თეჰიონის პოვ:
-კარგი?
ვიკითხე ჩაცინებით, ცოტა არ იყოს გამიკვირდა მისი პასუხი,არა ცოტა არა ,ძაალიან გამიკვირდა...ნუთუ დამნებდა?
-თანახმა ვარ ,მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით!
მისი ხმა სასოწარკვეთილი და მაღალი იყო,რაც იმას ნიშნავს,რომ მართლა შევაშინე...პირობა? რა პირობას ითხოვს ჩემგან?
-რა პირობა?
ვიკითხე და თვალები გადავატრიალე, შემდეგ კი ხელები გადავაჯვარედინე მის მოლოდინში.
-დადე პირობა,რომ შეწყვეტ ჩემს დამცირებას და გამოწვევას,სხვანაირად არაფერი გამოვა!
საერთოდ არ დამელაპარაკო ,თითქოს არც ვარ აქ და ჩვენს შორის აღარანაირი უთანხმოება არ იქნება ,ამაზე თავს ვდებ.
მითხრა სერიოზული ტონით ,თან ძაალიან სწრაფად ,რაზეც უკვე გვერდით გავიხედე და გაღიზიანებულმა გადავატრიალე ენა პირში ,აღარანაირი დამცირება ?
ეს ხომ მოსაწყენია...ეს არ მომწონს,მაგრამ როგორც ჩანს ჭკვიანია.-დადე პირობა რომ შეწყვეტ ჩემთან ისე ლაპარაკს თითქოს შინაური ცხოველი ვიყო,რომელზეც რაიმე უფლება გაგაჩნია.
დააყოლა უკვე ყვირილით,თანაც აშკარად შევამჩნიე ცრემლები ,რომელიც თვალებზე მოადგა...ასე გავაბრაზე? ასეთ დღეში მე ჩავაგდე?
ვააა,არ მგონა ასე თუ გავაგიჟებდი...ის სრულიად ფეხშიშველია და აშკარად დაღლილი,დღევანდელმა დღემ,აშკარად ძაალიან დიდ სტრესში ჩააგდო.
-კარგი,მაგრამ მიპასუხე რატომ უნდა დავთანხმდე შენს პირობას?
ჩემს სახლში შენს პირობებზე ვიარო ? ვიკითხე გააღიზიანებულმა, რაზეც სიმწრით ჩაიცინა.
-აი ისევ,ისევ !
ისე იქცევი ვითომ ვერც გაიგე საუბრის არსი, სულ ჩხუბზე გადადიხარ,ადამიანურად ლაპარაკი არ შეგიძლია...მე ის,მე ეს,ჩემი,მისი,ერთხელ არ შეგიძლია სიტუაციას მთლიანად შეხედო,სულ შენს გარშემო უნდა ტრიალებდეს ყველა და ყველაფერი,სინდიზეც კი არ ფიქრობ.
გაღიზიანებულმა მომაყარა ეს სიტყვები ,რაზეც მე მისკენ წავიღე ხელი და მაჯაზე მჭიდროდ მოვკიდე ,რაზეც მან ამ უეცარ შეხებაზე გაკვირვებულმა ამომხედა, მე კი თვალი გავუსწორე და ვუთხარი .
-დავუშვათ დაგთანხმდე ამაზე ...საიდან უნდა ვიცოდე რომ მაინც აღარ შემიქმნი პრობლემებს? მე ჩემს რეპუტაციას ვიცავ,არ მინდა ვინმემ გაიგოს,რომ შვილი მყავს ,თანაც უცხო გოგონასგან,რომელიც ჩემი ცოლიც კი არაა,მაგრამ შენ არ გესმის!
უბრალოდ ასეთი ჯიუტი ხარ ,ჯიბრიანი, თავხედი და უტაქტო,თა_
გაგრძელებას ვაპირებდი,მისმა ხელის აწევამ რომ გამაჩერა.
-გეყოფა, ვიცი რომ არ გეხატები გულზე და დამიჯერე არც მე ,მაგრამ დაფიქრდი...შენ მე გჭირდები ,მე კი ვაღიარებ შენ მჭირდები.
ბავშვს მე მოვუვლი ისე როგორც საჭიროა, თან დედობის უფლება ჩემზეცაა,სხვას აქ კიმ თეჰიონ იცი ვერც მოიყვან ,არავინა სანდო...ყველა ჩაგიშვებს და ფულისთვის გამოგიყენებს,სკანდალი და ნერვიულობა მერე ნახე!
აჰა გასაგებია, შეტევაზე გადმოვიდა?
ნუ მგონი მართალია ,ცოტა ჩავფიქრდი მის ნათქვამზე...ის ყველა შემთხვევაში სინდიზე ფიქრობს და არა ჩემს ფულზე!
ეგ კი არა უარსაც კი აცხადებს,სხვა კი სინდის ფეხებზე დაიკიდებს და ყველანაირად ეცდება რაც შეიძლება მეტი ფული გამომძალოს ან რაიმე მომიწყოს!
ყველაფერთან ერთად ,ვაღიარებ მასთან ურთიერთობა საინტერესოა,ყოველ დღე მაოცებს,მაგრამ ჩემს წესებს თუ არ გაითვალისწინებს და სხვა მასზე რამეს გაიგებს,ამას ვერ ავიტან.
-ნუ კი ,რაღაც მხრივ მართალი ხარ და მზად ვარ რისკზე წავიდე,მაგრამ შენ ჩემს წინაშე უნდა დადო ფიცი,რომ ერთხელ როგორც კი გატეხ პირობას, აქედან წახვალ და ბავშვზე უარს იტყვი.
რა თქმა უნდა დავემუქრე,ამის გაკეთებას არსებული სიტუააციდან გამომდინარე არ ვაპირებდი!
მას ამის მოსმენაზე,მოსალოდნელად თვალები გაუფართოვდა,ალბათ მიხვდა რამხელა რისკზე მიდიოდა და ერთი შეცდომა იყო საკმარისი და ბავშვს დაკარგავდა,მაგრამ დაბნეული სახე ცოტახანში თავდაჯერებული და ძლიერი გამოხედვით შეეცვალაა,პირდაპირ თვალებში მიყურებდა!
-თანახმა ვარ ,მაგრამ შენც დადე
პირობა, რომ ისე მოიქცევი თითქოს არ მიცნობ ,არ დამელაპარაკები, არ შემეხები, არ დამამცირებ და არაფერი საერთოდ!
თანახმა ხარ?
ნამდვილად საკმაოდ ჭკვიანია ,ასე როგორ დამიყოლია მეც ვერ მოვდივარ გონს !
ნუ უკან დასახევი გზა აღარაა!
-თანახმა ვარ.
ვთქვი მტკიცედ და თავი დავუქნიე.
-კარგი.
ესღა მიპასუხა და შემდეგ ორივე უხერხულად გავჩუმდით.
ჩვენს გარშემო შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოვარდა ,ორივე კედლებს ,იატაკს და ათას სისულელეს ვუყურებდით
გარშემო, მაგრამ ერთმანეთს არა !
ცოტაც და გავბრაზდებოდი ამ სიტუციაზე ,მანამ ხმა არ ამოიღო ისევ. -კარგი,ახლა სჯობს წავიდე ,სინდი მინდა ვნახო ,ძაალიან მომენატრა, შენ კი შენს საქმეს მიხედე ...ხო ხვდები.
მითხრა წარბის აწევით და კარიდან უკან მოუხედავად გავიდა.
მე კი თითქოს კმაყოფილმა და თითქოს უკმაყოფილომ ჩვენი წეღანდელი შეთანხმებით ,ღრმად ჩავიხვენეშე.
-კარგი იქნებოდა ეს საქმე შენთან რომ მქონოდა,მაგრამ არაუშავრს ,დრო წინაა მარია და არავინ არ იცის რას გვიმზადებს.
ცბიერი ღიმილით ჩავილაპარაკე და ტუჩზე ვიკბინე .
ვბრაზდები,მართლა ვბრაზდები რომ ჩემი შარმი მასზე არ ჭრის!
არც ფული უნდა ჩემგან და არაფერი,ასეთი ვინაა?
უკვე ძაალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ეს მე ძაალიან მომწონს.
YOU ARE READING
♥️♠𝓕𝓐𝓚𝓔 𝓛𝓞𝓥𝓔♠️♥️
Fanfictionორივე ბოლო ხმაზე ვუყვიროდით ერთმანეთს, სანამ ჩვენი ყვირილი ბავშვის ტირილზე არ შევწყვიტეთ! ორივემ გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს და ვერ მივხვდით რატომ გვესმოდა ხმა ასე აშკარად! მანამ კარის გამოღებისას, წინ ჩვილი არ დაგვხვდა . ბავშვთან ერთად წერილ...