თავი 12.1

736 81 10
                                    

დილიდანვე ამინდმა არაორდინალურობით გამაოცა- წვიმდა. და ეს ნოემბრის ბოლოს. ქუჩა არაკომფორტულ შავ- თეთრ ფერებში იყო: ნაცრისფერი ცა, ყოველგვარი სინათლის ნატამლის გარეშე, შიშველი, უსიცოცხლო ბუჩქები და ხეები, უფერული ტროტუარები, შეუხედავი ცხვირჩამოშვებული ხალხი. საზიზღრობაა. ასეთ ამიმდში უბრალოდ გინდოდა რევოლვერი გეყიდა და პირში ჩაგედო. ავტობუსის გაჩერებისკენ მივდიოდი, სიცივისგან მხრებს ვიჩეჩდი და კაპიშონს ვიფარებდი.
ასეთ დღეს წვეულებაზე ყოფნა კიარა სიცოცხლეც კი არ მინდოდა. ნეტა რომელმა გენიოსმა მოიფიქრა რამის აღნიშვნა ამ დროს? რა სისულელეა. მაშინვე შევხტი მოსულ მარშუტში. გაყინულ და გაწითლებულ ხელებზე სუნთქვა დავიწყე, დავიზილე და გათბობის შემდეგ ჯიბეებში ჩავილაგე. იმედია წვეულების დროს  ჯონგუკის ხელიდან დასხლტომას და გაპარვას მოვახერხებ. წვეულებაზე ხალხი ერთობა ხოლმე, ჯონს გართობა უყვარს, ასე რომ დაგეგმილი გაქცევა შესრულებადი იყო. გამოვჩნდები, ამ ნაძირალას რამდენიმე ჭიქა სასმელს მივართმევ, მოვემსახურები. შესანიშნავი გეგმაა.
წვეულების მოწყობას სკოლის ადმინისტრაცია სერიოზულად მიუდგა, "IMPERIA" იქირავეს. დახურული დაწესებულება, სადაც რეკომენდატორის და საკმაოდ დიდი ფულის გარეშე ვერ მოხვდები. შესვლა მარტო სპეციალური ბარათით შეიძლება. საკმაოდ მასშტაბური კლუბი, ყველა პარამეტრით, რადგანაც აქ ხშირად უყვარდათ დროის გატარება მაგარ ბიჭებს, ხალხს მერიიდან და აქაურ მაფიას. ეს ყველაფერი ბევრზე მეტყველებს. ნუთუ "ოქროს ბავშვებს" 315-იდან ასეთი გავლენა აქვთ?
როდესაც შენობას მივუახლოვდი, დავინახე როგორ გაჭიმულან ხაზზე ყველა შესაძლო პრესტიჟული ფირმის მდიდრული მანქანები, პაფოსურ წითელ ხალიჩასთან  და ჯაჭვებიან პოსტებთან. ცუდი ამინდიც კი გაითვაილისწინეს და ხალიჩის წვიმისგან დასაცავად ოქროსფერი ტენტი გაჭიმეს. პროჟექტორის შუქი შენობას დიდებულ შეხედულებას მატებდა- მასთან მიახლობისაც კი შეგეშინდება, რომ არ დასვარო. შესასვლელთან საკმაოდ შთამბეჭდავი მამაკაცები იდგნენ შავ კოსტიუმებში, ყურსასმენებით და კიდევ სხვა მოწყობილობებით- საქმოსნები და სერიოზულები, პარკირებაზე პასუხისმგებელი პერსონალი საკმაოდ მკვირცხლად დარბოდა, მანქანებიდან კი სადღესასწაულოდ გამოწყობილი მოსწავლეები გადმოდიოდნენ. ტანსაცმლის სიმდიდრიდან, სამკაულების ბრწყინვალებიდან და ამ გლამურული საფარიდან გამომდინარე, ვიფირე რომ ამ ხალხს ეგონა ხვალ სამყაროს დასასრული იყო და ეს ბოლო წვეულებაა მათ ცხოვრებაში. რაღაც სევდიანად გავიფიქრე ჩემს მორიდებულ ჩაცმულობაზე: უბრალო შავი შარვალი და თეთრი პერანგი. ვინ წარმოიდგენდა, რომ " წვეულება" - ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით იქნებოდა წარმოდგენილი. სოლიდარობა, ეტიკეტი და მსგავსი სისულელეები. ხელში რევოლვერის ქონის სურვილი იმატებდა.
შესასვლელში იდგა მაღალი ქალი, საკმაოდ ჩახლართული ვარცხნილობით, ნათელი მაკიაჟით, საღამოს კაბაში და მოკლე ქურქით, უკან დაკუნთული დაცვა ედგა.
მან პროფესიონალურად გაწელა ტუჩები ხელოვნურ ღიმილში და მკითხა:
- გვარი, სახელი?
- პარკ ჯიმინი.
თავი პლანშეტში ჩაწერილ ცხრილში ჩარგო და უცბად გავიფიქრე, რომ შეიძლება სიაში საერთოდ არ ვიყო. ქალმა რამდენიმე გვერდი გადაშალა და რაღაც ჩაწერა. ესეიგი ვარ. დაცვას თავი დაუკრა, მან კი ხელზე წითელი ბეჭედი დამარტყა კლუბის ლოგოტიპით და "V.I.P" წარწერით ცენტრში.
- მთავარი დარბაზი. პირველივე კიბე დასაწყისში- მოკლედ ამიხსნა მან და ჩემს უკან მდგომ წყვილს მიუტრიალდა.
შთამბეჭდავი ჰოლი მყვირალა სიძვირით და სვეტებით, იატაკი ნამდვილი თეთრი ქვისგან, მოოქროვილი ჭაღები რომლებიც მაღალი ჭერიდან ეშვებოდნენ, უზარმაზარი კარადა, თავაზიანი პერსონალი. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული. აქ, გრანდიოზული შოუს მოლოდინში მყოფ ხალხს შორის თავს უფრო უხერხულად ვგრძნობდი, ვიდრე საერთოდ სამყაროში.  ხმაურს მიუჩვეველზე თავის ტკივილი დამეწყო. მიმაჩქარ ბრბოსთან ერთად მთავარ დარბაზში აღმოვჩნდი, სადაც მუსიკა უკრავდა და სცენაზე რაღაც ნომერს ასრულებდნენ. სკოლიდან ბევრი ბავშვი იყო, ამაათთან ერთად ბევრ უცხო სახესაც ვხედავდი. როგორც ჩანს მეგობრის, მეგობრის, ნაცნობის ნაცნობები.
დრო 21:00 ს უახლოვდებოდა- წვეულების დასაწყისი. უეცრად ხმამაღალი მუსიკა ჩაირთო და გასართობი პროგრამაც დაიწყო.
- დაგაგვიანდა, მხეცუნა.
მარჯვენა ყურზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი და მოულოდნელობისგან შევხტი. ჯონგუკი ფეხის წვერიდან ქუსლისკენ ქანაობდა, ცალი ხელი ჯიბეში ქონდა და დარბაზს ზარმაცად უყურებდა. თმა გაწეწილი, კარამელისფერ აბრეშუმის პერანგში, სახელურები იდაყვებამდე აკეცილი, წელს ქვემოთ კი თეთრი შარვალი. ერთგვარი უბრალო სიმდიდრე. მაგრა გამოიყურებოდა. ამას მეც კი ვაღიარებდი.
- VIP მარჯვნივაა, უნდა ეთქვათ.
- კარადასთან შემაყოვნეს.
- წამოდი.
გატრიალდა და კიბისკენ წავიდა, რომლის პირდაპირაც ვიღაც კაცი იდგა შავ კოსტუმში გამოწყობილი, სხვა არაფერი დამრჩენოდა და გავყევი. წითელი ბეჭედი ვაჩვენეთ და ზემოთ ავედით. მეორე სართულიდან დარბაზის მშვენიერი ხედი იშლებოდა, შოუს აქედან ყურება ბევრად უფრო სასიამოვნო იყო. მე შეიძლება ცოტახანი ძირსაც ჩამეხედა და შოუთი დავმტკბარიყავი, მაგრამ დავინახე კომპანია, რომლისკენაც მივემართებოდით. რბილ დივნებზე იჯდნენ ჯინი თავის გელთმიანთან ერთად, იუნგი და სამი უცნობი.
- ოპა. ჯონგუკ, შენი ცუგა უკვე გამოკეთდა?- მხიარულად თქვა ჯინმა როცა დამინახა.
როგორ ვერ ვიტან ამ ნაგავს. ყველას ვერ ვიტან.
- ხო- მშრალად ესროლად ჯონგუკმა და ღია ცისფერ კოსტუმში გამოწყობილ ბიჭს მიუჯდა გვერდით. 
ცენტრში მინის მაგიდგა იდგა, რომელიც ალკოჰოლით და სალათებით იყო სავსე. დღეს ვიღაც პულსის დაკარგვამდე დათრობას აპირებდა. მასწავლებლები საერთოდ სად არიან? თუ იმდენად გაუხარდათ "საყვარელი" მოსწავლეებისგან დასვენება რომ სადღაც კუთხეში ჩუმად თვრებიან?
ადგილი კომპანიის მოშორებით, დივნის კუთხეში მიმიჩინეს. დაძაბული ვიჯექი და ვცდილობდი ავეჯს შევრწყმოდი. სკოლაში ეს ბრწყინვალედ გამომდიოდა.
ორი საათი სასოწარკვეთით ნელა გადიოდა. მაგიდასთან მჯდომები თვრებოდნენ, რაღაცაზე ღმამაღლა ლაპარაკობდნენ. მე წვენს ვსვამდი მაღალი ჭიქიდან და ჩუმად ატმოსფეროს ვაკვირდებოდი, რომ ჩემი პერსონისადმი ყურადღების შემთხვევაში მზად ვყოფილიყავი. ჯერჯერობით ყველაფერი წყნარად იყო და არ მამჩნევდნენ.
ქვემოთ სრულფასოვანი დისკოტეკა დაიწყო შუქების ციმციმით და lED- ნათურებით. ბრბოს მოძრაობა უფრო გახსნილი, მთვრალი გახდა. ხმაური უფრო აგრესიული ხდებოდა, პუბლიკის ქცევები კი უფრო და უფრო გარყვნილი. სკოლის, დედამოტყნული, საშემოდგომო წვეულება... აბა კი. უბრალოდ მდიდარ შვილიკოებს ოფიციალური მიზეზი ჭირდებოდათ, ყველას ერთად, გართობის და გონების გათიშვამდე დათრობისთვის. მკურნალობა დავიკიდო და მეც დავლიო? ტყუილად მაინც რომ არ ჩაიაროს აქ საღამომ.
მოცეკვავე ბრბოზე ყურადღებაგაფანტულმა ვერ შევამჩნიე ჩვენს მაგიდას ხალხი როგორ შეემატა. დალეული გოგები მოკლე კაბებში და რამდენიმე ბიჭი.
მაგიდასთან ურთიერთობაც ახალ საფეხურზე გადავიდა, ეხლა მარტო სულელური საუბრები და ხმამაღალი სიცილი ისმოდა. ყველა მხიარულად გრძნობდა თავს. ელიტა უბრალო ლოთობად გადაიქცა.
გამოვიჭირე მომენტი როცა არც ჯონგუკი და არც ჯინი მაგიდასთან არ იჯდნენ, დანარჩენებს კი ყურადღება მიმზიდველი გოგოებზე ჰქონდათ გადატანილი და ჩუმად გავიპარე. პირველ სართულზე ბარმენმა ჭრელ ზოლებიანი კოქტეილი გამომიწოდა, რომელიც ორ ყლუპში ჩავცალე. ვსო, მისია შესრულებულია, სახლში წასვლაც შეიძლება.
- საით გაგიწევია, ხორცო?- იუნგი უეცრად არსაიდან გაჩნდა და კარადისკენ მიმავალი გზა გადამიკეტა.
         

სხვათა ცხოვრების პარალელებიDonde viven las historias. Descúbrelo ahora