🌑

244 23 11
                                    

  გქონიათ მომენტი როდესაც უბრალოდ თვალებს ხუჭავთ და გელანდება ის ვისი ნახვაც უბრალოდ იმ წამს გაშინებს?
    ხუჭავ თვალებს და ყველაფერი შავდება...ხუჭავ თვალებს და მიდიხარ ფიქრებში...ხანდახან შენი ფიქრები სასიამოვნო მოგონებეითაა სავსე,ხანდახან უბრალოდ გეშინია,გინდა არ იფიქრო მაგრამ ეს თავისით ხდება,გინდა მოდუნდე და ისევ დახუჭო თვალები,მოემზადო ხვალინდელი  დღისთვის.

   თვალებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერ და ცდილობ რაც შეიძლება ძლიერად ჩაახშო გრძნობა რომელიც სულს გიხუთავს არ გაძლევს საშულებას ისუნთქო,თითქოს იმ წამს ერთი ძლიერი ამოსუნთქვა გიშველის,თუმცა იმდენად რთულია რომ უბრალოდ ამას აღარც კი ცდილობ...
შენ იცი რომ არ უნდა დანებდე,მაგრამ ხმები რომელიც გესმის უუნაროს გხდის და რაიმეს მოქმედების სურვილს გიკარგავს.
  გგონია რომ შენი უბრალო მოქმედებით რაღას ,,გააფუჭებ" და იმ წამს აღარც კი ინძრევი.წევხარ საბანგადაფარებული,ყელში დიდი ბურთი გაქვს გაჩხერილი და ვერაფერს აკეთებ მის მოსაშორებლად,ღრამდ სუნთქავ,უმნიშვნელო ხმაური კი გაკრთობს,ცდილობ გონება დაძაბო და ისვევდაისევ იფიქრო ხვალინდელ დღეზე...ხუჭავ თვალებს...
მაგრამ,დახუჭული თვალების უკან იმდენი გრძნობაა.იმდენი ტკივილი,იმდენი სევრდა რომ ეს თითქმის შეუძლებელია.
ღამე.ხანდახან განათებულია მთვარითა და ვარსკვლავებით,მაგრამ ხანდახან ის ისეთი შემზარავი,ბნელი და ცივია რომ  გინდა სადღაც დაიმალო ან იმ წამს უბრალოდ გაქრე.დახუჭო თვალები და დაელოდო მზის ამოსვლას. თავში უამრავი აზრი გიტრიალებს.
     შეიძლება შენ არ ხარ ისე ერთადერთი ვისაც იმ დროს ღვიძავს და შენსავით ეშინია,შეიძლება შენ არ ხარ ის ერთადერთი ვისაც ტკივა,არც ის ერთადერთი ვინც განიცდის რაღაცას ისეთს,რაღაც სიტყვებით ვერ აღწერ.
   და  ხ ა ნ დ ა ხ ა ნ  ეს რაღაც არის ის რაც აერთიენებს ადამიენებს.

  გესმის მანქანების ხმა და თითქოს შენ არ ხარ მარტო,წამიერად შვებას გრძნობ და უბრალოდ ფიქრობ...ფიქრობ...ფიქრობ და უცებ გეღიმება აანალიზებ,რომ გათენდა,შენი ფიქრები მზის სხივებმა ჩაახშო,შიშები გააფერმკრთალა,შენი საწოლის ქვეშ მყოფი მონსტრი გაქრო

     მაგრამ არაა სამუდამოდ

2:27 AM

InfinityWhere stories live. Discover now