დასაწყისი

2.7K 130 24
                                    

ბუჩქებთან სისხლს ვახველებდი, როდესაც კუჭში აღარაფერი დამრჩა. ღვარძლი ყელს მიწვავდა, მე კი ვცდილობდი გამერკვია, სად შევცდი. როდესაც ჯონგუკს ნაგავი დავუძახე, თუ როდესაც ყბაში დარტყმა ვცადე? მან რა თქმა უნდა აიცილა და უვნებელი დარჩა, მე კი თავისი ძაღლები მომიქსია, ერთი სიტყვით: " მიხედეთ"- და წავიდა. მისი სამი მეგობარი კი მე მომვარდა. სამი. ბრავო, ჯონგუკ, ძალიან სამართლიანად თამაშობ. მე სუსტი არ ვიყავი, მაგრამ როდესაც ძირს გაგდებენ და მაშინვე ფეხსაცმლით ძვლების დათვლას გიწყებენ, ეს პრიორიტეტებს ალაგებს. მითუმეტეს ამ ნაგვებს მოსწონდათ ძვლების მსხვრევადობის შემოწმება და ფეხებით ორგანიზებულად მუშაობდნენ, შეფერხებების გარეშე.

მე ჯონგუკი არ მძულდა. მე უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ის არ არსებობდა. ვაიგნორებდი, ჩემსკენ მომართულ ყველა შეურაწყოფას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ მისი ყურადღებისგან თავი მაინც ვერ ვიხსენი. ყოველთვის, როდესაც მას ერთი მსახიობის სპექტაკლი და გაკვეთილზე ჩემი განრიდებული მზერა ბეზრდებოდა, თავის მეგობრებთან ერთად სკოლის გამოსაცვლელში მიყარაულებდა. მე მხოლოდ მუშტის ერთხელ მოქნევას ვასწრებდი, შემდეგ კი ძლივს ვიგერიებდი თავს. მან ვერაფრით ვერ გამტეხცა და ეს საშინლად აცოფებდა.

ყველაფერი მამაჩემის სხვა თანამდებობაზე უეცარი გადასვლით დაიწყო ფირმაში, რომელში უკვე თითქმის ორი წელია რაც მუშაობდა. როდესაც მამამ ფულის და ძალაუფლების გემო გაიგო, მაშინვე მისი საზიზღარი თვისებები გამოჩნდა- სიხარბე, გაუმაძღრობა და ცუდი ხასიათი, რომელთა შესახებაც მე მშვენივრად ვიცოდი. ჩვენი ურთიერთობები შორსაა ოჯახური სითბოსგან, ამიტომ, როგორც კი შეძლო ერთოთახიანი ბინის ყიდვა, მაშინვე გასაღევი შემომაჩეჩა და იმ დღესვე გადაატანინა ჩემი ნივთები. მე მხოლოდ ბედნიერი ვიყავი, რადგანაც 17 წელი მისი სახის ყურება ყელში ამომივიდა.

ორი თვეა მამაჩემს არ შევხვედრივარ, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეები იყო. არანაირი საუბრები ჩემს საცოდაობაზე, არანაირი სკანდალები და ისტორიები თუ როგორი ბოზი იყო დედაჩემი, რომელმაც ზედმეტი პირი დაუტოვა, თითონ კი მომდევნო საყბარელთან ერთად სადღაც გაქრა. დღემდე არ მესმის ბავშვთა სახლში რატომ არ წამიყვანა და გადაწყვიტა თვითონ გავეზარდე? უფრო მარტივი იქნებოდა. ალბათ იმიტომ რომ მთელი თავისი ბოღმა ჩემზე გადმოენთხია, დედაჩემის, რომელიც ერთხელაც კი არ მინახავს, ყველა შეცდომაზე პასუხი ეგებებინა. ეს მამას შეეძლო და ტალახში დიდი სიამოვნებით მაცვლებდა.

სხვათა ცხოვრების პარალელებიDonde viven las historias. Descúbrelo ahora