლის კარების ზღრუბლზე დამინახა.
-ჰოო...
-შენ აქ რა გინდა? სახლში რატომ არ ხარ რინთან ერთად?- მეკითხებოდა და თან მისაღებისკენ მივყავდი.
-არ ვუყვარვარ!
-რა?
-ჰოო...
-საიდან მოტანე?- სიცილით მკითხა და ვისკი დამისხა.
-უბრალოდ ვიცი. არაუშავს. ხდება ხოლმე. არაუშავს! გადავიყვარებ!- ამის გაგონება და ბექიონის გადახარხარება ერთი იყო.
-ვინ? რინს? შენ? მეხუმრები ძმაო? შენ ის დაანახვისთანევე გიყვარს!
-აჭარბებ!
-არაფერს არ ვაჭარბებ. მახსოვს იმ დღეს, როგორი აჟიტირებული და გამოდებილებული იყავი. სულ მასზე ლაპარაკობდი.
-აუუ კაი რა!- ვუთხარი და ვისკი შევსვი
-წვიმს!- მშვიდად მითხრა და ფანჯრიდან გაიხედა.
-არაუშავს, რინს უყვარს წვიმა!
-აი კიდევ! თავდავიწყებით ხარ შეყვარებული. რამე უნდა გააკეთო. იმოქმედე ბიჭო! იბრძოლე, ძმაო! თორემ ვიღაც წაგართმევს!
-არც მეკუთვნის. ჩემი არ არის. მართალია მიყვარს, მაგრამ რა ვქნათ? ხდება ხოლმე... არაუშავს, გადამიყვარდება. დავივიწყებ!
-შენ ის სახლში გყავს!
-მერე რა.
-მას ყოველ დღე ნახავ!
-და..
-ვერ დაივიწყებ. პირიქით, უფრო შეგიყვარდება. შემდეგ შეეჩვევი და მასზე დამოკიდებული და მიჯაჭვული გახდები. ვერ შეძლებ მის დავიწყებას.
-ვნახოთ!
-რა გინდა ახლა ყველაზე მეტად?
-... რა კითხვებია?
-მე შენი საუკეთესო ძმაკაცი ვარ! ასე რომ არ დამიმალო. ყველაფერი მითხარი!
-მინდა მასთან ერთად ლოგინში ვიწვე, სანაბში გახვეული, ფანჯარა ღია იყოს და ოთახში მისი და წვიმის სურნელი ერთად იყოს არეული. მინდა ჩემს მკლავებში იყოს ჩამალული, მე კიდევ მის თმებში თავი მქონდეს ჩარგული და მძაფრად შევიგრძნობდე მას. მის სურნელს, მის აბრეშუმივით კანს, მის მშვიდ, ხანდახან აჩქარებულ ცხელ სუთქვას, მის ყველაფერს.
-არ გინდა სახლში დაბრუნდე?
-უზომოდ!
-არ გინდა, მის გვერძე იყო? ჩახუტებული გყავდეს და შენი ერქვას?!
-დაუსრულებლად!
-მერე? აქ რას მიზიხარ? ის ახლა თქვენს სახლშია და მარტო ზის. მარტოა, შენ კი აქ ხარ!
-არ შემიძლია!
-რატომ?
-არ ვუყვარვარ?
-საიდან იცი?
-მითხრა!
- ეგ არაფერს ნიშნავს ბევრს!
-არა! ბექიონ, არა! არა!
-ნუ დეგენერატობ, გთხოვ რა!
-არა!
-ნუ ჯიუტობ!
-არა!
-მაშინ გადაიყვარე! აბა რა გითხრა?
-კარგი!
-ანუ უნდა გადაიყვარო?!
-დიახ!
-გინდა გითხრა რა მოხდება რეალურად?
-აბა...
-დღეს ღამე შენ ვერ გაძლებ და მის ოთახში შეხვალ.
-მაგას არ ვიზამ!
-და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჭექა-ქუხილის გეშინია
-კარგი რა...
-და ცივა!
-ოოო
-ზამთარია...
-ბექიონ!
-მომეცი ეგ ვისკი მე!
-ერთი ყლუპი დავლიე მარტო!
-არაუშავს გეყო! ახლა ადგები და წახვალ სახლში. შენს ოჯახთან!
-ჩემს ოჯახთან?
-რინი შენი ცოლია, თუ დაგავიწყდა ჩანიოლ?! გაიხედე ფანჯრიდან... წვიმს! ქარია! ცივა! ზამთარია! ამ დროს სად უნდა იყო შენი აზრით? ან ვისთან ერთად? შენ საყვარელ ადგილას, სადაც კომფორტულად გრძნობ თავს! და რაც მთავარია შენს ადამიანთან ერთად.
-ანუ?
-ანუ ადექი და სახლში წადი შენს ცოლთან, ჩანიოლ!- ხელი მომკიდა და სახლიდან გამომაგდო.
-ეიი. შენ ახლა გამომაგდე?
-დიახ! სახლი გაქვს! ოჯახი გყავს! ცოლი გყავს! თბილი და ღუნღულა საწოლიც გაქვს! ასე რომ... ნახვამდის!
სიცილით მითხრა და კარები მიმიხურა ცხვირ წინ.
-მდაჰ...
*რინი*
უკვე 2 კვირა გავიდა, რაც საცხოვრებელი შევიცვალე. 2 კვირაა, რაც მასთან ერთად ვცხოვრობ. ერთ ჭერ-ქვეშ. 2 კვირა... 14 დღე. მაგრამ... გინდა გითხრათ რა ხდება რეალურად? ან როგორია ჩემი დღე? გაღვიძება, ჭამა, სამსახურში წასვლა, მუშაობა, ჭამა, მუშაობა, სახლში წამოსვლა, საჭმლის გაკეთება და ჭამა, სერიალის ან ფილმის ყურება, აბაზანა, და ისევ ძილი. ეს ყველაფერი უკვე ძალიან რუტინული გახდა და ამ რუტინაში ჩანიოლი არ ფიგურირებს. 14 დღე გავიდა ჩვენი უკანასკნელი დიალოგიდან, 14 დღის წინ ვნახე უკანასკნელად. არც კი ვიცი სახლში მოდის თუ არა... სავარაუდოდ, არა!
-რინ... რინ..-მესმის როგორ მეძახის ჩემი კოლეგა.
-ხოუ
-მიიღე ბოლო პაციენტი?
-კი..
-მაშინ წადი სახლში...
-რატომ?
-სულელო... ახლა 29 დეკემბერია. არ ფიქრობ, რომ სახლში უნდა იყო?
-არავინ მელოდება!
-ეგ როგორ? შენი ქმარი?
-სხვაგანაა...
-მივლინება?
-დაახლოებით!
-მაინც... წადი სახლში.
-ჯერ 6ის ნახევარია. მე 7ზე მისრულდება მიღება!
-არაუშავს, საყვარელო... მიდი დაისვენე! ეს ორი კვირა გადამკვდარი ხარ სამუშაოზე. ასე რომ... მიდი დაისვენე
-და ჩემი პაციენტები?
-მე მივიღებ.
-შენ? და შენ ოჯახი არ გყავს?
-არა...
-დარწმუნებული ხარ?
-კი! მიდი, რინ! წადი!
-მადლობა, ძვირფასო. - ვეუბნები, ჩემს ჩანთას ვიღებ და საავადმყოფოდანაც გამოვდივარ.
სულაც არ მახარებს ის ფაქტი, რომ უფრო ადრე მივალ სახლში. ჩემი სახლი... ის ზედმეტად დიდია 1 ადამიანისთვის.
უსიცოცხლოდ ვარგებ გასაღებს სახლის კარებს და ასევე უსიცოცხლოდ შევდივარ შიგნით. ფეხსაცმელებს, შემოსაცმელს და ჩანთას იქვე ვდებ. ტერფებს ჩემს უცხოპლანეტელებიან ჩუსტებში ვყოფ და შიგნით შევდივარ. სამზარეულოსკენ უნდა წავიდე, როგორც კი ხმა მესმის. ვიღაც მღერის. და ეს... ეს მისი კონტრასტული ხმაა! ნაბიჯებს დავუჩქარე და სამზრეულოში შევიჭყიტე.
ჩანიოლი გაზქურის წინ იდგა, ნახევრად შიშველი. მხოლოდ შავი, სპორტული შარვალი ეცვა... წელს ზემოთ კი შიშველი იყო.
-რინ??!- ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია.
-ჩანიოლ?!
-ამ.. ხო...- უხერხულად შეიშმუშნა
-ამ... როგორ ხარ?- ვკითხე და სამზარეულოში შევედი. მაქსიმალურად ვცდილობდი არ შემეხედა მისი სხეულისთვის. მაგრამ სავარაუდოდ არ გამომდიოდა!
-რავი.. ნორმალურად! ამ და... ადრე მოხვედი დღეს...
-დღეს? ანუ...
-ანუ ის, რომ ვიცი რომელზეც მოდიხარ სახლში. ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობდი ჩვენი გზები არ გადაკვეტილიყო. მაგრამ როგორც ყოველთვის არ გამომივიდა!
-აააა
-ხოოო- ასო გააგრძელა.
-რას აკეთებ?
-ბრინჯს... შეჭამ?- მკითხა ინტერესით და ისევ ქვაბს მიუბრუნდა.
-კი! თუ რა თქმა უნდა ჩემთვისაც არის გათვალისწინებული- უხერხულად წავიჩურჩულე და სკამზე დავჯექი.
-კი.. კი...- დაბნეულმა მითხრა და პარალელურად ბრინჯით სავსე ქვაბიც გამორთო.
-საყვარელო!- მომესმა ვიღაცის წკრიალა ხმა. ჩანიოლს კოვზი ხელიდან გაუვარდა, გავიგე როგორ შეიფურთხა და მე შემომხედა გაფითრებულმა.
-უცნობო ნაცნობო?!
-აგიხსნი!

So... როგორ ხართ ჩემო შოკოლადებო <3 ვიცი, ვიცი, ვიცი... ძალიან დავაგვიანე. ვიცი, რომ ცუდი გოგო ვარ... მაგრამ მართლა ვერ ვახერხებდი კომპიუტერამდე მისვლას. როგორც კი მოვახერხე მაშინვე გავხსენი word-ის ფაილი და დავიწყე წერა. ბევრი რამ დაემთხვა და დაემატა ერთმანეთს. ბოდიშით, ასეთი დაგვიანებისთვის <3 მე-10 თავიც მზადაა. იმედია მოგწონთ <3 არ ვიცი, რამდენად საინტერესო იყო ეს თავი, მაგრამ იმედს ვიქონიებ, რომ ძალიან უინტერესოც არ იყო :დ მადლობა რომ კითხულობთ <3 მადლობა თქვენი სიტყვებისთვის <3 თქვენი კომენტარებისთვის და შეფასებებისთვის. თუ მოგეწონათ vote and comment <3 მიყვარხართ, ისე როგორც ჩანიოლს უყვარს რინი, ან თუნდაც რინს თავის დაფასება <3 

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora