Orchids

1K 64 15
                                    

დილით მსუბუქი თავისტკივილით ვიღვიძებ.
უცნაური მოძრაობით საწოლიდან ვხტები,აბაზანაში თავს ვიწესრიგებ და პიჟამასამარა მაგარ ჩაის ვიკეთებ.

წესით უნდა მიშველოს.

სავარძელში ვკალათდები,თავს საზურგეს ვადებ,თვალებს ვხუჭავ და ფიქრებში ვიძირები.
ჰონორარი,რომელიც რომელიღაც ბრიტანული ჟურნალის გამომცემლობამ გადამიხადა ფოტოსესიისთვის,უკვე თითქმის ამოვწურე.

დღეს აუცილებლად რამე უნდა მოვიფირქო და სამუშაო ვიშოვო.

დაახლოებით ნახევარი საათი ვაკანსიების საიტებზე დავძვრები.
თავიდან უშედეგოდ,ხელსაყრელს ვერფერს ვპოულობ და გუნებაც ნელ-ნელა მიფუჭდება.
მაგრამ ბოლოს,მადლობა ღმერთს,რაღაც ნორმალურს ვაგნებ.

აქვე ახლოს ერთი კაფე ყოფილა
სახელად "heaven",სადაც თურმე,დამხმარე სჭირდებათ დილის თორმეტი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე.

მშვენიერია.

შიფონის ნაცრისფერ კაბას ვარდისფერ კედებს ვუხამებ,
ღმერთო-შენ-მიშველე თმასაც ძვლივს რაღაცას ვუხერხებ,სარკეში ბოლოჯერ ვათვალიერებ საკუთარ თავს და იმედით თუ ამბიციით სავსე პოტენციური სამსახურისკენ მივეშურები.
კარის გაღებისთანავე წარბები თავისით მეჭმუხნება.

იატაკზე უმშვენიერესი,მოკრემისფრო-მოთეთრო ორქიდეების უზარმაზარი თაიგული დევს.
დაბნეულობისგან ხელი ჰაერში მიშეშდება.
მერე,გონს რომ მოვდივარ ვიხრები ნაზად,თითქოს მეშინია რამე არ ვატკინო ისე ვიღებ ყვავილებს და წინანდელზე მეტად ვვოცდები.

ჩემი პოლაროიდით გადაღებული ორქიდეები!

ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ,ფოტოს უკან ნაქარგი ასოებით ნაწერ წარწერას ვკითხულობ:

"რაღაც მაინც გვაქვს საერთო...
P.sუკეთესი იქნება თუ საკუთარ ნივთებს მეტ ყურადღებას მიაქცევ,ლამაზო..
თუმცა,ჩემი ბრალია,მე მოგაჯადოვე)
Z.M"

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now