THANK YOU's

689 43 10
                                    

ლურჯ,მკრთალ ნათებას ხელსაყრელ ადგილზე ვათავსებ და წყლის ტემპერატურის შესამოწმებლად ხელებს მაჯებამდე ვისველებ.

მშვენიერია.

-Z,შეგიძლია შემოხვიდე!-გულაფანცქალებული,ენთუზიაზმით საეჭვოდ აღსავსე,კამერას ათასნაირად ვუჩხიკინებ,მერე რომ იმედები ერთიანად არ ჩამომაქციოს თავზე.

რატომღაც ყველაფერი რიგზეა.

-ესეც გავიხადო?-მეკითხება ზეინი,რომელსაც შარვალი უკვე ხელისგულისოდენა აბაზანის მეორე კუთხეში მოუსვრია და ახლა ეშმაკური ღიმილით ბოქსერზე მითითებს.

ტუჩებს ერთ ხაზად ვკუმავ და მკიცხავ სახეს ვიღებ,რა დროს ეგ არის-მეთქი.
ამასობაში,ის მარჯვენა თუ მარცხენა ფეხს,რა მნიშვნელობა აქვს რომელია,წყალში ჰყოფს და წამოყვირებასავით ხმას გამოსცემს.

-რა?-დაფეთებული ხელათვე მასთან მივდივარ.

-წავა რა..-მეუბნება და ჯაკუზში იშხლართება.

Here we go..აბა შენ იცი,სქაილერ გრინ,თავი მაგრად შეირცხვინე.

შუქი ისედაც ჩამქვრალი იყო,ასერომ მხოლოდ მკრთალი განათების,სარკმლიდან შემოჭრილი მთვარის სხივებისა და თოვლის ღამეული სიკაშკაშის ამარა ვრჩებით.

ჰო,ზეინს ლურჯადშეფერილი წყალი დიოფრაგმამდე ელამუნება,ლავიწებიდან ჩამოცურებული წვეთები შთამაგონებლად იკვლევლევენ გზას მის ტატუირებულ სხეულზე,შემდეგ ერთმანეთს ერწყმიან და იკარგებიან.
თმაც დასველებია,კბილებშორის მოქცეული ქვედა ტუჩი,მოკიაფე თვალები და ფოტოსესია!

ღმერთო.

ის თითქოს სამყაროს ყველა მშვენიერებას ჰგავს,ერთად და ცალ-ცალკე.
რადგანაც ხელოვნებას წესები არ აქვს,სასურველ რაკურსს ვარჩევ,მერე აპარატს ვაჩხაკუნებ,თან კმაყოფილებისგან ვიღიმი.

მშვენიერი გამოვიდა.

ისე,ეს ხელოვნებაზე რომ ვთქვი რაღაცნაირად კი გამომივიდა..
არა,ჩემს თავს ხელოვანს არ ვუწოდებ,უბრალიდ ფიტოგრაფიაც ხელოვნებად მინაჩნია და..
ფოტოგრაფია იმ ისტორიად მიმაჩნია,რომელსაც სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ.

მეორე ფოტო პირველზე მეტად მომწონს.
ზეინს თავი უკან აქვს გადაწეული,არაამქვეყნიურფრად მბზინავი კანი,ერთი შეხედვით ცრემლებით დასველებულს მიუგავს.
ოდნავშეხსნილ ბაგეებთან მიტანილი ტატუირებული მტევანი,დაბალზე შეკრეჭილი,უხეში წვერი,კისერზე დაჭიმული ძარღვები და სწორი ცხვირი!

თეთრ მდუმარებას არღვევს-როგორ მიდის საქმეო მეკითხება.

ვუღიმი,ვიხრები და შუბლზე ხმაურიანად ვკოცნი:

-საუკეთესო ხარ.

მესამე ნამუშევარში,ზეინს მკერდის ძვალზე საჩვენებელი თითი უდევს,თითქმის მთელი მტევანი და ჩემი შაყვარელი სვირინგი-პაწია ჩიტიც მოუჩანს.

კიდევ რამდენიმეჯერ ვაცოდვილებ კამერას,ყოველი შემთხვევისთვის.
ჩემს შესანიშნავ მოდელს-უკეთესს რომ ვერც ვინატრებ-ვატყობინებ თავისუფალი ხარ-მეთქი.
პირსახოცს ვუწვდი,მერე,ვეღარ ვითმენ,მის ყელში ვეფლობი,საოცრება სურნელს ხარბად ვისუნთქავ თან ვბუტბუტებ:

-მადლობა,მადლობა ყველაფრისთვის.

და ზუსტად ვიცი:
ის ხვდება ამ მადლობას მხოლოდ ნახევარ საათიანი ფოტოსესიის გამო არ ვუხდი.

ჰო,გასაგზავნი სახასიათო ფრაზა თავისით მაფიქრდება:
"შეიძლება ხალხმა თქვას,რომ გადაღება არ შემიძლია,მაგრამ იმას ვერასდროს იტყვიან,რომ არ მიცდია."

Hola,Buddiez!
Dzaan gagicruet imedebi?

Luv,M

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now