The eyes,chico..

2K 71 4
                                    

არაუშავს,ასეთებიც ხდება.
ასფალტზე ვარ გაშოტილი.სულ რამდენიმე წუთის წინ ფეხზე ვიდექი.
სამყაროს ვერტიკალურად აღვიქვამდი,ჩემი "ქენონი"-ის ფირმის ძველისძველისძველ კამერაში ვიჭყიტებოდი და ვცდილობდი ბავშვების ღიმილიანი სახეები დამეფიქსირებინა.
ალბათ,ეს ნაწილობრივ იმიტომაც,რომ მე თვითონ ბავშვთა სახლში გავიზარდე და ასეთი ლაღი ღიმილი იშვიათად თუ მღირსებია..

არა,ისედაც ვგიჟდები ბავშვებზე.

ჰო,მერე,ერთ შარიან ქვას წამოვკარი ფეხი,რომლიც ვერ ვხვდები საიდან გაჩნდა მაინცდამაინც მოედნის იმ კუთხეში,მე რომ ვცოდვილობდი.
ვერაფერს იტყვი,გადაღების ზედმეტად ჩემეული სტილი მაქვს.

ფოტოხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა.
ყველაფრის დაფიქსირება მიყვარს,რაც მშვენიერია.
ეს შეიძლება ჩემს სუსტ წერტილადაც ჩაითვალოს.

დიდი ვაი-ვაგლახით ვდგები,შარვალიდან მტვერს ვიფერთხავ და რამდენიმე დამცინავ მზერასაც ვაწყდები.
ვის არ მოსვლია..

ჰუდის კაპიუშონს თავზე ვიფარებ და უკვე აჩქარებული ნაბიჯით მივდივარ სახლისკენ.

ნეტავ არ იწვიმოს.

შენობის წინ,რომელშიც ჩემი აპარტამენტია,ერთი დიდი სკვერია,საკმაოდ მრავალფუნქციური.

ვუახლოვდები და შეჯგუფებულ ხალხს ვხედავ.
-5..6..7....-მესმის ზედმეტი ყვირილისგან ხმაჩახლეჩილი მსაჯის ხავილი.
მორიგი ჩხუბი..
"მინი რინგს"ორი დაკუნთული ტიპი უვლის გარშემო.ორივე ელოდება რომელი იქნება პირველი.
ორივეს სისხლი და ოფლი ღვარად ჩამოსდის სახეზე.
აი,ქერა,შედარებით მაღალი მუშტს იქნევს.
კუპრივით შავი თმის პატრონი იცილებს და ამჯერად ის ურტყამს მთელი ძალით,მთელი გამეტებით..
ქერა რინგზე უსულოდ ეცემა.გულშემატკივრებიც არ აყოვნებენ,თითქოს ტალღამ დაუარაო,ჯერ წინა ფლანგი,შემდეგ-უკანა ყურისწამღებ ყიჟინას ტეხს.
მსაჯი შავთმიანის მაჯას ხელში იქცევს და გამარჯვების ნიშნად ჰაერში სწევს.
გამარჯვებულს ირონიული ღიმილი ესახება სახეზე,აქაოდა სხვას რას ელოდითო.
ვცილობ ახლოს მივიდე,რომ უკეთ შევათვალიერო,რადგან სულ ახლახანს მასზე ბევრად მაღალი და ბევრად დაკუნთული კინაღამ საიქიოს გაისტუმრა.
ვათვალიერებ თავიდან ტერფებამდე.

მშვენიერია.

ძილბურანიდან ერკვევა ჩემი ქვეცნობიერი.არა,ვაღიარებ ის მშვენიერია.
და უცებ ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება..
მთელს ტანში ელექტროობა მივლის.ხელისგულები მიოფლიანდება და თვალებსაც მალ-მალე ვახამხამებ.
გამოხედვა კიდევ უფრო მქირდავი უხდება,როცა ჩემს რეაქციას ხედავს.
თვალს მიკრავს.

რაო?
არა,სქაილერ,შენ ახლა შეტრიალდები და უკანმოუხედავად წახვალ სახლში.

ვეუბნები ჩემს თავს,ერთი ღრმად ვისუნთქავ და ასეც ვიქცევი.

პატარა,მაგრამ სუფთა,მინიმალისტურ სტილში მოწყობილი აპარტამენტის კარს ვაღებ.
აბაზანაში თავს ვიწესრიგებ,მაგარ ჩაის ვიკეთებ და საწოლზე ვკალათდები,ლეპტოპთან ერთად.
დესკტოპზე დაყენებული ორქიდეას ფოტო მეგებება.
მეღიმება.
ყვავილის დანახვაზე სასწრაფოდ ჯიბეების ჩხრეკას ვიწყებ.
ღმერთო,არა.
ნუთუ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფოტო დავკარგე?!
კარგი,კარგი,პანიკით ვერაფერს შევცვლი.მშვიდად ვარ.
ვითომ ხომ არაფერი,ერთი შეხედვით უბრალო,პოლაროიდით გადაღებული ორქიდეები იყო,თუმცა მიყვარდა.
ულამაზესად იყო ამ მცენარის მთელი მშვენიერება და მომხიბვლელობა-სინაზე აღბეჭდილი.

ქუთუთოები მიმძიმდება.ჩვევად მაქვს ქცეული ძილის წინ ორმოცდამეათე ფსალმუნის წაკითხვა.
ახლაც ვიწყებ.
მალევე ვამთავრებ.
პირჯვარს ვისახავ,კვლავ სუსტად მეღიმება.
თვალებს ვხუჭავ და ყველაფერი,რასაც ვხედავ ის ლამაზთვალება ბნელი რაინდია რინგიდან...მოიცა,რა ვთქვი?ბნელი რაინდიო?არა,აშკარად მეძინება.
კი,კი მეძინება.
მასზე საერთოდ არ უნდა ვფიქრობდე.

გამარჯობა!!

ზეინი ცუდი ბიჭია.
გოგოზ როლში ქაია გერბერი მყავზ გამოყვანილი.
თუ რამე არ მოგეწონათ,ძალიან გთხოვთ მითხარით,თუ მოგეწონათ ისიც მითხარით.

Luv,M💙

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now