Snow

720 53 5
                                    


სუსხიანი ქარი მთლად თავის ნებაზე დააფრიალებს სულზე უფაქიზეს,ქათქათა ფანტელებს.
საოცარი პროცესია.
ჰო,თოვლი ცივია,თუმცა მშვენიერი. საერთოდ,მიმაჩნია,რომ სიკეთესავითაა-რასაც კი შეეხება უეჭველად ამშვენებს.
ყველაფერი ჯადოსნურად მეჩვენება,როცა თოვს.

კაფეში სახეგაბადრული დავქრი,გადასარევი განწყობით,თან ოდნავ გაბერილი მუცლით..
გრძელი ამბავია,ბებია მიცხონდა.
ტრაგედია მეგონა და ყველაზე მშვენიერი კომედია აღმოჩნდა.

ერთ ჩვეულებრივ,ოქტომბრისთვის დამახასიათებელ წვიმიან დღეს,"heaven"-ში ჰარი გვეწვია.
მთელი მონდომებით შევეგებე,ისე,მეგობრულად.
იმ გოგოსაც გავუღიმე,ჰარის რომ ტუჩებს აჭამდა.
რათქმაუნდა მივხვდი მაინცდამაინც აქ,ჩემს დასანახავად რატომ მოიყვანა და ეს არც მეჭაშნიკა,მაგრამ არ შევიმჩნიე.
მერე,შეკვეთა თითქმის შემკვეთამდე მქონდა მიტანილი,ფეხქვეშ მიწა გამომეცალა,გულისრევის შეგრძნება შემომაწვა,თავბრუც დამეხვა და საბოლოოდ,ყველაფერი იატაკზე გაშხლართვით დასრულდა,პირდაპირ ჰარის ფეხებთან.

კლიჟეა,კლიჟე.

საავადმყოფოს სუნმა გამაღვიძა,ცხვირში რომ მეცა,თორემ ღმერთმანი,კიდევ ვაპირებდი ძილს.
თვალიც არ გამეხილა ხეირიანად,ზეინმა სქაი როგორ ხარო იყვირა.
პასუხის თავი არ მქონდა,საცოდავად გავუღიმე.
წამიც და,თითების,მტევნების,სახის დაკოცნა დამიწყო,კოცნებს შორის სულ მადლობას ბუტბუტებდა.

მოვლენების სინათლის სიჩქარით განვითარების მიუხედავად,არცერთ წამს არ ვნანობ.
ვფიქრობ ეს ნორმაში ნამდვილად ჯდება.
როგორ შეიძლება რამით უკმაყოფილო ვიყო,როცა სხეულში კიდევ უფრო პატარა სხეულის თითოეულ გაფაჩუნებას ვგრძნობ?
თითქოს ყოველ დღე რაღაცნაირ მეტამორფოზას განვიცდი,ამ პატარა არსებისა და ზეინ მალიკისთვის უკეთესობისკენ
ვიცვლები.

სახლში წასვლის დრო მოვიდა.
"მამიკომ"კი დაიჩემა გინდა თუ არა მაგ სამუშაოს უნდა შეეშვაო,მაგრამ გავჯიუტდი,მანქანით მოკითხვაზეც კი უარი განვაცხადე.

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now