23

240 24 12
                                    

Niall's POV
3 დღის წინ
როგორც იქნა ჩამოვედი,მომნატრებია აქაურობა ლონდონის სუსხიანი ამინდი როგორც ყოველთვის ადგილზეა,თითქმის არაფერი შეცვლილა მაგრამ მაინც ყველა კუთხე კუნჭულს გულმოდგინედ ვათვალიერებ,აქაურობა ისეთი გამოფიტულია,ან მე მეჩვენება ასე რადგან მეთვითონ ისეთი ძალაგამოცლილი და სულიერადა გამოფიტული ვარ როგორც არასდროს.საშინელებაა,სრული კოშმარი,ასე არასდროს ვყოფილვარ როგორც ბოლო სამი წელი,არც მაშინ როცა ქეითი დავტოვე,არც მაშინ როცა ქეითს ბავშვი მოვაშორებინე არასდროს. თითქოს რაღაც მაკლდა,მაგრამ ძალიან დიდი ხნის მერე მივხვდი ეს რაღაც კი არა ვიღაც იყო,სახელად ნინა.

მისი დატოვება ყველაზე არასწორი რამ იყო და მისი ნარეკების იგნორი ყველაზე ლაჩრული.სინანული უკვე ძალიან გვიანია,მაგრამ შეცდომების გამოსწორებისთბის ვიმედოვნებ რომ არცისე.როცა რეკავდა და მის სახელს ვხედავდი ყოველთვის მიჩნდებოდა სურვილი მეპასუხა მაგრამ ვერ ვბედავდი,მაგრამ ეხლა დავბრუნდი რომ ყველაფერი გამოვასწორო,ნინას გარეშე არ ვარ ბედნიერი,მისი უდარდელი ღიმილი აკლია ჩემს უკვე მოსაწყენ ცხოვრებას,მისი დანახვისას გამოწვეული გრძნობა მომენატრა,ბუმბულივით ნაზი კანი,მარწყვივით წითელი ტუჩები...

არასწორი საქციელით ძალიან ბევრი რამ დავკარგე.
საყვარელი ხალხი,მეგობრები...ყველასთვის უცხო იყო ჩემი ასეთი გადაწყვეტილება.
ძალიან გამიჭირდა ნინას საცხოვრებლის გაგება მაგრამ მაინც გავიგე.
მივდივარ,რაც შეიძლება სწრაფად მივდივარ,მინდა რაც შეიძლება მალე ვნახო მისი უნაკლო სახე. დიდ ორსართულიან სახლთან გავჩერდი,მისამართი კიდევ ერთხელ გადავამოწმე ისიყო მანქანიდამ უნდა გადავსულიყავი რომ შავი რკინის კარები გაიღო, იქედან კი ჯეიკი გამოვიდა მას ნინა მოყვა პატარა ქერათმიანი ბიჭით ხელში,ბედნიერი ჩანდა იცინოდა და სახლიდან გამოსულ ლუის ხელს უქნევდა დასამშბიდობებლად,ბავშვს ჰუდი შეუსწორა, ქუდი მოახურა და ლოყაზე აკოცა,მანქანაში მის სავარძელში ჩასვა თვითონ კი წინა ადგილი დაიკავა გვერძე ჯეიკიც მოუჯდა, მანქანა დაძვისთანქვე ადგილს მოწყდა.მინდოდა გავყოლოდი, ასეც მოვიქეცი მივყვებოდი და ვლოცულობდი რომ ჩემი იმედები რომლებიც ბავშვის დანახვისას გამიჩნდა არ ყოფილიყო მართალი,ნინა ხომ ესეთი არაა ის ამას არ გააკეთებდა
,,რატომ? განა შენ არ მიატოვე?"
და მე სულელს რისი იმედი მქონდა ისიც უჩემოდ დაიტანჯებოდა,როგორც მეე?!
სიმწრისგან გამეცინა
ჯეიკი....ჯეიკი....ჯეიკი  ყოველთვის ნინას ,,მეგობარი",იყო
მეგობარი რომლისგანაც ეხლა ალბათ უკვე ორი წლის შვილი ყავს.სასაცილოა,თან ძალიან.
მანქანა ორჯერ გააჩერეს.პირველად პატარა ოქროსთმიანი ბიჭი შეიყვანა ნინამ საბავშვო ბაღში,მეორედ უკვე რაღაც დიდ შენობასთან. მანქნიდანკარგად ვხედავდი ნინას სევრდიან სახეს და ისიც კარგად დავინახე ჯეიკმა როგორ მოიქცია ნინას სახე ხელებში და ტუჩის კუთხეში როგორ აკოცა მინდოდა მეყვირა,ძალიან ხმამაღლა მეყვირა მანქანიდან გადავსულიყავი და ჯეიკისთვის კარგად მეთავაზებინა სახეში მაგრამ ამის მაგივრად ვზივარ მანქანაში და უბრალოდ ვუყურებდი გოგოს რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი დახმარებით.
ტელეფონი ამოვიღე და მამას დავურეკე, ვიცი არასწორად ვიქცევი,ვიცი რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მერე უკან ვეღარ დავიხევ მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ ან უბრალოდ ამ წამს ვფიქრობ რომ ასეა.
ერთი...ორი...სამი.... ზარი გადიოდა და მეც სურვილი მიჩნდებიდა გამეთიშა მაგრამ როცა ეს დავაპირე კიდევ ერთხელ მოვკარი თვალი ნინას რომელმაც იგივე გაიმეორა რაც ჯეიკმა. მამამ როგირც იქნა პასუხი გამცა
-ნაილს ჩახვედი?როგრო იმგზავრე?ხომ ყველაფერი რიგზე გაქვს ?მომაყარა კითხვები
-არა მამა არაფერია კარგად...დავფიქრდი და ჰო ჰეილის ცოლად მოვიყვან
-დარწმუნებული ხა...
-ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ-ვთქვი და სწრაფად გავუთიშე,ტელეფონი არ კი ვიცი სად მივაგდე.მუშტები რაც შემეძლო მაგრამ შევკარი,ვენები დამეჭიმა სახეზე ალბათ მთლიანად წითელი ვიყავი სიბრაზისგან,ჩემს თავზე ვბრაზობ არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი იდიოტი,საჭეს ხელებს ვარტყამდი და თითქოს ბრაზს ამაში ვაკლავდი რაც ოდნავადაც არ მშველიდა... არვიცი რა ჯანდაბა ვქნა!

———————————
500 სიტყვა❤️
დააა ეხლა მეთვითინაც არვიცი რა ჯანდაბა ვქნა😄ვიცი ძალიან დავაგვიანე და ეს თავიც პატარაა მაგრამ ალბათ მეპატიება,მგონი მალე დავამთავრებ ამ ფიკს და ჯანდაბა არც კი მჯერა რომ უკვე 5k ნახვა და 515 ვოუთი ააქვს❤️მადლობა ყველას ძალიან დიდიი❤️❤️❤️

InfinityWhere stories live. Discover now