Paradoxical

828 55 1
                                    

თავს ამ მანქანაში ჯდომის ღირსად ნამდვლად არ ვთვლი.
თითქმის ხელუხლებელ სალონში არაამქვეყნიური სურნელი ტრიალებს.
ყველაფერს ისიც ემატება,რომ ზეინ მალიკის უნაკლო პროფილს თვალს ვერ ვაშორებ და ასე,მინაზე კეფამიბჯენილი დაჰიპნოზებული შევყურებ.
ამ თავქარიანმა ბიჭმა გადამარჩინა.

ნეტავ გული არ წამივიდოდეს.

საკუთარ თავთან შესაწინააღმდეგებლად ზედმეტად დაღლილი ვარ.
თვალებს ვხუჭავ.
ან შეიძლება თავისით მეხუჭება,არ ვიცი.

არც ის ვიცი,რა დროა გასული,როცა ის მაღვიძებს.
თითის ბალიშებს ნაზად მისვამს სახეზე.
ჩემი სხეულიც უპასუხოდ არ რჩება,ერთიანად ტაო მაყრის.
რაღაც უცხო,უცნაური შეგრძნებაა.არ მსიამოვნებს-მეთქი ნამდვილად ვერ ვიტყვი.

ნელ-ნელა,თითქოს მეშინია სიზმარი არ იყოს,თვალს ვახელ.
ზეინ მალიკის ღიმილიან სახეს რომ ვეფეთები,თავს კიდევ ერთხელ ვკარგავ.
საშინლად ვიბნევი.
ალბათ გიჟურადაც გავწითლდი.

მოვედით,ძვირფასოო მეუბნება.

-არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ..თქვენ რომ იქ არ ყოფილიყავით...
კიდევ ერთხელ მიღიმის.
-უბრალოდ,საჭირო დროს საჭირო ადგილას გავჩნდი-თვალს მიკრავს.
ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება.

"შეხვედრა."სქაილერ გრინ!

ღმერთო,შეყვარებულივით ვლაპარაკობ.
სასწრაფოდ უნდა მოვშორდე აქაურობას.

-ჩემი წასვლის დროა-ვეუბნები გაუბედავად-კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
და უცებ...
-ცოტა ხნით ხომ არ შემოხვიდოდით?შემიძლია ყავით გაგიმასპინძლდეთ ან ჩა..
-შემოვალ-სიტყვის დასრულებას არ მაცლის,თვალებში ჭინკები უთამაშდება,მარტივი მოძრაობით მანქანიდან ხტება და კარს მიღებს.
გადმოსვლისას მორცხვად ვუღიმი.

ღმერთო,როგორ შეიძლება ასეთი მოუხერხებელი ვიყო?!
კინაღამ მის ფეხებთან გავიშხლართე.

საშინლად დაბნეული და აღელვებული ვარ.
ჩემი ქმედებების მე თვითონ არ მესმის.

რამდენიმე წუთში,მაგარი ჩაით ხელში ვზივარ,ზეინ მალიკის პირდაპირ,რომელიც ისევ ისეთი უდარდელი სახით წრუპავს თითქმის უშაქრო,შავ ყავას.

ხმას არცერთი არ ვიღებთ.
სიჩუმეში უხერხულობა ნამდვილად არ იგრძნობა.
პირიქით,მსიამოვნებს.
და მგონი ვატყობ,რომ მასაც.

"როდესაც აანალიზებ,რომ იპოვე ის ერთადერთი.განსაკუთრებული.როდესაც შეგიძლია მასთან ერთად კომფორტულად გაიზიარო სიჩუმე.."

ღმერთო,რაებს ვფიქრობ.ეს რაღამ გამახსენა.

ბოლო ყლუპსაც ვსვამ.ველოდები ისიც როდის დაასრულებს.
მერე,ორივე ჭიქას ნიჟარაში ვაწყობ და როცა ვტრიალდები უკვე წასასვლელად მომზადებული მხვდება.
მზერას რომ გრძნობს ჩემსკენ მოდის.

მოკლედ,კედელზე გაკვრა მგონი სისხლში გამიჯდა.

ხელებს კვლავ ჩემს გარშემო აწყობს.
ეშმაკური ღიმილით დამყურებს და ელოდება რას მოვიმოქმედებ.

ვერაფერსაც ვერ მოვიმოქმედებ.

-გამატარეთ,თუ შეიძლება-ვცდილობ დავუსხლტე,მაგრამ ამაოდ,რათქმაუნდა.
ჩემს სიტყვებს ყურადღებასაც არ აქცევს,სახე ახლოს მოაქვს და მკოცნის.

მისი რბილი,თბილი,ტკბილი ტუჩების მსუბუქი შეხება სულს მიფორიაქებს,პულსაციას მიჩქარებს და ამ დაუნდობელი სამყაროს არსებობას სრულიად მავიწყებს.

-მგონი დავიმსახურე,არა ძვირფასო?

ეს ხმაც..

უცებ,გონზე მოსვლასაც ვერ ვასწრებ,მშორდება,კარს აღებს და სიბნელეში იკარგება.

მტოვებს მარტოს,ჩემთვის ჯერ კიდევ პარადოქსალური გრძნობებისამარა.
ისეთი გრძნობების,მეც რომ არ მეგონა,ოდესმე თუ განვიცდიდი,ან უბრალოდ თუ შემეძლო განმეცადა.

ესეც შენი პირველი კოცნა...

Hey,buddiez!💙
Bodishi,zedmetad mokle tavia..

Luv,M💙

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now