მგონია, ვგიჟდები(7)

1.2K 101 31
                                    

-იუჯინ?- გაკვირვებულმა იკითხა ჩანიოლმა, როგორც კი ჩვენს წინ მდგარ გოგონას შეხედა.
-რამდენი ხანია არ მინახიხარ, დაკარგულო?! მომენატრე- გოგონა ჩანიოლისკენ გაიწია და თავისი გამხდარი ხელები მის დიდ მხრებს შემოხვია. თვალები დახუჭა და მკერდზე მიადო თავი. წამით, ან 2 წამითაც კი, ჩანიოლი გაკვირვებული და უმოძრავოდ იდგა. მაგრამ როგორც კი გაიაზრა, რა ხდებოდა, იმ წამსვე ხელები მოხვია გოგონას და მთელი ძალით ჩაიხუტა. გოგონას მსგავსად თვალები მანაც დახუჭა. სახე, უფრო სწორად ცხვირი, მის თმებში ჩარგო და მისი სურნელი შეისუნთქა.
მე გაკვირვებული ვუყურებდი ამ სცენას. არც კი ვიცოდი რა გამეკეთებინა! სად წავსულიყავი! ამიტომაც ასე ქანდაკებასავით ვიდექი და ვუყურებდი ამ ორ მონატრებულ ვარსკვლავს. თვალებშიც კი ეტყობოდათ, რას გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ. თვალებშიც კი შეამჩნევდით თუ რა დიდი იყო ეს რაღაც.
ვიგრძენი როგორ ჩამწყდა, რაღაც გულში. კანკალმა ამიტანა. წავბარბაცდი და სასწრაფოდ სკამის საზურგეს დავეყრდენი. ნერვიულად, ხან ჩანიოლს, ხან იუჯინს და ხან ბატონ ლის ვუყურებდი. ამ უკანასკნელს კი, ოოოო როგორი ნასიამოვნები სახე ჰქონდა!
-შენ რინი, არა? მე იუჯინი. სასიამოვნოა- ხელი გამომიწოდა იუჯინმა, როგორც კი ჩანიოლს მოშორდა.
-კი- ჩუმად ვუთხარი და დაბნეულმა ხელი ჩამოვართვი.
-რინ! საყვარელო! არ ვიცი, რა თამაში გაითამაშე! არ ვიცი რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. არა უფრო სწორად ვიცი, უბრალოდ აღარ დავასახელებ, არ მინდა კიდევ უფრო მეტად დაგამცირო. კარგი?! ახლა კი წაბრძანდი აქედან. 2 წელიწადში კი ჩანიოლის ადვოკატი დაგიკავშირდება.
-რა ბრძანეთ? თქვენ მე ვინ გგონივართ?
-ამ... ფულზე და ძალაუფლებაზე მონადირე გოგონა!
-და იქნებ მითხრათ, რა საფუძველზე გამოგავთ ეგ დასკვნა?
-იმ საფუძველზე, რომ ჩემმა მომღერალმა, რომელიც სასმელს საერთოდ არ ეკარებოდა, დალია. და ისე გამოთვრა, რომ საბოლოოდ ცოლი მოიყვანა. თანაც ვიღაც 2 დღის გაცნობილი, წარუმატებელი სტუდენტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ დაუშვეს გამოცდაზე, რომ ამ უკანასკნელზე მან დააგვიანა.
-როგორ ბედავთ? დიახ, დავაგვიანე. მაგრამ ეს თქვენი საქმე არ არის. და მეორე. დიახ, მან მე ცოლად მომიყვანა. დიახ, 2 დღის გაცნობილი სტუდენტი ვარ. მაგრამ არა წარუმატებელი. გასაგებია?
-კიდევ ერთხელ გიმეორებ დატოვე შენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან დაცვა წაგათრევს. ერთი უბრალო, ფულზე მონადირე ძუკნა ხარ!
-ყველას თქვენ თავთან ნუ აიგივებთ!- ვუთხარი და ხელი მაგიდაზე დავურტყი.
-იქონია ზრდილობა და წესიერად მელაპარაკე.
-ანალოგიურად.
-გაეთრია აქედან- დამიყვირა და წამოფრინდა.
-ბატონო ლი...- ლაპარაკში ჩანიოლი ჩაერთო.
-წაათრიე ეგ შენი ცოლი აქედან, თორემ არც კი ვიცი რას ვიზამ.
-კარგი... რინ, წამო!- ფრთხილად შემახო ხელი მკლავზე და კარებისკენ მიბიძგა.
-აიი შენ კი ნუ მეხები! შენ უკანასკნელი ხარ ვისაც ახლა ავიტან. ნუ მეხები! დეგენერატო და არაკაცო. მშიშარა ხარ, პარკ ჩანიოლ!- დავუყვირე და გარეთ გამოვვარდი.
-რინ! რინ მეთქი!- მესმოდა როგორ ყვიროდა ყურშა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.
დავლანდე ქაი და მის გვერძე მდგომი მინა. ორივე გაკვირვებული და შეშინებული მიყურებდა. ლიფტის ღილაკს დავაჭირე. ჯანდაბა! სად არის ამდენი ხანი! გაგიჟებულმა გეზი პირდაპირ კიბეებისკენ ავიღე და ისე სწრაფად ჩავიარე 12 სართული, ვერც კი მივხვდი.
გარეთ გამოვვარდი და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
როგორ შეეძლო! არაკაცი! ლაჩარი! უბრალოდ საშინელება! გული მერევა მასზე. დეგენერატი. ღრმად ვსუნთქავდი და მთელი ძალით ვცდილობდი ბოლომდე ჩამესუნთქა ჟანგბადი. საშინლად მიჭირდა სუნთქვა, გული აჩქარებული მქონდა. შიგნიდან ყველაფერი მეწვოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ახლა ავფეთქდებოდი. მინდოდა მეყვირა! მინდოდა მეწივლა! მინდოდა მომეკლა! მინდოდა მეტირა! მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ ვიდექი მოედნის ცენტრში და ღრმად ვსუნთქავდი. ვაშტერდებოდი ერთ წერტილს და თვალს ვერ ვაცილებდი. ქარი საშინლად მიბურდავდა თმებს. სიცივე მთელს ორგანიზმში მივლიდა. მაგრამ ისე ვიყავი ახურებული, რომ ამას ნაკლებად ვგრძნობდი. როდესმე შეგზიზღებიათ ადამიანი მთელი არსებით? აი რომ დაინახაავთ და გულის რევის შეგრძნება, რომ გეუფლებათ. უკანასკნელ არაკაცად გევლინებათ ის. უკანასაკნელ ადამიანად.
*ჩანიოლი*
ჩუმად ვიდექი და ვუსმენდი, როგორ ლანძღავდა ბატონი ლი რინს. არც კი ვეწინააღმდეგები. რატომ? არ ვიცი. ალბათ ის ხელი მაჩერებს, რომელიც იუჯინს მჭიდროდ აქვს დაჭერილი და არ უშვებს.
ჩავერთვე თუ არა საუბარში რა გამოვიდა?! ჰაჰ...
-ჩანი.. მგონი ჯობია დაედევნო ნაზად მითხრა იუჯინმა და ერთი თითით ხელის გულზე მომეფერა
-ფიქრობ?
-დარწმუნებული ვარ, დაკარგულო. ის შენი აწმყოა და სავარაუდოდ მომავალი. მე კი წარსული- ნაზად გამიღიმა და კარებისკენ მიბიძგა. მეც სწრაფად გამოვვარდი.
-რა უქენი?!- გზა ჩემმა მენეჯერმა, ანუ მინამ გადამიღობა.
-არაფერი
-აბა რატომ გამოვარდა ისეთი თითქოს რამდენიმე წამის წინ აგინეს და მიწასათან მიასწორეს- დამიბღვირა და ხელები გადაიჯვარედინა
-ჯანდაბა, მინა! არაფერი! არაფერი!- მეც არ დავაკელი და ლიფტისკენ დავიძერი. ღილაკი მიჭერილი დამხვდა.
-რინმა მიაჭირა- მითხრა ქაიმ და მხარზე ხელი დამიტყაპუნა. ამ დრო ლიფტიც მოვიდა
-ჩანიოლ!- ქაიმ ხელით შეაჩერა ლიფტის კარები- ალბათ იცი არაა, რა არის ბედნიერება?! ამიტომაც გთხოვ შენი ბედნიერება აირჩიე. ამას მაინც ვიმსახურებთ. ახლა მაინც დააყენე საკუთარი თავი სმზე წინ. კაი?- მეგობრულად გამიღიმა და ხელი გაუშვა ლიფტის კარებს.
-კარგი- ვუთხარი და ლიფტის კარებიც დაიკეტა. 2 წუთში დაბლა ვიყავი.
-ვინმე გრძელ თმიანმა გოგონამ ხომ არ გაირბინა- მივმართე დაცვას.
-კი.
-მადლობა
გარეთ გავვარდი. აქეთ-იქით ვიხედებოდი. ვეძებდი. თვალებით. მინდოდა დამენახა. მინდოდა თვალი მომეკრა მისი სილუეტისთვის. მის სხეულისთვის. მისი გრძელი, ფუმფულა თმებისთვის. ქარმა დაუბერა. ღრმად შევისუნთქე და ვფიცავ მისი სუნი ვიგრძენი. სურნელი, რომელიც მხოლოდ მას აქვს. სასიამოვნო და თავბრუს დამხვევი. ტკბილი და სუფთა.
თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ შევეცადე დამეჭირა მისი სურნელი. ვიგრძენისავით, მაგრამ ძალიან სუსტად. მოედნის ცენტრისკენ გავიხედე.
-რინ!- აღმომხდა და მასთან მივირბინე. მხარზე ხელი მოვკიდე და ჩემსკენ შემოვატრიალე.
-ვინ გნებავთ- იკითხა უცხო გოგონამ და გაფართოებული თვალები შემომანათა.
-უკაცრავად. ვიღაცაში ამერიეთ. უკაცრავად!
-არაუშავს, ჩანიოლ ოპპა- გამიღიმა უცნობმა გოგონამ და კამერა გამომიწოდა.
-შეიძლება შენთან ერთად ფოტო გადავიღო?
-ამ....
-თუ გეჩქარება?! სამწუხაროა- მოიწყინა გოგონამ და თვალები დაბლა დახარა.
-არა, არა. ვისაც ვეძებ ის ალბათ წავიდა. სამუდამოდ. მოდი გადავიღოთ.
რბილად გავუღიმე და კამერა მოვიმარჯვე. 2 წუთიანი ფოტოსესიის შემდეგ გოგონა გამშორდა ბედნიერი ღიმილით.
-ჯანდაბა, რინ! სად ხარ! ჯანდაბა! რა სულელი ვარ! ჯანდაბა!- საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი და აქეთ-იქით დავდიოდი.
„კაფე" გამირბინა ამ სიტყვამ თავში. მეც სწრაფად მანქანაში ჩავჯექი და გეზი კაფისკენ ავიღე.
-რინი ხომ არ მოსულა?- ვკითხე ბარმენს, როგორც ვიცი ლუკასი ჰქვია.
-არა, არ მოსულა!- მითხრა და თავის საქმე გააგრძელა.
-სად იქნება ხომ არ იცი?
-მე რა ვიცი.
-მეგობარი ხარ
-არ ვიცი- მკაცრად მითხრა და გამეცალა.
-გთხოვ, თუ იცი მითხარი!- შევაჩერე და ხელი დავუჭირე.
-არ ვიცი, ჩანიოლ! არა! ახლა კი დამაცადე საქმის გაკეთება- გაღიზიანებულმა ხელი გამომგლიჯა და მაგიდისკენ წავიდა.
-სად ხარ, რინ!- აღმომხდა და ჩემი ადგილისკენ წავედი. ზუსტად იქ სადაც ჩემმა მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი. ზუსტად იქ სადაც მე და რინმა ვისაუბრეთ!
ქუჩას გავყურებდი და ისევ და ისევ ვცდილობდი თვალებით მომეძებნა ჩემი ქინდერის გოგონა! არც კი ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ. თუმცა, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მას მე უკვე ვძულვარ. უკვე ატანა აღარ აქვს ჩემი. მე მას ხელი გავუშვი, იუჯინს ჩავეხუტე, მას მოვხვიე ხელები რინის მაგივრად და ბატონ ლის მხარი ავუბი. მას მე ძუკნას ვუწოდებდი. ჰაჰ, მგონი ჯობია თავი დავანებო, ამ სულელ და პატარა გოგონას! მისთვის არაფერი მომიტანია გარდა ტკივილისა, შეურაწყოფისა და დამცირებისა. ასე რომ... ჯობია ხელი გავუშვა და მივცე საშუალება წინ წავიდეს. დიახ ასე ჯობია!
გავყურებდი ქუჩას და აი ისიც. დავინახე როგორ მოსეირნობდა თავისი სახლის გზაზე. უკვე 2 ან 3 საათი იქნებოდა. მზე აჭერდა და ცხელოდა. თუმცა რინი მაინც აუჩქარებლად მოდიოდა. დაბლა ჰქონდა მიმართული თვალები. სახეზე ეტყობოდა რამხელა ტკივილი იყო მასში. ეტყობოდა როგორი განადგურებული და მიწასთან მისწორებული იყო.
მაღლა აიხედა ცაში, ჩაიღიმა და გზა გააგრძელა. ნეტავ რას ფიქრობს ახლა? ნეტავ რა ფიქრებითაა სავსე მისი ლამაზი და ჭკვიანი თავი! გოგონა, რომელსაც წვიმა სიგიჟემდე უყვარს! გოგონა, რომელიც ქინდერზე აბოდებს! გოგონა, რომელმაც პირობა დამადებინა, შოკოლადთან დაკავშირებით. გოგონა, რომლისთვისაც თავისუფლება ყველაფერია. გოგონა, რომლის თვალებში რამდენიმე გრძნობა მუდმივად ირევა. რომლის გულიც ძალიან ბევრს იტევს. გოგონა, რომელიც ღამე ნელა მისეირნობს და არც კი ეშინია.
ჩამეღიმა და ლუკასს დავუძახე. ჯიბიდან ქინდერი ამოვიღე და გავუწოდე.
-ლუკასს, გთხოვ რინს მიეცი ეს- ფეხზე წამოვდექი და ისე ვუთხარი
-კი მაგრამ...
-გთხოვ...
-კარგი.
მანაც თავი დამიქნია და რინისკენ წავიდა. მეც სასწრაფოდ კაფიდან გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად მოვშორდი იქაურობას. არ მინდოდა ვენახე. უბრალოდ არ მინდოდა.
*რინი*
-რინ! რინ- მესმის როგორ მიძახის ლუკასი. გაკვირვებული მისკენ ვბრუნდები.
-ლუკას...
-ქინდერი. აიღე
-ქინდერი?- შეშფოთებულმა შევხედე და გაკვირვებულმა პირი დავაღე
-ხო აიღე. მიდი მეჩქარება.
-კი მაგრამ ვისგანაა?
-ნახვამდის, რინ!- მითხრა და სწრაფად გაიქცა კაფისკენ.
მივიხედ-მოვიხედე. ვეძებდი. თვალებით ვეძებდი მის სილუეტს. მის ყურებს. მის სხეულს. მის თმებს. მაგრამ ამაოდ. ის არსად ჩანდა.
მხრები ავიჩეჩე. ქინდერი ჩანთაში ჩავიგდე და სახლისკენ წავედი. უხალისოდ შევაღე. ქონვერსები იქვე გავიხადე, ჩანთაც იქვე მივაგდე და სამზარეულოსკენ წავედი, საიდანაც ბედნიერი სიცილი გამოდიოდა.
-რინ?!- გაკვირვებულმა მკითხა ჰიუჯინმა და სკამზე დაწყობილი ფეხები დაბლა ჩამოაწყო.
-აჰამ- ვუთხარი და ცივი წყლით ავავსე ჭიქა.
-კი მაგრამ...
-რა?- ვკითხე და ერთი მოსმით დავლიე მთელი ჭიქა.
-აქ რა გინდა?- საუბარში ლილი ჩაერთო
-უმცროსო დაიკო, ეს ჩემი სახლია. სხვაგან სად უნდა ვიყო?- გაღიზიანებული სკამზე დავჯექი და მაგიდაზე ფეხები შემოვაწყე.
-ფეხები ჩასწიე. ამ მაგიდაზე ვჭამთ- გამიბრაზდა ჩემი უმცროსი და თვალები დამიბრიალა
-რას მიბრიალებ თვალებს?! ცოტა წესიერად, თორემ მოგხვდება- და თავი უკან გადავაქნიე
-რა გააკეთა?- ნაღვლიანად მკითხა ჯინმა
-არაფერი
-გასაგებია.
-არაფერი, აბსოლიტურად არაფერი.
-კაი
-უბრალოდ იდგა და უყურებდა, როგორ მასწორებდნენ მიწასთან.
-დაივიწყე. შენ უკეთესს იმსახურებ, ვიდრე ერთ დებილ და გამოტვინებულ რეპერს. შენს ფრჩხილადაც არ ღირს, ეგ ყურშა. ან მისი ფეხებისთვის შეგიხედია. OMG. ტრიუმფალური თაღი 100იანი მასზეა დაწერილი. იმ ხელა ყურები აქვს, რომ მოიქნიოს გაფრინდება. რედბული აფრთიანებს...
-რედბული რა შუაშია?- გაკვირვებულმა ჰკითხა ლილიმ.
-თავშია
-რედბულზე გამახსენდა- წამოვდექი და მაცივრიდან ენერგეტიკული სასმელი გამოვიღე
-ჰოდა რას ვამბობდი. დაიკიდე. და თანაც ახლა რასაც გეტყვი დამერწმუნე ვიღაც პარკ ჩანიოლს სრულიად დაგავიწყებს.
-აბა მითხარი
-შენ. მიემგზავრები. პრაქტისთვის. გერმანიაში.
-რა? რატომ მეხუმრები ასე მწარედ. კაი რა..- და ისევ მაგიდაზე ავაწყე ფეხები. თან ენერგეტიკული მივიყუდე
-არ გეხუმრები. ერთი თვის წინ შევიტანე განცხადება გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტში და მათაც მიგიღეს. თანაც სრული დაფინანსებით, საყვარელო.- ამის თქმა იყო, რომ მთელი ენერგეტიკული გარეთ გამოვასხი. პირი მოვიწმინდე და თან გაგიჟებული თვალებით ჯინს შევხედე.
-დეგენერატო!- დამიყვირა ლილიმ და სახის მოწმენდა დაიწყო.
-ბოდიში უმცროსო! მართლა მეუბნები? არ მეხუმრები?
-არა სულელო, ოღონდ ჩემთან ერთად მოდიხარ და ჩემთან ერთად იცხოვრებ. იმედია არ იქნები წინააღმდეგი. ხომ იცი რა მხელა სახლი მაქვს. მარტოსულად ვგრძნობ თავს ხოლმე!
-რათქმაუნდა ჯინ! ვაიმე, ვაიმე მადლობა- დავუყვირე და კისერზე ჩამოვეკიდე.
-ნუ გამგუდავ ახლა შეეცადე, კარგი?- ხველებ-ხველებით მითხრა ჯინმა.
-კაი, კაი- ხელები შევუშვი და ბედნიერი თვალები შევანათე.
-მიდი ჩაალეგე. დღეს საღამოს უკვე ფრენაა. მიდი სწრაფად.
-კარგი კარგი
ვუთხარი და ბედნიერი ოთახისკენ გავიქეცი.
ძალიან ბედნიერი ვიყავი! გერმანიაში! საასწავლებლად! რა ძალიან მაგარია!
3 საათში უკვე ყველაფერი მზად მქონდა.
-რინ! დროა!- თავი ჰიუჯინმა შემოყო და გამიღიმა
-კაი- ვუთხარი. არათითიდან ოქროსფერი ბეჭედი მოვიძვრე და იქვე მაგიდაზე დავდე.  ბარგს მოვკიდე ხელი, ერთი მოვავლე თვალი ოთახს. ოთახს, სადაც გავიზარდე, რომელიც ჩემს მშობლებთაან ერთად მოვხატე, შუქი ჩავაქრე და კიბეებს ჩავუყევი. კარებთან ლილი იდგა თავჩაღუნული.
-ლილი...
-რინ!
-მომენატრები!
-მეც!
-ბოდიში, რომ მივდივარ...
-ასე ჯობია. ყველა ვარიანტში. ჩემზე ნუ ღელავ. როგორც შენ ამბობ, ხოლმე დიდი გოგო ვარ. ასე რომ...
-ჩემო უმცროსო!- ხელები მოვხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე.
-ხომ იცი, რომ მიყვარხარ!
-ვიცი და მეც.
-ჭკვიანად, პატარავ.
-კაი ბებერო... შენც. შენ მიდიხარ გერმანიაში მთელი 5 წლით. მე კი არა...
- მაინც... იცოდე, ძაან ხშირად არ იარო კლუბებში და ყველა შემხვედრს ფეხები არ გადაუშალო.
-შევეცდები. მაგრამ რომ იცოდე არავისთვის გადამიშლია.
-კი დავიჯერე. მე ვიწექი აბა შუაღამეს ბექიონთან ერთად?
-მაგას რაც შეეხება. არაფერი მომხდარა. მართლა!
-კაი დავიჯერე. წავედი. აბა შენ იცი.
ბოლოჯერ ვაკოცე ლოყაზე და მანქანაში ჩავჯექი.
-აბა წავედით?
-წავედით.
-მოვდივართ, გერმანია! - დაიყვირა ჰიუჯინმა და მძღოლს ანიშნა წავედითო.
-გითხარი უკვე, რომ ჯინი ხარ.....
-კი
-და გითხარი, რომ ჩემი ჯინი ხარ?
-დიახ'თ
20 წუთში აეროპორტში ვიდექით. მალევე ჩვენი რეისიც გამოაცხადეს. არც კი გამომიხედავს უკან ისე ავედი თვითმფრინავში. ყოყმანის გარეშე დავიკავე ჩემი ადგილი, ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე. ეს ზუსტად ისაა, რაც ახლა მე მჭირდება. ეს ის არის, რაც მინდა და ამით ყველაფერი დასრულდება. დასრულდება, ის ორ დღიანი ზღაპარი, რომელიც მე გადამხდა. რომელმაც დამაჯერა და დამარწმუნა, რომ სასწაულები და საოცრებები მართლაც ხდება. რომელმაც დამაჯერა, რომ რაღაც შეიძლება ჰარმონიული იყოს და ამავდროულად საშინლად კონტრასტულიც. რომელმაც მომცა იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
*ჩანიოლი*
საღამოს 9 საათი იყო, რომ გამეღვიძა. ოთახში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. სასიამოვნო და ამავდროულად ისეთი, ტანში რომ გაგცრავს. ოთახში სიბნელე და სიჩუმეა გამეფებული. ამ იდეალს მხოლოდ და მხოლოდ საათის წიკწიკი და ფანჯარაზე მიშხეფებული წვიმის წვეთები არღვევს... ჩამეღიმა! წვიმაზე ალბათ სამარადისოდ რინი გამახსენდება. პატარა გოგონა, რომელსაც ძალიან ვატკინე გული. ფანჯარას გავხედე. იმის გამო, რომ ფარდები ბოლომდე გადაწეული მქონდა, მთვარის სინათლე აღწევდა ოთახში და ასე ანათებდა ამ უკუნით სიბნელეს.
ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე. ხელში ბალიში მოვიქციე. მას ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი რინის სურნელი. მახსენდება, როგორ ვკოცნიდი. როგორ ვეხებოდი, როგორ ვეფერობიდი. როგორ ვასრიალებდი მის სხეულზე თითებს და როგორ შევისწავლიდი მისი სხეულის თითოეულ მილიმეტრს. მეღიმება. თვალებს ვხუჭავ და კიდევ და კიდევ ვიხსენებ იმ ტკბილ წამებსა და წუთებს. ვიხსენებ მის მშვენიერ და პატარა სხეულს, რომელიც უფორმო სამოსის უკან აქვს დამალული. ვიხსენებ მის გამოყვანილ წელს, მის ლავიწებს, მის მოღერებულ კისერს, მის თვალის ჭრილს, მის მკლავებსა და მაჯებს, მის თითებს, მის გრძელ ფეხებს, რომლის დამალვას მუდმივად ცდილობს. რატომ? არ ვიცი. სწორედ ეს მხიბლავდა მასში. მისი უბრალოება და ამავდროულად მისი განსაკუთრებულობა. სწორედ ეს ხდიდა მას განსაკუთრებულს.
ბალიშს გვერძე ვაგდებ და ემბრიონის ფორმას ვიღებ. რამდენიმე წამის წინ გვერძე გადაგდებული ბალიში მუცელთან მიმაქვს და მთელი ძალით ვეხუტები. თან თვალს არ ვაშორებ მთვარესა და ვარსკვლავებს.
არ ვიცი... ვერ ვხვდები რას ვგრძნობ ამ პატარა გოგონას მიმართ. გაორება მჭირს. არც კი ვიცი როგორ ავღწერო ეს ყველაფერი. მაგრამ ერთი ვიცი, რინის გარეშე მგონია ვგიჟდები. სულ რამდენიმე დღე იყო ჩემთან და უკვე დამოკიდებული გავხვდი მასზე, როგორც წამლებზე ხდებიან ხოლმე დამოკიდებულებნი. შიგნიდან რაღაცა მჭამს. ყოველ წამს მისი სხეული, მისი სახე მიდგება თვალწინ. მახსენდება ყველაფერი მასზე. და ეს უბრალოდ მჭამს შიგნიდან. მიყვარს? არამგონია. უფრო ვნებაა, რასაც მის მიმართ ვგრძნობ. ძალიან დიდი ვნება და მიზიდულობა.
დაუსრულებელია მისი სურვილი. თითქოს მწყურია. არც კი ვიცი... მინდა, გვერზე მეწვას. მინდა მთელი ძალით ვეხუტებოდე. მინდა მის სურნელს მძაფრად შევიგრძნობდე და არა ისე სუსტად, როგორც ახლა. მინდა მისი სურნელით ფილტვები ამევსოს. მინდა! საშინლად და დაუსრულებლად! არაფერი ვიცი, ვერაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ და მხოლოდ ერთს ვხდები. მინდა და მკლავს მისი სურვილი!
სწრაფად წამოვდექი საწოლიდან, არც კი ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ ზუსტად 1 წუთში უკვე მანქანში ვიჯექი. ჩემი თავის გამიკვირდა. სწრაფად დავძარი მანქანა. მივდიოდი და თან ნერვიულად ხელს ვათამაშებდი.
„რინთან დარეკე" გავეცი ბრძანება და კომპიუტერმაც იმ წამსვე შეასრულა.
არ იღებს. ჯანდაბა, ჩანიოლ! რათქმაუნდა არ იღებს. შენი აზრით აიღებს?!
სიჩქარეს ვუმატებ. 10 წუთში მისი სახლის წინ ვიდექი. სასწრაფოდ დავაკაკუნე.
-ჩანიოლ?- გაიკვირვა კარების უკან მდგომმა ლილიმ.
-რინი სახლშია?- მოუთმენლად ვკითხე.
-ჩან..
-ნუ წელავ
-ის წავიდა
-რა? სად?
-ჩანიოლ...
-ვერ მეტყვი, არა?
-ვერა
-მან გაგაფრთხილა, არა?
-კი
-გასაგებია.- შემოვბრუნდი და მანქანისკნენ წავედი.
-ჩანი
-რა არის?
-აიღე- და გამომიწოდა ბეჭედი
-ეს...- ვუყურებდი ჩემს ხელის გულში არსებულ ოქროსფერ ნივთს და გული მტკიოდა, სული მეკუმშებოდა და ყელში რაღაც მაწვებოდა. სევდიანი თვალებით ვუყურებდი და მწარედ მეღიმებოდა. ნელა გავბრუნდი მანქანისკენ
-და ჩანი...
-ხოუ
-ლუდი
-რა ლუდი?
აღარ დამაცადა სიტყვის დასრულება და სასწრაფოდ კარები მიკეტა.
ჯანდაბა რა ჭირს ამ ორს? რამე გენეტიკურია? ჯანდაბა, რინ! რატომ წახვედი. ან სად ხარ?! ჯანდაბა, მჭირდები პატარავ.
მანქანის ბორბალს ფეხი მივარტყი და გაბრაზებული ჩავჯექი მანქანაში.
*რინი*
მთელი 1 წელი. 1 წელიწადი გავიდა, რაც კორეა მივატოვე და გადავეშვი ლუდის სამყაროში. ანუ გერმანიაში. 1 წელია, რაც უკან მოვიტოვე ყველაფერი და აქ ჩამოვედი. ამ ყველაფრის აღწერა მხოლოდ და მხოლოდ ასე შეიძლება „საოცრება". ზღაპრულია. ოცნება.
საუკეთესო პრაქტიკა. საუკეთესო სწავლება. საუკეთესო ღამეები. და საუკეთესო ყველაფერი.
ვცდილობ წინ წავიდე და ყველაფერი უკან მოვიტოვო. მაგრამ ძნელი აღმოჩნდა საკმაოდ. პირველი ერთი კვირა განსაკუთრებულად მიჭირდა. ყველა იმაზე წერდა თუ როგორი მშვენიერი და ტკბილი წყვილი იყვნენ და არიან იუჯინი და ჩანიოლი. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ უცნობ ნაცნობთან ძალიან ცოტა ხანი ვიყავი, მიუხედავვად ამისა მაინც მოახერხა ჩემს გონებაში ფესვების გადგმა. მოკალათდა და აღარ უნდა წასვლა. მაგრამ ალბათ დრო გავა და ყველაფერს დავივიწყებ. ყველაფერს და თითოეულ წამს, წუთს მასთან დაკავშირებულს.
ახლა საღამოს 10 საათია. მე რათქმაუნდა ფანჯარასთან ვზივარ. რაღათქმაუნდა, როგორც ფსიქოლოგებს შეეფერებათ, გარეთ ვიყურები და ხალხს ვაკვირდები. როგორ მოძრაობენ. რას აკეთებენ და ვცდილობ გამოვიცნო მათი ისტორია. შეიძლება ითქვას ჩემი წეს-ჩვეულებაა ეს უკვე. ყოველ საღამოს ვჯდები და განათებულ ქუჩებს ვაკვირდები, ენერგეტიკულს ვწრუპავ და მუსიკას ვუსმენ. ესაა ჩემი განტვირთვის საშუალება.
ფიქრებიდან კარებზე ზარს გამოვყავარ. მეც სასწრაფოდ ვდგები და კარებისკენ მივრბივარ.
- რა მალე დაბრუნდი სიხარუ...
გამოვაღე კარები და სიტყვა პირზე შემახმა. გაკვირვებული და შეშფოთებული ვუყურებდი ჩემს წინ აღმართულ მაღალ სილუეტს. არც კი ვიცი რა მოხდა მაშინ ჩემს ტვინში. თითქოს ყველაფერი თავდაყირა დადგა. ძალიან ამიჩქარდა გული, თვალებში დამიბნელდა და თითქოს ტვინში სისხლი ჩამექცა. ცივმა ოფლმა დამასხა და მთელი სხეულით კანკალი დავიწყე. რა ჯანდაბა გინდა აქ?! არ გეყო რაც კორეაში მოხდა? აქაც გინდა გამაწამო?!
-რა. ჯანდაბას. აკეთებ. აქ. პარკ. ჩანიოლ.
-შენ სანახავად მოვედი პარკ რინ!
-პარკ რინ?! აჰაჰაჰ, მე შენი ცოლი არ ვარ.
-ვის ატყუებ?
-არავის. სიმართლეს ვიძახი.
-გინდა ყველაფერი დაწვრილებით გაგახსენო, პატარავ?- და ბოროტულად ჩაიცინა.
მე კარების მიკეტვა დავაპირე, მაგრამ მან ხელით დაიჭირა. მივაწექი, მაგრამ ამაოდ.
-როგორი არის აბა ჩემი მეუღლე?-იაზვურად მითხრა და სახლში შემოიჭრა.
-არავის დაუპატიჟიხარ, ჩანიოლ!
-პატარავ, მე ხომ შენი უცნობი ნაცნობი ვარ.- სწრაფად შემოტრიალდა და იმის გამო, რომ მე მას უკან მივყვებოდი ძალიან ახლოს აღმოჩნდა ჩემს სახესთან. სწრაფად თვალები დაბლა დავხარე. მან კი ჩაიცინა.
-ისევ ისეთი პატარა ხარ!
მითხრა და ხელი წელზე შემიცურა. უკან წავიდა და კედელზე ამაკრო.
-მომშორდი- თვალებში ჩავხედე და ხელი ვკარი
-კარგი, კარგი- ხელები აწია და სამზარეულოსკენ წავიდა.
ისე აიღო ჭიქა და ისე ჩაასხა წყალი, არაფერი უკითხავს. ამაზე ნერვები მომეშალა. მასთან მივვარდი და ტუჩებთან მიტანილი წყლიანი ჭიქა გამოვაძიძგნე.
-რა იყო, პატარავ, ჭიქაზე იეჭვიანე?
-გაეთრიე აქედან.
-არა...- მითხრა და დაბლა დაიხედა. ჩაიცინა
-ღმერთო! ისევ ის ქონვერსები?
-რა?
-ქონვერსები ისევ ისაა?
-ჰა
-სხვა ფეხსაცმელები არ გაქვს?
-ქონვერსებზე იძახი? რა იყო არ მოგწონს?
-ქონვერსები მომწონს, მაგრამ საყვარელო არა ისეთი, რომელიც 365 დღე გაცვია.
-შენი საქმე არ არის, მაგრამ ეს სხვაა.
-კიდევ კარგი. მაგრამ მაინც. რამდენი წლის ხარ? 23? და ქონვერსებით დადიხარ ისევ? ან ეს რა არის? რატომ ახატია შენ პიჟამოს ჟირაფები? რატომ არის ასეთი? გოგო ხარ თუ ტომარა? სწორედ ამიტომაა, რომ ეს 1 წელიწადი სხვა სარგებლობდა ჩემი ცოლის სტატუსით. სწორედ ამიტომ. საკუთარ თავი ფებეზე გკიდია?! ვარცხნილობა მაინც შეცვალე. რას გავხარ, უბრალოდ. ჩვეულებრივი ზომბი ხარ. გოგო ხარ! რამე მაინც დაგემჩნეს მაინც. გოგო არ გქვია შენ! უფრო უსქესო არსება ხარ. მიკვირს საკუთარი თავის. როგორ აღმაგზნებდი?! ფუ... ახლა გიყურებ და ჰაჰ...
-და შენ გგონია შენ ძალიან სიმპატიური ხარ? ან ძალიან მაგარი? ან ძალიან სასურველი. საყვარელო, სარკეში ჩაიხედე. გთხოვ! შენი ყურები... უბრალოდ არ შემიძლია. ისეთი დიდია, რომ მეშინოდა რამესთვის არ გაგერტყა და არ გაგეტეხა. ან ფეხები? რა უბედურებაა. სპილო გაძვრება. და საერთოდ ძალიან არაპროპორციული ხარ. ან შენი სტილი. კაი, კონცერტებზე კარგად ხარ. მაგრამ „დალშე". ღმერთო... საერთოდ არ გაქვს სტილის შეგრძნება. აი საერთოდ. და ამას დამატებული ჭკუაც გაკლია. ცოტა დებილი ხარ. ააა ჰოო კიდევ! მშიშარა, არაკაცი და ლაჩარი! სუსტი და უმაქნისი. გავაგრძელო?! თუ გეყო?! ახლა კი გაეთრეე ჩემი სახლიდან პარკ ჩანიოლ! ახლავე და ამ წუთას. შენი ფეხი აღარ დავინახო აქ. დროზე!!!-დავუყვირე და ჩემს ხელში არსებული წყლიანი ჭიქა მთლიანად სახეში შევასხი. მან ნელა მოიწმინდა და ჩაიცინა.
-ყველაფერთან ერთად ქაჯიც... კარგია...
მითხრა და გარეთ გავიდა. მე მივაჯახუნე კარები და იქვე ჩავიკეცი. ისტერიკული ტირილი ამივარდა. ვეღარ ვჩერდები. რატომ! რატომ მაქვს ასეთი ბედი! რატომ უნდა გადავიკიდო ყველა ნაგავი მე! რატომ?!
* 4 წლის შემდეგ*
-ვინმეს უთქვამს შენთვის, რომ ძალიან სექსუალურად ცეკვავ?!-ჩამჩურჩულა უცნობმა და უკნიდან ამეკრო.
-კი. ბევრს
-გათამამებულიც ხარ, ყველაფერთან ერთად! მომწონს! რა გქვია, კამფეტ?
-საიდუმლოა
-იდუმალი ხარ, კამფეტ. მოდი მე კამფეტს დაგიძახებ.
-არამგონია. ახლა კი მომშორდი.
ხელი ვკარი და ისიც უკან წავიდა. თითი დამიქნია და ბოროტულად ჩაიცინ. მეც იგივენაირად გავუღიმე და ცეკვა გავაგრძელე. ხელები მაღლა ავწიე და სხეული დავკლაკნე გველივით. თეძოებს ხან იქით და ხან აქეთ ვატრიალებდი. ალკოჰოლი სისხლში გამჯდარიყო.
-წასვლის დროა, რინ!- მომმართა ლილიმ და ხელი მომკიდა.
-აუუუ.. ცოტაც რა..
-გოგო! დღეს ჩამოხვედი გერმანიიიდან. 5 წელია არ მინახიხარ უფრო მეტი თუ არა!
-მოგენატრე, უმცროსო?!- ვკითხე, ხელი წელზე შევუცურე და ჩემს სხეულზე მივიკარი.
-მეცეკვე, უმცროსო
-მე ბებრებს არ ვეცეკვები
-ფულიანი ვარ
-მაშინ კაი- გადაიკისკისა და ამყვა ცეკვაში. ორი გოგონა ერთმანეთზე აკრული ცეკვავს. ორივეს ძალიან გამომწვევად აცვია და ორივე ძალიან გამომწვევად ცეკვავს. ხომ ძალიან კარგი სანახავები ვიქნებოდით.
-ჩემო ცხელო გოგონებო! წასვლის დროა!- ხელი ლუკასმა მოგვხვია და გასასვლელისკენ წაგვიყანა
-ეეე... ჩემი ლუკასი... ლუკას, გითხარი უკვე, რომ მიყვარხარ?!- ლილიმ დაასლოკინა და ლუკას ხელი მოხვია.
-კი, ლილი მითხარი!
-ჰოდა ახლაც გეუბნები. მიყვარხარ!
-კაი ლილი, კაი- ხელი დაუტყაპუნა და მანქანაში ჩაგვსვა.
-ჩვენი ლუკასი- აღმომხდა და ლილის მუხლებში თავი ჩავუდე.
-რინ! რა მოხდა გერმანიაში ასეთი... რატომ შეიცვალე ასე ძალიან, გოგონი?!
ეს თქვა და გზას გახედა
-ჰაჰ... არაფერი- გადავიკისკისე და ჩამეძინა.
დილთ მზის სხივებმა გამაღვიძეს. ჩემს მოშიშვლებულ სხეულს ეცემოდნენ და „წვავდნენ" კანს. თავი ნელა წამოვწიე და საათს გავხედე.
რა? უკვე 10 საათია? ჯანდაბა, მაგვიანდება!
აი აქ კი დავასტოპებ და მოგიყვებით რა ხდება ჩემს სიცოცხლეში. 1. გავქორწინდი
2. შევიცვალე, რატომ? იმიტომ. 3. ახლა კორეაში ვარ, გუშინ ჩამოვედი გემანიიდან. 3. რატომ? მომიწვიეს კორეის წამყვნ კლინიკაში. 4. ახლა რას ვაკეთებ? ჰაჰ, ახლა ის ვარ ვინც ვარ. ვგულისხმობ ვემზადები ბოლო წუთებში და სწრაფად გარეთ გავრბივარ.
მანქანაში ვჯდებოდი, მაგრამ ჩემი და გადამეღობა.
-რა იყო?- ვკითხე და გაკვირვებულმა შევხედე.
-ეს გავიწყდება- მითხრა და თერმოსი გამომიწოდა.
-მეღადავები? ხომ იცი, ვერ ვიტან ყავას და ჩაის.
-ენერგეტიკულია, უფროსო!
-ამდენი?
-სურპრიზიი- დაიყვირა და ხელები მაღლა ასწია.
-სურპრიზი მომეწონა. ასე გააგრძელე უმცროსო. მომწონს!-სიცილით ვუთხარი, ხელი თავზე დავუტყაპუნე და მანქანაში ჩავჯექი.
-ნელა ატარე
-seen
-ok
საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და მანქანა დავქოქე. რა გავაკეთო?! მიყვარს სისწრაფე. ხელში ჩემი თერმოსი მოვიქციე და მივიყუდე. მეორე ხელით მუსიკას ვრთავდი. ჩნდება კითხვა. რული? ჰაჰ, ნუ როგორ გითხრათ. არ მიყვარს კანონები.
თერმოსი ადგილზე დავაბრუნე და რულსაც მოვკიდე ხელი. თან ვმღეროდი და თან ისე მიმყავდა მანქანა.
-i look and stare so deep in yours eyes.
I touch on you more and more evety time.
When you leave i'am beggin you not to go.
Call you name two, three times in row.
Such a funny thing for me to explain
how i'am falling and my pride is the one to blame.
Yeah, cause I know I don't understand
just how your love
can do what no one else can.
Got me looking so crazy right now,
your love's got me lookin so crazy right now....
მთელ ხმაზე ვმღეროდი და ისე მიმყავდა მანქანა. ამ სიმღერაში ვერც კი მივხვდი, როგორ მივედი კლინიკაში. მანქანა პარკინგზე დავაყანე, გადმოვედი, დავკეტე და კლინიკისკენ წავედი გრძელი ნაბიჯებით. თმები გვერძე გადავიყარე და ისე შევედი მიმღებში.
-გამარჯობათ, მე რინი ვარ!
-ქალბატონო, რინ... დირექტორს ახლა არ სცალია და თუ შეგიძლიათ დაელოდოთ
-კი შემიძლია, მაგრამ რადგანაც მითხრა 11 ის ნახევარზე მოვსულიყავი თავისუფალიც უნდა ყოფილიყო. ახლა ხო 11ის ნახევარია. ასე რომ...
-ვიცით, ვიცით და დირექტორი ბოდიშს გიხდით. შეგიძლიათ იქამდე ყავა მიირთვათ!
-არ მიყვარს
-ჩაი
-ვერ ვიტან
-მაშინ კოკა-კოლა
-ასუქებს
-ნუ ხარ ასე პრეტენზიული რინ- მომესმა უკნიდან ხმა. შევბრუნდი და მინა შემრჩა ხელში.
-მინ!!- დავიწივლე და გადავეხვიე.
-გოგონი... ერთი შეხედე საკუთარ თავს. ვაუუჰ... - დამატრიალა და კიდევ ერთხელ გადამეხვია
-ვიცი. ვიცი.
-და სად გაქრა შენი ქონვერსები?
-სახლშია
დარბაზის ცენტრში ვიდექით. ზურგით რომელიღაცა წყვილისკენ. მესმოდა, როგორ ჩხუბობდნენ. ბიჭი ყვიროდა ცოლი მყავსო! გოგონა კიდევ არ მჯერაო. რა ჯანდაბაა! არ იციან, რომ ასე მოქცევა მიუღებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას?!
-რატომ არ გაცვია? არა ნუ ეგენიც კარგია. მაგრამ ჩემთვის შენ მაინც ქონვერსებთან ასოცირდებოდი...
-მინ... გავიზარდე. უკვე 27 წლის ვარ. აღარ ვარ პატარა გოგონა.
-როგორც მე... დავბერდთ და ეგაა.
-დიახ"თ...
-ეჰ.. როგორ მომენატრე იცი? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ხანი გვქონდა ურთიერთობა მაინც შემიყვარდი. ხვალ გცალია? კაფეში წავიდეთ.
-კაი, რა პრობლემაა
-ისე აქ რა გინდა?
-მომიწვიეს, როგორც წამყვანი ფსიქოლოგი.
-ვაუ. ვაუ... ერთი დამიხედეთ ამას... რა მაგარი გოგო ხარ, გოგო!- სიცილით მითხრა და ხელი წამკრა.
-მე კი არა, შენ აქ რა გინდა?
-მე? მე ჩანიოლის მენეჯერი ვარ.
-ჩანიოლის? ანუ ჩან...
ვეღარ დავასრულე, რადგანაც ვიღაცა მხარში დამწვდა და სწრაფად მისკენ შემატრიალა. ენა ჩამივარდა მისი დანახვისას.
-ბოდიში- ტუჩებით, ჩუმად წარმოთქვა.
-რისთვის მიხდ...- ვეღარ დავასრულე. გავშეშდი და გავქვავდი. მისი ცხელი და დიდი ტუჩები ვიგრძენი როგორ მიეწეპნენ ჩემსას. ვიგრძენი, როგორ შემომხვია ხელები და როგორ ამაკრა საკუთრ სხეულზე. შემდეგ ცალი ხელი მაღლა ამოსწია და კისერზე მომხვია. მეორე ხელით კი წელზე მეფერებოდა. შოკირებულმა თვალები ღია დამრჩა და გაუნძრევლად ვიდექი. 2 წამის შემდეგ მივხვდი რაც ხდებოდა და გაბრძოლება დავიწყე. მაგრამ ამაოდ. ის უფრო და უფრო მაჭერდა მის ტუჩებს და უფრო და უფრო მიკრავდა სხეულზე.
-მომშროდი, დეგენერატო.
ტუჩებთან ამოვიჩურჩულე, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ და მხოლოდ კოცნის გაღრმავება მივიღე. ჯანდაბა! ასე არა?! ტუჩზე ვუკბინე. მე თვითონვე ვიგრძენი რკინის გემო. ის მომშორდა. ნელა მოიწმინდა სისხლი, ჩაიცინა, თვალებში ჩამხედა და ხელი წელზე შემიცურა.
-აი ჩემი მეუღლეც! აბა როგორ ხარ, საყვარელო?! მომენატრე...

ჰელლოოო ^^ როგორ ხართ, ჩემო შოკოლადებო ^^ ისე არასდროს მიკითხავს, წინააღმდეგი ხომ არ ხართ ასე რომ მოგმართავთ?<3 იმედია, არა ^^ <3 აი მე-7 თავიც. ძალიან მიხარია, რომ კითხულობთ ^^ <3 თქვენ კომენტარებს ხომ საერთოდ ჭკუიდან გადავყავარ ^^ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი თითოეული სიტყვა ^^ <3 იმედია მოგეწონათ ^^ <3 თუ მოგეწონათ vote and comment <3 ლააავვ ^^^^^^

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Where stories live. Discover now