10💮💮💮💮💮10

3.8K 278 46
                                        

დიდხანს ვიდექი ერთ ადგილას გაყინული და უცნაურად სახიფათოდ მომღიმარ თეჰიონს ვუყურებდი,მანამ არ მოვტვინე რაც უნდა მექნა და მეთვითონ ავდექი ფეხზე,შემდეგ კი  ოთახი უკან მოუხედავად დავტოვე,ისე რომ ჩემდა გასაკვირად უკან არც თეჰიონი გამომყოლია!
უკვე ძაალიან მიჭირს ამ ადამიანთან ერთად ცხოვრება!
ცხოვრება კი არა ,საერთოდ სუნთქვა!
თვითონ ეძებს არგუმენტებს,ეს არ არის ადვილი ,მართლა არ არის ადვილი ,რატომ არ ესმის ეს მას?
რატომ არ შეუძლია უბრალოდ თავი დამანებოს?!
ის თავისთვის იყოს,მე კი ჩემთვის!
ჩვენ ხო ამაზე შევთანხმდით,მაგრამ ახლა უკვე ვხვდები,რატომ არ აინტერესებს ეს პირობა!
მას უკვე ხელში ვყავარ,რასაც უნდა იმას იზავს,სხვაგვარად სინდის წამართმევს,მაგრამ ეს სააბოლო არ არის კიმ თეჰიონ,წინ კიდევ დიდი დროა და მე აუცილებლად რაიმეს მოვიფიქრებ.

ვფიქრობდი ამაზე და უკვე ცრემლები მაწვებოდა თვალებზე.
არ მომწონდა ეს გრძნობა,გრძნობა თითქოს დაუცველი ვიყავი მის გვერდით,უსუსური და სუსტი!
ის კი ყოველთვის ცდილობს ასე მაგრძნობინოს თავი,ამას რატომ აკეთებს?მე ასეთი არასოდეს არ ვყოფილვარ,არასოდეს არავის ვუთმობდი ,ყოველთვის ჩემსას ვაკეთებდი,ახლა კი თავის არიდების და გაქცევის გარდა არაფერი არ შემიძლია! არაფერი.

-ასეთი უსუსური რატომ ვხდები მის გვერდით?
ჩემს თავს სევდიანმ ვკითხე და კედელს მივეყრდენი.
ღამის ცას ვუყურებდი და მნათობ მთვარეს ვაშტერდებოდი და თითქოს ვმშვიდებოდი,რადგან თავს ისევ ჩვეულებრივ გოგოდ ვგრძნობდი,რომელსაც ამ ჯოჯოხეთის გავლა არ უწევს.
ყველაფერთან ერთად კი მაინც მეფიქრებოდა თეჰიონზე...უეცრად ავდექი და ოთახი დავტოვე !
იმედია ეს მას უარესად არ გააღიზიანებს და მეტად არ შეეცდება ჩემთვის რამის დააშავებას,იმედია.
დაახლოვებით ერთი საათი ვიყავი ასე მიშტერებული ცას და მივხვდი ,რომ მხოლოდ მან კი არა, მეც უნდა ვეცადო და თავი ავარიდო.
ყველანაირად უნდა ვეცადო,რადგან მე მომავალში გეგმები მაქვს ,რომელიც მისგან თავს დაამახწევინებს ,უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება.

♥️♠𝓕𝓐𝓚𝓔 𝓛𝓞𝓥𝓔♠️♥️Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin