თავი 9.3

735 89 36
                                    

თავი იმდენად მძიმე იყო, თითქოს რკინისგან მქონდა ჩამოსხმული, პირში სიმშრალე, ყელი მტკიოდა და მიფეთქავდა, ენა კი არ მემორჩილებოდა. ვერ ვყლაპავდი, ნერწყვიც კი არ მქონდა.

კვნესით მივიტანე ხელი ალმოდებულ ყელთან. ასე საშინლად თავი ცხოვრებაში არ მიგრძვნია. ისევ მინდოდა მხსნელ სიბნელეს შევკედლებოდი.

- გამოცოცხლდი?- იკითხა ნაცნობმა ხმამ.

არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა, მითუმეტეს ლაპარაკის, ამიტომ თავიდან ვერც კი მივხვდი რომ მე მომმართავდნენ.

- წყალი მიეცი.

- ჩაძაღლდეს- გაბრაზებულად დაიბღვირა მეორე ხმამ.

- წყალი მიეცი მეთქი!- უბრძანა პირველმა.

რამდენიმე წუთში თავზე წყალი დამასხეს და ხველა ამიტყდა.

- ნაგავო- ხრინწიანი ხმით წარმოვთქვი, თან გამიკვირდა საერთოდ ლაპარაკის თავი რომ მქონდა.

- ესეც ასე, მხეცუნა ნორმაშია- ჩაიცინა ჯონგუკმა.

- ამ ნაბოზარს მოვკლავ!

მინგი გაცოფებული იყო.

- ეს ჩემი მხეცუნაა, თითსაც ვერ დაადებ.

- ჯონგუკ...

- მოკეტე- მშრალად მიაძახა ჯონმა- ჰეი, მხეცუნა, ადექი.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ადგომა მართლა ვცადე. ამის გაკეთება მხოლოდ მეოთხე მცდელობაზე მოვახერხე, ისიც კედლის დახმარებით, რომელსაც ზურგით მივეყუდე.

- რა უცბად გამოცოცხლდი ნახე- შემაქო ჯონგუკმა- კარგი, დაახვიე, მთელი თამაში გამიფუჭე- ამოიოხრა მან- დღეს რაღაც საინტერესო არ ხარ.

თვალები ჯერ კიდევ არ მქონდა გახელილი, მხოლოდ ის გავიგე კარი როგორ გაიღო და დაიხურა. მოვიხმე მთელი მიწიერი და არამიწიერი ძალები და ავდექი. იმდენაც ცუდად ვიყავი, რომ თავიდან არ გამომივიდა, ცოტა ხანი მეგონა რომ კედლისგან მოშორებით ხოხვით მომიწევდა გადაადგილება. როგორღაც მივეტანე ჩემს კურტკასთან, ავტომატურად ჩავიცვი ძლირად აკანკალებული ხელებით და შეუკვრელად გავედი ოთახიდან, სანამ ამ ნაძირლებმა არ გადაიფიქრეს. 

სხვათა ცხოვრების პარალელებიWhere stories live. Discover now