Dark knight

751 55 0
                                    

ცენტრში პატარა,მრგვალი მაგიდა დგას.მის გარშემო ორი სკამი აწყვია,ერთმანეთის პირისპირ.
ერთ-ერთს ზეინი სწევს ჩემთვის.
ისე მოხერხებულად ვჯდები საკუთარი თავის მიკვირს.
თვითონაც იკავებს ადგილს და იდაყვდაყრდნობილი დაჟინებით შემომყურებს.
აჭარხლებული სახე სად წავიღო აღარ ვიცი.
მერე,ალბათ გრძნობს,რომ საშინლად არაკომფორტულად ვარ და მობოდიშების მიზნით ოდნავ მიღიმის.

-ყველაფერი ძალიან ლამაზია-გაუბედავად ვიწყებ,იქნებ ყურადღება საუბარზე გადაიტანოს.

-ჰოო,მე დიდად არ მიყვარს ეს რომანტიკა და ამბავი,ყველაფრის დაგეგმვაში ლიამი დამეხმარა.

ცნობისმოყვარე მზერას რომ აწყდება,ლიამი ჩემი ძმაკაციაო ამატებს.

-იცი,ეს რომანტიკა დიდად არც მე მიყვარს-ამ სიტყვებზე წარბებს ზიდავს-არა,ცუდად არ გამიგო,ზოგადად ვამბობ.აქ ყველაფერი შესანიშნავია.მადლობა.

ჰაერს ხარბად ვისუნთქავ.

მგონი არცერთი სიტყვა არ შემშლია.
არც ენა დამბმია.
მშვენიერია.

-აბა,სქაილერ როუზ-ცოტათი წინ იწევა-აღიარება არიარებისთვის?

-მე..ჰო..არც კი ვიცი საიდან დავიწყო...

-ჩემი გეშინია?

აი,ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი.მეტყობა რომ მისი მეშინია?

-არა-მტკიცედ ვპასუხობ.

-აბა გრცხვენია?

-თანაც საშინლად.

ენას ქვედა ტუჩზე იტარებს,წარბებს ჭმუხნის და ღიმილი ეპარება.

-მშვენიერი დასაწყისია.განაგრძე.შენზე მომიყევი.

თუ ეს მასზე მეტის გაგებაში დამეხმარება,კი,მოვუყვები.
თუნდაც ქვეცნობიერის გაუთავებელი ტლიკინის მოსმენა მომიხდეს იმის შესახებ,თუ რამდენად სულელი და მეამიტი ვარ.
უფრო სწორად,გავხდი.

-მე..ბავშვობის დიდი ნაწილი ბავშვთა სახლში გავატარე..მანამდე ჩვეულებრივად ვცხოვრობდი,მყავდა ოჯახი და საუკეთესო მეგობარი,ნაილი.-მის ხსენებაზე სევდიანად მეღიმება.-ჩემი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი.
არასრულფასოვნების კომპლექსი დღემდე გამომყვა,რადგან მშობლებმა,გაურკვეველი მიზეზის გამო გადაწყვიტეს ბედის ანაბარა დავეტოვებინე.

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now