31💈💈💈💈💈31

4.2K 308 132
                                        

ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი,რომ დიდმა თეჰიონმა ასეთი გაადაწყვეტილება მიღოო!
თანაც წარმოგიდგენიათ
ეს ჩემთვის გააკეთა.
უკვე მეგონა რომ ძაალიან ვძულდი და ბოლოს მართლა ციხესიმაგრეში გამომკეტავდა,ან რაიმე ასეთი!
მაგრამ არც ისეთი ცუდად ყოფილა ყველაფერი როგორც მე მეგონა...
მასთან საუბრის შემდეგ პირდაპირ ფეხზე წამოვდექი და ტანისამოსის ძებნა დავიწყე ,რომელსაც აღარ ვხმარობი!
რთული იყო მეპოვა ასეთი რამე,რადგან როგორც იცით მე თეჰიონის ცოლი ვარ ,თეჰიონი კი სულ მიმეორებდა რომ საუკეთესოდ უნდა მცმოდა,ეს იყო მიზეზი ჩემი ყოველკვირეული შოპინგის სხვადასხვა ბრენდულ მაღაზიებში !ახლა კი ვდგავარ გარდიროვის წინ და ვერ ვხვდები რა ჩავიცვა როგორც უკვე გამოუსადეგარი ,გუჩის ზედა თუ ჯორჯიო არმანის შარვალი!
რომელი?
"ესეც შენი მოდა კიმ თეჰიონ"უეცრად ცოტა გაავღიზიანდი და ტანსაცმელი აქეთ-იქით მივყარე ,იმის იმედით რომ რაიმე ძველს ვნახავდი !
ხოდა ერთ საათიანი ძებნის შემდეგ ვნახე კიდეც,მაგრამ არც ისეთი შესაფერი და სასურველი იყო ჩემთვის,მაგრამ მგონი ერთადერთი რისი გაფუჭებაც ღირდა,ბოლოს და ბოლოს მილიონი არ გაადაუხდია ამაში თეჰიონს!
ეს თეთრი დიდი ზედა იყო,სავარაუდოდ კაცის!
არ ვიცოდი რა უნდოდა ჩემს გარდიროვში ,მაგრამ ცხადი იყო ეს ყველაზე შესაფერი იყო რაც კი შეიძლებოდა ხვალ ჩამეცვა,თან საკმაოდ გრძელი იყო,რომ მხოლოდ მაიკის როლი არ შეესრულებინა!
ხოდა მეც ავიღე მაიკა და როგორც მჩვევია ცხვირთან მივიტანე დასაყნოსად...როგორც კი დავყნოსე უეცრამა ჟრუანტელმა დამიარა რატომღაც,მეც კი არ ვიცი რატომ!
ამ მაიკას თეჰიონის სურნელი ასდიოდა,ყველაზე უცნაური კი ის იყო,რომ ეს სურნელი მათრობდა და ჩემში სიამოვნების განცდას იწვევდა...ცივი,გამომწვევი და მძაფრი სურნელი ჰქონდა მაიკას.
ეს მისი სუნამოა სწორედ,მაგრამ ჩნდება კითხვა...რა უნდა თეჰიონის ზედას ჩემს ტანსაცმელებში?
სასწრაფოდ საწოლზე ვისროლე ,უკვე რომ ამ გრძნობებმა გამაგიჟეს,რადგან არ მომწონდა ეს სიამოვნების განცდა,როდესაც ამ სურნელს ვგრძნობდი,ეს არასწორი იყო!
მე ზიზღი და მრისხანება უნდა მეგრძნო!
"აქ რა უნდა კიმ თეჰიონის მაიკას"ჩავილაპარაკე ჩუმათ და ხელი ნიკაბზე შემოვიდე და ფიქრის პროცესს მივეცი,მაგრამ ვერაფერი ვერ მომაფიქრდა რა შეიძლებოდა ამის მიზეზი ყოფილიყო,ვერაფერი!
მან ჩამიდო? როგორც კრიმინალები მსხვერპლს უდებენ რაიმე კანონიერად აკრძალულს !?
გამომყვა?
მე ჩავდე?
იქნებ არა თეჰიონის?
იქნებ ჩემია...იქნებ გავსუქდი და მერე ისევ გავხდი?
იქნებ ტანსაცმელი გადიდდა თავისით?
რაა გამორიცხულია?
ჰმ...არ ვიცი.
"აჰჰჰ! აღარ მინდა ამაზე ფიქრი,ჯანდაბა!"
უეცრად ცოტა ხმამაღლა მომივიდა და თან ჩემმა უეცრამა გავარდნამ ოთახიდან ,არ ვიცი ალბათ 'ჩემი ყარაულები' შეაშინა!
რადგან შემდეგი რაც გავიგე კარის გიჟივით შემოგლეჯვა იყო!
სასაცილო სანახავები იყვნენ ,გააფართოვებული თვალებით აცეცებდნენ თვალებს და ძლივს სუნთქავდნენ,ამაზე რატომღაც გამეცინა!
გამეცინა კი არა ერთი გეემრიელათაც გაადავიხარხარე!
"ჰაჰაჰაჰ,რა იყოთ ბიჭებო გეგონათ თქვენი თევზი აკვარიუმიდან ამოხტა!? მაგას როგორ გავბედავდი მეთევზე კიმ თეჰიონი მობრძანდება ხვალ"ჩავილაპარაკე ბოლო სიტყვები დაბალ ხმაზე და სასწრაფოდ თავი გაავაქნიე,რომ მივხვდი რეებს ვბოდავდი!
"ბოდიშით თუ შემოგრჭერით,სჯობს გავიდეთ და გამოვიძინოთ,ალბათ გადავიღალეთ,ტკბილი ძილი"ნერვიულად მითხრეს და ოთახის კარი პირდაპირ გაიხურეს,მანამ მე ჯერ კიდევ ვიდექი და ისევ მეღიმებოდა,მართლაც ყველანი გაადავიღალეთ ,სჯობს მეც დაავიძინო,მაგრამ რატომ მეშინია საწოლში დაძინების?
ნუთი ასე ძლიერ მაშინებს ის ფაქტი,რომ ვიღაც დილით არ გამაღვიძებს,ასევე  იმის გააზრება რომ ღამით გაამეღვიძება და სიცარიელეს ვიგრძნობ ამ უდიდეს საწოლში!
ეს კი პანიკაში ჩამაგდებს,ვეღარ ვიგრძნობ ჩემს გვერდით თბილ პატარა სხეულს,რომელიც საყვარლად ფშვინავს!
ხვალ არც კი ვიცი თუ გავიღვიძებ,მგონია რომ თუ სინდი არ იქნება აქ ,საერთოდ ვერ გამაღვიძებენ შუადღემდე!
ეს ასე იქნება...

♥️♠𝓕𝓐𝓚𝓔 𝓛𝓞𝓥𝓔♠️♥️Where stories live. Discover now