თავი 28

771 91 25
                                    

- ამას სერიოზულად არ ამბობს ხო?- ვკითხე იუგიომს პალატიდან გამოსვლის შემდეგ.
- ვფიქრობ სერიოზულადაა განწყობილი.
- და შენც ასე უბრალოდ გააკეთებ ყველაფერს რასაც ჯონგუკი გეტყვის?
იუგიომმა ისე გამომხედა, თითქოს სისულელე ვთქვი. კითხვაზე პასუხი ზედმეტად ნათელი იყო. თავი გავაქნიე და გასასვლელისკენ წავედი. უკვე კლინიკის კარებში, კურტკაში შევიფუთე და მობილურზე ნომერი ავკრიფე. ყურმილი მაშინვე აიღეს, მეც შესავლის გარეშე დავიწყე ლაპარაკი:
- იცი რომ ჯონგუკი საავადმყოფოშია?
- ჯიმინ?
მშვენიერი მეხსიერება აქ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ნომრიდან მარტო ერთჯერ მაქ დარეკილი.
- იცი, თუ არა?- თავიდან ვკითხე.
- შენ კარგად ხარ?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა კუბოში უნდა ვიწვე, მაგრამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ, ყველაფერი შესანიშნავადაა.
ჰოსოკი დუმდა.
- არ მეგონა ყველაფერი ასე.... ასე თუ შემოტრიალდებოდა.
- ესეიგი ეს სიმართლეა- ამოვიხვნეშე.
გინდოდა დარწმუნებულიყავი? აჰა. მომბეზრდა ადამიამებში იმედგაცრუება.
- ამის დედაც ჯიმინ- მძიმედ ამოიოხრა ჰოსოკმა- უბრალოდ დახმარება მინდოდა...
-აჰა- ჩავიცინე გაბრაზებულმა- უბრალოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინე: ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მამობილია, უფრო მარტივია გზიდან ჩემნაირი უჯიშო მაწანწალა მოიშოროს, ვიდრე შვილი დაარწმუნოს, რომ სახლში დაბრუნდეს. მითხარი, თქვენთვის ადამიანის სიცოცხლე საერთოდ არაფერს ნიშნავს? არაა ადამიანი, არაა პრობლემა?
- მისმინე, მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა- ჩაილაპარა მან ოდნავ გაბზარული ხმით- შეგვიძლია შევხვდეთ და დავილაპარაკოთ?
- ცუდი იდეაა- გავაქნიე თავი, თითქოს მას დანახვა შეეძლო- ძალიან ცუდი.
ჰოსოკი არ ჩამბჟირებია, ჩემს ხმაში ის გაიგო, რის თქმასაც ვცდილობდი და მეც აღარ გამიგრძელებია ეს უაზრო საუბარი.
რით შეეძლო ჰოსოკს დახმარება? ჩემგან ჯონგუკის მოშორებაში? თუ თავისთვის უნდოდა გზის გასუფთავება, როცა გააცნობიერა, რომ საკმაოდ რეალურად მოვწონვარ. ან შეიძლება ყველაფერი ასეც იყო ჩაფიქრებული, როგორც იმ სულელურ სერიალებში იციან ხოლმე:" დაე არავის დარჩეს"? რადგანაც რთული დასაჯერებელია, რომ ჰოსოკი უფროს ჯონს კარგად არ იცნობდეს და ეგონოს თითქოს ის მარტო შვილს დააბრუნებს სახლში. იმის გაგების შემდეგ, რომ მისი მემკვიდრე გეია. ან ბი, რა მნიშვნელობა აქ? ფაქტი ფაქტად რჩება: ჩემი თავიდან მოშორება უნდოდათ, თითქოს ეს ჯონგუკის ორიენტაციას აღადგენდა. ღმერთო რა იდიოტობაა.

სხვათა ცხოვრების პარალელებიOnde histórias criam vida. Descubra agora