7 წუთი სამოთხეში (9)

1.4K 107 20
                                    

„მე შენ მიყვარხარ" „მე შენ მიყვარხარ"-ეს სიტყვები რამდენჯერმე განმეორდა გონებაში. თითქოს ექო ყოფილიყოს. წამით სხეული გამეყინა, მაგრამ მალევე ისე ამიხურდა, თითქოსდა კანი ამეწვა. ვგრძნობდი, როგორ სწრაფად მიეწოდებოდა ჩემს თითოეულ ორგანოსა და ქსოვილს სისხლი. ვგრძნობდი, როგორ სწრაფად მიცემდა გული, ამოვარდანზე მქონდა. საშინლად ძლიერად ურტყამდა გულმკერდს. პულსი ამიჩქარდა, ხელები ამიხურდა და თითქოს ყველაფერი და ყველა გაჩერდა. ის ხმაური, რომელიც მთელს საავადმყოფოში გამეფებულიყო, თითქოს გაქრა. ჩემს წინ მდგომი მომყვირალი ჟურნალისტები, თითქოს გაუჩინარდნენ. და არამარტო ისინი... ყველა... მარტო ჩვენ დავრჩით. მე და უცნობი ნაცნობი, უცნობი ნაცნობი და მე.
-ეიი, გამოფხიზლდი- ვგრძნობ, როგორ მჩქმეტს ჩემს გვერძე მდგომი სხეული. ფიგურა, რომლის ცხელი სუნთქვა მხარზე მეცემოდა, მთელი ამ დროის განმავლობაში.
-რა? ჰა?
-კაი.. რა იყო?! ნუ ჩავარდები ახლა შოკში რა...
-აჰამ
-შენ?
-რა მე?
-მიყვარხარ და...
-გასაგებია
-შენ არა, ჰო?!- მეუბნება და ვგრძნობ მის კონტრასტულ ხმაში, როგორ იპარება სევდა.
-არა!
-ვიცოდი!
-კაია
-არაუშავს!
-რა არაუშავს?
-არამგონია ძნელი იყოს შენი გულის მოგება!
-ცდები!
-ჰაჰ... არამგონია!
-სადაც სხვებმა ვერ შეძლეს შენ რითი ხარ განსხვავებული?!
-გითხრა?! მზად ხარ, როო ამის მოსმენისთვის?!
-პარკ ჩან...
-კარგი, კარგი!- მეუბნება და წინ მიდგება. ეშმაკურად იცინის და ჩემსკენ იხრება. მეც სწრაფად უკან ვიხევ.
-სულ გაგიჟდი შენ! ჰომ ასეა?!
-კი! შენ გამაგიჟე! ახლა კი შენი ჯერია.
-გააფრინე?
-შენი დახმარებით!
-არ ხარ დალაგებული!
-მოსაწყენია!
-რა ბავშვი ხარ!
-მიხარია!
-არა რა... შენ მართლა გააფრინე!
-არ გინდა ერთად გავაფრინოთ?!
-არა!
-კაი?! მე მატყუებ თუ საკუთარ თავს?
-...
-მერე გეტყვი!
-რას?
-რაც უნდა მეთქვა...
-„მერე" არ იქნება!
-შენ მუდამ ასე იძახი, მაგრამ საბოლოოდ გამოდის, რომ მერეცაა და 5 წლის შემდეგაც!
-კაი?!
-კაი!
-დებილი!
-სულელი!
-დაგრეხილი!
-სწერვა!
-არაკაცი!
-გულჩვილი!
-იდიოტი!
-ლამაზი!
-შეუხედავი!
-საყვარელი!
-დაულაგებელი!
-დალაგებული!
-გაფრენილი!
-მხოლოდ და მხოლოდ შენს გამო, საყვარელო!- ხელს მხვევს და გულში მიკრავს.
-ეი... რას აკეთებ?! ჩანიოლ! გამიშვი!- ვეუბნები და ფართხალს ვიწყებ.
-გთხოვ, გაჩერდი. სულ ცოტა ხნით. რამდენი წამით... იყავი ჩემთან. გთხოვ, ნება მომეცი კიდევ ერთხელ გიგრძნო. გთხოვ...
ვჩერდები. ვერც კი ვხვდები რატომ... ურბალოდ ვჩერდები და ერთ ადგილას ვიყინები. ჩანიოლი კისერში მირგავს თავს და ვგრძნობ როგორ ისუნთქვას ჩემს სურნელს. ვგრძნობ, როგორ მკოცნის ნაზად, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვნებიანად. ჰაჰ... მისი კოცნაც კი როგორი კონტრასტულია. თუმცა, შეიძლება მე მეჩვენება ასე!
-აქედან გადით! დროზე!- ყვირის დაცვა და ჟურნალისტებიც გარეთ გაჰყავს. პარალელურად ჩანიოლი მშორდება და ისევ წინ მიდგება. წყნარად დგას, არანაირი მიმიკა თუ ქცევა. უბრალოდ დგას და მიყურებს. უბრალოდ თვალებში მაშტერდება და თითქოს უნდა იქ, სადღაც რაღაც წაიკითხოს. წყანარი სახით მიყურებს. მშვიდი და ბავშური სახით...
-მ.ი.ყ.ვ.ა.რ.ხ.ა.რ- ასე ძალიან ნელა, დინჯად და გამოკვეთილად მეუბნება ამ სიტყვას და პოზას არ იცვლის.
მე ვერაფერს ვპასუხობ. ვიცი, რომ ეს მისთვის ძალიან მტკინვეულია. ვიცი, რომ გული სტკივა... ვიცი, რადგანაც ვხედავ როგორი თვალებითაც მიყურებს. მზრუნველი, თბილი და სიყვარულით სავსე, გადაჭედილი თვალებით. თუმცა, იქ, შორს, კუთხეში მაინცაა შემოპარული სევდა.
*ჩანიოლი*
მე მას ვუთხარი! მე ეს შევძელი! მე მას გამოვუტყდი! მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ დუმილი და შემდეგ უარყოფა მივიღე. თუმცა, არა! არ დავნებდები! მე ის ზედმეტად მიყვარს იმისთვის, რომ დავთმო. იმისთვის, რომ ხელი გავუშვა. ზედმეტად ეგოისტი ვარ. დიახ! მაგრამ არაუშავს! სიყვარულს სჭირდება ეგოისტობაც... სულ ცოტა დოზით მაინც!
ვუყურებ და მეღიმება. მეღიმება იმაზე თუ, როგორი დაბნეული თვალებით მიყურებს. მეღიმება, რადგანაც ძალიან დამფრთხალი გამომეტყველება აქვს. დაკარგულ ადამიანს ჰგავს, რომელიც ტყეშია და გზას ვერ აგნებს. მეღიმება, როგორც კი მის გამომეტყველებას ვაწყდები. ვხვდები, რომ ის არ შეცვლილა. შეიძლება გარეგნულად კი, მაგრამ ხასიათით?! ჰაჰ!
"ადამიანის შეცვალა უბრალოდ შეუძლებელია! ის ისეთია, როგორიც არის! ამიტომაცაა, რომ ყველა ადამიანი უნდა შეიყვარო მისი ნამდვილი „მეს" გამო. როცა გიყვარს, არ უნდა ეცადო შენს სურვილებზე მოარგო ადამიანი. პირიქით! უნდა შეგეძლოს კომპრომისზე წასვლა! უნდა მიხვდე, რომ არავინაა იდიალური, არც შენ და არც არავინ! ამიტომაც მიიღე ის, ისეთი როგორიც არის! და არა, ისეთი როგორიც შენ გინდა იყოს. არ ააგო ოცნების კოშკები! არ შეიქმნა უსარგებლო ილუაზია. იცხოვრე რეალობით! და არ აქვს მნიშვნელობა ეს რეალობა როგორია!" მახსენდება მამაჩემის ეს დარიგება. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა. ახლა კი...
*რინი*
ჟურნალისტების გასვლა და ჩემი სახე ცვლილება ერთი იყო. ხელები მოვმუშტე. ვუყურებდი! დაჟინებული მზერით შევყურებდი!
-ეს იმისთვის რაც აქ, კორეაში გამიკეთე. იმისთვის, რომ დებილივით იდექი და უყურებდი როგორ მლანძღავდნენ- ვუთხარი, იმის შემდეგ რაც მარჯვენა ლოყა ავუწითლე.
ის გაკვირვებული მიყურებს და ლოყაზე ხელს იდებს. რაღც უნდა ეთქვა, მაგრამ აღარ დავაცადე. ახლა უკვე მარცხენა ლოყა აუწითლდა ბატონ ყურშას.
-ეს იმ სიტყვებისთვის, რომლითაც გერმანიაში შემამკე!
ისევ მარჯვენა ლოყა
-ეს იმისთვის, რომ მაკოცე! იდიოტო!
და ისევ მარცხენა
-აი ეს კი, იმისთვის რომ სისულელე წამოროშე! გიყვარვარ?! მეხუმრები ალბათ! შენ მე არ გიყვარვარ!
ჩანიოლი უძრავად იდგა და ითმენდა ჩემს საქციელს. მშვიდად იდგა და მიყურებდა.
აი ბოლო სიტყვებზე კი სახე აელეწა. სწრაფად მომხვია წელზე ხელი და მის სხეულს ამაკრო.
-არ გაბ..
ვეღარ დავასრულე, რადგანაც ვიგრძენი როგორ შემახო მისი ფუმფულა ტუჩები. და აი ის პეპლებიც, რომლებსაც შესწევთ ძალა მთელ სხეულში გააღწიონ. შეუძლიათ მიაღწიონ, თითოეულ უჯრედებამდე და ისე შეაღწიონ მასში, როგორც არაფერი!
ძალიან, ძალიან ვნებიანად მკოცნის. ვცდილობ მოვშორდე. უნდა მოვშორდე. ესაა რასაც ტვინი მეუბნება. მაგრამ საპირისპიროს ვაკეთებ. მეც ხელებს ვხვევ კისერზე და უფრო ძლიერად ვეკრობი სხეულზე. ის კი აგრძელებს უსირცხვილოდ ტუჩების მოძრაობას. თამამად მისმევს ზურგზე ხელს და ეს ჩემში ენით აღუწერელ გრძნობებს აღმოაცენს. უბრალოდ ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ! ვგრძნობ, რომ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო.
-ეს იმისთვის, რომ ჩემში ეჭვი შეგეპარა- მეუბნება ისე, რომ არც კი მშორდება. საუბრისას ვგრძნობ, როგორ ეხება მისი ტუჩები ჩემსას. ისე ახლოს დგას, რომ მე ამას ვგრძნობ.
საპასუხოდ ფეხის წვერებზე ვიწევი და მოწყვეტით ვკოცნი ტუჩებზე. ჩემს ამ საქციელს მისი ჩაცინება მოჰყვება.
-ამ.. ჰოო... მმ... ისა... ხო... უკაცრავად მაგრამ გვაგვიანდება, ჩანიოლ!- გვეუბნება მინა და უხერხულად იცინის.
-უი, ხო... წავედით!- ეუბნება ჩანიოლი და ისე მშორდება, როგორც არაფერი. ისე გადის სავადმყოფოდან, რომ ერთხელაც არ მიყურებს. ჰა? რა? აა?
გამოშტერებული ვუყურებ შემოსასვლელს. არც კი ვიცი, რამდენი ხანი ვიდექი ასე, მაგრამ სავარაუდოდ დიდი ხანი. თავს ვაქნევ და ჩემი მანქანისკენ ვიღებ გეზს.
-ლილი! სახლში ვარ!
გავყვირი სახლში შესული, ჩემს დაბალ ძირიან ფეხსაცმელებს იქვე ვიხდი, უცხოპლანეტელიანი გამოსახულების ჩუსტებში ტერფებს ვაცურებ და შევდივარ სამზარეულოში. ლილი სამზარეულოს ბუფეტზე შემომჯდარიყო(ავტორის მინაწერი: არ ვიცი რა ჰქვია იმ რაღაცას, ანუ ზედაპირს... თუ რაღაც. მოკლედ ასე დავწერ ხოლმე, თუ არ გეწყინებათ, ჩემო შოკოლადებო) და ტაბლეტში შემძვრალი გულიანად ხარხარებდა. თან პარალელურად ჩაის სვამდა.
-ლილი?!
-ვაიმე .. მომასულიერეთ- ყვირის, როგორც კი ჩემს სახეს აწყდება.
-ღმერთო შენ მიშველე- ხელებს მაღლა ვწევ და მაცივარს ვაღებ. წელში ვიხრები და თვალებით ჩემს შოკოლადის რძეს ვეძებ. საბოლოოდ ვპოულობ და მხიარულად ვიყუდებ.
-ვაიმე, რინ! უფროსო! ვაიმე- ლილი კი გაგიჟებული იცინის.
-ვაიმე მუცელი.. ვაიმე, ცუდად ვარ- კიდევ ერთხელ იძახის და ძირს ვარდება. მე მის ადგილას ვჯდები, ფეხებს მაგიდაზე ვაწყობ და ტაბლეტს ვიღებ. თვალები მიფართოვდება, როგორც კი „ჩვენს" ფოტოს ვაწყდები. როგორ მოახერხეს ასე უცებ?! ღმერთო...
-ვაიმე...- კიდევ ერთხელ გაიცინა და სკამზე დაჯდა.
-მოკლედ რა... ხომ ამბობენ, რომ რაც არ აგცდება, არ აგცდებაო... თუ რაღაცა.... რაც შენი ბედია, შენია და ვსო. რაც არ უნდა შეეცადო, რაც არ უნდა იჯიუტო და „იბრძოლო", ვერ აიცილებ თავიდან მაინც. ხომ გეუბნებოდი 5 წლის წინ, რომ ჩანიოლი შენი ბედია თქო?! ხომ გეუბნებოდი? ოოოო, შენ კიდევ არ დამიჯერე- მეუბნება და მეკრიჭება.
-მორჩი გამოსვლას და ღრეჯვას?! - წარბაწეული ვეუბნები, ტაბლეტს ვბლოკავ და გვერძე ვაგდებ გაღიზიანებული.
-ეიიი.. ეიი.. მაგან რაღა დაგიშავა?!
-რავი. არც არაფერი. უბრალოდ. - თმებს ვიშლი და თითებს ვიცურებ.
-თავი გტკივა?
-ცოტა..
-მოიცა წამალს მოგცემ
-კაი.. მიდიი
ის საოჯახო აფთიაქისკენ მიდის, მე კი თვალებს ვხუჭავ.
-ღმერთო, რინ!- ყვირის ლილი და ცხვირზე ხელს მადებს
-რა?- თვალებს ვახელ და ლილის შეშინებულ სახეს ვაწყდები.
-რაა... სისხლი მოგდის ცხვირიდან...
-რა?!- თვალები მიფართოვდება და ხელს ვიდებ.
-მე... სისხლი... - ხელები უკანკალებს ლილის და უკან მიდის..
-ლილი, ნუ გეშინია! ეს უბრალოდ სისხლია!- ვეუბნები და აბაზანისკენ მივრბივარ. 5 წუთიანი სახის წმენდის შემდეგ, წყალს ვკეტავ და სარკეში ვიყურები. გათანგული სახე მაქვს. თვალები ჩაშავებული და სახე საშინლად გამხდარი. გული მიკვდება! ალბათ სწავლის გამოა! დიახ! რა თქმა უნდა სწავლის გამოა. ძალიან გადატვირთული განრიგი მქონდა.
-კარგად ხარ?- ლილი იჭყიტება კარებიდან და ნაზად მიღიმის.
-კი კი... გამოვდივარ- ვეუბნები და კარებს ვაღებ. ვხედავ, როგორი გაფითრებულია ჩემი უმცროსი და გული მიკვდება. ხელს ვხვევ და გულში ვიკრავ.
-შეგეშინდა?
-ძალიან
-კაიი.. რა... დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება.
-მეშინია, რინ! მეშინია, რომ შენც დამტოვებ. რომ წახვალ! რომ მომიწევს შენთვისაც ხელის გაშვება. ეს კი საშინლად არ მინდა. უბრალოდ წარმოდგენაც კი მაშინებს- ქვითინს იწყებს და ძლიერად მხვევს ხელებს.
-კარგი რა! რა ხელის გაშვება? რა წასვლა?! შენი აზრით ვკვდები?! სულელო... უბრალოდ გადავიღალე. გერმანიაში ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი... შესაბამისად გადავიღალე.
-ახლა დაისვენე! კარგი?! ვერ გიყურებ ასეთს! - მეუბნება და თავს კისერში მირგავს.
-კაიი
ვშორდები და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. წყანარად ვაღებ კარებს და ღრმად შევისუნთქავ ჩემი ოთახის სურნელს. ჩემი ტკბილი და თბილი ოთახის სურნელს, რომელთანაც უზომოდ ბევრი მოგონება მაკავშირებს. შევყურებ ჭერს და მეღიმება, როგორც კი „ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას" ვხედავ. კარებს ვხურავ და ჩემი მაგიდისკენ მივდივარ. ჯერ ყველაფერი ამოსალაგებელი მაქვს, შესაბამისად უჯრებიც ცარიელია. პირველივეს ვაღებ და ვშეშდები. ქინდერის შეკვრაა ჩაგდებული უპატრონოდ. ხელში ვიღებ და სევდიანი ღიმილით შევყურებ. კარგი! არა! რინ! ახლა უნდა დაისვენო და ყველაფერი დაივიწყო.
თავს ჩემს ბალიშში ვრგავ და იმ წამსვე მეძინება.
-არა! ძინავს! არა! ბატონი ლი! ჩანიოლ უთხარი რამე!- მესმის, როგორ ყვირის ჩემი უმცროსი, მეც ელვის სისწრაფით ვდგები და პირველ სართულზე ჩავდივარ. იქ კი ასეთი სიტუაცია: ბატონი ლი გაგიჟებული მიყურებს, ცოტაც და თმებში მწვდება, მინა და ჩანიოლი გაფითრებული და ლილი დამფრთხალი.
-აქ რა ხდება- ჩემი ხმა ჭექა-ქუხილივით გაისმა.
-რა ხდება? ჰაჰ... მაინც გაიტანე შენი, არაა? მაინც გაიგო პრესამ შენ შესახებ. შენ მართლა ძუკნავ- მიღრიალა ბატონმა ლიმ და ჩემსკენ გამოიწია. მაგრამ ის ჩანიოლმა შეაჩერა
-მასზე ასე ნუ ლაპარაკობთ- გამაფრთხილებელი ტონით ეუბნება ჩანიოლი.
-ბატონი ლი... დამშვიდდით- წყნარად ეუბნება მინა და უკან უბიძგებს.
-დავწყნარდე? როგორ? რანაირად? მან ის თავის მეუღლედ წარადგინა. მერე კი ყველას დასანახად ჩაეხუტა, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ეს ყველაფერი. შენი აზრით უნდა დავწყნარდე?! ის პარკ ჩანიოლია. ის ჩემი წამყვანი ჯგუფის, EXO-ს წამყვანი რეპერია. ეს რაღაცას ნიშნავს! ჩანიოლ, ეს შენთვის რამეს ნიშნავს?! თუ უკვე ყველაფერი ფეხებზე გკიდია?! ფული იშოვე და ვსოოო?! შენი აზრით ფანებს რა რეაქცია ექნებათ? და შენ! მინა... შენ დაგაავალე, რომ ყურადღება მიგექცია ამ რინისთვის თუ მინისთვის და შენ? რატომ არ დარწმუნდი იმაში, განქორწინდნენ თუ არა?! დავიჯერო ასეთი რთული იყო?!- ღრიალებს და ხელებს იქნევს.
-ერთი წუთით! ახლა მე თქვენ მისმინეთ! თქვენ ამ წამს ჩემს სახლში იმყოფებით. ნება იბოძეთ და ნუ ღრიალებთ. თქვენი ღრიალით მე და ჩემს დას შეურაწყოფას გვაყენებთ. რომელიც სხვათაშორის არ დაგვიმსახურებია. თქვენ ისე შემოიჭერით სახლში, როგორც არაფერი. ჩემი და გეუბნებათ, რომ წახვიდეთ! თქვენ კი არ მიდიხართ. ამას დამატებული აშკარა აგრესიას ვგრძნობ თქვენი მხრიდან. თქვენი აზრით როგორი საქციელია ეს? მგონი ჯობია პოლიციაში დავრეკო! არ მეთანხმებით?!
-როგორ ბედავ და ეგეთი ტონით როგორ მელაპარაკები?!
-ძალიან ჩვეულებრივად. მიყურეთ და ისწავლეთ. ახლა თქვენ აქედან წაბრძანდებით! წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას გამოვუძახებ. გინდათ?!- ვეუბნები წყნარად და კარებისკენ მივდივარ. ვაღებ და გარეთ ვუბიძგებ.
-ხვალ, დილის 9ზე ორივე ჩემს კაბინეტში დაერჭობით! ორივე კი არა სამივე! წინააღმდეგ შემთხვევაში განახებთ მე თქვენ როგორ უნდა ჩემი გაბრაზება! და დაგანახებთ, რა არის რეალური ძალაუფლება და გავლენა!- მკაცრად გვეუბნება და სახლიდან გადის.
მე ისევ კარებთან ვდგავარ და წარბაწეული ვუყურებ ჩანიოლს.
-რა?- მეკითხება და სავარძელში ჯდება.
-შენც!
-რა მეც!
-დროზე წადი აქედან!
- მე შენ მიყვარხარ
-ნუ ჩაიხვიე!
-ჩემი ცოლი ხარ!
-ეგ კიდევ გასარკვევია!
-განახო საბუთები?!
-მიდი!
-აიი- და მაძლევს რაღაც ფურცელს.
-რა მნიშვნელობა აქვს?! დროზე წადი აქედან! დროზე!
-ოოოო... გთხოვ.. ცოტა ხანი...
-ჩანიოლ მეთქი!
-ჰო, ჰო კაი!- ნელა დგება და ასევე ნელა მოდის ჩემსკენ.
-დროზე! გელოდები! - ის მაინც არ აჩქარებს ფეხს. პირიქით, უფრო ანელებს.
-ოოო, ჯანდაბა პარკ!- გაღიზიანებული მივდივარ მასთან და ვცდილობ მხარზე ხელი ჩავავლო. მაგრამ ვერ ვასწრებ, რადგანაც წამში ხელს მხვევს და უკან მაწვენს.
-ჩანიოლ, შენი აზრით ვცეკვავთ?! ხელი გამიშვი!
-ჩემი ლამაზი!- მეუბნება და შუბლიდან თმებს მაცილებს.
-ეს ვერ არის დალაგებული!
-ახალი ამბავი რა... ნუ ხარ ასეთი და დალაგებული ვიქნები!
-ჩანიოლ, ხელი გამიშვი!
-კარგი, როგორც შენ იტყვი სიხარულო!- მეუბნება და ხელს მიშვებს. 2 წამში უკვე იატაკზე ვარ გაწოლილი და მთელი სხეულით ვეხუტები.
-ვაუუჰჰ.... როგორ უხდებით ერთმანეთს. ვაიმე, რინ! რა თბილი ხარ! როგორ ეხუტები.. მთელი სხეულით. #1 Couple- სიცილით მითხრა და ტაში შემოკრა, თითქოს ფერია ყოფილიყო.
-აბა ფერიავ... ახლა გაფრინდი და სხვაგან „იფერიე"
-„იფერიე" რას ნიშნავს?
-ვერ ჩაწვდები შენ მაინც...
ის იხრება და მიყურებს.
-გითხარი უკვე, რომ ს...
-კი
-მოიცა, იქნებ რას გეუბნები! გითხარი უკვე, რომ ძალიან სექ...
-ჩანიოლ
-ძალიან სექსუალური წყვილი ხართ! ძალიან ვნებიანი. ნახე ფერი დაკარგა, შენი შეხებისას- სიცილით მეუბნება
-ახლა კი გამასწარი- სწრაფად ვდგები და ვცდილობ დავიჭირო. მაგრამ მასწრებს და კარებს მიკეტავს ცხვირ წინ
-დეგენერატი- ვყვირი და სწრაფად გოგონებისკენ ვბრუნდები.
-იდოტი! დეგენერატი! დებილი!- სამზარეულოში გავდივარ და ჭიქას ცივი წყლით ვივსებ.
-ხოო კიი, გეთანხმებით. ეგ არის!- სიცილით მეუბნება მინა და იქვე ჯდება
-რა? არა?! ნამდვილად გიჟია- ვამბობ და წყალს ვსვამ.
-ხო კი!- სიცილით მეუბნება და ამ დროს მობილურს პასუხობს.
-ხო... კაი... არა... კი... კი აქ არიან. კი ლილიც აქ არის! კი.. არა... ჩანიოლი? წავიდა. კი, ძალიან! მოიცა ვკითხავ
-შეიძლება აქ ჩემი შეყვარებული მოვიდეს?!- თვალებს მიციმციმებს და მიღიმის
-რა თქმა უნდა
-კაი მოდი.. მიდი... მეც დათუჩ- გაბადრული ეუბნება და ყურმილს უკიდებს.
-სიმპატიურია?!- ინეტერესით ეკითხება ლილი და ხელებს ეყრდნობა
-ამ.. კიმ ჯონგინი ხომ იცი?
-რა თქმა უნდა
-ჰოდა ეგაა
-რა?
-ჰოოო
-აუ რა მაგარია რა... აბა, ჩემი „crush" საერთოდ არატრადიციული ორიენტაციისა.
-ჰა? მეხუმრები?!
-არა, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით... ამას კიდევ ბიჭები მოსწონს. მე ის მიყვარს. მოკლედ საქმე რთულადაა!
-და ბექიონს იცნობ?
-იცნობს რომელია- სიცილით ვეუბნები და თვალს ვუკრავ
-რინ! ხომ გითხარი! არაფერი ყოფილა!
-კი... კაი. მჯერა მეთქი მერე მეც ხომ გითხარი?!
-ნერვებს ჭამ
-სპეციალობაა
-ბებერო
-სოსკა მაინც არ მიდევს პირში და ტუჩებიდან რძე მაინც არ გადმომდის.
ამის თქმა და კარებზე ზარი ერთი იყო.
-მე გავაღებ- გამოვაცხადე და კარებისკენ წავედი
-კეთილი იყოს შენი ფეხი- ღიმილით ვეუბნები ქაის და ხელს ვუქნევ.
-ამმ... დაქალები გყავს?
-კი
-და რამეს რომ გთხოვენ ეხმარები?
-კი
-მაშინ არ უნდა გამიბრაზდე, კარგი?!
-რას გულისხმობ?!
-რას არა ვის!- ბავშვური ხმით მეუბნება ვიღაც გვერდიდან. მე ვხტები და წარბაწეული გვერძე ვიხედები. ის კედელს ამოფერებულიყო და იქიდამ მიცქერდა.
-შეიძლება?!- ღიმილით მეუბნება ქაი და სახლისკენ მანიშნებს
-კი კი...
ვეუბნები და განზე ვდგები, რომ შევუშვა. ჩანიოლიც უკან მოჰყვება.
-აპპ... შენ არ შემოდიხარ!
-გთხოვ! ნახე უნდა იწვიმოს. არ გეცოდები?!
მეუბნება და ცისკენ მანიშნებს. ვიხედები და მხოლოდ ერთ ღრუბელს ვხედავ..
-ამ...
-ამინდის პროგნოზში ვნახე!
-...
-გთხოვ შემომიშვი... მიჭირს- ხელს პირდაპირ იმ ადგილას იფარებს. მის ამ საქციელზე მეცინება და განზე ვდგები.
-ჰო, კარგი შემოდი
-ამ და საპირფარეშო...
-აი ის კარები- ვანიშნებ ლურჯ კარებზე.
-მადლობა- მიცინის და სახლში. მე კარების დახურვას ვაპირებ, როცა მესმის როგორ მიყვირის ქაი.
-არ დაკეტო.. კიდევ უნდა მოვიდნენ.
-გასაგებია- ჩავილაპარაკე და სამზარეულოში შევედი. ცარიელი სკამი დავიკავე და ღიმილით გადავავლე თვალი ყველას. ჯონგინს მინა გულზე ჰყავდა მიკრული და ასე იჯდნენ ერთ სკამზე. გასაოცარია, როგორი კომპაქტურები და პრაქტიკულები არიან შეყვარებული წყვილები.
-ადე მიდი, პატარავ- მიცხადებს ჩანიოლი, ოთახში შემოსვლისთანვე.
-რა? არა!
-ოოოო- ხელს მტაცებს და მაყენებს.
-რა ჯანდაბაა?!
-ასე უფრო რბილად იჯდება.- სიცილით მეუბნება, ეშმაკური თვალებით შემომყურებს.
-ვიჯდები? ფეხ...- ვეღარ ვასწრებ რამის თქმას, რადგანაც ჩანიოლი ძლიერად მქაჩავს ხელს და თავის კალთაში მიჯენს. ხელებს მუცელზე მხვევს და თავს ზურგზე მადებს.
-გამიშვი, ცალტვინავ!
-ნწუ
მე ფართხალს ვიწყებ, მაგრამ ამაოდ.
- ნუ ფართხალებ!
-რატომ?
მას ტუჩები ყურთან მოაქვს და ჩუმად მეუბნება
-აღმაგზნებ.
ამის თქმა და ჩემი წამოფრენა ერთ იყო. ამ ერთუჯრედიანმა კი სიცილი მორთო.
-რა გაცინებს?! შენ დებილი ხარ?!
-ნწუ- თვს აქნევს და ენას მიყობს.
-შეწი ეგ ენა, თორემ წაგაჭრი ძირში.
-რატო? მერეც დაგჭირდება...- მითხრა და წარბები აათამაშა.
-ამას რამე მოაწევინეთ? სტეროიდები ხომ არ დაალევინეთ?
მივმართავ ქაის და გამოშტერებული ვუყურებ. ის სიცილით თავს აქნევს.
-ჩვენც მოვედით!- ყვირის ჩემს უკნიდან ორი სხეული. მე ვხტები და ჩანიოლს კალთაში ვუსკუპდები.
-ვაიმე.. ბოდიში- სიცილით მეუბნება ბექიონი და ლილის გვერძე ჯდება.
-როგორ ხართ- საყვარლად ამბობს სეჰუნი და იქვე კუთხეში ჯდება.
-ხომ გეუბნებიი.... ჩემს იქით გზა არ გაქვს, ქინდერის გოგონავ!-ყურში მიჩურჩულა ჩანიოლმა და იქვე სველი კოცნა დამიტოვა.
-რამდენი ხანია არ მინახიხარ, ლილი- თბილად უღიმის ბექიონი უმცროსს.
-ხო... 5 წელია
-შენ ის ისევ გიყვარს?!
-კი
-არაუშავს
ეუბნება და თავზე კოცნის.
-მოდით რამე ვითამაშოთ.
-მაინც?!
-7 წუთი სამოთხეში- წამოაყენა ვარაუდი ქაიმ და წარბები აათამაშა
-ეგ რომელია?- ეკითხება მის გვერძე მჯდომი მინა.
-აჰჰაჰაჰ... ე.ი ჩამოვწერთ სახელებს და ერთ ყუთში ჩავყრით. შემდეგ ბოთლს დავატრიალებთ და ვისთანაც მივა ეს ბოთლი, იმან უნდა ამოიღოს ფურცელი ყუთიდან და ვინც ამოუვა, იმასთან ერთად 7 წუთი ჩაბნელებულ ოთახში უნდა შევიდეს. იქ კი...- აღარ დაასრულა და ისევ წარბები აათამაშა.
-კარგი- ვეუბნებით და ფურცლებზე საკუთრ სახელებს ვწერთ.
-აი ბოთლიც- გვაწდის ლილი.
-დავატრიალებ!- აცხადებს მინა და ბოთლს ატრიალებს. ყველანი დაძაბულები ვუყურებთ.
-ჩანიოლ!- წამოიყვირეს და სიცილი ატეხეს.
-კარგი... კარგი... - სიცილით ამბობს ისიც და ყუთიდან ფურცელს იღებს.
-სული შეუბერე- მეუბნება ღიმილით
-რატომ?
-უბრალოდ შეუბერე!
მე მხრებს ვიჩეჩავ და სულს ვუბერავ. ის ფურცელს ხსნის და ღმერთო! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ისე გაუბორტდა ღიმილი. თვალებში ათასობით ეშმაკუნამ იჩინა თავი.
-აჰაჰ, ამას ჰქვია ბედი! ქინდერის გოგონავ, წამო უნდა შეგჭამო- ადგომისკენ მიბიძგებს
გაპროტესტებას ვცდილობ, მაგრამ სანამ რამის თქმას ვასწრებ ლილი აცხადებს.
-ვინც უარს იტყვის, ის ჩაის ან ყავას დალევს- ბოროტულად მიცინის და ხელებ გადაჯვარედინებული საზურგეს ეყრდნობა. ბექიონი ხელს უშვერს, ისიც ურტყამს და ორივე ბოროტული ღიმილით გვიყურებს.
-შენ მე მოგხედავ! ესენი წავნენ! მერე კი მე და შენ მარტო დავრჩებით სახლში! ჩემი გაბრაზება კი მტრისას...
-შემაშინე რაა- ნაგლურად მიღიმის და თვალს მიკრავს.
მე ვდგები და ჩანიოლიც მომყვება.
-თუ რაღაც ხმაური შემოგესმათ, არ შეიმჩნიოთ...- იცინის და ხელს მხვევს. მე უხეშად ვიშორებ და კიბეებზე ავდივარ.
-ჭკვიანად. და ისე ქენით თქვენი შვილი ახლა არ ჩაისახოს- სიცილით გვეუბნება ქაი.
ჩანიოლი ფხუკუნებს და უკან მომყვება.
-იცოდე ხელს არ დამაკარებ!- ვუცხადებ კარებთან მისული
-აჰამ
-და არც მომიახლოვდები!
-აჰამ
-და 2 მეტრის მოშორებით იდგები!
-აბა რა...
-სერიოზულად გეუბნები!
-მეც.
მე კარების სახელურს ვეჭიდები და კარებს ვაღებ.
-აიი ჩემი ოთახიც- და წინ მივდივარ. ის კარებს კეტავს.
-შუქი აანთე რა- ვეუბნები და მისკენ ვბრუნდები. ის ეშმაკურად მიღიმის, ხელს მხვევს და ზურგით კარებს მაჯახებს.
-და რომ არ შემიძლია...
-...
-არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა. არ შემიძლია, რომ არ მოგიახლოვდე. არ შემიძლია, რომ ხელები არ შემოგხვიო. მინდიხარ! მწყურიხარ! მიყვარხარ! დავიჯერო არ მაქვს საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ შენს გვერძე ვიყო?!
ხელებს დაბლა სწევს და ჩემს მოპირდაპირედ დგება.
-იცი, რატომაა შენთვის თავის შეყვარება ადვილი?!
-არა
-იმიტომ, რომ უკვე გიყვარვარ!
-არ მიყვარხარ!
-დაგიმტკიცო?
-ვერ დამიმტკიცებ.
-კარგი... მოდი ერთი ნაბიჯით მოგიახლოვდები- და ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა- ახლა ხელს შეგახებ- და თითს მკლავზე მისმევს- ახლა თმებზე წაგეთამაშები- და თმებს ეფერება- ახლა კიდევ უფრო მოგიახლოვდები ისე, რომ ჩემი გახშირებული და ცხელი სუნთქვა სახეზე და მხრებზე დაგეცეს- მართლაც ასე იქცევა- ახლა თავს დავწევ შენსკენ და შენ იცი რას იზამ?! ვერაფერს. უბრალოდ იდგები გაუნძრევლად. მაგრამ... ჰაჰ... შენი შინაგანი სამყარო ალბათ აფეთქებულია. ჩემი ყოველი მოძრაობა გულს გიჩქარებს, არა?! ჩემი ყოველი სიტყვა ღრმად ჩაგესმის. ღრმად და მძაფრად. ჩემი სურნელი ცხვირში გიღიტინებს. გწყურია! გინდა კიდევ უფრო მეტი შეიგრძნო. ამიტომ ღრმად იწყებ სუთქვას... შესაბამისად ჩემი სურნელით, რომელიც თავბრუს გახვევს, ფილტვები გევსება. ნელ-ნელა მთელი სხეული გიკანკალებს. თითქოს წამით ხელები გიცივდება. მაგრამ მერე... თითქოს მთელი სხეული ცეცხლშია გახვეული. იმდენად გიხურს სხეული, რომ უკვე კანი გეწვის. გრძნობ, როგორ კარგავ თავს. როგორ გებინდება გონება. ხვდები, რომ ის წამი იყინება და იმ წამს, ყველა და ყველაფერი წყვეტს არსებობას. თითქოს მარტო მე და შენ, შენ და მე დავრჩით მთელს ბნელ, ნათელ, ფერად და კონტრასტულ სამყაროში. ჩემი სიტყვები ექოდ ჩაგესმის. ნელ-ნელა იძირები ჩემში. პულსი კიდევ უფრო გიჩქარდება, რადგანაც ჩემს თბილ და ახურებულ ტუჩებს გახებ. ჯერ კისერს ავუყვები, შემდეგ ყურის ძირში გიტოვებ ნაზ და სველ კოცნას, იქვე გკბენ და სახისკენ მოვიწევ ისე, რომ წამითაც არ გაშორებ ტუჩებს. საბოოლოდ ტუჩის კუთხეში გკოცნი. ვცდილობ გაგაწვალო, მაგრამ არ გამომდის. ცდუნებას ვერ ვუძლებ და ვეწაფები შენ ტუჩებს, ისე თითქოს რაიმე უცხო ხილი ყოფილიყოს. მესმის, როგორ კრუსუნებ. ამას ჭკუიდან გადავყავარ. შენ ნელ-ნელა ხელებს კისერში მიცურებ. ამით უფრო მძაფრად შეიგრძნობ ჩემს აჩქარებულ პულსსა და ახურებულ სხეულს. გრძნობ, როგორ თამამად და უსირცხვილოდ ვაგრძელებ ხელებით შენი სხეულის შესწავლას. გრძნობ, როგორ დასთამაშობს ჩემი თითები შენს ზურგზე და ამაზე უარესად ირევი. მთელი სხეულით მეკვრი იმის იმედით, რომ უფრო კარგად შემიგრძნო. გინდა მიგრძნო. და მიზანსაც აღწევ! მძაფრად გრძნობ, ჩემს აჩქარებულ გულს, რომელიც ასე ძლიერად ძგერს შენი ყოველი შეხებისას. გრძნობ, როგორ მიხურს მთელი სხეული. გრძნობ, როგორ ვიკარგები შენში. გრძნობ, როგორ მეშლება ბეწვი, როგორც კი შენს პატარა თითებს თმებში მიცურებ და მიბლანდავ. ჩუმი კვნესა სწყდება ჩემს ბაგეებს, მაგრამ დახშული, იმის გამო, რომ ჩვენი ტუჩები კვლავ შეერთებულია. ამ ყველაფრის გაანალიზებისას შენც გეშლება ბეწვი. ამას მეც ვგრძნობ და მეღიმება. მეღიმება, რადგანაც ვიაზრებ როგორ გინდივარ და გწყურივარ! მეღიმება, რადგანაც ვიაზრებ, რომ არ ვარ მარტო მე ასეთი! ასეთი გაგიჟებული, გაფრენილი და თავდავიწყებული. ვხვდები, რომ შენ ჩემი ხარ! როგორც მე შენი! ერთმანეთს ვეკუთვნით და გვაბედნიერებს ეს ყველაფერი... ვინ ვარ მე?! რას გიშვები მე შენ?! მეც ეგ კითხვა მაწუხებს. ვინ ხარ შენ და რას მიკეთებ ასეთს, რომ ყველაფერს მავიწყებ! მთელს სამყაროსა და ყველა ცოცხალ არსებას დედამიწაზე და მის იქითაც!
-მე შენი ქინდერის გოგო ვარ!
-მე შენი უცნობი ნაცნობი!

აბა, როგორ ხართ ჩემო შოკოლადებო? <3 არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ისე მიხარია, რომ კითხულობთ... რომ მოგწონთ. 1k ნახვა აქვს და პატარა ბავშვივით მიხარია... ყველას გილოცავთ ნინოობასა და ბავშვთა დაცვის დღეს. მოკლედ იმედია მოგეწონათ <3 თუ მოგეწონათ Vote and comment. მიყვარხართ ძალიან, ძალიან, ძლიერ! <3

უცნობი ნაცნობი(დასრულებულია)Where stories live. Discover now