თავი 26

822 97 30
                                    

* i'm sorry.... no i'm not😂*

კაფე სკოლიდან 20 წუთის სავალზე იყო, მაგრამ თოვლჭყაპის გამო სადღაც 10 წუთით დამაგვიანდა. ჯონგუკი უკვე მაგიდასთან იჯდა, ფანჯრის წინ, ეულად. მისი მზერით მაგადის გაჭრა შეიძლებოდა.
- როგორ ჩაიარა მამაშენთან შეხვედრამ?- ვკითხე, სკოლის ჩანთა სკამზე ვისროლე და წინ დავუჯექი.
პასუხი სახეზე იყო, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება.
- სკანდალი, მუქარა, შანტაჟი, ახალი არაფერი- წყნარად მიპასუხა.
მშვენიერია.
- თუ მარტო ესაა, შეგეძლო ტელეფონშიც გეთქვა- იმავე ტონით ვუთხარი მე- აქ მოყვანა არ იყო საჭირო.
- უბრალოდ სადილის ვარიანტზე რას იტყვი?- დაინტერესდა ის.
თვალებში ჩავხედე. ჩაიცინა. ამის დედაც.
კოცნის მომენტიდან ორი დღე გავიდა, მაგრამ უთქმელი შეთანხმებით მასზე არ ვლაპარაკობდით. როდესაც ბიჭთან კოცნა, როცა შენც ბიჭი ხარ, შენზე არა ამრეზას, არამედ დაბნეულობას იწვევს, სწორედ ეს შეთანხმებაა ის ერთადერთი, რაც ზღვრის გადაბიჯების საშუალებას არ გაძლევს.
ჯონგუკთან, საჭიროზე მეტად, მარტო დარჩენა არ მინდოდა, ჩვენი საუბარი ისევ ურთიერთობის გარჩევაში რომ არ გადასულიყო. ერთმანეთის გამძლეობას ვამოწმებდით და მე აშკარად ვაგებდი.
უკან ნაცნობი ხმა გაისმა.
- ძალიან მაინტერესებდა თქვენ კონფრონტაცია რამდენი ხანი გაგრძელდებოდა- იუგიომმა მოქნილად შემოუარა მაგიდას და თავისუფალი ადგილი დაიკავა.- სალამი- დაუფარავ ცნობისმოყვარე გამოხედვას გვესვროდა ხან ერთს, ხან მეორეს. შესანიშნვია, ყველა შეიკრიბა.
- რა ჯანდაბა გაცინებს- კითხა ჯონმა.
- ცუდ ხასიათზე ხარ, როგორც ჩანს მშობელთან ამაღელვებელი შეხვედრა ცუდად წავიდა.- თქვა, ჯერ კიდევ მომღიმარმა იუგიომმა, მაგრამ ეს ის არ იყო რაზეც ლაპარაკი უნდოდა, ამაზე მისი მრავლისმთქმელი ღიმილი და ეშმაკურად გაბრწყინწბული თვალები მეტყველებდნენ.
- აუცილებელია ამაზე ახლა ვილაპარაკოთ?
- რა თქმა უნდა- თავი დაუქნია მან და ხელით ოფიციანტს დაუძახა- დღეს მშვენიერი მტერი შეიძინე მამაშენის სახით. მე კიდევ ვნერვიულობ და ამბები. ბოლოს და ბოლოს შენი მეგობარი ვარ.
შეკვეთა გავაკეთეთ.
- საიდან ეგეთი დასკვნები?- დაინტერესდა ჯონგუკი.
- რომ შენი მეგობარი ვარ?
- რომ მტერი შევიძინე.
- ბატონი ჯონ* ში ჰიოკის ხასიათიდან გამომდინარე, ეჭვიც არ მეპარება- მხიარული ტონი ნელ- ნელა გაქრა და დასერიოზულდა.
- იქნება ცოტა ხანი დაოკდე და მამაშენის გაცოფებას შეეშვა?
იუგიომის რჩევის მიცემის მცდელობა ჯონგუკის დაუინტერესებელ გამოხესვას შეეფშვნა.
- ჯონგუკ, ამის დედაც, სერიოზულად გეუბნები- არ ნებდებოდა ის- მამაშენს ბიზნესში პრობლემები აქ, ახლა ისედაც ზედმეტად გაღიზიანებულია, რომ ადეკვატურად იაზროვნოს. შიძლება გაბრაზებულზე თავი ვერ შეიკავოს. საარსებო წყაროს ვერ გადაგიკეტავს, უკვე დიდი ბიჭი ხარ და მშობლებზე დაყრდნობა აღარ გჭირდება, მაგრამ შიძლება ზედმეტად შორს შეტოპოს.
გაცოფებული უფროსი ჯონი დამაიდებლად არ ჟღერდა. საუბრის ატმოსფერო უფრო და უფრო ნაკლებად მომწონდა.
- ყველაფერი ასე საშინლადაა?- ვიკითხე მოღუშულმა.
იუგიომმა თავი დამიქნია, სანამ ჯონს თვალებით ბუღავდა.
- საკმაოდ.
- ამის დედაც იუგიომ, დროზე ადრე ისტერიკებში ნუ ვარდები- ჯონგუკმა ცხვირი შეჭმუხნა და წვენი მოსვა- მისი პრობლემები მე არ მეხება.
- აჰა- ჩაიცინა მან- და შემდეგში მამაშენს გასაფრთხილებლად, მისი ბიზნეს პარტნიორები ავარიის მაგივრად შენ თავს მიუტანენ.
მაგიდასთან სიჩუმე ჩამოვარდა, გავაცნობიერე რაც ხდებოდა.
- შესანიშნავია- დავუსტვინე- ესეიგი ის ავარია შემთვევით არ მომხდარა?
ჯონგუკმა იუგიომს ცივად გახედა, მაგრამ მან მკვლელი მზერა უბრალოდ დააიგნორა.
- ასე ვთქვათ- განმიმარტა ჯონმა- ჩემი მშობელის მტრულად განწყობილმა მეგობრებმა, აჩვენეს რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ მეტს მოინდომებს. ბიზნესისთვის დამახანიათებელი მომენტებია- თქვა ვითომც არაფერი- ახლა ყველა განხეთქილება, განხილვის და დათმობების ეტაპზეა, მე კიდევ ბოდიშის ნიშნად ახალი მანქანა მიყიდეს. მგონი ყველა კმაყოფილი დარჩა.
მე ჩუმად ვყლევდებოდა: მშრალი ფაქტები, მანქანა ბოდიშის ნიშნად, არანაირი დარდი. და ეს ადამიანი მელაპარაკებოდა ჩემს თვითგადარჩენის ინსტინქტზე? თვითონ ვერაა კარგად!
შეკვეთა მოგვიტანეს, მაგრამ საჭმელს არავინ გაკარებია.
- უბრალოდ არ დაგავიწყდეს, რომ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა- დაამატა იუგიომმა.
- ამის დედაც, ნერვებზე ნუ მოქმედებ- გააფრთხილა ჯონმა.
მის მეგობარს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ჯონგუკი წამოდგა, ჯიბიდან რამდენიმე კუპიურა ამოიღო და მაგიდაზე დააგდო.
- სახლში წაგიყვან- მითხრა და კარისკენ წავიდა.
- ვერ ვიტან როცა ასე აკეთებს- ჩაიბურტყუნა იუვიომმა და დაკუჭული სალფეტი დააგდო.
მეც. ვერ ვიტან როცა მბრძანებლობენ.
- ტრაკში ვართ- შევაჯამე ჩვენი სიტუაცია.
იუგიომი დუმდა.
- ჯონგუკის მამა, რიგითი ქარხნის, რიგითი დირექტორი არაა. ის მდიდარი და სახიფათო ადამიანია. ამჯერად მას სერიოზული მოწინააღმდეგეები ყავს. ასეთი ხალხის წინააღმდეგ ბევრი ვერ გაბედავს წასვლას.
ამომწურავი იფორმაციაა, ვერაფერს იტყვი.
და, კი, იმის ცოდნა თუ ვინ იყო ჯონგუკის მამა არ მინდოდა. რაში მჭირდებოდა? ასე უფრო წყნარად მძინავს.
ჯონი ღია ფანჯარაში ეწეოდა. მე ღვედი შევიკარი და პირველმა დავილაპარაკე.
- იქნებ ტვინი ჩართო და იუგიომის ნათქვამს მოუსმინო.
- აუცილებლად- ჩაიცინა ჯონგუკმა.
როგორც კი მანქანა ჩემს სადარბაზოსთან გაჩერდა, სალონიდან გადმოვედი. უკვე კარებთან ვიყავი მისული, როცა ჯონმა დამიძახა.
- ხვალ სკოლაში გამოგივლი.
პასუხის გაცემა საჭირო არ იყო, არ მეკითხებოდნენ, უბრალოდ ფაქტის წინაშე მაყენებდნენ. ამის დედაც, ადამიანები არ იცვლებიან. კარი გავაღე და სადარბაზოში შევედი.

სხვათა ცხოვრების პარალელებიWhere stories live. Discover now