თავი 6

710 90 19
                                    

🆘️ ყურადღება! ამ თავში არის საკმაოდ მძიმე გაუპატიურების სცენა, რომელსაც წინასწარ მოვნიშნავ🆘️

დილით ჰოსოკმა დამირეკა და მკითხა ღირსეულად გავაცილე თუ არა მეგობარი. ვუთხარი რომ მისი მოცემული ფულით რეგიონში მთელი პურის ყიდვას და ახლო მომავალში ტეჰიონისთვის სუხარების წარმოებით დაკავებას ვაპირებ. დავაზუსტე, ჰოსოკს სუპების კეთების გარდა მცხობელობაზე ხომ არ გაუჩნდებოდა პრეტენზია, მან მე და ტეს იდიოტები გვიწოდა, რაზეც დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
სკოლაში წასვლა არ მინდოდა და მე და ჩემმა მეგობარმა მთელი დღე "დურაკას" თამაშში გავატარეთ. გადავწვიტეთ, რომ ერთი პერიოდი ჩემთან იცხოვრებდა. სახლიდან გაუსვლელად. ტეს სკოლის გაცდენების მოგვარება ერთი ბოთლი ღვინით და კამფეტებით შეიძლებოდა, ჩვენი საერთო მეგობრის ნაცნობი მედდასთვის პატარა საჩუქარი და საავადმყოფოდან ცნობა გვაქვს. სკოლა ბოლო რამ იყო რაზეც ახლა ვღელავდით.
არ ვლაპარაკობდით, უბრალოდ ვთამაშობდით, ხანდახან საჭმელად შესვენებას ვიღებდით. ძილის წინ ავიღე და დავახეთქე რომ " დურაკი" მე კი არ ვარ ( მიუხედავად იმისა რომ მწარედ წავაგე), ტეა თავისი უტვინო თავით. მითხრა, რომ ჩემი ხუმრობები მოაკლდება და კედლისკენ შეტრიალდა. მისი სიტყვებისგან გულ-მუცელი ამეწვა, ეს სიტყვები მთელი ღამე არ მაძინებდნენ.

- იდიოტი ხარ- გაწელვით უთხრა ჰოსოკმა ტეს- თუმცა რა მიკვირს? " მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ" - მეტყველი თვალებით გამომხედა.
- წადი შენი- ხუმრობით ვუთხარი, სენდვიჩის კეთების პროცესში- უბრალოდ ფული აიღე. შეგიძლია გადათვალო, მთლინი თანხა მანდაა.
- ეს უკვე უხეშობა იყო, ჯიმინ.
ჰოსოკი გაიბუტა.
უხეშობა? შეიძლება. მაგრამ დღე დილიდანვე ცუდად დაიწყო: ვერ გამოვიძინე, სკოლა ისევ გავაცდინე, სწავლაზე საერთოდ ხელი ჩავიქნიე და ტეს საბოლოოდ ვეჩხუბე. დილით ვანაში დალურჯებების დამუშავბისას გამომიჭირა. რამდენიმე წუთი ათვალიერებდა ჩემს ძველ და ახალ გემატომებს და შემდეგ მკითხა.
- ეს რა ჯანდაბაა?
- თვითონაც ხედავ.
- მეგონა მეგობრები ვიყავით ჯიმინ. მეგობრები კი ერთმანეთს ენდობიან.
- ენდობიან.
- მართლა? რაღაც არ ეტყობა. როდის აპირებდი ამის თქმას?
სათქმელი არაფერი მქონდა. უბრალოდ ჩუმად ვიდექით. მე - იმიტომ, რომ მოტყუება მრცხვენოდა და არც კიბიდან- დავგორდისნაირი ამბის მოგონებას ჰქონდა აზრი, ტე - კი იმიტომ რომ უზომოდ ეწყინა. მერე კი გავიდა და კარი ხმამაღლა გაიჯახუნა. ისტერიჩკა. მეც მაგარი ვარ, მარტო ცხოვრებას მიჩვეულს, კარის ჩაკეტვა დამავიწყდა. მაგრამ უკვე ვეღარფერს შევცვლი.
და ვსო. ამის შემდეგ დაძაბულად ვდუმდით. სიტუაციას ჰოსოკი შველიდან, სკოლის მერე შემორბენით. ნუ, შევლიდან სანამ თვითონაც არ გადაწყვიტა ჩემზე გაბუტულიყო. შემდეგი ვინაა? რიგში ჩადექით!
გაისმა მელოდია " placebo". ჰოსოკმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, დახედა, ცხვირი შეჭმუხნა და გათიშა.
- უნდა წავიდე- განაცხადა მან მესამე ზარის შემდეგ.
- პრობლემებია?- ვკითხე.
- დედას დაბადებისდღეა და ყველას ნერვებს უშლის- მხრები აიჩეჩა.
- გილოცავ- ჩავიცინე მე.
- მადლობა.
დაგვემშვიდობა და წავიდა.

სხვათა ცხოვრების პარალელებიWhere stories live. Discover now