თავი 17

768 89 26
                                    

ხუთი დღე გავიდა საკუთარი თავის იმაში დარწმუნებაში, რომ აბსოლიტურად ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ და პარალელურად სულიერ ტანჯვებში. მაგრამ ეს არამყარი სულიერი მდგომარეობის კონსტრუქციაც დაირღვა, როდესაც ოთხშაბათს კიდევ ერთხელ მომიწია ამ ნაძირალას ხილვა. ჩემს კლასში, მოსწავლეებს შორის. გუშინ დამრიგებელმა გვითხრა ახალ მოსწავლეზე, რითაც ყველა ააღელვა და აი ისიც. შესანიშნავია, ამის დედაც!
გოგოები დაჩურჩულებდნენ, ბიჭები კი შემაფასებელი მზერით აკვირდებოდნენ, მაგრამ ჯონგუკს ეს საერთოდ არ აიტერესებდა. კლასის შუა მერხზე იჯდა და გამოხედვით მბურღავდა.
- ჯიმინ, შეიძლება დავინტერესდე, რატომ დააგვიანე?- უკმაყოფილო ტონით მკითხა მასწავლებელმა.
- დამეძინა- ჩავიბუტბუტე მე, კარებში რამდენიმე წამი გავიყინე შოკისგან, შემდეგ კი თავს როგორღაც ვაიძულე და შიგნით შევედი. 
ჩანთა სკამზე დავაგდე, ადგილი დავიკავე და ვცდილობდი ჩემს საშინელ ბედზე, ცხოვრების დაცინვაზე და რაც მთავარია უიღბლობის კარმაზე( რომელიც მუდამ თან მდევდა) არ მეფიქრა. შოკში ვიყავი.
- ასე- გააგრძელა მასწავლებელმა მონოლოგი- ერთმანეთის გაცნობას კიდევ მოასწრებთ...
აქ რა ჯანდაბა უნდა? ელიტური სკოლიდან აქ გადმოვიდა? ცენტრიდან სადღაც ტრაკში? ჰა-ჰა, ამის დედაც! მშვენიერი ანეგდოტია. არცერთი ადეკვატური ადამიანი ამას არ გააკეთებს. გინდათ მითრათ რომ, ფრიადოსანი, ოქროს მედლის აღების პერსპექტივით, მდიდარი მამიკოს შვილი, რომელიც სკოლის ყველაზე დიდი სპონსორი იყო, უბრალო სკოლაში გადმოიყვანეს? მშობლები? ეს ხომ ეპიკური ტვინის საერთაშორისო გათიშვაა!
- .. ჯიმინ, ჯონგუკს ექსკუსიას შენ ჩაუტარებ. უნდა იცოდეს სად რისი კაბინეტია- მკაცრი ტონით გამოაცხადა დამრიგებელმა, ისე რომ შეწინააღმდეგების სურვილიც კი არ გამჩენია. თავში ყველა უწმაწურმა სიტყვამ გამიელვა, რაც კი ვიცოდი. გაგიჟება შეიძლება! მშვენიერია!
ზარი დაირეკა. ყველა კარისკენ გაიქცა, მათ შორის მეც. შორს კლასიდან, შორს ამ აბსურდიდან.
- შენ ხომ ექსკურსიაზე უნდა წაგეყვანე- დამცინავად მკითხა ჯონგუკმა, რომელიც ღმერთმა იცის როგორ გაჩნდა ჩემს გვერდით.
ეს რა, ამის დედაც, ცხოვრების ბოლომდე ჩემს კუდში დევნას აპირებს?
- დაახვიე- უხეშად გადავუგდე და ნაბიჯს ავუჩქარე.
- ბოდიში, არ შემიძლია. ახლა ყოველ დღე ვნახავთ ერთმანეთს.
- ამის დედაც ჯონგუკ, რა კომედია მოაწყვე აქ გადმოსვლით?
მკვეთრად გავჩერდი დერეფანში, რითაც მოსწავლეების მოძრაობა შევაფერხე, რომლებმაც ახალი მოსწავლე უკვე შეამჩნიეს და ინტერესით გვაკვირდებოდნენ. ჯონგუკი სახიფათოდ ახლოს იდგა, მაგრამ ფეხებზე მეკიდა, სიბრაზისგან ყველაფრის განადგურება მინდოდა. ალბათ მანიაკალურ- დეპრესიული ფსიქოზი მაქვს. თავს ძლივს ვაკონტროლებდი. მარტო მასწავლებლები და ჩხუბის თანმყოლი შედეგები მაჩერებდნენ, არ მინდოდა ამ ნაძირალას გამო პრობლემები შემქმნოდა. თუმცა ალბათ კიდევ ერთხელ ჯონის სახეზე მუშტების მოფხანის შანსი აღარ მექნება. ნაბოზარი.
- აშკარა არაა?- მზერით ჩამაფრინდა- ჯიმინ არ გაგიშვებ. თუ ამისთვის ამ სოროში სწავლა მომიწევს, მაშინ ვისწავლი. ამ ქალაქში გინდა ცხოვრება? მშვენიერია, მეც აქ ვიცხოვრენ.
- სასაცილო არაა.
როდის მოასწრო "დიდმა მეფემ" თავის თამაშში ასე ღრმად შეტოპვა?
- მე არც ვხუმრობ- სერიოზულად მიპასუხა და თვალებში ჩამხედა.
- თავის პრობლემები გაქ. მკურნალობა გჭირდება.
- სერიოზულად?
- როგორც ინფაქტი ამის დედაც. შენ დედააფეთქებული სტალკერი ხარ, ჩემ ცხოვრებაში ბრუნდები და ყველაფერს სპილოს გრაციოზულობით ანგრევ. არ ვიცი კიდევ რა გინდა. იქნება მორჩე ამ კომედიის თამაშს და თავი დამანებო?
- არა..
- შესანიშნავია. რატო ფიქრობ რომ მჭირდები? ხო კარგი კითხვაა?
ამ ნაგვის წესებით ვითამაშო? რა პრობლემაა. მაგრამ ჯონგუკმა არ მიპასუხა, შეტრიალდა და დერეფანს გაუყვა. მშვენიერი იგნორირების ტაქტიკა აქ. 
მთელი დღეს ჯონი არ მომახლოვებია, რაც ზღაპრულ ბედნიერებას მგვრიდა. ეს ნაბოზარი გულმუცელს ოსტატურად მიტრიალებდა, მცირე შესვენება კი არ მაწყენდა, რომ გამერკვია რა მექნა. თავში ფაფა მქონდა, წარმოდგენა არ მქონდა რა მელოდა წინ. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. ახლა ცხოვრება ისევ ჯანდაბაში მიდის, მისი სიახლოვე კი მაღიზიანებდა და წყობიდან გამოვყავდი.
კლასში ყველას ნორმალურად ეკონტაქტებოდა, რაც საკმაოდ უცნაური იყო თუ მის ამპარტავნებას და თავის უნიკალურობაში თავდაჯერებულობას გავითვალისწინებთ, მაგრამ ყველაფერი ერთი ორი წინადადებით შემოიფარგლებოდა.
მეოთხე გაკვეთილზე გვერდით მინა მომიჯდა.
- ჯიმინ, აღმოჩნდა ახალს იცნობ? ამ ჯონს.
- მჰმ- ჩავიღმუილე მე.
- კი თუ არა?
- ეგრეც შეიძლება ითქვას- დავიბღვირე.
ის ინტერესით ელოდა გაგრძელებას, მაგრამ თავი მოვიკატუნე, თითქოს ვერ მივხვდი.
- აბა?
- რა "აბა"?
- თავს ნუ იდებილებ.
- როდესღაც ერთად ვსწავლობდით. ვსიო, თემა ამოიწურა.
მინამ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა, მაგრამ დაკითხვა არ გაუგრძელებია. სასიამოვნოა, როდესაც გამგებიანი ხალხი გხვდება.
ბოლო გაკვეთილი ქიმია იყო, რომელსაც მივაფურთხე და სახლში წავედი. სწავლაზე საერთოდ ხელის ჩაქნევა მინდოდა, ოღონდაც ჯონის სახე აღარ დამენახა, მაგრამ მივხვდი რომ ასე კიდევ ერთხელ დავთმობ მის წინ. ვერ ეღირსება.
და სანამ სამოქმედო ტაქტიკა არ გვაქ, ჯიმინ ჩვენი შეუმდგარი ცხოვრების მოსაგონებლად ერთ წუთიან დუმილს ვაცხადებ.

სხვათა ცხოვრების პარალელებიWhere stories live. Discover now