ვინმემ მიკითხა?!(3)

1.4K 127 22
                                    

-შენ სულ, როგორ უნდა გეძინოს რინ?!
-ლილი?!-გაკვირვებულმა თავი წამოვწიე და ჩემს წინ ასვეტებულ უმცროსს ძილ-ბურანში ვკითხე.
-არა... ბაბაიგა ვარ.. ბუუ!-დაიჭყანასავით და გაბეზრებულმა თვალები აატრიალა.
პირველი რაც მომხვდა თვალში ის იყო, რომ ჯერ კიდევ ღამეა. მზეს ნამდვილად ვერ ვხედავ.
-ლილი, რატომ გამაღვიძე?
-რატომ? აჰაჰჰა-სულელივით დაიწყო სიცილი. მივხვდი, გალეშილი მთვრალია.
-ლუკასი სადაა ლილი?-თბილი ღიმილით ვკითხე, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ ერთი მივიღე: სლოკინი
-ეგ? ეგ ჯანდაბაშია!
-ლილი...-საბანი გადავიხადე და ნელა წამოვდექი. ვიგრძენი ცივი სივრცე ფეხების ქვეშ, ამიტომ წამში ჩუსტებში შევყევი ტერფები.
-რამე მოხდა?
-რა?? რაში გაინტერესებს?
-ლილი...
-რა ლილი? რა ლილი, რინ? კარგი რა... გეყოს თვალთმაქცობა. გეყოს! ვითომ ჩემზე ღელავ და რამე?! მშობლები აღარ არიან ამიტომაც შეწყვიტე ეგრე მოქცევა. მაინც აღარავინ გისაყვედურებს- ისტერიკული სიცილი მორთო და ტრიალი დაიწყო.
-ლილი! ლილი... -ვეძახდი მაგრამ უშედეგოდ
-რატომ არავის ვუნდივარ? რატომ? რატომ არავის მოვწონვარ? რატომ აღმიქვამს ყველა როგორც ერთ სულელ გოგონას, რომელსაც მარტო ნივთები, ფული და ასეთი რაღააცეები აინტერესებს. მართალია, არ ვარ შენნაირად ჭკვიანი, არ ვარ შენნაირად მიზანდასახული და მონდომებული. არ ვარ ეგეთი შეგნებული და ასე შემდეგ, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? ბავშვობიდანვე მოყოლებული შენ ჩრდილში ვიზრდები. „რინი ასეთია, რინი ისეთია. დღეს რინიმ ყველაზე მაღალი ქულაა აიღო ტესტში, ამიტომ წამო რამე ვუყიდოთ. რინი საუკეთესო უნივერსიტეტში მოეწყო სრული დაფინანსებით და ასე შემდეგ". შენ ლამაზიც ხარ, ჭკვიანიც და საინტერესოც. ბიჭები ბუზებივით გეხვევიან, მაგრამ არც ერთს უყადრებ თავს. მე? აჰაჰ, ლამაზი ალბათ კი, არა ალბათ კი არა, ლამაზი ვარ. მაგრამ საინტერესო? არა.... ვერავინ აღმიქვამს სერიოზულად. ყველას ფეხებზე ჰკიდია რას ვგრძნობ. არ აინტერესებთ გულს თუ მტკენენ, რადგანაც ფიქრობენ, რომ მაინც დამავიწყდება. მე ხომ ერთი გადარეული და აშვებული გოგონა ვარ, რომელიც ძალიან გულმავიწყია და ყველაფერს მარტივად უყურებს. მაგრამ არა! მეც მტკივა, მეც მწყინს, მეც...
-რა შენც?
-მეც მიყვარს!
-ლილი... მაშინებ
-იცი, რინ, ჩემო უფროსო, მართალია ჩემზე დიდი ხარ, მაგრამ ერთ რამეში მაინც გამოუცდელი ხარ. აბა გამოიცანი რა არის ეს ერთი რამ...
-სიყვარული
-ბინგო... დიახ, დიახ. ამიტომ გირჩევ, რომ ეგრე დარჩე.
-რას გულისხმობ?
-არ შეიყვარო.. მაინც ერთადერთი რამის მომტანია ის-ტკივილის.
-ლილი, რას გულისხმობ?
-მიყვარს.. გესმის მიყვარს!
-ვინ?
-ის
-კი, გასაგებია- და თითი ავუწიე მოწონების ნიშნად
-მიყვარს, ძალიან მიყვარს. ბავშვობიდანვე მიყვარს. მაგრამ აზრი? ზედაც არ მიყურებს
-ლუკასზე ლაპარაკობ?
-გამოიცანი, უფროსო. ყოველ ჯერზე, როცა მას ვხედავ, იცი როგორ სწრაფად მიცემს გული? აი ძალიან სწრაფად. ამოვარდნაზე მაქვს. მინდა ჩავეხუტო, მოვეხვიო და ვუთხრა როგორ მიყვარს. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს სურვილებად რჩება.
-...
-ჩუმად ხარ, არა? ვიცი რინ! ძალიან გიკვირს ეს ყველაფერი. გაოცებს და ასე შემდეგ... მაგრამ მე ის მართლა მიყვარს-ბოლო სიტყვა უკანასკნელი იყო. ის ჩაიკეცა და პატარა ბავშვივით დაიწყო ტირილი.
-ლილი!-წამოვიძახე და მასთან ერთად ჩავიკეცე
-რატომ არავის მოვწონვარ, რინ?
-ნუ სულელობ. ყველას მოსწონხარ!
-რატომ ვგონივარ ყველას ერთი ცარიელი გოგონა?
-მე არ მგონიხარ
-იტყუები! შენც.. შენც ეგრე გგონია და ეგრე მიყურებ. აგდებულად და არასერიოზულად.
-ცდები!
-არა!
-კი და დამშვიდდი.
-არა
-ლილი! ნუ ბავშვობ!
-არა..არა... გამანებე თავი-ჩემი ხელები მოიშორა და წამოდგა. სწრაფად გამოაღო კარები და გარეთ გავარდა.
-ლილი.. ლილი სად მიდიხარ?-მეც უკან დავედევნე კუდივით.
-მივდივარ
-სად?
-სადმე!
-ასეთ მდგომარეობაში?
-თუნდაც!
-არსადაც არ წახვალ!
-შენ არავინ გეკითხება!
-მეკითხება. ასე რომ გააჩერდი- ხელი მხარზე ჩავავლე და ჩემსკენ შემოვაბრუნე.
-წამომყევი-ხელი მაჯაში ჩავჭიდე და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი.
-რას..რას აკეთებ? გამიშვი. უნდა წავიდე.
-გაჩერდი-შევუღრინე და შხაპში შევაგდე.
-რაა...გაჩერ..-აღარ დავაცადე სიტყვის დასრულება და ცივი წყალი მოვუშვი.
-რინ! მცივა. გამომიშვი.
-არა. არა.
ვუთხარი და მეც შიგნით შევედი. მთელი ძალით მოვხვიე ხელები და გულში ჩავიკარი ჩემი უმცროსი დაიკო. გაშეშდა. ვერ ინძრეოდა. ვგრძნობდი როგორ სწრაფად უცემდა გული.
-ჩუ... დამშვიდდი, უმცროსო. მე გყავარ. მე მიყვარხარ. თანაც ძალიან. არ ვფიქრობ, რომ ცარიელი ადგილი ხარ. შენ ძალიან ჭკვიანი გოგონა ხარ. ძალიან საინტერესო და საყვარელი. მშურს შენი. მინდა შენ გგავდე. შენთან კაცი ვერ მოიწყენს. ასე რომ შეჩერდი. ნუ კიცხავ და ნუ იდანაშაულებ საკუთარ თავს, იმაში რასაც ვერ შეცვლი. კარგი? არ უყვარხარ? ხოდა ძალიან კარგი. ჯანდაბაშიც წასულა. ვის რაში სჭირდება. თუ მას არ უყვარხარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვასაც არ ეყვარები. ის თუ არა სხვა იქნება. დამერწმუნე, იქ სადღაც შენი მეორე ნახევარია და გელოდება. არც იცის როგორი იღბლიანია. ვერც კი წარმოიდგენს რა ელის წინ. მაგრამ იმედი აქვს, რომ არსებობ. ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ? ასე რომ შეჩერდი და გეყოს.

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora