მე და შენ. ანუ ჩვენ. (5)

1.3K 105 48
                                    

შეშინებული თვალებით შევყურებ და ყვირილს ვაგრძელებ. ისიც ავტომატურად ყვირის და გაკვირვებული თვალებით მიყურებს.
-აააააა.. რა ჯანდაბაა! მაინც და მაინც შენ! რატომ!
-მე ხომ რას ამბობ მიხარია რა...- მითხრა და ნაგლურად ჩაიცინა
-რაა? რატომღაც მგონია, რომ გუშინ ღამით მოგწონდა!
-ანალოგიურად.
-დეგენერატო! როგორ გამომიყენე?! იდიოტოო!
-შენ მოგბაძე საყვარელო- მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-იდიოტო!- დავუყვირე და ფეხი ვკარი. ისიც საწოლიდან გადავარდა.
-გაგიჟდი?- დამიყვირა და წამოფრინდა.
-ჯანდაბა!- შევიფურთხე და თვალებზე ხელი ავიფარე
-გამოიხედე
-დარწმუნებული ხარ?
-რინ!
სახიდან ხელი მოვიშორე. ჩანიოლი მხოლოდ საცვლის ამარა იდგა.
-არა მაინც როგორ გამომიყენე, იდიოტო.
ვუთხარი და მეც ავდექი საწოლიდან. ტანზე ზეწარი მქონდა შემოფარებული.
-აჰაჰაჰჰა, კარგი რა.. მე ფიზიკურად გამოგიყენე, შენ კი სულიერი ტკვილი მომაყენე- გაბეზრებულმა მითხრა და შარვალი ამოიცვა.
-აჰაჰაჰ, არ გამაცინო რა, კაი? ძალიან გატკინე ხო გული? საცოდავი ბიჭი... ვაიმე, გული ეტკინა ბიჭუნას.
-დავაი რა. ერთი მატყუარა, ფულზე მონადირე
-აღარ დაასრულო, თორემ ვფიცავ, საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ!
-ძ**კნა ხარ- და გვერდულად ჩაიღიმა.
-მე შენ გაგაფრთხილე- დავუყვირე და მისკენ გავიქეცი. იმანაც არ დააყოვნა და ოთახიდან გავარდა. მთელი ძალით მირბოდა და თან ეცინებოდა.
-დაბალოო. დამეწიე აბა... გელოდები მიდიი- მაღიზიანებდა და აქეთ-იქით დარბოდა.
ფაქტი: ძალიან სწრაფად დავრბივარ. რატომ? ჰაჰ, ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. როგორც იცით მუდამ ბოლო წუთებში ვემზადები ხოლმე, შესაბისად მუდამ ვაგვიანებ. ეს რომ თავიდან ავიცილო, გზაში დავრბივარ. ვვარჯიშობ, ფორმაში ვარ და სწრაფი სირბილიც ვისწავლე.
-შენ თუ გგონია, რომ ვერ დაგიჭერ ძალიან მაგრად ცდები- დავუყვირე და ამ დროს ვწვდი თმებში.
-ქაჟო! გიჟო! გადარეულო! მომშორდი. აეე ბოროტო ჯადოქარო.. დამეწიწკნა თმები
-მეტის ღირსი ხარ.- ვუთხარი და მოვშორდი. ის შემოტრიალდა და თმებზე ხელი მოისვა
-საწყალი ჩემი თმები შენს ხელში, ქაჯო.
-ქაჯები შენსკენ მოიკითხე რა, ტრიუმფალურო თაღო.
-რა მიწოდე?
-რაც გაიგე, საყვარელო- ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ზურგი ვაქციე.
-რინ!
-...
-რინ!
-....- ხმასს არ ვცემდი და ვაგრძელებდი სიარულს.
-რინ! მარჯვენა ხელზე დაიხედე...- აკანკალებულმა და გამაფრთხილებელი ხმით მითხრა
არ ვიცი მაშინ რა ვიგრძენი. შიში. გაოცება. განგაში. უბრალოდ ვიდექი და არათითზე შემოხვეულ ოქროს ბეჭედს ვუყურებდი. დამცხა. სწრაფად შევტრიალდი მისკენ და ალეწილი სახით შევხედე.
-ეს რა არის?- დავუყვირე და ჩემს არათითზე ვანიშნე
-მე რა ვიცი!- დამიყვირა და ხელი თავზე მოისვა
-მოიცა! არა... არ არსებობს! არა... მე და შენ? ჰა... ვინმე მეხუმრებით ალბათ.
პანიკაში ჩავვარდი და აქეთ-იქით დავიწყე სიარული.
-არა... შეუძლებელია. ასე ვერ გამოვშტერდებოდი. არა!
-გეთანხმები. მე და შენ... ფუ... ჯანდაბა.. არა! ალბათ რამე გვეშლება- სიცილით მითხრა და საძინებლისკენ წავიდა.
-რას აკეთებ?
-ვეძებ.
-რას
-შენი აზრით?!
-ქორწინების მოწმობას....
-აჰამ..
ისე მითხრა რომ არც შემოუხედავს. მე საწოლისკენ წავედი და რაღაცას ფეხი გავკარი. დავიხედე და აბა გამოიცანით? ჰეჰ.
-ესეც ჩვენი ქორწინების მოწმობა!- შევძახე და ძირს დაგდებული ნივთი ხელში ავათამაშე. ის სწრაფად შემობრუნდა ჩემსკენ და ხელიდან გამომძიძგნა.
-ჩვენი სახელები წერია! ჯანდაბა!
-რა მიქენი?
-რა?
-რა დამალევინე?
-ჰა?
-რა გამიკეთე?
-რას ბოდიალობ.
-აბა სრულ ჭკუაზე, რომ ვყოფილიყავი ასე არ მოხდებოდა.
-ანუ ფიქრობ, რომ მე გაგიკეთე რამე?
-დიახ!
-ნუ სულელობ ერთი.... ჯობია ჩაიცვა. უნდა გავარკვიოთ რა მოხდა- ისე მითხრა, რომ ზედაც არ შემოუხედავს და ოთახიდან გავიდა.
მე და ის? მეხუმრებით ალბათ, ხომ? ის დეგენერატი? რანაირად. რა ჯანდაბა მოხდა წინა ღამეს.
სწრაფად ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. ჩანიოლი სამზარეულოში იდგა და ყავას სვამდა.
-ჯობია წყნარად დავილაპარაკოთ! აქ არ გაჭრის ყვირილი და ასე შემდეგ. არც მე მეხატები გულზე და არც შენ. ასე რომ.. მოვრჩეთ ერთმანეთის ლანძღვას და გავიხსენოთ რა მოხდა წინა ღამეს. ორივე შარში ვართ- ვუთხარი წყნარად და სკამზე ჩამოვჯექი
-გეთანხმები- წყნარად მითხრა და ჩემს წინ, მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა.
-გახსოვს რამე?- მკითხა უეცრად
-არა. ბოლო რაც მახსოვს, ისაა რომ ბართან ვიდექი და ბარმენს ველაპარაკებოდი. მეუბნებოდა, რომ ვიღაცა მზერით მხდიდა....
-წავედით
-სად?
-შენი აზრით? კლუბში.
ულაპარაკოდ დავედევნე უკან და მანქანაში ჩავჯექი. მთელი გზა ჩუმად ვიყავით. სალონში Coldplay fix you ისმოდა. ხელით ბეჭედს ვაწვალებდი და ანერვიულებული წინ ვიყურებოდი.
წვიმდა! ისევ წვიმდა. წვიმის წვეთები მანქანას ეწვეთებოდა და სიჩუმის გამო, მათი ხმა ძალიან გამოკვეთილიყო. ძალიან სინქრონული და შერწყმული იყო წვიმის წვეთების წკაპუნი მუსიკასთან. თითქოს უნდა მაღიზიანებდეს ეს სიჩუმე, მაგრამ არა. პირიქით. ეს ისაა რაც მჭირდება. არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა. არ ვიცი რა მოხდა. არ ვიცი. იმიტომ რომ ახლა ვზივარ იმ ბიჭის გვერძე, რომელზეც ვთქვი აღარასდროს შევხვდები მეთქი. მეზიზღება? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არა. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სიტყვებით შემამკო, მაინც არ მძულს. სწორედ ეს ფაქტი მაღიზიანებს. სწორედ ეს ხაზი არ მომწონს ჩემს ხასიათში. ყველა ფიქრობს, რომ ლილია ის ერთი ჩვენს ოჯახში, რომელსაც წყენა ადვილად ავიწყდება. მაგრამ არა. ეს მე ვარ და სწორედ ეს მაღიზიანებს.
ძალიან სასიამოვნო სურნელი ტრიალებს სალონში. ზუსტად ისეთი, როგორიც იმ ოთახში იყო. თავბრუს დამხვევი, მენთოლის და ამავდროულად რაღაცნაირად ტკბილი. ღრმად შევისუნთქე და თვალები დავხუჭე.
-სუნთქვა ხომ არ გიჭირს?- მკითხა ისე, რომ თვალიც არ მოუშორებია გზისთვის.
-არა-მოკლედ მოვუჭერი და ისევ მივჩუმდით
-მისმინე- დაიწყო
-არა... გაჩუმდი. ზედმეტად კარგი და მშვიდი სიტუაციაა იმისთვის, რომ შენმა კონტრასტულმა ხმამ ის დაარღვიოს. თუ არ გახსოვს რა მოხდა, მაშინ გაჩუმდი.
-კარგი. მაგრამ ნუ მეუხეშები. ერთადერთი ვინც უნდა გაბრაზებული იყოს ეს მე ვარ!
-რა?
-ხო.. ეს მე გამომიყენეს ყველანაირად. შენი რა მიდის? ჩემი ცოლი ხარ. პარკ ჩანიოლის. შენ კიდევ არაფერს წარმოადგენ. ერთი ფულს მონადირე....
-არც გაბედო!
-კარგი.. ისედაც იცი!- ისევ ნაგლურად ჩაიცინა და წინ გაიხედა
-არადა როგორი კარგი იყავი.
-ჰა?- გაუკვირდა და მე შემომხედა
-გზას უყურე და ის რომ კაფეში, ქუჩაში და ასე შემდეგ, შენ ძალიან კარგი იყავი. მართლაც, რომ ზედმეტად კარგი რეალობისთვის.
-ანალოგიურად
10 წუთში კლუბის შესასვლელთან ვიდექით. ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე და კარები შევაღეთ
-ვა... ვა... ვა... ვინები მოსულან... მოიცათ თქვენ თაფლობის თვეში არ უნდა იყოთ?!- მოგვაყარა ბარმენმა მისვლის თანავე.
-შეგიძლია წესივრად აგვიხსნა რა მოხდა გუშინ?
-მოიცა... არაფერი გახსოვთ?- სიცილით გვკითხა ბიჭმა და ბარის წმენდა გააგრძელა.
-რომ გვახსოვდეს შენთან მოვიდოდით შენი აზრით?! - აგრესიულად ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი
-ჰაჰ, გოგონი! მართლაც უნდა დაჯდეთ. რადგანაც ახლა თქვენ ისეთებს მოისმენთ რომ.... მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე შენ გითხარი ბიჭი მზერით გხდის მეთქი.
-ეგ გასაგებია. ეგ მახსოვს. მერე უკვე აღარაფერი.
-და....
*12 საათის წინ* *ჩანიოლ P.O.V*
საშინლად ვგრძნობდი თავს. ცოფებს ვყრიდი. საშინლად მტკივა გული. პირველად მომეწონა გოგო და ისიც ყალბი აღმოჩნდა. არსებობს რამე ნამდვილი? არსებობს? თუ ყველაფერი ყალბია. ყველაფერმა ფასი დაკარგა და ერთადერთი ფასეული „ფული, სახელი და ძალაუფლება გახდა? გრძნობები? რატომ დაიკიდა ყველამ ისინი ფეხზე? რატომ აღარავის აინტერესებს? რატომ... ნუთუ ასე გაირყვნა სამყარო?
-დამშვიდდი ჩანი- მითხრა ბექიმ და წყალი მომაწოდა.
-მშვიდად ვარ- შევუღრინე და ერთი მოსმით ჩავცალე ბოთლი
-ხოო გეტყობა.
-ძ**კნა
-სიტყვები, ჩანიოლ! შენ არაფერი იცი. არ მოგცემ უფლებას ჩემს დაზე ეგრე ისაუბრო, გასაგებია? მოკეტე. შენ არ იცი რა გადაიტანა მან, ვინ არის მისთვის ჰიუჯინი. შენ არაფერი იცი. ასე რომ გთხოვ მოკეტე.
-ამ... შენი სახელი შემახსენე საყვარელო?
-სახელი? მეხუმრები? ისე დაეცი, რომ შენზე 5 წლით უმცროსს ესწერვები და ენაგლები?
-ამ... საყვარელო, არ მინდა გაწყენინო, მაგრამ მართლა არ მახსოვს შენი სახელი. შენი აზრით ასეთი გამორჩეული ხარ, რომ დავიმახსოვრო?
-უბრალოდ ბავშვი ხარ! პატარა განებივრებული ბავშვი. და მიხარია, რომ რინს მალევე მოშორდი.
-ჰაჰ... რაც უფროსი ის უმცროსი- დავისისინე და ფეხი ფეხზე გადავიდე
-ჩანიოლ!- შესძახა ბექიონმა
-რაო ბექი? მოგვეწონა გოგო და ამიტომ ძმაკაცობას ფეხებზე ვიკიდებთ?
-გეყოს! ზედმეტები მოგდის
-არ გამაცინოთ რა... რაო, ბექი გვინდა გოგოს თავი მოვაწონოთ? ჰაჰ- ჩავიცინე და თავი გადავაქნიე
-რა ჯანდაბა გჭირს, ჩანიოლ!
-არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ ერთმა ძ**კნამ ჭკუა მასწავლა. ესაა და ეს
-უბრალოდ არაკაცი ხარ, ჩანიოლ! მდაბიო აქ შენ ხარ. და თუ გაინტერესებს შენ თვითონ ხარ „ძ**კნა"- დამიწივლა ლილიმ და ოთახიდან გავარდა
-შეხედე რა გააკეთე? ორი გოგონა ფაქტიურად ტირილით გააქცუნე. ბრავო, ძმაო! გაღიარებ! -დამიყვირა და იმ გოგოს გაჰყვა
-ეგრე, ბექი... ეგრე... მიდი გაყევი და მერე ვნახოთ ვინ გაგაღვიძებს როცა კოშმარი დაგესიზმრება.-დავუყვირე და გაბრაზებულმა ცარიელი წყლის ბოთლი მოვისროლე.
რატომ? რატომ მოიქცა ასე? არადა მართლა ჭკვიანი და განსაკუთრებული მეგონა. მისი უბრალოება. ეს იყო ის რითაც დამაბა. ჯანდაბა. თითქმის თავი შემაყვარა.
ასე გინდა ჩანიოლ! სულელი ხარ! სულელი. ვერ ისწალვე, რომ ადამიანები შენში მხოლოდ პარკ ჩანიოლს ხედავენ და არა იმას ვინც რეალურად ხარ. უნდა შეეჩვიო ამ აზრს.. უკვე დიდი ბიჭი ხარ.
ველაპარაკები საკუთარ თავს და ფანჯრიდან ვიყურებოდი. 5 წუთში ჯინსის ქურთუკი შემოვიცვი და გარეთ გავვარდი. მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, როცა ვიღაცამ შემაჩერა.
-სად მიდიხარ?
-უმცროსო? კლუბში.
-მეც წამოვალ.
-შენ პატარა ხარ-ვუთხარი და საჭეს მივუჯექი
-ნუ სულელობ და ამ მისამართზე წადი- ხელში რაღაც ფურცელი მომაჩეჩა და მანქანაში ჩაჯდა.
-ეიი... უჩემოდ საით?- უკანა სავარძელზე ბექიონი მოეწყო და კბილები გადმოგვილაგა.
-ჰაჰ, რაო? მოგვბეზრდა ის გოგოო?- ვუთხარი და მანქანა დავძარი.
-ნუ იქცევი, როგორც უკანასკნელი არაკაცი დედამიწაზე, ჩანიოლ. მითუმეტეს რამდენიმე დღის გაცნობილი გოგოს გამო- მითხრა და მობილური მოიმარჯვა.
-კარგი კარგი- ვუთხარი და ეშმაკურად ჩავიცინე
-აი ნახავ, დღეს ისე გავერთობით, იმ გოგოს საერთოდ ვერ გაიხსენებ. არ დაგავიწყდეს, შენ პარკ ჩანიოლი ხარ და მილიონობით გოგო შენზე ოცნებობს. ძილის წინ და რამე. ასე რომ- ბოროტულად ჩაიცინა ბექიონმა და მხარზე ხელი დამკრა.
-მართალი ხარ, ბექი. - ბოროტულად ჩავიცინე და გზას გავხედე ეშმაკური ღიმილით.
-კლუბი YOUTH ხომ გაგიგიათ აი მანდ წავიდეთ რა- ისევ ბექიმ წამოიძახა
-მანდ მივდივართ. ამბობენ მაგარი გოგონები „იჩითებიანო"- ეშმაკურად ჩაიცინა უმცროსმა და ენა ტუჩზე გადაიტარა
-ამას დაგვიხედეთ რა- ხელი წავკარი ცემს გვერძე მჯდომ უმცროსს და სიცილი დავიწყე.
10 წუთში შესასვლელთან ვიდექით. ღრმად შევისუნთქეთ და შევედით. ნაცნობი სუნი! ნაცნობი მუსიკა! ნაცნობი სიტუაცია!
მივაბიჯებთ და ფაქტიურად ყველა ჩვენ გვიყურებს. თუმცა რა გასაკვირია? ჩვენ ხომ ჩვენ ვართ! ჰაჰ. გოგონები ეშმაკური მზერით გვიყურებდნენ და ფეხებ გადმოლაგებულები ცდილობდნენ ჩვენი ყურადღების მიქცევას. სასაცილოა! თუმცა...
პირდაპირ ბარისკენ ავიღეთ გეზი
-როგორც ყოველთვის?! - ჩაიცინა ბარმენმა, რომელიც უკვე ფაქტიურად გვიცნობს.
-აქაც ბიჭო? -სიცილით ეკითხება ბექიონი.
-ჰაჰ, მე ყველგან ვარ სადაც სიტყვა „კლუბია" ნახსენები
-როგორც ყოველთვის- გამოაცხადა უმცროსმა
-აპპ... შენ ჯერ პატარა ხარ ასეთი რაღაცეებისთვის- სიცილით მიუგო ბექიონმა.
-პატარა? ჰაჰ, საყვარელო... გინდა განახო როგორი „პატარა" ვარ.
-აბა...
-მიყურეთ და ისწავლეთ- გამოაცხადა და საცეკვაო დარბაზისკენ წავიდა.
-არ შეგვარცხვინო სეჰუ- დავუძახე და ვისკი მოვსვი.
ვუყურებდი და მეცინებოდა. ბუზებივით შემოეხვივნენ ჩვენს უმცროსს გოგონები, ის კი მარტო ერთს აქცევდა ყურადღებას. ჰაჰ, ეს გოგოა ანუ ამ ღამის მსხვერპლი. კიდევ ერთი გოგონა, რომელსაც სეჰუნი მთელი ღამე გაართობს და შემდეგ მიაგდებს, როგორც რაიმე სათამაშოს. ნუ რა მეთქმის. უბრალოდ „ბიჭები".
-ერთი უყურე ამას რა... გაგვეზარდა ბიჭი- წამოიძახა ბექიონმა, როცა დაინახა როგორ მიყავდა სეჰუნს ის გოგო გასასვლელისკენ.
-კარგი მასწავლებლები ჰყავდა- სიცილით ვუთხარი და კიდევ ერთი ყლუპი გადავყლაპე, თან გემრიელად მოვეწყე სკამზე.
-ჰაჰ.... ახლა კი დროა მამიკო გაერთოს. მოვდივარ გოგონებო... აბა, რომელი იქნება დღევანდელი მსხვერპლი?!
-მე ფრთხილად ვიქნებოდი შენს ადგილად. იმ ვიღაც მსხვერპლს „ლილი" არ დაუძახო შემთხვევით- აგდებით ვუთხარი
-კაი კაცო.. ეგ დესერტია. ასე რომ... ახლა მშია.. - სიცილით მითხრა და კლუბს თვალი მოავლო..
-აიი ის- წამოიძახა ბექიმ, როცა ჩვენს წინ მოცეკვავე გოგონა დაინახა.
-ის...?
-კიი. ქერაა, ლამაზი ფეხები აქვს, უკანალიც შედევრია, მოკლედ არ იქნება ცუდი გოგონა.
-ვიღაცას მაგონებს.
-შეიძლება ნანახი გყავს სადმე. რომელიმე კლუბში. ხომ იცი, ერთი და იგივე საზოგადოება დადის.
-აჰამმ
-კარგი წავედი აბა მე და შენც ქენი რამე- თვალი ჩამიკრა და იმ გოგოსკენ წავიდა.
ღიმილით ვუყურებდი, როგორ მივიდა ბექიონი იმ ქერა გოგოსთან. მაგრამ წამში სახე შეეცვალა
-ლიილი?!- იმხელაზე წამოიძახა, რომ აქ გავიგე.
5 წუთში ჩემსკენ გამოიხედეს. ლილიმ როგორც იტყვიან „მკვლელი" მზერა მესროლა.
-ნახე ვინ ვიპოვე
-გავ40ცდი- ნაგლურად ვუთხარი და უკვე მერამდენე ჭიქა ვისკი მოვსი აღარც ვიცი.
-რა გაგაფრთხილე მე შენ ჩანიოლ?
-ვ...
არ დამცალდა სიტყვის დასრულება, რადგანაც ვიღაც გოგონა კალთაში ჩამისკუპდა.
-არ გინდა გავერთოთ?- გამომწვევად მითხრა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
-ამ... იცი მე არ მიზიდავს გაკეთებული მკერდი და უკანალი. ბუნებრივობას ვანიჭებ უპირატესობას. ახლა კი გადადი.
გოგონა გაბრაზებული წამოვარდა და სადღაც გაუჩინარდა.
-მდაჰ...
-რა?
-არაფერი
-კიდევ დაასხი- მივმართე ბარმენს.
-ჩანი მგონი სჯობს შეჩერდე.
-არა. დაასხი.
-მერამდენე ჭიქაა- ახლა უკვე ბარმენს ჰკითხა ჩემმა „მომვლელმა".
-ერთი ბოთლი უკვე ჩაცალა.
-წამო, სახლში ავიდეთ სიხარულო- ღიმილით მითხრა ბექიმ და ხელი მომკიდა.
-არა! არა! მე აქ ვიჯდები და აქ ვიჯდები კიდევ. შენ ლილი წაიყვანე სადაც გინდა. თუ გინდა სასტუმროში თუ გინდა ჩვენთან. მაინც არ მოვალ დღეს მანდ. ასე რომ შენს განკარგულებაშია.
-ჩანიოლ! ზედ...
-ზედმეტი მომდის?
-დიახ
-ცდები
-კარგი! როგორც გინდა! ლილი ჩვენ წავედით- შეჰყვირა ბექიმ და ლილის ხელი დაავლო
-ხოო ხოო წადით. ასე ჯობია.
ისინი გასასვლელში გაუჩინარდნენ. მეც წამოვდექი და კლუბის მეორე ბოლოში გავედი.
მუსიკას სხეული ავაყოლე დ ასე თავისუფლად ვცეკვავდი. გოგონეი რასაც ნიშნავს შემომახტნენ. გარს შემომეხვივნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩემს გამოწვევას. მეც მეტი რა მინდოდა? თავხედურად ვასრიალებდი მათ სხეულზე ხელებს.
*რინი P.O.V*
-თუ ერთობი, ბოლომდე უნდა გაერთო
-გეთანხმები, ვანახებ მე ამათ...
-შენსკენ ვარ, პატარავ- მომაძახა ბარმენმა და ტაში შემოკრა.
მივედი იმ მხარ-ბეჭიან, მაღალ ბიჭთან და მხხარზე ხელი დავუტყაპუნე. ის მეგობრებს ელაპარაკებოდა, ჩემს დანახვაზე შეცბა და გაკვირვება გამოესახა
-ბარმენმა მითხრა, რომ თვალს ვერ მაშორებდი.
-დავუშვათ სიმართლეა
-მაშინ, წამო- ხელი ჩავავლე და საცეკვაოდ გავიყვანე.
თამამად დავიწყე ცეკვა. მთელი სხეულით ვცეკვავდი და მთელი სიძლიერით შევიგრძნობდი მუსიკას. ვგრძნობდი, როგორ მისმევდა ბიჭი ხელს წელზე.
-წამო გავიდეთ.
-ჰაჰ, ასეც არ ვარ მთვრალი. Sorry, but მხოლოდ ცეკვისთვის მინდოდი.
-გასაგებია- სცილთ მითრა და მომშორდა.
-რაო? არ მოგეწონა?- მკითხა ბარმენმა
-ნწ... რაღაც აკლდა თითქოს. იცი რა უნდა გკითხო?
-რა?
-იქ შეიძლება ვიცეკვო?- ვანიშნე შემაღლებულ ადგილზე.
-იქ VIP განყოფილებაა, მაგრამ შენთვის შეიძლება..
-ჯიგარ
შევძახე და პირდაპირ იქით ავიღე გეზი. ვცეკვავდი. ყველანაირად. მთელი სხეულით. თიითოეული დარტყმა, სხეულს მიზანზარებდა. თითოეული ბგერა თუ ნოტი, უფრო და უფრო მიღვივებდა იმის სურვილს რომ მეცეკვა.
ფაქტია, ყურადღება მივიქციე. ნაკლებად მანაღვლებს ეს ფაქტი. ახლა ურალოდ გართობა მინდა.
-არ ფიქრობ, რომ ზედმეტად ხშირად იკვეთება ჩვენი გზები?- გავიგე, როგორც ჩამჩურჩლა ვიღაცამ ყურში და როგორ ამისვა ენა. თითები თითებშ შემისრიალა და მის სხეულზე ამაკრო. მეორე ხელი წელზე დამადო. ცეკვავდა. მეც ავტომატურად ავყევი.
-მინდა დაგივიწყო. მინდა თავიდან ამოგიგდო. მაგრამ უვკ ზედმეტა ღრმად გაიდგი ფესვები ჩემს გონებაში.
ყურში მეჩურჩულებოდა, ძალიან ნელა და ჩუმად. ამავდროულად მგძნობიარედ. ერთი სიტყვით ვნებიანად.
-უცნობო ნაცნობო...
-ქინდერი გოგონავ
მითხრა და ყურის ბიბილოსთან მაკოცა. მისკენ შემატრიალა და გულ-მკერდს ამაკრო.
-გიყურებდი! თავს ვიკავებდი! არ მინდოდა! მაგრამ ფეხებმა თავისით მომიყვანეს შენთან. საშინლად მიზიდავ. არც კი ვიცი რა დავარქვა ამას? სიყვარული? ვნება? თუ უბრალოდ მიზიდულობა. ძლიერი ხარ. იმდენად ძლიერი, რომ შენს წინაშე მე უძლური ვარ.
მე ხელი მის თმებისკენ წავიღე, მოვქაჩე, რასაც მისი კვნესა მოჰყვა. შმედეგ კი ყურში ჩავჩურჩულე
-სასიამოვნოა?
-ძალიან
-ჩემი განთავისუფლების ნაირად?
ვუთხარი და ხელი ვკარი.
-არ მოგატყუებ! მართლაც რომ ძალიან სასიამოვნო იყო იმის ყურება როგორ მიდიოდი.
-დარწმუნებული ვარ. არ მიკვირს. შენ ხომ ასეთი არაკაცი ხარ- დავუყვირე. ამ დროს მუსიკა შეწყდა. ყველამ ჩვენ გამოგვხედა. მშვენიერია!
-ძ**კნა
-დეგენერატი
-დებილი
-მატყუარა
-ლაჩარი
-ანგარებიანი
-არაკაცი
-ფულზე მონადირე
-განუვითარებელი
-დაბალი
-ტრიუმფალური თაღი
-ცოლად გამომყევი!
-კაი
ერთმანეთს შევყურებთ და გვეღიმება. რას ვაკეთებთ? არ ვიცი.
-მეჯვარე, რომელი იქნებით?- დავიყვირე და გავიკრიჭე.
-გოგო და ბიჭი გვჭირდება
-მე შენი ვიქნები- წამოიძახა ბარმენმა და ჩანიოლს ანიშნა მოდიო.
-მე კიდევ შენი მეჯვარე ვიქნები- ახლა უკვე სადღაც კუთხიდან წამოიძახა გოგონამ. გავხედეთ და ხელში მინა შეგვრჩა.
-მინა?- გაიკვირვა ჩანიოლმა
-კი მე ვარ.. აღარ წავედით?
-წავედით- წამოვიძახე და გოგოსკენ დავიძერი.
ზუსტად 5 წუთში მანქანაში ვიჯექით და გავყვიროდით რაღაცეებს.
-რას ვაკეთებთ?- სიცილით ვკითხე ჩემს გვერძე მჯდარ ბიჭს.
-არ ვიცი.. მაგრამ რაღაცა გიჟობას.
-გეთანხმები. ხვალ დილით ალბათ ამის გამო ვიჩხუბებთ.
*ჩანიოლ P.O.V*
ერთ საათში გარეთ ვიდექით და ღიმილით შევყურებდით ჩვენს თითებს. ჯიბეში ვიბრაცია ვიგრძენი
-ჩან, მოდი სახლში, თორემ ჩაიხრჩობი ალკოჰოლში.
-ცოლი მოვიყვანე
-რა ჯანდაბა გააკეთე?- შესძახა ბექიონმა
-მიდი კამერა ჩართე.
2 წამში ეკრანზე ბექიონი გამოჩნდა, ლილისთან ერთად.
-რა ხდება?-იკითხა ლილიმ
-ლილი! ჩემო უმცროსო! და გაგითხოვდა- კამერაში შემოვარდა რინი და დაიჯღანა
-რა ჯანდაბა გააკეთეთ-ორივემ ერთდროულად წამოიძახეს.
-დავქორწინდით- სიცილით ვუთხარით ორივემ და ხელი ვანახეთ.
-როდის მოასწარით?
-10 წუთის წინ
-უჩვენოდ?
-დიახ.
-გიჯები ხართ!
-არაუშავს. ახლა უკვე ერთად ვართ.- და რინს თავზე ვაკოცე.
-სამუდამოდ- შემომხედა რინმა და ყელში მაკოცა.
-დამბურძგლა გოგო!- წამოვიძახე და გავიცინე.
-არაუშავს. ამაღამაც იგივე მოგივა. ასე რომ უნდა შეეჩვიო.
-მოუთმენლად ველოდები
-ჩვენც აქ ვართ- მოგვესმა ლილის ხმა
-აბა კარგად გვრიტებო!
-ჭკუით- წამოიძახა ბექიმ და ყურმილი დაგვიკიდა
-თავისუფლები ხართ- მივუბრუნდი ბარმენს და მინას.
მათ ხელი დაგვიქნიეს და პირველივე ტაქსში ჩაჯდნენ.
*რინი P.O.V*
ჩანიოლთან ერთად მანქანაში ვიჯექი და ღიმილით გზას შევყურებდი. ჩანიოლს ჩემი ხელები თავისში ჰქონდა მოქცეული და ფრთხილად მეფერებოდა.
-ქინდერის გოგონავ
-ჰოუ
-გპირდები არ ინანებ.
-მჯერა. ვიცი. - და მთელ გულით გავუღიმე.
-ძალიან მიყვარს შენი ღიმილი-მითხრა და ხელზე მაკოცა.
-და კიდევ შენი ლამაზი ხელები.
მალევე სახლის წინ ვიდექით.
-მარჯვენათი უნდა შემოვიდე მოიცა- სიცილით ვუთხარი და ასეც მოვიქეცი.
ჩანიოლს სიცილი აუტყდა და კარები მიხურა. მე წინ წავედი და სახლს მოვავლე თვალი
-შენი სახლი...
-აწ უკვე ჩვენი, პატარავ.
ვიგრძენი როგორ შემიცურა თითები მუცელზე და მომეფერა. ნელა შემომატრიალა მისკენ და თვალებში ჩამხედა.
-იცი კიდევ რა მიყვარს შენში?
-....
-შენი სურნელი, რომელიც ცაში მიტაცებს. რომელიც ბედნიერებას მანიჭებს.
მითხრა და მხარზე მაკოცა.
-მიყვარს შენი მაღალი ყელი, რომელშიც შენი სურნელი უფრო გამძაფრებულია- ნელა მაკოცა კისერზე.
-მიყვარს შენი ლამაზი ფეხები, რომელიც ასე ლამაზად დაგაქვს- მითხრა და ხელი შემიცურა ფეხზე. ხელში ამიტაცა და კედელზე ამაკრო.
-მიყვარს შენი თმები, რომელიც ასეთი ფუმფულაა და ასეთი ტკბილია-ხელი თმებში შემიცურა და ღრმად ჩამხედა თვალებში.
-მიყვარს, შენი გამოყვანილი წელი
ხელი წელზე შემიცურა და უფრო მეტად ამეკრო
-მიყვარს, შენი თვალები. შენი ღრმა და მეტყველი თვალები. ულამაზესი. ისეთი, რომ ჩაიკარგები. მაგიჟებს ყველაფერი შენში. დანახვისთანავე, მაგიჟებ რინ.
მითხრა და ერთბაშად შეამცირა მანძილი ჩვენს შორის. ზევიდან დამყურებდა და ღრმად სუნთქავდა. ბეწვი ამეშალა. გულმა უფრო სწრაფად დაიწყო ცემა. მთელი სხეული ამიხურდა და დედამიწას მოვწყდი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მარტო მე და ის ვვარსებობდით მთელ სამყაროში. ძალიან ეგოისტურად ჟღერს, არა?! მარტო ის და მე. მარტო მე და ის. მარტო ჩვენ.
-მიყვარს ყველაფერი შენში და მაგიჟებს ეს ფაქტი.
მითხრა და ნიკაპთან მაკოცა.
ძლიერად მომიჭირე ხელები წელზე და ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა.
-იცი რა მაგიჯებს ყველაზე მეტად შენში?
-ნწ...
-ის რომ, ჩემი ქინდერი გოგონა ხარ! რომელსაც ახლა შევჭამ- სიცილით მითხრა და ტუჩებს დასწვდა.
*ჩვენი დრო*
ნელ-ნელა მიღდგება ეს მომენტები თავში და სირცხვილისგან ვიწვი. ჩანიოლისკენ თვალს ვაპარებ. ვხტები. მე მიყურებს და თვალს არ მაშორებს. ჩემნაირი გამომეტყველება აქვს თუმცა იმ განსხვავებით, რომ სადღაც სიამოვნებას ვიჭერ. ვაკვირდები და ვხედავ როგორ ეპარება ღიმილი, როგორ უციმციმდება თვალები და ბეჭდის წვალებს იწყებს.
-ეიი... ტრიუმფალურო თაღო! გამოფხიზლდი! - და თითები თვალწინ დავუტკაცუნე.
-ჰაა.. რა? რამე მითხარი, ჩემო ქინდერსი გოგონავ, რომელიც ძალიან გემრიელია- მითხრა და ღიმილი აიკრა სახეზე
-ფუ.. ჯანდაბა! არა! არა!
-რა არა?! კარგად მახსოვს სხვა რაღაცას იძახდი- ჩემსკენ გადმოიწია და ყურში ჩამჩურჩულა.
-ჯანდბა! არა ყრუ ვარ! არაფერი მესმის!
-მაგრამ გრძნობ!
ყველაფერი დაწვრილებით მახსოვს. და არ ვიცი რა ვთქვა გარდა- რა დებილი ვარ! რამ გამომაშტერა 22 წლის გოგო! როგორ გავყევი ვიღაც უცნობ ბიჭს ცოლად? ჯანდაბა! რა გავაკეთე!
-განქორწინებას ვითხოვ!
-ეგ შეუძლებელია
მოგვესმა უკნიდან ხმა. დავინახეთ როგორ მოდიოდა ჩვენსკენ მინა და ხელში რაღაც საბუთები ეჭირა.
-ეგ როგორ გავიგო?- ანერვიულებულმა ვკითხე
-პირდაპირ და წაღმა. ვერ განქორწინდებით. სულ მცირე 2 წელიწადი
-რატომ- ახლა უკვე ჩანიოლი ჩაგვერთო საუბარში.
-თუ განქორწინდებით, მაშინ შენ ჩანიოლ მოგიწევს მიატოვო სცენა, შენ კი რინ, მოგიწევს უარი თქვა მშობლების ქონებაზე, რომელსაც 25 წლის ასაკში მიიიღებ.
-ეგ სად წერია?
-აი აქ. გუშინ დაწერეთ ის, ხელი მოაწერეთ და ნოტარიუსთან დაამტკიცეთ. ბოდიშით, ბავშვებო.
- როგორ ჩანს მომეჯაჭვე...- მითხრა ჩანიოლმა და გვერდულად ჩაიღიმა
კიდევ უფრო დიდი შიში დამეუფლა. კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყეს რეკვა განგაშის ზარებმა. კიდევ უფრო გავფითრდი. ტუჩები გამიცივდა და ხელის გულები გამიოფლიანდა. უსასრულობაში ვიყურებოდი და ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდ შარში გავყავი თავი. ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ადვილად არ დასრულდებოდა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. რატომ? პასუხი მარტივია და ის- უცნობი ნაცნობია.

ჰაჰ ^^ ვერ მოვითმინე და დავდე.... რა ვქნა! ზედმეტად მოუსვენარი და სულსწრაფი ვარ ^^ ძალიან მიხარია რომ კითხულობთ ^^ ძალიან მიხარია თქვენი შეფასებების კითხვა, ჩემო შოკოლადებო ^^ იმედია მოგეწონათ <3 უკვე მე-5 თავია. იმედია მოგწონთ და საინტერესოა. ახლა კი მინდა რაღაც კითხვა დაგისვათ. წერის დროს მე მუსიკებს ვუსმენ ხოლმე და მაინტერესებს თქვენთვის ეს ფიკი რომელ სიმღერასთან ასოცირდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს კორეული იქნება თუ სხვა წარმომავლობის. თუ არ დაგეზარებათ მიპასუხეთ ^^ <3 მოკლედ თუ მოგეწონათ Vote and Comment ^^ პს: უკვე გითხარით, რომ მიყვარხართ ?! <3 ^^^ <3

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Where stories live. Discover now