თავი 5

725 95 11
                                    

დიდ შესვენებაზე ჯონგუკი სკოლის შესასვლელთან გამოვიჭირე და გაკვეთილების შემდეგ ცოტა ხნით მოცდა ვთხოვე. დამაიგნორა. ისევ ვთხოვე დამლაპარაკებოდა, მაგრამ ამით მარტო გავაბრაზე. სიტყვას სიტყვა მოჰყვა და აი მე უკვე ჯონგუკს ნაგავი ვუწოდე და მუშტი გავუქანე სახეში. აიცილა. შემდეგ ეს დეგენერატი წავიდა და თავის მეგობრებს შემატოვა. მე კი ახლა ბუჩქებდი სისხით ვახველებ, თან ჩემს შეცდომებზე ვფიქრობ, ჯერ კიდევ მოურჩენელი დალურჯებები და შეუხორცებლი ნეკნები მტკიოდა. კარგია, რომ მინგიმ პირდაპირ მტკივნულ ადგილზე მომახვედრა და პირდაპირ ამ ამაზრზენი არსების ფეხსაცმელზე მაღებინა, თორემ ისევ მომიწევდა ჰოსოკისთვის ნეკნების დაფიქსირებაში დახმარების თხოვნა.
როგორც იქნა ბუჩქებიდან გამოვძვერი და გადავწვიტე, რომ სკოლა მშვენივრად გაძლებს დანარჩენ გაკვეთილრბზე ჩემს დაუსწრებლადაც. მარჯვენა გვერდში ტკივილისგან შუბლ შეკრული, ბარბაცით გავემართე სახლისკენ. ჰოსოკი მართალი იყო, როცა მეუბნებოდა, რომ არაადამიანური გამართლება იქნება თუ ჯონგუკი მომისმენდა და თან დამეხმარებოდა კიდეც. ჰოსოკს უნდა დავურეკო, რომ ფული გაამზადოს- ტე სასწრაფოდ უნდა გაიქცეს ქალაქიდან, ყოველი წამი მნიშვნელოვანია. მერე ვიფიქრებთ ვალის დაბრუნებაზე- მთავარია ახლა გადავარჩინოთ.
სახლში დიდი ხანი ვიდექი გაყინულო წყლის ქვეშ და სახიდან ავადმყოფურ სიფერმკრთალეს ვიშორებდი. ჩაი მოვიდუღე და რვეულიდან ფურცელი ამოვხიე. მასზე დავხაზე სქემა სიტყვებით "100 ათასი $", " 3 დღე", "150 ათასი. გვეყოფა?" და ერთი მეორისკენ მიმართული ისრები. კუთხეში სახრჩობელაზე ჩამოკიდებული კაცუნა და რამდენიმე მოწყენილი სმაილი დავხატე. იდეები გამომელია.

აპათიური აზრებიდან შავი "სამსუნგის" ზარმა გამომიყვანა.
- სად ხარ?- დაძაბული ხმით მკითხა ჰოსოკმა.
- სახლში.
- კარგად ხარ? ხმა მოვიდა, რომ ისევ გცემეს. სიმართლეა?
- კი. მაგრამ დიდად ვერაფერი მოასწრეს. ფეხსაცმელებზე გული ამერია- პრაქტიკულად სიამაყით ვაცნობე.
- ჯონგუკი, ნაბოზარი.. - დაღლილად ამოიხვნეშა- როგორ ხარ?
- უარესადაც ვყოფილვარ. მისმინე, ფულთან დაკავშირებით შენ შეთავაზებაზე თანახმა ვარ. მჭირდება.
ჰოსოკი გაჩუმდა.
- გასაგებია. საღამოს შენთან იქნება. ტეჰიონს დაურეკე, გაემზადოს.
- კარგი. დაგელოდები...და ჰოსოკ- დავუძახე მე- მადლობა.
- ჯერ არაფერი გაქ სამადლობელი- მითხრა და გათიშა, მე კი ფანჯრის ხედით ტკბობა დავიწყე.
დარჩენილი ჩაი, ტკივილგამაყუჩებლის რამდენიმე  ტაბლეტს დავაყოლე, ჭიქა გავრეცხე და დაწოლა გადავწყვიტე, როცა ტელეფონი გამოცოცხლდა. ეკრანზე უცნობი ნომერი აისახა. დავფიქრდი ყურმილი ამეღო თუ არა, მეორე ავირჩიე და დივნისკენ გავემართე. მაგრამ მეხუთე ზარის შემდეგ ვუპასუხე.
- გისმენთ- გაღიზიანებული ხმით ვესროლმე მომაბეზრებელ უცნობს.
- შავი "BMV" შენს სადარბაზოსთან- გაისმა მშრალი პასუხი და ყურმილი დაკიდეს.
აჰა, ნაცნობი აღმოჩნდა. ჯონ- დიადი- მეფე- ჯონგუკი საკუთარი პერსონით. შოკში ვიყავი. მაგიდიდან გასაღები ავიღე და გასასვლელისკენ წავედი, თან ვფიქრობდი გზად, უცბად ანდერძი ხომ არ მიმეწერა გამოყენებულ ფურცელზე სამზარეულოში. წინათგრძნობა მეუბნებოდა, რომ ტყუილ უბრალოდ არ დავუბარებივარ. როგორც ჩანს ჯონგუკმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ჩუმად მოვეკალი და ქალაქგარეთ ტყეში მივემარხე.
უზარმაზარი შავი მანქანა მართლა იდგა ჩემს სადარბაზოსთან. ჯიპი სახიფათოდ გამოიყურებოდა, გაპრიალებული გვერდებით, დაბურული მინებით და ქრომირებული დისკებით. ჩემზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება დატოვა, მართლა მაგარი მანქანა იყო. ისევე როგორც პატრონი. ჯონგუკი მანქანაზე მიყრნობილი იდგა და ეწეოდა. არასდროს მინახავს რომ ეწეოდეს. ესეც ახალი ამბავი.
- რას დაშტერდი?- ინტერესით მკითხა და სიგარეტი გადააგდო- ჩაჯექი.
- რისთვის?- გავოცდი მე.
ჯონგუკმა მძღოლის მხრიდან კარი გააღო და ჩემსკენ მოუტრიალებლად თქვა:
- მგონი დალაპარაკება გინდოდა.
ასე უბრალოდ. და ის ფაქტი, რომ რამდენიმე საათის წინ დამაიგნორა და თავის ლაქიებს ჩემი ცემის ნება დართო, როგორც ჩანს, არანაირ როლს არ თამაშობდა.
- აქ ვილაპარაკოთ- შევთავაზე მე.
მის მანქანაში ჩაჯდომა საერთოდ არ მინდოდა.
- მისმინე, ჩემ დროს ხარჯავ. ან მოდიხარ, ან შენ პრობლემებთან ერთად ჯანდაბაშიც წასულხარ.
საჭესთან დაჯდა და მანქანა დაქოქა. მე თავდაჯერებულად გავემართე მანქანისკენ, თან ახალი დეტალი აღვნიშნე, ჯონგუკი საჭესთანაც არასდროს მინახავ. ჩვეულებრივ მძღოლს დაყავდა, მანქანებიც სხვანაირი იყო "AUDI"- დან დაწყებული " CLS"- ით დამთავრებული. ამ მანქანას პირველად ვხედავდი. მეტიც, ეს მოდელი ინტერნეტშიც კი არ შემხვედრია, აქაურ გზებზე რომ აღარაფერი ითქვას.
- რა განერვიულებს?- ჩაიცინა მან, როცა გზაზე გავედით.
ხმა არ ამომიღია, ღვედი შევიკარი და ამოვიოხრე: მართლაც, ნეტა რა? უბრალოდ დავილაპარაკებთ, თავზე ნაგავს დამაყრის, დამამცირებს, შეიძლება ვიჩხუბოთ კიდეც, მერე კი თავისუფალი ვიქნები, ჰოსოკს ფულს გამოვართმევ და ტეს გავაცილებ. იდეალური გეგმაა.
- ჩემი პრობლემები რატომ ახსენე?- მოვტვინე კითხვის დასმა, თან პარალელურად იმის გააზრებას ვცდილობდი რომ უმაგრეს მანქანაში ვიჯექი ჯონგუკის გვერდით. ერთი ერთზე. კიდევ ერთი საუკუნის ხუმრობა. უიღბლო. და საერთოდ არაა სასაცილო.
- რა არ გაქ?- სკეპტიკურად ჩაიცინა მან.
- მაქ. შენ საიდან გაიგე მათზე?
- ჩიტმა მომიტანა ამბავი, სახელად ჰოსოკი.
- მჰმ.- გაურკვევლა ჩავიღმუვლე.
ჰოსოკს სძულს ჯონგუკი, მართალია მიზეზი ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ დასანახად ვერ იტანს, ეს ყველამ იცის. ახლა კი აღმოჩნდა, რომ მან ჯონგუკს თხოვა ჩემთვის დრო მოენახა? უცნაურია.
- არაფერია ამაში უცნაური- მიპასუხა ჯონგუკმა. როგორც ჩანს ბოლო სიტყვა ხმამაღლა ვთქვი- ძამიკო პირველად დამელაპარაკა, უგულო მონსტი მიწოდა, მეც დავინტერესდი, საიდან ამხელა პატივი.
- მე... დახმარება მჭირდება...
- შენ არა.
- რა " შენ არა"?
- დახმარება შენ არ გჭირდება. საკუთარი თავისთვის ცხოვრებაში ჩემთან არ მოხვიდოდი. როგორც შეამჩნიე დიდად თბილი ურთიერთობა არ გვაქვს- "ოოო, მე კი შევამჩნიე, მთელი სპექტრით შევიგრძენი!"- მითუმეტეს შენ ჰოსოკიც დაგეხმარებოდა- თუ საჭირო გახდა ყველაფერზეა წამსვლელი. ესეიგი... დახმარება შენ არ გჭირდება, ვიღაცა ნაცნობს. და როგორც ჩანს კუთხეში მოგაქციეს.
გამომივიდა, ამის დედაც, ფსიქოლოგი. დასტვენა მომინდა მაგრამ თავი შევიკავე. ჩხუბის დაწყება არ მაწყობდა.
- კარგი. დახმარება მე არ მჭირდება. ჩემს მეგობარს. ეს რამეს ცვლის თუ არც კი მომისმენ?
მწვანე თვალები მე მომაპყრო. შუქნიშანთან ვიდექით და ჯონგუკს შეეძლო ნაკუწებად ვექციე. ძალიან უცნური და რაღაცნაირად არასწორი იყო მასთან ასე ახლოს ყოფნა და მის თვალებში ყურება. შინაგანი ხმა კი ყვიროდა :"გაიქეცი!".
- რატომაც არა, მოგისმენ- ჩაფირებული გამომეტყველებით მიპასუხა მან.
- სად მივდივართ?- რამდენიმე ხნის შემდეგ ვკითხე მე, რითაც ჩამოვარდნილი სიჩუმე დავარღვიე.
- რესტორანში. მშია.
საწინააღმდეგო არფერი მქონდა. მაგრამ ეზოშიც შეიძლებოდა დალაპარაკება, საჭირო არ იყო ქალაქის მეორე ბოლოში წაყვანა.
მანქანა ელეგანტურად გაჩერდა, ქალაქში საუკეთესო, რესტორან "ორი სამყაროს" შესასვლელთან. მე ამ ადგილის სიახლოვესაც კი არ მაქვს ჩავლილი, შიგნით ყოფნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სასოწარკვეთით შევაფასე ჩემი ჩაცმულობა: ჯინსის შარვალი, ზედა, კურტკა- ყვლაფერი იაფფასიანი და საკმაოდ გაცვეთილი. ჯინსზე ფეხსაცლის, ხოლო კურტკაზე ორი ამოშორებული ლაქის კვალია. შესანიშნავია. ახლა თავს, საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენად, ისე ვგრძნობდი როგორც არასდროს.
- მორჩი დაშტერებას, წავედით,- მომაძახა ჯონგუკმა და გადავიდა, გასაღები უცბად მისულ ბიჭს მისცა. არასდროს მესმოდა, როგორ შეიძლება აიღო და მანქანის გასაღები ვიღაცა უცხო ტიპს მისცე. ჯონგუკის კომპანია რომ არა, ამ ძვირადღირებული ადგილის კიბეებამდეც კი არ მიმიშვებდნენ, მაგრამ კლასელის გვერდით მდგომს კარი გამიღეს, გამიღიმეს და "VIP" ნიშნიან მაგიდამდე მიმაცილეს. ალბათ ამაშია სიმდიდრის ეშხი, დავაფასე. რესტორნის საჭმელი სახლში გაკეთებულის ნაცვლად, ოჯახური შეკრების ნაცვლად კორპორატიული წვეულებები, ხოლო ოჯახს მოსამსახურეები გიცვლიან. საღ გონებაზე მყოფს, ვის შეიძლება მოსწონდეს ასეთი ცხოვრება? თუ მე არ მესმის რამე?
მენიუს გადაშლის გარეშე ჯონგუკმა ორ კაცშე შეუკვეთა, მაგრამ მე შევასწორე:
- მხოლოდ ერთი ჭიქა ჩაი. მადლობა.
ოფიციანტმა დაგვტოვა, თან დაინტერესებული მზერა მესროლა. ხო, ასეთ სამყაროს შეცდომას ყოველ დღე ვერ ნახავ.
- მე გადავიხდიდი, უარის თქმა არ იყო საჭირო. აქ კარგი საჭმელი აქვთ.
- ეჭვიც არ მეპარება. უბრალოდ დაბეჟილი კუჭით მარტო ჩაის დალევა შემიძლია ისე, რომ გული არ ამერიოს.
შემეძლო არაფერი მეპასუხა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. ზედმეტად კმაყოფილი სახით მიყურებდა, იმედია ჩემი სიტყვები ცოტა მადას დაუკარგავ. მაგრამ ჯონგუკი მხოლოდ ჩაფიქრებით აგრძელებდა სადღაც ჩემს იქეთ ყურებას. ამ გამოხედვისგან თმა ყალყზე მიდგებოდა.
- შეიძლება მოყოლა დავიწყო?
ჯონგუკმა გაკვირვებით წარბი აწია.
- მიდი.
მეც მოვყევი ტეს ისტორია.
შეკვეთა მოგვიტანეს. მე ჩუმად ვსვამდი ჩემ ჩაის, მის შესაძლო ფასზე ვფიქრობდი და კლასელს მოლოდინით ვუყურებდი. ის ზანტად ჭამდა თავის მაღალხარისხოვან კერძებს და ბორდოსფერ სითხეს აყოლებდა. დეგენერატი, ის ხომ საჭესთან ზის. ჯიბედი არანორმალურად დიდ თანხა ავარიისგან ვერ გიშველის. ალბათ მან ეს არ იცოდა.
- საიდან მოიტანეთ რომ ამანათებში ნარკოტიკი იყო?- როგორც იქნა ხმა ამოიღო ჯონგუკმა.
დიდი ინტერესი ჩვენმა ისტორიამ არ გამოიწვია, მაგრამ ჯერ არ გავუგდივარ, რაც იმედს მაძლევდა.
- არ ვიცით შიგნით რა იყი. მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ კამფეტები არა. მოთხოვნილი თანხა ამას ადასტურებს.
- მთელი ეს თქვენი ისტორია სისულელეა. კაპიკად არ ღირს. ვიღაცამ რაღაცის წაღება თხოვა. გზავნილი ვითომ არ მივიდა. შანტაჟი რაღაცა ვიდეოთი. და სასაცილო ფასი რაღაც ისტორიის დასახურად. შენი მეგობარი პატარა ბავშვივით მოატყუეს. შეიძლება ნარკოტიკები მართლა იყო და ეს შანტაჟისტი პატარა ბარიგაა, რომელსაც ფულის მოხვეტა უნდა. მთლიანი თანხის იმედიც არააქ, მაგრამ სულ ისეც არ უნდა რო დარჩეს. თუ საერთოდ არაფერს მისცემთ სადმე ბნელ კუთხეში მოკლავენ და ეგაა. მიხვდი რასაც გეუბნები?
ჭიქაში თავჩარგული ვიჯექი და ჯონგუკის დამცინავ ხმას ვუსმენდი. ტეჰიონის ისტორია მისთვის სასაცილოდ სულელურად ჟღერდა. ეს ამბავი ჩვენთვის იყო სამყაროს დასასრული, ჯონგუკისნაირებისთვის კი... ამის დედაც, მისთვის აზრი არ უნდა მეკითხა!
- ფული როდის უნდა მისცეთ?
- ზეგ.
- ძალიანაც კარგი.
რა "კარგი" დაინახა ამ დებილმა ამ სიტუაციაში, ვერ მივხვდი, მაგრამ ჯონგუკი უცბად გაცივდა ჩემი პრობლემის მიმართ, ჩემ მიმართაც და საერთოდ მაიგნორებდა.
მისი გულუხვობა იმდენად დიდი იყო იმ საღამოს, რომ რესტორნის შემდეგ საჭირო ავტობუსის გაჩერებამდეც კი მიმიყვანა.
- დაახვიე- მშრალა მიმანიშნა.
ღვედი შევიხსენი და კარი გავაღე.
- რატო გახარჯებს დროს ჰოსოკი? მაგარი უიღბლო ხარ- მომაძახა ჯონგუკმა.
- ვმეგობრობთ- ჩავიბუტბუტე და კარი მივხურე. უკან მოუხედავად გავუყევი გზას.

სახლში მხოლოდ საათნახევრის შემდეგ შევვარდი, საშინლად დაღლილი, ფეხით მომიწია თითქმის მთელი ქალაქის გავლა- ფული სკოლის ჩანთაში დავტოვე ჯიბეში კი კაპიკიც კი არ მეგდო.
ტე დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ხმა გამორთული ქონდა, M&M- სის რეკლამა გადიოდა.
- გამარჯობა "ყვითელო"- მივესალმე და გვერდით მივუჯექი.
- ჰოსოკი იყო მოსული- მითხრა ტემ ტელევიზორიგან თვალის მოუშორებლად- ფული ფანჯრის რაფაზეა.
ავდექი და ფანჯარასთან მივედი, თითქმის შიშველი ქალის გამოსახულებიანი პაკეტი ხელში ავიღე და გავხსენი, შიგნით ბანკნოტებით იყო სავსე.
- რამდენია აქ?
- ბევრი- ლაკონურად მიპასუხა- ჩვენთვის რა თქმა უნდა.
თავი დავუქნიე. პაკეტი გადავახვიე და კუთხეში მივაგდე. ცოტა დაფიქრების მერე იის ქოთანი მივადგი- ვითომ დავმალე.
- ჯიმინ?
- რა?
- მე ვერსად წავალ. არ შემიძლია.
ჩუმად ვიყავი. ვუყურებდი როგორ ქრებოდა და ინთებოდა შუქი მეზობლების ფანჯრებში, ეზოში ძაღლებს როგორ ასეირნებდნენ და დალევა მომინდა. მაგრამ ტაბლეტების და ალკოჰოლის არევა ცუდი იდეაა.
- არაფერს იტყვი?
- თუ სერიოზულად გინდა ვილაპარაკოთ, საუკეთესო რაც გელოდება- ციხეა. და იციი, მე საშინელი ეგოისტი ვარ, იმიტომ რომ შენთვის ციხე მირჩევნია სადნე ყელგამოჭრილის ნახვის ნაცვლად.
- მე კი მხდალი ვარ. მირჩევნია ციხეში შენი ამანათები მივიღო ვიდრე ყელგამოჭრილი ვეგდო სამდე.
- რომანტიკოსი- ჩავიცინე.
- ფულს რა ვუყოთ?- რამენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მკითხა მეგობარმა.
- ჰოსოკს დავუბრუნებ. შეგიძლია დაიტოვო, მართალია მერე მთელი ცხოვრება მომღიმარ მდიდარ შვილიკოსთა ცხოვრების ბოლომდე ვალი უნდა აბრუნო- ჩავიცინე მე.
- წადი შენი.
ტემ ბალიში მესროლა. გადავბჟირდით. როგორც არანორმალურები, თვალებიდან ცრემლების წამოსვლამდე. იმის ცოდნა რომ ჩემი ცრემლები სიცილზე მეტად ნეკნებში ტკივილის ბრალია, მისთვის საჭირო არ იყო.

სხვათა ცხოვრების პარალელებიWhere stories live. Discover now